პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკო ლეკიშვილი თბილისურ და საახალწლო ტრადიციებზე
ნიკო ლეკიშვილი თბილისურ და საახალწლო ტრადიციებზე

თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მერი, ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი, თბი­ლი­სის კო­ლო­რი­ტი ნიკო ლე­კიშ­ვი­ლი თბი­ლი­სის და თბი­ლი­სე­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე, ქარ­თულ ადათ-წე­სებ­ზე და სა­ა­ხალ­წლო ტრა­დი­ცი­ებ­ზე თქვენს კი­თხვებს უპა­სუ­ხებს.

გა­მოგ­ზავ­ნი­ლი კი­თხვე­ბი:

ელი­სო მე­ლი­ქი­ძე:

ბა­ტო­ნი ნიკო მა­გა­რი კა­ცია, ბევ­რი გა­უ­კე­თე­ბია რა­ჭის­თვის.

სო­ფიო:

რა გრძნო­ბაა, როცა გი­წო­დე­ბენ თბი­ლი­სის კო­ლო­რიტს, აი, თუნ­დაც ამ წუ­თებ­ში რო­გორ აუხ­სნით სიყ­ვა­რულს თბი­ლისს.

-სი­ტყვა კო­ლო­რი­ტი მო­გო­ნი­ლია უფრო იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც მარ­თლა იყ­ვნენ თბი­ლი­სის კო­ლო­რი­ტე­ბი სხვა­დას­ხვა დროს. ეს ისე­თი ხალ­ხი იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც კულ­ტუ­რა­სა და ხე­ლოვ­ნე­ბას­თან იყ­ვნენ ახ­ლოს. მე ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემი თავი ამ ამ­პლუ­ა­ში. თბი­ლი­სი მიყ­ვარს ძა­ლი­ან და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე თუ ვინ­მეს მი­აჩ­ნია, რომ კო­ლო­რი­ტი ვარ, ცუდი არ არის, თუ მე მთვლი­ან კარგ თბი­ლი­სე­ლად ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს ნიშ­ნავს. თბი­ლისს რო­გორ ავუხ­სნა სიყ­ვა­რუ­ლი? სიყ­ვა­რუ­ლის ახ­სნა, ხომ ძა­ლი­ან ძნე­ლია. ერთი ლექ­სი არის გივი გე­გეჭ­კო­რის და იმას ვი­ტყვი:

"მწვა­ნე ხე­ივ­ნის შრი­ა­ლი მარ­თობს,

მოს­ჩანს ქა­ლა­ქი ათას მზი­ა­ნი,

თბი­ლი­სი მიყ­ვარს არ ვიცი რა­ტომ,

რო­გორც ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნი"

თა­მა­ზი:

რო­გო­რი უნდა იყოს თბი­ლი­სის მერი?

-ქა­ლა­ქის მერი უნდა იყოს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის ქსო­ვილ­ში იქ­ნე­ბა ჩა­წე­რი­ლი. ეს უნდა იყოს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გრძნობს ქა­ლაქს და რო­მელ­მაც იცის რა არის თბი­ლი­სი. თბი­ლი­სი, ეს არ არის მარ­ტო შე­ნო­ბე­ბი და მთე­ბი, ეს არის ადა­მი­ა­ნე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად არის თბი­ლი­სი - ქუ­ჩაც, მტკვა­რიც, მთაწ­მინ­დაც, ადა­მი­ა­ნე­ბიც. მათ შო­რის ყვე­ლა­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნი. ბუ­ბას სიმ­ღე­რას და­ვე­სეს­ხე­ბი, სა­დაც ის ყვე­ლას მი­ე­სალ­მე­ბა- სუ­ლელს, ჭკვი­ანს, ბრძენს, უჭ­კუ­ოს- თბი­ლი­სი ესე­თია. ამას უნდა გრძნობ­დეს თბი­ლი­სის მერი და რა თქმა უნდა, უნდა ქონ­დეს ძა­ლი­ან დიდი შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა. 24 სა­ა­თი უნდა იყოს ამ ფერ­ხულ­ში ჩარ­თუ­ლი, ის ვე­რას­დროს ვერ და­ის­ვე­ნებს. მას უნდა ქონ­დეს დიდი გე­მოვ­ნე­ბა, უნდა გრძნობ­დეს სად რისი გა­კე­თე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი და რისი არა. კულ­ტუ­რას­თან უნდა იყოს ძა­ლი­ან ახ­ლოს და სწო­რად უნდა შე­ეძ­ლოს ფი­ნან­სე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა. უნდა ქონ­დეს ძა­ლი­ან დიდი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის უნა­რი. ეს უნდა იყოს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყველ­გან მი­სა­ღე­ბია და ყველ­გან მი­ეს­ვლე­ბა. მის­თვის კულ­ტუ­რა, სპორ­ტი, არ­ქი­ტექ­ტუ­რა- ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უნდა იყოს. ქა­ლაქ­ში კო­მუ­ნა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბიც არის გა­და­სა­წყვე­ტი და ამ მხრივ რთუ­ლი ქა­ლა­ქია, აქ მას დას­ჭირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის სწო­რად შერ­ჩე­ვის უნა­რი. რა თქმა უნდა კარ­გად უნდა ეს­მო­დეს თბი­ლი­სის ის­ტო­რია. რა­ტომ მოხ­და თბი­ლი­სის ასე გან­ვი­თა­რე­ბა, რო­გორ ჩა­მო­ყა­ლიბ­და ეს ქა­ლა­ქი, რო­მე­ლიც 1913 წელს ძი­რი­თა­დად არა­ქარ­თვე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბით იყო და­სახ­ლე­ბუ­ლი, რო­გორ მოხ­და მისი ტრა­დი­ცი­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. ეს მერ­მა უნდა იცო­დეს, თო­რემ მის­თვის ძნე­ლი იქ­ნე­ბა ბევ­რი სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტა. ერთხელ ჯანო კა­ხი­ძემ და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ თბი­ლი­სის მე­რი­ი­დან გა­გი­ჟე­ბუ­ლი წა­მო­ვი­და. საქ­მე ქონ­და და შეხ­ვდა საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტატს. მან ჰკი­თხა- თქვენ სად მუ­შა­ობ­თო?

-მე ჯან­სუღ კა­ხი­ძე ვარო.

ის კი ვერ მიხ­ვდა ვინ იყო ჯანო და მა­ინც აგ­რძე­ლებ­და კი­თხვას თუ სად მუ­შა­ობ­და ის. კაცი, რო­მე­ლიც არის თბი­ლი­სის მუ­სი­კა­ლუ­რი ცენ­ტრის მთა­ვა­რი დი­რი­ჟო­რი, თბი­ლი­სის ორ­კესტრის მთა­ვა­რი დი­რი­ჟო­რი და ეს არ იცის თბი­ლი­სის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყოფ­მა ადა­მი­ან­მა, ეს ხომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ამ­ბა­ვია. მე ვთქვი მა­შინ, რომ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ნიუ-იორკში მე­რი­ა­ში არ იცოდ­ნენ ბერ­სტა­ი­ნი, ან მი­ლა­ნის მე­რი­ა­ში არ იცოდ­ნენ ვინ არის ტონ­სკა­ნი­ნი.ესე­თი რა­ღა­ცე­ბი უნდა იცო­დეს იმ ადა­მი­ან­მა, ვინც იქ­ნე­ბა მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. რაც მთა­ვა­რია მას უნდა ქონ­დეს დიდი მოთ­მი­ნე­ბის და ატა­ნის უნა­რი. თბი­ლი­სი ისე­თი ქა­ლა­ქია, რომ მერ­ზე და იქ მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებ­ზე იქ­ნე­ბა ბევ­რი ჭორი და სი­ბინ­ძუ­რე. ის ამის­თვის მზად უნდა იყოს, იმი­ტომ რომ უნდა შე­ეძ­ლოს თბი­ლი­სის გუ­ლის­თვის ყვე­ლა­ფე­რი აი­ტა­ნოს.

2)რა მოგ­წონთ და რა არ მოგ­წონთ ახალ თბი­ლის­ში, რო­გო­რი იყო ძვე­ლი თბი­ლი­სის ტრა­დი­ცი­ე­ბი.

-ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი რა­საც მე ვუ­ყუ­რებ თბი­ლის­ში აღარ არის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ისე­თი რო­გო­რიც ადრე იყო. ჩემი სახ­ლი რომ აი­ღოთ თუნ­დაც, ძა­ლი­ან ძვე­ლი სახ­ლია, სა­დაც ბევ­რი კარ­გი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­და. ეხლა კი იმა­თი შთა­მო­მავ­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ. ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი კი რაც მა­შინ იყო, ისე­თი აღარ არის. რა მოხ­და, ეპო­ქამ მო­ი­ტა­ნა თუ სხვა რამ, ეს გა­ურ­კვე­ვე­ლია. გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო ამ ოჯახ­ში გაშ­ლი­ლი­ყო სუფ­რა და მე­ზობ­ლე­ბი არ ყო­ფი­ლიყ­ვნენ, ასე­ვე ვი­ყა­ვით სხვა მე­ზობ­ლებ­თან. უბა­ნი ით­ვლე­ბო­და დიდ სა­მე­ზობ­ლოდ, სა­დაც ჭირს და ლხინს ერ­თმა­ნეთს ვუ­ზი­ა­რებ­დით. თბი­ლი­სი ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი ქა­ლა­ქი იყო, ყვე­ლა დღე­სას­წა­ულ­ზე ქუ­ჩა­ში სიმ­ღე­რა ის­მო­და. ეპო­ქამ ეს ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლა. თუმ­ცა როცა ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი, მა­მა­ჩე­მი და მისი მე­გობ­რე­ბი სულ იძახ­დნენ, რომ ადრე ძა­ლი­ან კარ­გი იყო და ეხლა შე­იც­ვა­ლა ყვე­ლა­ფე­რიო. ეპო­ქას რა­ღაც ახა­ლი მო­აქვს, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მთვა­რი რაც მოხ­და, ის არის, რომ სით­ბო რაც ოჯა­ხებ­ში იყო, მო­აკ­ლდა ქა­ლაქს. თქვენ კარ­გად იცით, რომ უკვე ოჯახ­ში არა­ფე­რი არ ხდე­ბა, ბავ­შვის და­ბა­დე­ბის დღე სპე­ცი­ა­ლურ სა­დღე­სას­წა­უ­ლო ცენ­ტრებ­შია, და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი რეს­ტორ­ნებ­შია, ოჯა­ხი კი გა­მო­ი­თი­შა, რაც თბი­ლის­ში ძა­ლი­ან დიდი ტრა­დი­ცია იყო. ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი და ყო­ველ­თვის როცა მე­ზობ­ლე­ბი რა­მეს გა­ა­კე­თებ­დნენ , ყო­ველ­თვის გვიგ­ზავ­ნიდ­ნენ, ასვე იყო მა­მა­ჩე­მი. როცა რა­ჭი­დან ჩა­მოგ­ვი­ვი­დო­და ღვი­ნო ყო­ველ­თვის უგ­ზავ­ნი­და მე­ზობ­ლებს. ესე­თი ტრა­დი­ცია იყო, ერ­თმა­ნე­თის მო­კი­თხვის. ეხლა ეს ტრა­დი­ცი­ე­ბი აღარ არის.

ნანა:

"თბი­ლი­სი იყო ურ­თი­ერ­თო­ბა". გვი­ამ­ბეთ თუნ­დაც ერთი თბი­ლი­სუ­რი, ერთი ქუ­ჩის, უბ­ნის ბი­ჭე­ბის ის­ტო­რია.

-ერთი რამ არ მომ­წონს, ბოლო ხა­ნებ­ში როცა ლა­პა­რა­კია ქუ­ჩა­ზე, სულ ამ­ბო­ბენ, რომ აქ იყო მხო­ლოდ ჩხუ­ბი, და­ნე­ბის ტრი­ა­ლი და ძველ­ბი­ჭო­ბა, მაგ­რამ ეს ასე არ იყო. ჩხუ­ბიც იყო, მაგ­რამ ეს არ იყო მთა­ვა­რი. პლე­ხა­ნოვ­ზე ვიკ­რი­ბე­ბო­დით ხში­რად და სა­პა­რიკ­მა­ხე­რო­ში შევ­დი­ო­დით ზამ­თარ­ში, იქ ვსა­უბ­რობ­დით პო­ლი­ტი­კა­ზე, ფეხ­ბურთზე და ყვე­ლა­ფერ­ზე. ხრუ­შო­ვი, რომ გა­და­ა­ყე­ნეს იქ გა­ვი­გე, მხო­ლოდ ორი დღის მერე გა­მო­ა­ცხა­დეს ეს ამ­ბა­ვი, იმი­ტომ რომ ბი­ჭე­ბი უს­მენ­დნენ ამე­რი­კის ხმას და იმ დრო­ის­თვის სხვა აკ­რძა­ლულ გა­და­ცე­მებს. სხვა­თა­შო­რის არ და­მა­ვი­წყდე­ბა, როცა აღ­მას­კო­მის თავ­მჯდო­მა­რე ვი­ყა­ვი, მა­შინ­დე­ლი პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა რომ, პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი მი­რე­კავს, ქვე­მოთ სა­ში­ნე­ლი ხმა­უ­რი­აო და იქ­ნებ გა­ყა­როთ ისი­ნი ვინც იქ დგა­ნა­ნო. რომ ჩა­ვე­დი, ვხე­დავ ერთი არის აკა­დე­მი­ის წევ­რი კო­რეს­პო­დენ­ტი, მე­ო­რე ფაბ­რი­კის დი­რექ­ტო­რი, მე­სა­მე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი, მე­ო­თხე ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი კი­ნოს­ტუ­დი­ის მსა­ხი­ო­ბი. ეს ხალ­ხი იდგა იქ და ხმა­მაღ­ლა იცი­ნოდ­ნენ და ლა­პა­რა­კობ­დნენ. აი ესე­თი სა­ზო­გა­დო­ე­ბა იკ­რი­ბე­ბო­და, ეს იყო თბი­ლი­სი.

მოვ­ყვე­ბი კი­დევ რა­მო­დე­ნი­მე ის­ტო­რი­ას, ბევ­რი სა­სა­ცი­ლო ამ­ბე­ბი ხდე­ბო­და. აქ ერთხელ ჩა­მო­სუ­ლი იყო ცირ­კის მსა­ხი­ო­ბი კა­რან­და­ში, ხუ­მა­რა იყო. მას ჰქონ­და ნო­მე­რი, რომ გა­მო­ვი­დო­და ცირ­კში იძახ­და- გა­მარ­ჯო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და შემ­დეგ იწყებ­და ხუმ­რო­ბებს. რომ გა­მო­ვი­დო­და კა­რან­და­ში ბი­ჭე­ბი თვი­თონ ყვი­როდ­ნენ- გა­მარ­ჯო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და იშ­ლე­ბო­და ნო­მე­რი. მთე­ლი ცირ­კი ამა­ზე იცი­ნო­და. ესე რა­მო­დე­ნი­მე­ჯერ გა­ა­კე­თეს და ბო­ლოს მი­ლი­ცი­ე­ლე­ბიც კი და­უს­ხდნენ გვერ­დით რომ გა­ე­ჩუ­მე­ბი­ნათ. აი, ესე­თი ამ­ბე­ბი ხდე­ბო­და თბი­ლის­ში.

ერთი ახალ­გაზ­რდა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი კაცი იყო სერ­გო ლობ­ჟა­ნი­ძე, მას აინ­ტე­რე­სებ­და, რომ მოკ­ვდე­ბო­და პლე­ხა­ნო­ვე­ლე­ბი რო­გორ აღიქ­ვამ­დნენ ამ ამ­ბავს. მო­ი­ტა­ნა სა­კა­ცე, დაწ­ვა ზედ და ბი­ჭებ­მა მხარ­ზე შე­იდ­გეს და მი­ას­ვე­ნებ­დნენ პლე­ხა­ნოვ­ზე. ხალ­ხი ქუ­ჩა­ში გა­მო­დი­ო­და და კი­თხუ­ლობ­და რა ხდე­ბო­და. ბი­ჭე­ბი კი ყვე­ლას ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ სერ­გო ლობ­ჟა­ნი­ძე მოკ­ვდა. მთე­ლი ამ­ბა­ვი იყო ატე­ხი­ლი. გა­მო­ვი­და მი­ლი­ცი­ის უფ­რო­სი, მა­საც რომ უთხრეს რომ სერ­გი და­ი­ღუ­პა, მოთ­ქმა და­ი­წყო- ვაი, შვი­ლო რა დაგ­მარ­თნი­აო. სერ­გო წა­მოხ­ტა და ხმა­მაღ­ლა თქვა: - ჩესტ ტა­ვა­რიშ პოლ­კოვ­ნი­კუო. ამის თქმა იყო და მი­ლი­ცი­ის უფ­რო­სი სერ­გოს გა­მო­ე­კი­და. აი ესე­თი რა­ღა­ცე­ებს აწყობ­დნენ.

იყო შემ­თხვე­ვა, როცა ტრო­ლე­ი­ბუს­ში პურ­მა­რი­ლი გა­შა­ლეს, მძღოლს ფული გა­და­უ­ხა­დეს. ასე და­დი­ოდ­ნენ მთელს თბი­ლის­ში- კი­ნოს­ტუ­დი­ას­თან მი­ვიდ­ნენ და ქარ­თუ­ლი კი­ნოს სა­დღეგ­რძე­ლო და­ლი­ეს, დი­ნა­მოს­თან- ბო­რის პა­ი­ჭა­ძის სა­დღეგ­რძე­ლო შეს­ვეს, და აი ასე გრძელ­დე­ბო­და მთე­ლი გზა. ესე იმ­ხი­ა­რუ­ლებ­დნენ იმ რთულ ეპო­ქა­ში თბი­ლი­სე­ლე­ბი თავს. ამ ურ­თი­ერ­თსიყ­ვა­რუ­ლით ათ­ბობ­დნენ ერ­თმა­ნეთს.

ლალი:

გვი­ამ­ბეთ თქვენს სა­ა­ხალ­წლო ტრა­დი­ცი­ებ­ზე და მეკვლე­ო­ბა­ზე.

-ჩვე­ნი ოჯა­ხის სა­ა­ხალ­წლო მზა­დე­ბა იქი­დან იწყე­ბა, კაკ­ლის მო­ბერ­ტყვა რომ იწყე­ბა რა­ჭა­ში. ის კა­კა­ლი ნა­წილ­დე­ბა მთელ ჩვენს ოჯახ­ზე. რაც თავი მახ­სოვს ჩვენ­თან სახ­ლში იყო ყო­ველ­თვის შეხ­ვედ­რა. მო­დი­ოდ­ნენ ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბი და აქ ვხვდე­ბო­დით ახალ წელს ერ­თად. მერე მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­დი­ო­და მის­ვლა- მოს­ვლა. ნა­თე­სა­ვე­ბი წა­ვი­დოდ­ნენ, მერე მე­გობ­რე­ბი მო­დი­ოდ­ნენ და ა.შ. მო­ქონ­დათ უც­ნა­უ­რი სა­ჩუქ­რე­ბი და იყო სა­ო­ცა­რი მხი­ა­რუ­ლე­ბა. ეხ­ლაც ესე არის, მაგ­რამ უფ­რო­სი თა­ო­ბა ცოტა გა­მო­აკ­ლდა ამ ამ­ბავს, ყვე­ლას შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ჰყავს და ისი­ნი იტო­ვე­ბენ ბავ­შვებს. თუმ­ცა ამ ყვე­ლა­ფერ­მა გა­და­ი­ნაც­ვლა ჩემი შვი­ლე­ბის თა­ო­ბა­ში. ისევ 10 სა­ათ­ზე იწყე­ბა აღ­ნიშ­ვნა და დი­ლამ­დე გრძელ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მეკვლეს, მე და ჩემი ძმა ვი­ყა­ვით მეკვლე­ე­ბი ყო­ველ­თვის. პირ­ვე­ლად, როცა ჩემი შვი­ლე­ბი შეხ­ვდნენ ახალ წელს, ჩვენ­თან ჩემი ძმა მო­ვი­და მეკვლედ. ბავ­შვე­ბი გა­გი­ჟე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ,- გივი ბი­ძი­ას თურ­მე მეკვლე ჰქვი­აო.

ნინო:

რო­გორ ხვდე­ბო­დით ახალ წელს ძველ თბი­ლის­ში, რა გქონ­დათ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტრა­დი­ცია ოჯახ­ში?

-სა­ერ­თოდ ახალ წელს სახ­ლში არ ვხვდე­ბი, 12-ს წუ­თე­ბი რომ აკ­ლია სახ­ლი­დან გავ­დი­ვარ. უკვე მე ვარ მეკვლე, ჩემს შვი­ლიშ­ვი­თან ერ­თად. 31-ში უფრო ნაკ­ლე­ბია სიმ­ღე­რა, იმი­ტომ, რომ დი­ლამ­დე მის­ვლა- მოს­ვლაა. დაჯ­დე­ბი თუ არა კარ­ზე კი­დევ ვი­ღაც და­რე­კავს ზარს, მო­დის უამ­რა­ვი ხალ­ხი და არის გარ­თო­ბა. მე ვფიქ­რობ, რომ ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი მა­ინც ყვე­ლა­ზე კარ­გია. მე ტრა­დი­ცი­ად მაქვს, რომ ყო­ველ წე­ლი­წადს და­ახ­ლო­ე­ბით 200 ლიტ­რი ხვან­ჭკა­რა და­ვა­რი­გო სა­ა­ხალ­წლოდ. ეს ტრა­დი­ცია მა­მა­ჩე­მის­გან და­ი­წყო და მეც ვაგ­რძე­ლებ. მსი­ა­მოვ­ნებს მეც და ყვე­ლას მო­წონს ეს ტრა­დი­ცია.

გი­ორ­გი:

"მი­ხა­ი­ლო­ვი­ჩი", ასე უპა­სუ­ხეთ თქვენს მას­წავ­ლე­ბელს, როცა მან მა­მის სა­ხე­ლი გკი­თხათ. მოგ­ვი­ყე­ვით ეს ის­ტო­რია, რა­ტომ უპა­სუ­ხეთ ასე?

-მე­სა­მე კლას­ში ვი­ყა­ვი, როცა ჩვენ­თან არით­მე­ტი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი, სა­ო­ცა­რი პი­როვ­ნე­ბა ლე­ონ­ტი რე­ვია შე­მო­ვი­და. რომ­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი ჩვენ­თან სწავ­ლობ­და და სკო­ლა­ში სწო­რედ იმი­ტომ მო­ვი­და, რომ შვი­ლიშ­ვი­ლის­თვის ეს­წავ­ლე­ბი­ნა. ცი­ლინ­დრით და­დი­ო­და და როცა გვხვდე­ბო­და, პა­ტა­რა ბავ­შვებს ცი­ლინ­დრს მო­იხ­დი­და და ისე გვე­სალ­მე­ბო­და - აი ესე­თი კაცი იყო ის. როცა ჩვენს კლას­ში შე­მო­ვი­და, გაც­ნო­ბის მიზ­ნით ყვე­ლას სა­ხელს და გვარს გვე­კი­თხე­ბო­და. მე რომ მკი­თხა, ვუ­პა­სუ­ხე მი­ხა­ე­ლო­ვი­ჩი. მა­მა­ჩემს მი­ხა­ე­ლი ერ­ქვა და ამი­ტომ ვუ­პა­სუ­ხე ასე. ძა­ლი­ან ბევ­რი იცი­ნა ლე­ონ­ტი რე­ვი­ამ, ამის შემ­დეგ შე­მარ­ქვეს მი­ხა­ე­ლო­ვი­ჩი. რა­ტომ ვთქვი ასე, ეხ­ლაც არ ვიცი. იმ დღის მერე მი­ხა­ე­ლო­ვი­ჩი შე­მერ­ქვა, ეხ­ლაც ხში­რად მე­ძა­ხი­ან, ეს კლი­ჩკა არის. მერე თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე როცა ვი­ყა­ვი, მარ­თლაც გავ­ხდი მი­ხა­ე­ლო­ვი­ჩი. თუმ­ცა პა­ტა­რა­ო­ბი­სას ძა­ლი­ან ვბრაზ­დე­ბო­დი, ესე რომ მე­ძახ­დნენ. აი ესე­თი სა­ხა­ლი­სო ამ­ბა­ვია მი­ხა­ე­ლო­ვიჩ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

ბექა:

ნამ­დვი­ლად კა­ცუ­რი კაცი ბრძან­დე­ბით, ბა­ტო­ნო ნიკო, დამ­დეგ ახალ წელს გი­ლო­ცავთ და თხოვ­ნა გვაქვს, შე­გიძ­ლი­ათ მო­ლოც­ვის ნიშ­ნად ექ­სპრონ­ტად გვიმ­ღე­როთ?

- ნიკო ლე­კიშ­ვი­ლის სა­ა­ხალ­წლო სიმ­ღე­რა იხი­ლეთ palitratv.ge -ს ვი­დე­ო­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

ნიკო ლეკიშვილი თბილისურ და საახალწლო ტრადიციებზე

ნიკო ლეკიშვილი თბილისურ და საახალწლო ტრადიციებზე

თბილისის ყოფილი მერი, ყოფილი დეპუტატი, თბილისის კოლორიტი ნიკო ლეკიშვილი თბილისის და თბილისელების ცხოვრებაზე, ქართულ ადათ-წესებზე და საახალწლო ტრადიციებზე თქვენს კითხვებს უპასუხებს.

გამოგზავნილი კითხვები:

ელისო მელიქიძე:

ბატონი ნიკო მაგარი კაცია, ბევრი გაუკეთებია რაჭისთვის.

სოფიო:

რა გრძნობაა, როცა გიწოდებენ თბილისის კოლორიტს, აი, თუნდაც ამ წუთებში როგორ აუხსნით სიყვარულს თბილისს.

-სიტყვა კოლორიტი მოგონილია უფრო იმ ადამიანებისთვის, ვინც მართლა იყვნენ თბილისის კოლორიტები სხვადასხვა დროს. ეს ისეთი ხალხი იყვნენ, რომლებიც კულტურასა და ხელოვნებასთან იყვნენ ახლოს. მე ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი ამ ამპლუაში. თბილისი მიყვარს ძალიან და აქედან გამომდინარე თუ ვინმეს მიაჩნია, რომ კოლორიტი ვარ, ცუდი არ არის, თუ მე მთვლიან კარგ თბილისელად ეს ჩემთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. თბილისს როგორ ავუხსნა სიყვარული? სიყვარულის ახსნა, ხომ ძალიან ძნელია. ერთი ლექსი არის გივი გეგეჭკორის და იმას ვიტყვი:

"მწვანე ხეივნის შრიალი მართობს,

მოსჩანს ქალაქი ათას მზიანი,

თბილისი მიყვარს არ ვიცი რატომ,

როგორც ცოცხალი ადამიანი"

თამაზი:

როგორი უნდა იყოს თბილისის მერი?

-ქალაქის მერი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც თბილისის ქსოვილში იქნება ჩაწერილი. ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც გრძნობს ქალაქს და რომელმაც იცის რა არის თბილისი. თბილისი, ეს არ არის მარტო შენობები და მთები, ეს არის ადამიანები და ყველაფერი ერთად არის თბილისი - ქუჩაც, მტკვარიც, მთაწმინდაც, ადამიანებიც. მათ შორის ყველანაირი ადამიანი. ბუბას სიმღერას დავესესხები, სადაც ის ყველას მიესალმება- სულელს, ჭკვიანს, ბრძენს, უჭკუოს- თბილისი ესეთია. ამას უნდა გრძნობდეს თბილისის მერი და რა თქმა უნდა, უნდა ქონდეს ძალიან დიდი შრომისუნარიანობა. 24 საათი უნდა იყოს ამ ფერხულში ჩართული, ის ვერასდროს ვერ დაისვენებს. მას უნდა ქონდეს დიდი გემოვნება, უნდა გრძნობდეს სად რისი გაკეთებაა შესაძლებელი და რისი არა. კულტურასთან უნდა იყოს ძალიან ახლოს და სწორად უნდა შეეძლოს ფინანსების განაწილება. უნდა ქონდეს ძალიან დიდი ურთიერთობების უნარი. ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ყველგან მისაღებია და ყველგან მიესვლება. მისთვის კულტურა, სპორტი, არქიტექტურა- ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ქალაქში კომუნალური საკითხებიც არის გადასაწყვეტი და ამ მხრივ რთული ქალაქია, აქ მას დასჭირდება ადამიანების სწორად შერჩევის უნარი. რა თქმა უნდა კარგად უნდა ესმოდეს თბილისის ისტორია. რატომ მოხდა თბილისის ასე განვითარება, როგორ ჩამოყალიბდა ეს ქალაქი, რომელიც 1913 წელს ძირითადად არაქართველი მოქალაქეებით იყო დასახლებული, როგორ მოხდა მისი ტრადიციების ჩამოყალიბება. ეს მერმა უნდა იცოდეს, თორემ მისთვის ძნელი იქნება ბევრი საკითხის გადაწყვეტა. ერთხელ ჯანო კახიძემ დამირეკა და მითხრა, რომ თბილისის მერიიდან გაგიჟებული წამოვიდა. საქმე ქონდა და შეხვდა საკრებულოს დეპუტატს. მან ჰკითხა- თქვენ სად მუშაობთო?

-მე ჯანსუღ კახიძე ვარო.

ის კი ვერ მიხვდა ვინ იყო ჯანო და მაინც აგრძელებდა კითხვას თუ სად მუშაობდა ის. კაცი, რომელიც არის თბილისის მუსიკალური ცენტრის მთავარი დირიჟორი, თბილისის ორკესტრის მთავარი დირიჟორი და ეს არ იცის თბილისის ხელისუფლებაში მყოფმა ადამიანმა, ეს ხომ წარმოუდგენელი ამბავია. მე ვთქვი მაშინ, რომ როგორ შეიძლება ნიუ-იორკში მერიაში არ იცოდნენ ბერსტაინი, ან მილანის მერიაში არ იცოდნენ ვინ არის ტონსკანინი.ესეთი რაღაცები უნდა იცოდეს იმ ადამიანმა, ვინც იქნება მერის თანამდებობაზე. რაც მთავარია მას უნდა ქონდეს დიდი მოთმინების და ატანის უნარი. თბილისი ისეთი ქალაქია, რომ მერზე და იქ მომუშავე ადამიანებზე იქნება ბევრი ჭორი და სიბინძურე. ის ამისთვის მზად უნდა იყოს, იმიტომ რომ უნდა შეეძლოს თბილისის გულისთვის ყველაფერი აიტანოს.

2)რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ ახალ თბილისში, როგორი იყო ძველი თბილისის ტრადიციები.

-ყველაზე მთავარი რასაც მე ვუყურებ თბილისში აღარ არის ურთიერთობები, ისეთი როგორიც ადრე იყო. ჩემი სახლი რომ აიღოთ თუნდაც, ძალიან ძველი სახლია, სადაც ბევრი კარგი ადამიანი ცხოვრობდა. ეხლა კი იმათი შთამომავლები ცხოვრობენ. ურთიერთობები კი რაც მაშინ იყო, ისეთი აღარ არის. რა მოხდა, ეპოქამ მოიტანა თუ სხვა რამ, ეს გაურკვეველია. გამორიცხული იყო ამ ოჯახში გაშლილიყო სუფრა და მეზობლები არ ყოფილიყვნენ, ასევე ვიყავით სხვა მეზობლებთან. უბანი ითვლებოდა დიდ სამეზობლოდ, სადაც ჭირს და ლხინს ერთმანეთს ვუზიარებდით. თბილისი ძალიან მხიარული ქალაქი იყო, ყველა დღესასწაულზე ქუჩაში სიმღერა ისმოდა. ეპოქამ ეს ყველაფერი შეცვალა. თუმცა როცა ახალგაზრდა ვიყავი, მამაჩემი და მისი მეგობრები სულ იძახდნენ, რომ ადრე ძალიან კარგი იყო და ეხლა შეიცვალა ყველაფერიო. ეპოქას რაღაც ახალი მოაქვს, მაგრამ ყველაზე მთვარი რაც მოხდა, ის არის, რომ სითბო რაც ოჯახებში იყო, მოაკლდა ქალაქს. თქვენ კარგად იცით, რომ უკვე ოჯახში არაფერი არ ხდება, ბავშვის დაბადების დღე სპეციალურ სადღესასწაულო ცენტრებშია, დაბადების დღეები რესტორნებშია, ოჯახი კი გამოითიშა, რაც თბილისში ძალიან დიდი ტრადიცია იყო. ახალგაზრდა ვიყავი და ყოველთვის როცა მეზობლები რამეს გააკეთებდნენ , ყოველთვის გვიგზავნიდნენ, ასვე იყო მამაჩემი. როცა რაჭიდან ჩამოგვივიდოდა ღვინო ყოველთვის უგზავნიდა მეზობლებს. ესეთი ტრადიცია იყო, ერთმანეთის მოკითხვის. ეხლა ეს ტრადიციები აღარ არის.

ნანა:

"თბილისი იყო ურთიერთობა". გვიამბეთ თუნდაც ერთი თბილისური, ერთი ქუჩის, უბნის ბიჭების ისტორია.

-ერთი რამ არ მომწონს, ბოლო ხანებში როცა ლაპარაკია ქუჩაზე, სულ ამბობენ, რომ აქ იყო მხოლოდ ჩხუბი, დანების ტრიალი და ძველბიჭობა, მაგრამ ეს ასე არ იყო. ჩხუბიც იყო, მაგრამ ეს არ იყო მთავარი. პლეხანოვზე ვიკრიბებოდით ხშირად და საპარიკმახეროში შევდიოდით ზამთარში, იქ ვსაუბრობდით პოლიტიკაზე, ფეხბურთზე და ყველაფერზე. ხრუშოვი, რომ გადააყენეს იქ გავიგე, მხოლოდ ორი დღის მერე გამოაცხადეს ეს ამბავი, იმიტომ რომ ბიჭები უსმენდნენ ამერიკის ხმას და იმ დროისთვის სხვა აკრძალულ გადაცემებს. სხვათაშორის არ დამავიწყდება, როცა აღმასკომის თავმჯდომარე ვიყავი, მაშინდელი პოლიციის უფროსმა დამირეკა და მითხრა რომ, პირველი მდივანი მირეკავს, ქვემოთ საშინელი ხმაურიაო და იქნებ გაყაროთ ისინი ვინც იქ დგანანო. რომ ჩავედი, ვხედავ ერთი არის აკადემიის წევრი კორესპოდენტი, მეორე ფაბრიკის დირექტორი, მესამე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, მეოთხე ძალიან ცნობილი კინოსტუდიის მსახიობი. ეს ხალხი იდგა იქ და ხმამაღლა იცინოდნენ და ლაპარაკობდნენ. აი ესეთი საზოგადოება იკრიბებოდა, ეს იყო თბილისი.

მოვყვები კიდევ რამოდენიმე ისტორიას, ბევრი სასაცილო ამბები ხდებოდა. აქ ერთხელ ჩამოსული იყო ცირკის მსახიობი კარანდაში, ხუმარა იყო. მას ჰქონდა ნომერი, რომ გამოვიდოდა ცირკში იძახდა- გამარჯობა საქართველოში და შემდეგ იწყებდა ხუმრობებს. რომ გამოვიდოდა კარანდაში ბიჭები თვითონ ყვიროდნენ- გამარჯობა საქართველოში და იშლებოდა ნომერი. მთელი ცირკი ამაზე იცინოდა. ესე რამოდენიმეჯერ გააკეთეს და ბოლოს მილიციელებიც კი დაუსხდნენ გვერდით რომ გაეჩუმებინათ. აი, ესეთი ამბები ხდებოდა თბილისში.

ერთი ახალგაზრდა არაჩვეულებრივი კაცი იყო სერგო ლობჟანიძე, მას აინტერესებდა, რომ მოკვდებოდა პლეხანოველები როგორ აღიქვამდნენ ამ ამბავს. მოიტანა საკაცე, დაწვა ზედ და ბიჭებმა მხარზე შეიდგეს და მიასვენებდნენ პლეხანოვზე. ხალხი ქუჩაში გამოდიოდა და კითხულობდა რა ხდებოდა. ბიჭები კი ყველას ეუბნებოდნენ, რომ სერგო ლობჟანიძე მოკვდა. მთელი ამბავი იყო ატეხილი. გამოვიდა მილიციის უფროსი, მასაც რომ უთხრეს რომ სერგი დაიღუპა, მოთქმა დაიწყო- ვაი, შვილო რა დაგმართნიაო. სერგო წამოხტა და ხმამაღლა თქვა: - ჩესტ ტავარიშ პოლკოვნიკუო. ამის თქმა იყო და მილიციის უფროსი სერგოს გამოეკიდა. აი ესეთი რაღაცეებს აწყობდნენ.

იყო შემთხვევა, როცა ტროლეიბუსში პურმარილი გაშალეს, მძღოლს ფული გადაუხადეს. ასე დადიოდნენ მთელს თბილისში- კინოსტუდიასთან მივიდნენ და ქართული კინოს სადღეგრძელო დალიეს, დინამოსთან- ბორის პაიჭაძის სადღეგრძელო შესვეს, და აი ასე გრძელდებოდა მთელი გზა. ესე იმხიარულებდნენ იმ რთულ ეპოქაში თბილისელები თავს. ამ ურთიერთსიყვარულით ათბობდნენ ერთმანეთს.

ლალი:

გვიამბეთ თქვენს საახალწლო ტრადიციებზე და მეკვლეობაზე.

-ჩვენი ოჯახის საახალწლო მზადება იქიდან იწყება, კაკლის მობერტყვა რომ იწყება რაჭაში. ის კაკალი ნაწილდება მთელ ჩვენს ოჯახზე. რაც თავი მახსოვს ჩვენთან სახლში იყო ყოველთვის შეხვედრა. მოდიოდნენ ჩემი ნათესავები და აქ ვხვდებოდით ახალ წელს ერთად. მერე მთელი ღამის განმავლობაში მიდიოდა მისვლა- მოსვლა. ნათესავები წავიდოდნენ, მერე მეგობრები მოდიოდნენ და ა.შ. მოქონდათ უცნაური საჩუქრები და იყო საოცარი მხიარულება. ეხლაც ესე არის, მაგრამ უფროსი თაობა ცოტა გამოაკლდა ამ ამბავს, ყველას შვილიშვილები ჰყავს და ისინი იტოვებენ ბავშვებს. თუმცა ამ ყველაფერმა გადაინაცვლა ჩემი შვილების თაობაში. ისევ 10 საათზე იწყება აღნიშვნა და დილამდე გრძელდება. რაც შეეხება მეკვლეს, მე და ჩემი ძმა ვიყავით მეკვლეები ყოველთვის. პირველად, როცა ჩემი შვილები შეხვდნენ ახალ წელს, ჩვენთან ჩემი ძმა მოვიდა მეკვლედ. ბავშვები გაგიჟებულები იყვნენ,- გივი ბიძიას თურმე მეკვლე ჰქვიაო.

ნინო:

როგორ ხვდებოდით ახალ წელს ძველ თბილისში, რა გქონდათ განსხვავებული ტრადიცია ოჯახში?

-საერთოდ ახალ წელს სახლში არ ვხვდები, 12-ს წუთები რომ აკლია სახლიდან გავდივარ. უკვე მე ვარ მეკვლე, ჩემს შვილიშვითან ერთად. 31-ში უფრო ნაკლებია სიმღერა, იმიტომ, რომ დილამდე მისვლა- მოსვლაა. დაჯდები თუ არა კარზე კიდევ ვიღაც დარეკავს ზარს, მოდის უამრავი ხალხი და არის გართობა. მე ვფიქრობ, რომ ოჯახური ტრადიციები მაინც ყველაზე კარგია. მე ტრადიციად მაქვს, რომ ყოველ წელიწადს დაახლოებით 200 ლიტრი ხვანჭკარა დავარიგო საახალწლოდ. ეს ტრადიცია მამაჩემისგან დაიწყო და მეც ვაგრძელებ. მსიამოვნებს მეც და ყველას მოწონს ეს ტრადიცია.

გიორგი:

"მიხაილოვიჩი", ასე უპასუხეთ თქვენს მასწავლებელს, როცა მან მამის სახელი გკითხათ. მოგვიყევით ეს ისტორია, რატომ უპასუხეთ ასე?

-მესამე კლასში ვიყავი, როცა ჩვენთან არითმეტიკის მასწავლებელი, საოცარი პიროვნება ლეონტი რევია შემოვიდა. რომლის შვილიშვილი ჩვენთან სწავლობდა და სკოლაში სწორედ იმიტომ მოვიდა, რომ შვილიშვილისთვის ესწავლებინა. ცილინდრით დადიოდა და როცა გვხვდებოდა, პატარა ბავშვებს ცილინდრს მოიხდიდა და ისე გვესალმებოდა - აი ესეთი კაცი იყო ის. როცა ჩვენს კლასში შემოვიდა, გაცნობის მიზნით ყველას სახელს და გვარს გვეკითხებოდა. მე რომ მკითხა, ვუპასუხე მიხაელოვიჩი. მამაჩემს მიხაელი ერქვა და ამიტომ ვუპასუხე ასე. ძალიან ბევრი იცინა ლეონტი რევიამ, ამის შემდეგ შემარქვეს მიხაელოვიჩი. რატომ ვთქვი ასე, ეხლაც არ ვიცი. იმ დღის მერე მიხაელოვიჩი შემერქვა, ეხლაც ხშირად მეძახიან, ეს კლიჩკა არის. მერე თანამდებობაზე როცა ვიყავი, მართლაც გავხდი მიხაელოვიჩი. თუმცა პატარაობისას ძალიან ვბრაზდებოდი, ესე რომ მეძახდნენ. აი ესეთი სახალისო ამბავია მიხაელოვიჩთან დაკავშირებული.

ბექა:

ნამდვილად კაცური კაცი ბრძანდებით, ბატონო ნიკო, დამდეგ ახალ წელს გილოცავთ და თხოვნა გვაქვს, შეგიძლიათ მოლოცვის ნიშნად ექსპრონტად გვიმღეროთ?

- ნიკო ლეკიშვილის საახალწლო სიმღერა იხილეთ palitratv.ge -ს ვიდეოში.

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას