ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩადუნიანში, ძაღლი, შინაური ფრინველის დაკბენის გამო, სანადირო თოფით მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელში ძაღლი დილით გამოჩნდა, შინაური ფრინველები დაკბინა და მოსახლეობასაც ესხმოდა თავს.
სოფელ ცოდნისკარის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის, მერაბ კაპანაძის თქმით, კახეთის ვეტერინარული სამსახური შემთხვევის ადგილს შეისწავლის, რის შემდეგაც დადგინდება, არის თუ არა სოფელში ცოფის ვირუსის გავრცელების საშიშროება.