თანამედროვე ცხოვრებაში ინტერნეტმა საციცოცხლო მნიშვნელობის ფუნქცია შეიძინა. თუმცა ერთი შეხედვით, უწყინარ გართობას თქვენი პირადი ცხოვრების არევა მარტივად შეუძლია.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ზოგიერთი კაცი სოციალურ ქსელში მიმოწერას უფრო მარტივად ახერხებს, ვიდრე გოგონას პაემანზე დაპატიჟებას. გამოცემა Metro-მ 6 მიზეზი წარმოადგინა, რომელიც ცხადყოფს, რომ რეალურ პაემანს ინტერნეტით მიმოწერა გირჩევნიათ:
1. მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორი თქვენს წინ დგას, მაინც ეკითხებით რამდენია სიმაღლეში.
2. სასიამოვნო გარეგნობის ადამიანთან შეხვედრისას თავს კომფორტულად ვერ გრძნობთ, რადგანაც ვერ კითხულობთ მის პირად პროფილში ინფორმაციას განათლების, რელიგიისა და პოლიტიკური შეხედულების შესახებ.
3. სახლიდან გასვლა არ გსურთ, ფიქრობთ, რომ უფრო მეტი შანსი გაქვთ პარტნიორი ინტერნეტში გაიცნოთ.
4. როდესაც საკუთარი თავის აღწერას გთხოვენ, ძირითადად ჩატში სამესიჯო ტექსტით საუბრობთ.
5. კლუბში წასასვლელი ფული აღარ დაგრჩათ - ფული ინტერნეტში სხვადასხვა საიტებზე დასარეგისტრირებლად დახარჯეთ.
6. რეალურ ცხოვრებაში შეგხვდათ ადამიანი, რომელიც გეუბნებათ, რომ ადრე ონლაინ ურთიერთობა გქონდათ, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო და საერთოდ აღარ გახსოვთ.
მომზადებულია metro.co.uk-ის მიხედვით.