მსოფლიო
პოლიტიკა
სპორტი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩვენი პლანეტის ყველაზე უხუცესი ცოცხალი ადამიანები
ჩვენი პლანეტის ყველაზე უხუცესი ცოცხალი ადამიანები

ამ სი­ა­ში ჩვე­ნი პლა­ნე­ტის ყვე­ლა­ზე უხუ­ცე­სი ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი შე­დი­ან. ყვე­ლა მათ­გა­ნი 110 წელ­ზე მე­ტი­საა; ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ასა­კი ოფი­ცი­ა­ლუ­რა­დაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი გი­ნე­სის მსოფ­ლიო რე­კორ­დე­ბის წიგნ­სა და გე­რონ­ტო­ლო­გი­ის კვლე­ვი­თი ჯგუ­ფის მიერ:

1. მი­საო ოკა­ვა (115 წლის): ია­პო­ნე­ლი მი­საო ოკა­ვა 1898 წელს და­ი­ბა­და. ის ია­პო­ნი­ის ქა­ლაქ ოსა­კა­ში მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფარ­ში ცხოვ­რობს. 1919 წელს გა­თხოვ­და და 3 შვი­ლი შე­ე­ძი­ნა - მისი ვაჟი და 1 ქა­ლიშ­ვი­ლიც ცო­ცხლე­ბი არი­ან, პირ­ვე­ლი შვი­ლი 90 წლი­საა. მი­სა­ოს 4 შვი­ლიშ­ვი­ლი და 6 შვილ­თაშ­ვი­ლი ჰყავს, მე­უღ­ლე 1931 წელს და­ე­ღუ­პა.

2. ჯე­რა­ლი­ენ ტელი (114 წლის): ამე­რი­კე­ლი ჯე­რა­ლი­ენ ტელი 114 წლი­საა. ვიდ­რე ფეხ­ზე ტკი­ვი­ლი და­ე­წყე­ბო­და, სა­მო­რი­ნეს ხში­რი სტუ­მა­რი იყო და რო­გორც ამ­ბობს, აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის რიტ­მით ცხოვ­რობ­და. ყვე­ლა­ზე მე­ტად "მაკ­დო­ნალდსის" საკ­ვე­ბი და გემ­რი­ე­ლი ყავა უყ­ვარს, თუმ­ცა ალ­კოჰო­ლურ სას­მელს არ სწყა­ლობს. მას 1 შვი­ლი, 3 შვი­ლიშ­ვი­ლი, 10 შვილ­თაშ­ვი­ლი და 4 შვილ­თა შვი­ლის შვი­ლი ჰყავს.

3. სუ­ზა­ნა ჯონ­სი (114 წლის): 114 წლის ამე­რი­კე­ლი სუ­ზა­ნა ჯონ­სი ნიუ-იორკში მცხოვ­რე­ბი ყვე­ლა­ზე უხუ­ცე­სი ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნია. ის 1928 წელს გა­თხოვ­და, მაგ­რამ ქორ­წი­ნე­ბა უიღ­ბლო აღ­მოჩ­ნდა; "დღემ­დე ვერ ვხვდე­ბი, რა და­ე­მარ­თა ჩემს ქმარს", - ამ­ბობს ის. სამ­წუ­ხა­როდ, სუ­ზა­ნას შვი­ლე­ბი არ ჰყავს. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ძი­ძად მუ­შა­ობ­და და შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხის შვი­ლებს ისე­ვე უვ­ლი­და, რო­გორც სა­კუ­თარს. ის უსი­ნათ­ლოა, სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი და ინ­ვა­ლი­დის ეტ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბა.

4. ბერ­ნის მე­დი­გა­ნი (114 წლის): მსოფ­ლი­ო­ში რი­გით მე­ო­თხე უხუ­ცე­სი ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნი ისევ ამე­რი­კე­ლია. 114 წლის ბერ­ნის მე­დი­განს ყვე­ლა­ზე მე­ტად წიგ­ნე­ბის კი­თხვა და სა­ტე­ლე­ვი­ზიო თოქ-შო­უ­ე­ბის ყუ­რე­ბა ხიბ­ლავს. უპი­რა­ტე­სო­ბას ხილ­სა და ბოსტნე­ულს ანი­ჭებს და ამ­ბობს, რომ სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ვი­ტა­მი­ნე­ბის აბე­ბი არას­დროს და­უ­ლე­ვია.

5. ემა მო­რა­ნო (114 წლის): იტა­ლი­ე­ლი ემა მო­რა­ნო 1899 წელს და­ი­ბა­და. 1926 წელს ჯო­ვა­ნი მარ­ტი­ნეზ­ზე გა­თხოვ­და; სა­უ­ბე­დუ­როდ, ერ­თა­დერ­თი შვი­ლი 6 თვის ასაკ­ში და­ე­ღუ­პა. ქორ­წი­ნე­ბაც უიღ­ბლო აღ­მოჩ­ნდა და ქმარს და­შორ­და. 75 წლამ­დე მზა­რე­უ­ლად მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ კი პენ­სი­ა­ზე გა­ვი­და. დღემ­დე და­მო­უ­კი­დებ­ლად უვ­ლის სა­კუ­თარ თავს და ალა­გებს სახ­ლს. ყო­ველ დღე მი­ირ­თმევს 3 კვერ­ცხს და ჭიქა კო­ნი­აკს, არას­დროს გა­უ­სინ­ჯავს ნარ­კო­ტი­კი და მო­მა­ვალს ყო­ველ­თვის ნა­თელ ფე­რებ­ში ხე­დავ­და. ყო­ველ წელს და­ბა­დე­ბის დღეს გრან­დი­ო­ზუ­ლი წვე­უ­ლე­ბით მე­გობ­რე­ბი­სა და ნა­თე­სა­ვე­ბის წრე­ში აღ­ნიშ­ნავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ჩვენი პლანეტის ყველაზე უხუცესი ცოცხალი ადამიანები

ჩვენი პლანეტის ყველაზე უხუცესი ცოცხალი ადამიანები

ამ სიაში ჩვენი პლანეტის ყველაზე უხუცესი ცოცხალი ადამიანები შედიან. ყველა მათგანი 110 წელზე მეტისაა; ამ ადამიანების ასაკი ოფიციალურადაა დადასტურებული გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნსა და გერონტოლოგიის კვლევითი ჯგუფის მიერ:

1. მისაო ოკავა (115 წლის): იაპონელი მისაო ოკავა 1898 წელს დაიბადა. ის იაპონიის ქალაქ ოსაკაში მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს. 1919 წელს გათხოვდა და 3 შვილი შეეძინა - მისი ვაჟი და 1 ქალიშვილიც ცოცხლები არიან, პირველი შვილი 90 წლისაა. მისაოს 4 შვილიშვილი და 6 შვილთაშვილი ჰყავს, მეუღლე 1931 წელს დაეღუპა.

2. ჯერალიენ ტელი (114 წლის): ამერიკელი ჯერალიენ ტელი 114 წლისაა. ვიდრე ფეხზე ტკივილი დაეწყებოდა, სამორინეს ხშირი სტუმარი იყო და როგორც ამბობს, აქტიური ცხოვრების რიტმით ცხოვრობდა. ყველაზე მეტად "მაკდონალდსის" საკვები და გემრიელი ყავა უყვარს, თუმცა ალკოჰოლურ სასმელს არ სწყალობს. მას 1 შვილი, 3 შვილიშვილი, 10 შვილთაშვილი და 4 შვილთა შვილის შვილი ჰყავს.

3. სუზანა ჯონსი (114 წლის): 114 წლის ამერიკელი სუზანა ჯონსი ნიუ-იორკში მცხოვრები ყველაზე უხუცესი ცოცხალი ადამიანია. ის 1928 წელს გათხოვდა, მაგრამ ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა; "დღემდე ვერ ვხვდები, რა დაემართა ჩემს ქმარს", - ამბობს ის. სამწუხაროდ, სუზანას შვილები არ ჰყავს. მთელი ცხოვრება ძიძად მუშაობდა და შეძლებული ოჯახის შვილებს ისევე უვლიდა, როგორც საკუთარს. ის უსინათლოა, სმენადაქვეითებული და ინვალიდის ეტლით გადაადგილდება.

4. ბერნის მედიგანი (114 წლის): მსოფლიოში რიგით მეოთხე უხუცესი ცოცხალი ადამიანი ისევ ამერიკელია. 114 წლის ბერნის მედიგანს ყველაზე მეტად წიგნების კითხვა და სატელევიზიო თოქ-შოუების ყურება ხიბლავს. უპირატესობას ხილსა და ბოსტნეულს ანიჭებს და ამბობს, რომ სხვებისგან განსხვავებით, ვიტამინების აბები არასდროს დაულევია.

5. ემა მორანო (114 წლის): იტალიელი ემა მორანო 1899 წელს დაიბადა. 1926 წელს ჯოვანი მარტინეზზე გათხოვდა; საუბედუროდ, ერთადერთი შვილი 6 თვის ასაკში დაეღუპა. ქორწინებაც უიღბლო აღმოჩნდა და ქმარს დაშორდა. 75 წლამდე მზარეულად მუშაობდა, შემდეგ კი პენსიაზე გავიდა. დღემდე დამოუკიდებლად უვლის საკუთარ თავს და ალაგებს სახლს. ყოველ დღე მიირთმევს 3 კვერცხს და ჭიქა კონიაკს, არასდროს გაუსინჯავს ნარკოტიკი და მომავალს ყოველთვის ნათელ ფერებში ხედავდა. ყოველ წელს დაბადების დღეს გრანდიოზული წვეულებით მეგობრებისა და ნათესავების წრეში აღნიშნავს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს