პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩაიცვან ეგეთი კაბები და ვნახოთ, თუ გაუმართლებთ" (ექსკლუზივი)
"ჩაიცვან ეგეთი კაბები და ვნახოთ, თუ გაუმართლებთ" (ექსკლუზივი)

"რაც შე­ე­ხე­ბა ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვილს, აქ შუ­რის მო­მენ­ტიც არის… თვი­თო­ნაც ჩა­იც­ვან ეგე­თი კა­ბე­ბი და ვნა­ხოთ, თუ გა­უ­მარ­თლებთ. არა­ვის არ მინ­და ეწყი­ნოს, მაგ­რამ ყვე­ლამ თა­ვი­სი ნი­ჭი­ე­რე­ბით გა­ი­კა­ფოს გზა. შე­ჭა­მეს რა ეს გოგო." - ამ­ბობს მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი - ნანა ქავ­თა­რაშ­ვი­ლი... მან ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბულ აჟი­ო­ტაჟ­ზე თა­ვის მო­საზ­რე­ბა იტა­ლი­ი­დან გაგ­ვი­ზი­ა­რა.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში კლა­სი­კურ მუ­სი­კა­ში მოღ­ვა­წე ხე­ლო­ვა­ნე­ბი­დან ხა­ტია პირ­ვე­ლია, ვინც თა­მა­მი ჩაც­მუ­ლო­ბით გვევ­ლი­ნე­ბა...

ნანა ქავ­თა­რაშ­ვი­ლი:

- ამი­ტო­მაც მოჰ­ყვა ამ­ხე­ლა აჟი­ო­ტა­ჟი. მერე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა იქ­ნე­ბა. ბევ­რი მი­ბა­ძავს. ეს გოგო კი ჯვარ­ზე გა­აკ­რეს. აქ შუ­რის მო­მენ­ტიც არის. უფრო მუ­სი­კოს გო­გო­ებ­ში გა­მო­იწ­ვია გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა. ისი­ნიც უდა­ვოდ ნი­ჭი­ე­რე­ბი არი­ან, მაგ­რამ რად­გან ხა­ტია ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი გახ­და, მის პო­პუ­ლა­რო­ბას სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბას აბ­რა­ლე­ბენ. ეს ხომ აბ­სურ­დია. თვი­თო­ნაც ჩა­იც­ვან ეგე­თი კა­ბე­ბი და ვნა­ხოთ, თუ გა­უ­მარ­თლებთ. არა­ვის არ მინ­და ეწყი­ნოს, მაგ­რამ ყვე­ლამ თა­ვი­სი ნი­ჭი­ე­რე­ბით გა­ი­კა­ფოს გზა. შე­ჭა­მეს რა ეს გოგო. ბევ­რს ვწვა­ლობთ და ზოგს უმარ­თლებს, ზოგს არა. ბოღ­მი­ა­ნებს კი სა­ერ­თოდ არ უმარ­თლებთ.

- ხა­ტი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აჟი­ო­ტა­ჟის შემ­დეგ, შე­იძ­ლე­ბა იფიქ­რო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­შიც კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კა მა­შინ გახ­დე­ბა პო­პუ­ლა­რუ­ლი, თუ თა­მა­მი ჩაც­მუ­ლო­ბა და თა­მა­მი სცე­ნე­ბი ხში­რი იქ­ნე­ბა...

- კი­დევ ერთხელ, ხაზ­გას­მით ვი­მე­ო­რებ, რომ მე პი­რა­დად მომ­წონს ხა­ტი­ას ასე­თი სტი­ლი. როცა უკ­რავს, უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს და თან ჩაც­მუ­ლო­ბი­თაც ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს. ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან უხ­დე­ბა, რაც აც­ვია.

- ევ­რო­პა­ში თა­მა­მი სცე­ნე­ბი სა­ო­პე­რო სპექ­ტაკ­ლებ­ში უკვე ჩვე­უ­ლებ­რივ მოვ­ლე­ნად იქცა...

- სი­შიშ­ვლე სა­ო­პე­რო ხე­ლოვ­ნე­ბა­ში მომ­რავ­ლდა, მაგ­რამ მათ, ვინც ამ მე­თოდს იყე­ნებს, ძი­რი­თა­დად ხმე­ბი არა აქვთ და მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბა გა­და­აქვთ სი­შიშ­ვლე­ზე... ხა­ტია ნი­ჭი­ე­რი გო­გოა და სტი­ლიც გა­მორ­ჩე­უ­ლი აქვს. რო­გო­რი ჩაც­მუ­ლიც არ უნდა გა­მო­ვი­დეს და და­უკ­რას, მსმე­ნელს მა­ინც მო­ხიბ­ლავს... უბ­რა­ლოდ ესე­თი სტი­ლი აირ­ჩია, თან ეშ­ხი­ა­ნი, ლა­მა­ზი სხე­უ­ლი აქვს და სარ­გებ­ლობს, ან რა­ტომ არ უნდა ისარ­გებ­ლოს?

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად Kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"ჩაიცვან ეგეთი კაბები და ვნახოთ, თუ გაუმართლებთ" (ექსკლუზივი)

"ჩაიცვან ეგეთი კაბები და ვნახოთ, თუ გაუმართლებთ" (ექსკლუზივი)

"რაც შეეხება ხატია ბუნიათიშვილს, აქ შურის მომენტიც არის… თვითონაც ჩაიცვან ეგეთი კაბები და ვნახოთ, თუ გაუმართლებთ. არავის არ მინდა ეწყინოს, მაგრამ ყველამ თავისი ნიჭიერებით გაიკაფოს გზა. შეჭამეს რა ეს გოგო." - ამბობს მსოფლიოში ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი - ნანა ქავთარაშვილი... მან ხატია ბუნიათიშვილთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე თავის მოსაზრება იტალიიდან გაგვიზიარა.

- საქართველოში კლასიკურ მუსიკაში მოღვაწე ხელოვანებიდან ხატია პირველია, ვინც თამამი ჩაცმულობით გვევლინება...

ნანა ქავთარაშვილი:

- ამიტომაც მოჰყვა ამხელა აჟიოტაჟი. მერე ჩვეულებრივი მოვლენა იქნება. ბევრი მიბაძავს. ეს გოგო კი ჯვარზე გააკრეს. აქ შურის მომენტიც არის. უფრო მუსიკოს გოგოებში გამოიწვია გაღიზიანება. ისინიც უდავოდ ნიჭიერები არიან, მაგრამ რადგან ხატია ძალიან ცნობილი გახდა, მის პოპულარობას სექსუალურობას აბრალებენ. ეს ხომ აბსურდია. თვითონაც ჩაიცვან ეგეთი კაბები და ვნახოთ, თუ გაუმართლებთ. არავის არ მინდა ეწყინოს, მაგრამ ყველამ თავისი ნიჭიერებით გაიკაფოს გზა. შეჭამეს რა ეს გოგო. ბევრს ვწვალობთ და ზოგს უმართლებს, ზოგს არა. ბოღმიანებს კი საერთოდ არ უმართლებთ.

- ხატიასთან დაკავშირებული აჟიოტაჟის შემდეგ, შეიძლება იფიქრო, რომ საქართველოშიც კლასიკური მუსიკა მაშინ გახდება პოპულარული, თუ თამამი ჩაცმულობა და თამამი სცენები ხშირი იქნება...

- კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვიმეორებ, რომ მე პირადად მომწონს ხატიას ასეთი სტილი. როცა უკრავს, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და თან ჩაცმულობითაც ყურადღებას იქცევს. ყოველთვის ძალიან უხდება, რაც აცვია.

- ევროპაში თამამი სცენები საოპერო სპექტაკლებში უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა...

- სიშიშვლე საოპერო ხელოვნებაში მომრავლდა, მაგრამ მათ, ვინც ამ მეთოდს იყენებს, ძირითადად ხმები არა აქვთ და მაყურებლის ყურადღება გადააქვთ სიშიშვლეზე... ხატია ნიჭიერი გოგოა და სტილიც გამორჩეული აქვს. როგორი ჩაცმულიც არ უნდა გამოვიდეს და დაუკრას, მსმენელს მაინც მოხიბლავს... უბრალოდ ესეთი სტილი აირჩია, თან ეშხიანი, ლამაზი სხეული აქვს და სარგებლობს, ან რატომ არ უნდა ისარგებლოს?

იხილეთ სტატია სრულად Kvirispalitra.ge-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება