რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსულ-სომხურ რეგიონალურ ფორუმზე განაცხადა, რომ რუსეთის პოზიციები რეგიონში გაძლიერდება რეგიონის ყველა ქვეყანასთან, მათ შორის სომხეთთან, კეთილ ურთიერთობებზე დაყრდნობით.
"რაც შეეხება ამიერკავკასიას, რუსეთი აქედან წასვლას არასოდეს აპირებდა. პირიქით, ჩვენ ვაპირებთ ჩვენი პოზიციების გაძლიერებას", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, "ამ რეგიონში რუსეთის პოზიციები გაძლიერდება ყველაფერ იმ კარგზე დაყრდნობით, რაც ჩვენ ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს და რეგიონის ყველა ქვეყანასთან, მათ შორის სომხეთთან, კეთილ ურთიერთობებზე დაყრდნობით".