ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიები შემოდის. საუბარია 5 უცხოურ კომპანიაზე, რომლებიც საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნას გეგმავენ. თუმცა ეკონომიკის სამინისტროში დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. არსებული ინფორმაციით, ფარმაცევტული კოპანიების ხელმძღვანელებმა ქართული ბაზარი შეისწავლეს და ობიქტების გახსნას ახალი წლიდან გეგმავენ.
ადგილობრივ ბაზარზე მოქმედ კომპანიებში ჯერჯერობით კონკურენტების შესაძლო გამოჩენასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებიათ.
სპეციალისტების შეფასებით კი ახალი მოთმაშეების შემოსვლა მომხმარებლისთვის დადებით ცვლილებება იქნება, რადგან კონკურენციის ზრდა ფასებს შეამცირებს.
ბოლო პერიოდში ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების კლების დინამიკაა. კომპანიების ნაწილმა ფასები რიგ მედიკამენტებზე აქციების ფარგლებში 10-15%-ით შეამცირა.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9