უძველესი ნივთები, საქართველოს ისტორიის შესახებ უამრავ ინფორმაციას გვაწვდის. მათ შორის, ძველი ქართული მონეტებიც, რომლებზეც დატანილი ინფორმაცია დღემდე კვლევისა და განსჯის საგანია. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში 94 ათასი მონეტაა დაცული, აქედან 13 ათასი ქართული წარმოშობისაა.
მოგითხრობთ რამდენიმე ქართული მონეტის შესახებ, რომლებიც ბაგრატიონთა მეფობის ხანაში იჭრებოდა. XII საუკუნეში, მთელ აღმოსავლეთში, ვერცხლის კრიზისის გამო, მხოლოდ სპილენძის მონეტები იყო მიმოქცევაში. რუსუდან დედოფლის მეფობის შედეგ ქართული ფულის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება.
გიორგი მესამის ( 1156-1184 წწ.) დროს საქართველოში მოჭრილი მონეტა სპილენძისაა. მონეტას ქართული და არაბული წარწერები ამშვენებს. მონეტის მეორე მხარეს არაბულად წერია: "მეფე მეფეთა გიორგი, ძე დემეტრესი, მესიის მახვილი". სპილენძის მონეტაზე გამოსახულ გიორგი მესამეს მარჯვენა ხელზე შევარდენი აზის. მონეტა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმშია დაცული.
ასევე საინტერესოა 1178 წელს მოჭრილი სპილენძის მონეტა. მონეტაზე ვკითხულობთ: "გიორგი. ადიდენ ღმერთმა, მეფეთა მეფე". "თამარ. ადიდენ ღმერთმან მეფე და დედოფალი".