პოლიტიკა
საზოგადოება

12

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე კირჩხიბს ესტუმრება 09:36-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ავლაბარში პრეზიდენტურა თუ აღარ იქნება, აუცილებლად მოვითხოვ, დამიბრუნონ" - ვალერი გელაშვილი
"ავლაბარში პრეზიდენტურა თუ აღარ იქნება, აუცილებლად მოვითხოვ, დამიბრუნონ" - ვალერი გელაშვილი

რა ბედი ეწე­ვა პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ას? - ეს კი­თხვა იმ დღი­დან გახ­და აქ­ტუ­ა­ლუ­რი, რაც სა­ა­კაშ­ვილ­მა ჯერ ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცია და­ტო­ვა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სა­ქარ­თვე­ლო.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის" პრინ­ცი­პუ­ლი სა­კი­თხია, რომ ეს შე­ნო­ბა პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ად დარ­ჩეს, მოქ­მედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი რე­ზი­დენ­ცია პრე­ზი­დენ­ტის­თვის ზედ­მეტ ფუ­ფუ­ნე­ბად მი­აჩ­ნია. ამას­თან, ის ად­გი­ლია, სა­დაც ერთ დროს, მა­თი­ვე თქმით, "გრა­ფი დრა­კუ­ლა" ცხოვ­რობ­და. ამ შე­ნო­ბა­ზე პრე­ტენ­ზია გა­მოთ­ქვა ბიზ­ნეს­მენ­მა ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­მა, რად­გან აქ მას ერთი სახ­ლი ედგა, ცოტა მო­შო­რე­ბით კი - მე­ო­რე. "კვი­რის პა­ლიტ­რა" ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილს ესა­უბ­რა:

- ით­ქვა, რე­ზი­დენ­ცია უნდა გას­ხვის­დე­სო. ავ­ლა­ბარ­ში პრე­ზი­დენ­ტუ­რა თუ აღარ იქ­ნე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვი­თხოვ, და­მიბ­რუ­ნონ ჩემი ქო­ნე­ბა. გას­ხვი­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ის ად­გი­ლი თუ ვინ­მეს ეკუთ­ვნის, პირ­ვე­ლი მე ვარ.

- სახ­ლი წა­გარ­თვეს, ფი­ზი­კუ­რა­დაც გა­გის­წორ­დნენ... ბო­ლოს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ქო­ნე­ბის სა­ფა­სუ­რი გა­და­ე­ხა­და. ფული აი­ღეთ, ახლა რა არ­გუ­მენ­ტით მო­ი­თხოვთ ქო­ნე­ბის უკან დაბ­რუ­ნე­ბას?

- თან­ხას, რო­მე­ლიც მა­შინ იძუ­ლე­ბით მომ­ცეს იძუ­ლე­ბით დათ­მო­ბილ ქო­ნე­ბა­ში, სა­ხელ­მწი­ფოს უკან და­ვუბ­რუ­ნებ. ჯერ ერთი, ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე ბევ­რად ნაკ­ლე­ბი გა­და­მი­ხა­დეს. გარ­და ამი­სა, სხვა მხრი­ვაც ხომ დავ­ზა­რალ­დი? ლა­მის მომ­კლეს. ეს ცალ­კე უნდა შე­ფას­დეს და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლიც იქ­ნეს.

- პირ­ვე­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის უნდა აღ­დგეს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა? ეს უხერ­ხუ­ლო­ბის გან­ცდას არ გიქ­მნით?

- ჩა­მორ­თმე­ულ ქო­ნე­ბას წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყიდ­და, ჩემი კი სა­ხელ­მწი­ფოს დარ­ჩა. უხერ­ხუ­ლად მა­შინ ვიგ­რძნობ­დი თავს, თუ სხვის­თვის მი­ყი­დულ ქო­ნე­ბას ახ­ლან­დელ მფლო­ბელს წა­არ­თმევ­დნენ და მე და­მიბ­რუ­ნებ­დნენ. ლა­მის შე­ვე­წი­რე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" ბრძო­ლას. ერ­თა­დერ­თი ვარ, ვინც მა­გათ გა­უ­ძა­ლი­ან­და და დღე­საც ცო­ცხა­ლია. ერ­თა­დერ­თი ბიზ­ნეს­მე­ნი ვარ, რო­მელ­საც თავს ეს­ხმოდ­ნენ, მაგ­რამ უკან არ და­მი­ხე­ვია და არ­სად გავ­ქცე­ულ­ვარ. არა ვარ ღირ­სი, და­ვიბ­რუ­ნო ის, რაც მე­კუთ­ვნო­და და ჯერ კი­დევ სა­ხელ­მწი­ფოს ხელ­შია? კარ­გად ვიცი, რომ ძა­ლი­ან ძნე­ლია წარ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბის ყვე­ლას­თვის დაბ­რუ­ნე­ბა, მი­ლი­არ­დებ­ზეა სა­უ­ბა­რი. ამ ხალ­ხის წი­ნა­შე რა­ღაც ვალ­დე­ბუ­ლე­ბა უნდა აი­ღოს ქვე­ყა­ნამ, მაგ­რამ დღეს ამის გა­კე­თე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ქო­ნე­ბა, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბაა, შე­იძ­ლე­ბა გა­და­ე­ცეს ძველ მფლო­ბელს, მაგ­რამ გა­ყი­დუ­ლის გას­ტუმ­რე­ბას რომ ვი­თხოვთ, ხომ უნდა ვი­ფიქ­როთ, შეძ­ლებს სა­ხელ­მწი­ფო ამ­ხე­ლა თან­ხის გა­დახ­დას?

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად Kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

"ავლაბარში პრეზიდენტურა თუ აღარ იქნება, აუცილებლად მოვითხოვ, დამიბრუნონ" - ვალერი გელაშვილი

"ავლაბარში პრეზიდენტურა თუ აღარ იქნება, აუცილებლად მოვითხოვ, დამიბრუნონ" - ვალერი გელაშვილი

რა ბედი ეწევა პრეზიდენტის რეზიდენციას? - ეს კითხვა იმ დღიდან გახდა აქტუალური, რაც სააკაშვილმა ჯერ ავლაბრის რეზიდენცია დატოვა, მოგვიანებით კი საქართველო.

"ნაციონალური მოძრაობისთვის" პრინციპული საკითხია, რომ ეს შენობა პრეზიდენტის რეზიდენციად დარჩეს, მოქმედ ხელისუფლებას კი ძვირად ღირებული რეზიდენცია პრეზიდენტისთვის ზედმეტ ფუფუნებად მიაჩნია. ამასთან, ის ადგილია, სადაც ერთ დროს, მათივე თქმით, "გრაფი დრაკულა" ცხოვრობდა. ამ შენობაზე პრეტენზია გამოთქვა ბიზნესმენმა ვალერი გელაშვილმა, რადგან აქ მას ერთი სახლი ედგა, ცოტა მოშორებით კი - მეორე. "კვირის პალიტრა" ვალერი გელაშვილს ესაუბრა:

- ითქვა, რეზიდენცია უნდა გასხვისდესო. ავლაბარში პრეზიდენტურა თუ აღარ იქნება, აუცილებლად მოვითხოვ, დამიბრუნონ ჩემი ქონება. გასხვისების შემთხვევაში ის ადგილი თუ ვინმეს ეკუთვნის, პირველი მე ვარ.

- სახლი წაგართვეს, ფიზიკურადაც გაგისწორდნენ... ბოლოს, ხელისუფლება იძულებული გახდა, ქონების საფასური გადაეხადა. ფული აიღეთ, ახლა რა არგუმენტით მოითხოვთ ქონების უკან დაბრუნებას?

- თანხას, რომელიც მაშინ იძულებით მომცეს იძულებით დათმობილ ქონებაში, სახელმწიფოს უკან დავუბრუნებ. ჯერ ერთი, ღირებულებაზე ბევრად ნაკლები გადამიხადეს. გარდა ამისა, სხვა მხრივაც ხომ დავზარალდი? ლამის მომკლეს. ეს ცალკე უნდა შეფასდეს და გათვალისწინებულიც იქნეს.

- პირველად ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის უნდა აღდგეს სამართლიანობა? ეს უხერხულობის განცდას არ გიქმნით?

- ჩამორთმეულ ქონებას წინა ხელისუფლება ყიდდა, ჩემი კი სახელმწიფოს დარჩა. უხერხულად მაშინ ვიგრძნობდი თავს, თუ სხვისთვის მიყიდულ ქონებას ახლანდელ მფლობელს წაართმევდნენ და მე დამიბრუნებდნენ. ლამის შევეწირე "ნაციონალურ მოძრაობასთან" ბრძოლას. ერთადერთი ვარ, ვინც მაგათ გაუძალიანდა და დღესაც ცოცხალია. ერთადერთი ბიზნესმენი ვარ, რომელსაც თავს ესხმოდნენ, მაგრამ უკან არ დამიხევია და არსად გავქცეულვარ. არა ვარ ღირსი, დავიბრუნო ის, რაც მეკუთვნოდა და ჯერ კიდევ სახელმწიფოს ხელშია? კარგად ვიცი, რომ ძალიან ძნელია წართმეული ქონების ყველასთვის დაბრუნება, მილიარდებზეა საუბარი. ამ ხალხის წინაშე რაღაც ვალდებულება უნდა აიღოს ქვეყანამ, მაგრამ დღეს ამის გაკეთება წარმოუდგენელია. ქონება, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა, შეიძლება გადაეცეს ძველ მფლობელს, მაგრამ გაყიდულის გასტუმრებას რომ ვითხოვთ, ხომ უნდა ვიფიქროთ, შეძლებს სახელმწიფო ამხელა თანხის გადახდას?

იხილეთ სტატია სრულად Kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა