მას მერე, რაც საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, ლეიბორისტები კარდაკარ, უბან-უბან, გზადაგზა მართავენ აქცია-მანიფესტაციებს და გვამცნობენ, რომ მთავრობამ არჩევნები გააყალბა და მათი პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი პირველ-მეორე ადგილზე გავიდა. ამ პოლიტიკურ ორომტრიალში მოვახერხეთ და პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, გიორგი გუგავასთან ბლიცინტერვიუ ჩავწერეთ.
- მე რომ დავიბადე...
- მე რომ დავიბადე, იყო თოვლი, სიცივე და ზამთრის უსაზღვრო სევდა. და ეს სევდა ჩემი ხასიათისა და ბუნების თანამდევია.
- მხიარულ გუგავასაც ვიცნობთ ჩვენ...
- მხიარულება ხომ სევდასაც არ გამორიცხავს.
- თვალს ვარიდებ...
- ადამიანი საკუთარ სისუსტეს არიდებს თვალს, მეც ადამიანი ვარ და ჩემი სისუსტე მაქვს, დაკონკრეტება არ ღირს.
- ერთხელ იმდენი დავლიე...
- პირველად რომ დავლიე, კაი გვარიანადაც დავთვერი. ''ღირსეულად'' მიმასვენეს სახლში.
- ვერ ვივიწყებ როგორ...
- ასეთი ძალიან ბევრია, ზოგი სიყვარულთან, ზოგიც სიხარულთან და ზოგიც სირცხვილთანაა დაკავშირებული.
- ერთ-ერთი კონკრეტული გაიხსენეთ.
- ბავშვობაში, როცა მთაში ვიყავი და პირველად მზის ამოსვლა ვნახე კავკასიონის მარადყინულოვანი ქედის ფონზე, ამ საოცარ ხატებას დღემდე ვერ ვივიწყებ და ცოცხლობს ჩემში.
- არ მომწონს ქალი, რომელიც...
- ბოროტ ინტრიგებს ხლართავს.
იხილეთ სტატიის გაგრძელება