საზოგადოება
სამართალი
პოლიტიკა

29

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 11:10-ზე, მთვარე სასწორში გადავა 09:46-ზე – ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. ხელსაყრელია კომუნიკაცია, მოლაპარაკებები და შეხვედრები. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს
5 ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს

ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო ქვეყ­ნის მი­ლი­ონ­ზე მეტ­მა მო­ქა­ლა­ქემ და­ტო­ვა, რაც მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 25%-ს შე­ად­გენს. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა შრო­მი­თი მიგ­რან­ტია.

ambebi.ge შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით რო­მელ ქვეყ­ნებ­ში ცხოვ­რობს ყვე­ლა­ზე მეტი ქარ­თვე­ლი. გთა­ვა­ზობთ 5 ქვე­ყა­ნას, სა­დაც ყვე­ლა­ზე მეტი ქარ­თვე­ლი ცხოვ­რობს:

1. რუ­სე­თი

2. სა­ბერ­ძნე­თი

3. აზერ­ბა­ი­ჯა­ნი

4. უკ­რა­ი­ნა

5. აშშ

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში მიგ­რან­ტთა შო­რის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და ქალ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, შრო­მით მიგ­რან­ტთა 45% ქა­ლია. ქარ­თვე­ლე­ბის­თვის შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა სა­ბერ­ძნე­თია, სა­დაც მიგ­რანტ ქალ­თა 24,3% იმ­ყო­ფე­ბა.

რა და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს შრო­მით მიგ­რა­ცი­ას ქვეყ­ნის­თვის, რა შე­იც­ვა­ლა ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მიგ­რა­ცი­ის მხრივ ქვე­ყა­ნა­ში და რა უნდა იცოდ­ნენ შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის მსურ­ვე­ლებ­მა? ამ კი­თხვე­ბით მიგ­რა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მე­ბის ად­გი­ლობ­რივ კო­ორ­დი­ნა­ტორს, ნა­თია კვი­ცი­ანს მივ­მარ­თეთ:

"მიგ­რა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, შრო­მი­თი რე­სურ­სე­ბის გა­დი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­მარ­თლე­ბუ­ლია იმით, რომ მიგ­რან­ტე­ბის მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი თან­ხა ბევ­რი ოჯა­ხის­თვის ყო­ველ­დღი­ურ სარ­ჩო-სა­ბა­დე­ბელს, თუმ­ცა, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მიგ­რან­ტე­ბი ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნაკ­ლი­სია, რად­გან უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ად­გი­ლი აქვს ე.წ. ტვინ­თა გა­დი­ნე­ბას. ვი­ნა­ი­დან მუ­შა­ო­ბას უმე­ტეს­წი­ლად არა­ლე­გა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი აქვს, ქარ­თვე­ლე­ბი ძი­რი­თა­დად მათი პრო­ფე­სი­ის შე­სა­ბა­მის სა­მუ­შა­ოს ვერ ას­რუ­ლე­ბენ, ხდე­ბა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ცვე­თა და დაბ­რუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვერ ახ­დე­ნენ შრო­მი­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ან შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. შე­და­რე­ბით უკე­თეს პი­რო­ბებ­ში არი­ან მა­მა­კა­ცე­ბი, რად­გან მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი. იქ შე­საძ­ლე­ბე­ლია უნა­რე­ბი გა­იმ­ჯო­ბე­სონ, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ად­გე­ბათ.

ნა­თია კვი­ცი­ა­ნის თქმით, ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­სე­წყო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში 2000 ადა­მი­ა­ნი დაბ­რუნ­და.

2011 წელს სა­ქარ­თვე­ლომ და ევ­რო­კავ­შირ­მა გა­ა­ფორ­მეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა რე­ად­მი­სი­ის შე­სა­ხებ, რაც სა­ქარ­თვე­ლო­დან ევ­რო­კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არა­ლე­გა­ლუ­რად შე­სუ­ლი მიგ­რან­ტე­ბის უკან დაბ­რუ­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. სა­ქარ­თვე­ლომ მიგ­რან­ტე­ბის წი­ნა­შე აიღო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, უზ­რუნ­ველ­ყოს ამ პი­რე­ბის­თვის დრო­ე­ბი­თი თავ­შე­სა­ფა­რი და სხვა ხარ­ჯე­ბი, ვიდ­რე მათი იდენ­ტი­ფი­კა­ცია მოხ­დე­ბა. პრო­ექ­ტის ბი­უ­ჯე­ტი სამ მი­ლი­ონ ევ­როს შე­ად­გენს და გუ­ლის­ხმობს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის მცი­რე ბიზ­ნე­სის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბას.

ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტი დე­მურ გი­ორ­ხე­ლი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ისე­დაც საკ­მა­ოდ მძი­მეა და სა­ქარ­თვე­ლო ამ­ჟა­მად მზად არ არის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მიგ­რან­ტე­ბის სა­თა­ნა­დოდ მი­სა­ღე­ბად:

"მიგ­რან­ტთა დაბ­რუ­ნე­ბა მათი რე­სურ­სე­ბის რე­ა­ლუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და ეკო­ნო­მი­კურ შე­ღა­ვა­თებ­თან უნდა იყოს მიბ­მუ­ლი. მთა­ვა­რია ქვე­ყა­ნა­ში იყოს ამის ეკო­ნო­მი­კუ­რი ნება და მზა­ო­ბა, რა­საც არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ნამ­დვი­ლად ვერ ვი­ტყო­დი. მიგ­რან­ტე­ბი რომ ერ­თბა­შად მო­ა­წყდნენ ქვე­ყა­ნას, ეს სრულ სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ ჭა­ო­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვანს, - გა­ნა­ცხა­და ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას დე­მურ გი­ორ­ხე­ლი­ძემ.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ქარ­თველ მიგ­რან­ტთა სა­ერ­თო ჯა­მუ­რი კა­პი­ტა­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 90 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს, რაც სა­თა­ნა­დო და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ხარ­ჯვის შემ­თხვე­ვა­ში, ქვეყ­ნის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­ნან­სუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბი წე­ლი­წად­ში მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მეტს შე­ად­გენს. ამ თან­ხის და­ახ­ლო­ე­ბით 40 % სწო­რედ შრო­მი­თი მიგ­რან­ტე­ბის მიერ იგ­ზავ­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში.

P.S. სია შედ­გე­ნი­ლია ცეს­კოს მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით, სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში შექ­მნი­ლი სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ამომ­რჩე­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით (იგუ­ლის­ხმე­ბა სრულ­წლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი) და მაქ­სი­მა­ლუ­რად ასა­ხავს რე­ა­ლურ სუ­რათს.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი, AMBEBI.GE

5 ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს

5 ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს

ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, საქართველო ქვეყნის მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, რაც მთელი მოსახლეობის 25%-ს შეადგენს. მათი უმრავლესობა შრომითი მიგრანტია.

ambebi.ge შეეცადა გაერკვია, მსოფლიოს მასშტაბით რომელ ქვეყნებში ცხოვრობს ყველაზე მეტი ქართველი. გთავაზობთ 5 ქვეყანას, სადაც ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს:

1. რუსეთი

2. საბერძნეთი

3. აზერბაიჯანი

4. უკრაინა

5. აშშ

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მიგრანტთა შორის მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალთა რაოდენობა. ოფიციალური მონაცემებით, შრომით მიგრანტთა 45% ქალია. ქართველებისთვის შრომითი მიგრაციის თვალსაზრისით ყველაზე სასურველი ქვეყანა საბერძნეთია, სადაც მიგრანტ ქალთა 24,3% იმყოფება.

რა დადებითი და უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს შრომით მიგრაციას ქვეყნისთვის, რა შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში მიგრაციის მხრივ ქვეყანაში და რა უნდა იცოდნენ შრომითი მიგრაციის მსურველებმა? ამ კითხვებით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამების ადგილობრივ კოორდინატორს, ნათია კვიციანს მივმართეთ:

"მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტების შეფასებით, შრომითი რესურსების გადინება საქართველოდან გამართლებულია იმით, რომ მიგრანტების მიერ გამოგზავნილი თანხა ბევრი ოჯახისთვის ყოველდღიურ სარჩო-საბადებელს, თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მიგრანტები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დანაკლისია, რადგან უმეტეს შემთხვევაში ადგილი აქვს ე.წ. ტვინთა გადინებას. ვინაიდან მუშაობას უმეტესწილად არალეგალური ხასიათი აქვს, ქართველები ძირითადად მათი პროფესიის შესაბამის სამუშაოს ვერ ასრულებენ, ხდება კვალიფიკაციის ცვეთა და დაბრუნებულები ვერ ახდენენ შრომითი უნარების განვითარებას ან შენარჩუნებას. შედარებით უკეთეს პირობებში არიან მამაკაცები, რადგან მშენებლობებზე არიან დასაქმებულები. იქ შესაძლებელია უნარები გაიმჯობესონ, რაც საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში გამოადგებათ.

ნათია კვიციანის თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ ორგანიზაციის ხელსეწყობით საქართველოში 2000 ადამიანი დაბრუნდა.

2011 წელს საქართველომ და ევროკავშირმა გააფორმეს ხელშეკრულება რეადმისიის შესახებ, რაც საქართველოდან ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად შესული მიგრანტების უკან დაბრუნებას გულისხმობს. საქართველომ მიგრანტების წინაშე აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს ამ პირებისთვის დროებითი თავშესაფარი და სხვა ხარჯები, ვიდრე მათი იდენტიფიკაცია მოხდება. პროექტის ბიუჯეტი სამ მილიონ ევროს შეადგენს და გულისხმობს ნებაყოფლობით დაბრუნებული ადამიანებისთვის მცირე ბიზნესის, სოფლის მეურნეობისა და განათლების ხელშეწყობას.

ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ისედაც საკმაოდ მძიმეა და საქართველო ამჟამად მზად არ არის ნებაყოფლობით დაბრუნებული მიგრანტების სათანადოდ მისაღებად:

"მიგრანტთა დაბრუნება მათი რესურსების რეალურად გამოყენებასა და ეკონომიკურ შეღავათებთან უნდა იყოს მიბმული. მთავარია ქვეყანაში იყოს ამის ეკონომიკური ნება და მზაობა, რასაც არსებულ მდგომარეობაზე ნამდვილად ვერ ვიტყოდი. მიგრანტები რომ ერთბაშად მოაწყდნენ ქვეყანას, ეს სრულ სოციალურ-ეკონომიკურ ჭაობამდე მიგვიყვანს, - განაცხადა ambebi.ge-სთან საუბრისას დემურ გიორხელიძემ.

ოფიციალური მონაცემებით, ქართველ მიგრანტთა საერთო ჯამური კაპიტალი დაახლოებით 90 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც სათანადო და მიზანმიმართული ხარჯვის შემთხვევაში, ქვეყნისთვის სერიოზული ფინანსური მაჩვენებელი იქნებოდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში ფულადი გზავნილები წელიწადში მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს. ამ თანხის დაახლოებით 40 % სწორედ შრომითი მიგრანტების მიერ იგზავნება ქვეყანაში.

P.S. სია შედგენილია ცესკოს მიერ მოწოდებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, სხვა სახელმწიფოებში შექმნილი საარჩევნო უბნებში ოფიციალურად დაფიქსირებული ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით (იგულისხმება სრულწლოვანი ადამიანები) და მაქსიმალურად ასახავს რეალურ სურათს.

სალომე შიხაშვილი, AMBEBI.GE

"მედიასთან კარგი თანამშრომლობის მაგალითი საკმაოდ ბევრია, ამაზე საჯარო მადლობა მაშინაც ვთქვი და ახლაც ვიტყვი" - ნინო გიორგობიანი

"არ დაიძვრება ავტობუსი, თუ მოქალაქე პირბადის გარეშე ავა" - რომელ საათამდე იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი და რა წესების დაცვა მოგიწევთ?

ბათუმის ბავშვთა სახლის 25 აღსაზრდელსა და 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდათ - როგორია მათი მდგომარეობა?