საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ლორთქიფანიძის სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს
დავით ლორთქიფანიძის სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს

ახ­მე­ტა­ში, შს სა­მი­ნის­ტროს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის კა­ხე­თის სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის, და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნეს. შემ­თხვე­ვა 30 ნო­ემ­ბერს, სა­ღა­მოს მოხ­და. რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის გა­უვ­ნე­ბელ­ყო­ფის მიზ­ნით შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და ლორ­თქი­ფა­ნი­ძე­ე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი გა­და­კე­ტი­ლი იყო. გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, არც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რი და არც თა­ვად და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძე კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძის და მისი ძმის გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძის (შს მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი) სა­ხე­ლი ლო­პო­ტას ხე­ო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა. კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ძმას­თან და რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თან ერ­თად შე­ა­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფის შექ­მნას, ჯგუ­ფის წევ­რე­ბის წვრთნას, ცხოვ­რე­ბას, უსაფრ­თხო­ე­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით რუ­სეთ­ში გა­და­სას­ვლე­ლად კო­რი­დო­რის მი­ცე­მის და­პი­რე­ბას და ა.შ ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფის 7 წევ­რის ლიკ­ვი­და­ცია მოხ­და, მათ შო­რის 2 სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში მცხოვ­რე­ბი ქის­ტე­ბი იყ­ვნენ. სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში და­ი­ღუ­პა შსს სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის 2 თა­ნამ­შრო­მე­ლი და 1 სამ­ხედ­რო ექი­მი.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

დავით ლორთქიფანიძის სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს

დავით ლორთქიფანიძის სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს

ახმეტაში, შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ყოფილი უფროსის მოადგილის, დავით ლორთქიფანიძის საცხოვრებელ სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. შემთხვევა 30 ნოემბერს, საღამოს მოხდა. როგორც ცნობილი გახდა, ასაფეთქებელი მოწყობილობის გაუვნებელყოფის მიზნით შემთხვევის ადგილზე კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლები იმყოფებოდნენ და ლორთქიფანიძეების საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორია რამდენიმე საათი გადაკეტილი იყო. გადამოწმებული ინფორმაციით, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

მომხდართან დაკავშირებით, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური და არც თავად დავით ლორთქიფანიძე კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ დავით ლორთქიფანიძის და მისი ძმის გია ლორთქიფანიძის (შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, ვანო მერაბიშვილის მეგობარი) სახელი ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ლორთქიფანიძე ძმასთან და რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად შეაიარაღებული ჯგუფის შექმნას, ჯგუფის წევრების წვრთნას, ცხოვრებას, უსაფრთხოებას, საქართველოს გავლით რუსეთში გადასასვლელად კორიდორის მიცემის დაპირებას და ა.შ ხელმძღვანელობდა. სპეცოპერაციის დროს შეიარაღებული ჯგუფის 7 წევრის ლიკვიდაცია მოხდა, მათ შორის 2 საქართველოს მოქალაქე, პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტები იყვნენ. სპეცოპერაციის შედეგად გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა შსს სპეციალური დანიშნულების რაზმის 2 თანამშრომელი და 1 სამხედრო ექიმი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა