მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მძიმე წელი" პარაფირებიდან ასოცირებამდე, ანუ "რას გვიზამს რუსეთი"?!
"მძიმე წელი" პარაფირებიდან ასოცირებამდე, ანუ "რას გვიზამს რუსეთი"?!

სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პულ არ­ჩე­ვან­ზე უა­რის თქმას არაფ­რის ფა­სად არ აპი­რებს - გვარ­წმუ­ნებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და პა­რა­ლე­ლუ­რად მო­სა­ლოდ­ნე­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

რას გა­ა­კე­თებს რუ­სე­თი იმის­თვის, რომ უკ­რა­ი­ნის მსგავ­სად ევ­რო­პა­ზე უარი სა­ქარ­თვე­ლო­საც ათ­ქმე­ვი­ნოს, არა­ვინ იცის. ფაქ­ტია, რომ მავ­თულხლარ­თე­ბის გავ­ლე­ბა და კონ­ფლიქ­ტის­პი­რა სოფ­ლებ­ში მცხოვ­რებ პირ­თა და­კა­ვე­ბა მოს­კოვ­მა ვილ­ნი­უს­ში ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის გამ­გზავ­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად გა­ნა­ახ­ლა.

ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რებ­მა ლიტ­ვი­დან რუ­სეთს კი­დევ ერთხელ შე­ახ­სე­ნეს, რომ მისი ნა­ბი­ჯე­ბი აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნე­ბის მი­სა­მარ­თით 21-ე სა­უ­კუ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან შე­უ­სა­ბა­მოა.

უკ­რა­ი­ნის მოვ­ლე­ნებ­მა ევ­რო­პის საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი ჰერ­მან ვან რომ­პეი და­არ­წმუ­ნა, რომ ევ­რო­პას "თა­მა­მი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის დრო და­უდ­გა".

ევ­რო­კავ­შირ­ში აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ რუ­სე­თი ძა­ლის­ხმე­ვას სა­ქარ­თვე­ლო­სა და მოლ­დო­ვას არ­ჩე­ვან­ზე გავ­ლე­ნის­თვი­საც არ და­ი­შუ­რებს და "ერ­თგულ აღ­მო­სავ­ლელ პარტნი­ო­რებს" მხარ­და­ჭე­რას ჰპირ­დე­ბი­ან. ცდი­ლო­ბენ, და­არ­წმუ­ნონ მოს­კო­ვი, რომ ევ­რო­კავ­შირ­სა და აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნებ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბე­ბი მის­თვი­საც მომ­გე­ბი­ა­ნია.

"მოს­კოვ­ში ხში­რად არის ხოლ­მე გა­უ­გებ­რო­ბა, თით­ქოს ევ­რო­კავ­ში­რის ნა­ბი­ჯე­ბი მი­მარ­თუ­ლია რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს ნა­ბი­ჯე­ბი აუმ­ჯო­ბე­სებს ჩვენს პო­ლი­ტი­კურ-ეკო­ნო­მი­კურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას იმ ქვეყ­ნებ­თან, რომ­ლებ­საც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა სურთ. ეს არის ევ­რო­კავ­ში­რის სტი­ლი. ვი­მე­დოვ­ნებ, ადრე თუ გვი­ან ჩვენ შევ­ძლებთ, ღიად გან­ვი­ხი­ლოთ რუ­სე­თის მთავ­რო­ბას­თან ეს სა­კი­თხი და და­ვარ­წმუ­ნოთ რუ­სე­თი, რომ ევ­რო­კავ­ში­რი მათ წი­ნა­აღ­მდეგ არ მოქ­მე­დებს", - გვი­თხრა ვილ­ნი­უს­ში ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის პრე­ზი­დენ­ტმა მარ­ტინ შულცმა.

იქამ­დე კი ევ­რო­პა ვერ უგუ­ლე­ბელ­ყოფს, რომ რუ­სე­თი მისი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რია. შე­სა­ბა­მი­სად, მეტ სიმ­კაც­რე­საც ვერ გა­მო­ი­ჩენს.

"რო­დე­საც ორ­მხრი­ვი შე­თან­ხმე­ბის პა­რა­ფი­რე­ბა ხდე­ბა, მე­სა­მე ქვეყ­ნის ჩა­რე­ვა და­უშ­ვე­ბე­ლია. ევ­რო­პა­ში სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის შე­ზღუდ­ვის დრო დიდი ხნის წინ დამ­თავ­რდა", - თქვა ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ჟოზე მა­ნუ­ელ ბა­რო­ზომ.

სა­ქარ­თვე­ლო "მძი­მე წელს" მო­ე­ლის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის შე­ზღუდ­ვის გაგ­რძე­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

"ჩვენ მო­ვე­ლით, რომ ევ­რო­კავ­ში­რი გა­აგ­რძე­ლებს ჩვენს მხარ­და­ჭე­რას, რათა შემ­ცირ­დეს ის საფრ­თხე, რო­მე­ლიც რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის ბოლო დრო­ინ­დე­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბით შე­იქ­მნა სა­ო­კუ­პა­ციო ზო­ლის მიმ­დე­ბა­რედ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში; მოხ­დეს კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი რე­ა­გი­რე­ბა ნე­ბის­მი­ერ აშ­კა­რა ზე­წო­ლა­ზე რუ­სე­თის მხრი­დან, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია იმი­სა­კენ, რომ უარი ვთქვათ ჩვენს მი­ზან­ზე - 2014 წელს მოხ­დეს ასო­ცი­რე­ბი­სა და ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენტს ეს­მის, რომ შე­საძ­ლოა, გარ­კვე­ულ­მა ძა­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის თა­ვი­სუ­ფალ არ­ჩე­ვან­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა სცა­დონ, თუმ­ცა აქ უკვე ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბის იმე­დი აქვს. ამ­ბობს, რომ თუ ვერ გა­უძ­ლო უკ­რა­ი­ნამ, გა­უძ­ლებს სა­ქარ­თვე­ლო - ამ არ­ჩე­ვა­ნის­თვის თა­ო­ბებს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი გა­და­უ­ტა­ნი­ათ.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს ეა­მა­ყე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო თა­ვის ევ­რო­პულ არ­ჩე­ვან­ში ისე­თი ძლი­ე­რი და ერ­თი­ა­ნია, რო­გორც არა­ვინ.

"დღეს ყვე­ლა­ნი ვართ იმ გავ­ლე­ნის და ემო­ცი­ის ქვეშ, რო­დე­საც ჩვენ­მა უკ­რა­ი­ნელ­მა პარტნი­ო­რებ­მა შე­ა­ჩე­რეს თა­ვი­ან­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ეს გარ­კვე­ულ ემო­ცი­ურ ფონს ქმნის და გავ­ლე­ნას ახ­დენს, რო­გორც სა­მიტ­ზე, ისე თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­ზე. იქ­მნე­ბა გან­ცდა, რომ შე­საძ­ლოა, სირ­თუ­ლე­ე­ბი იყოს მო­მა­ვალ­შიც, რად­გან ჩვენც პრინ­ციპ­ში, იგი­ვე გზა უნდა გა­ვი­ა­როთ. რე­ა­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლოს გა­აჩ­ნია უსე­რი­ო­ზუ­ლე­სი რე­სურ­სი ამ გზა­ზე. არ ვიცი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ასე­თი კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლია თა­ვის ევ­რო­პულ არ­ჩე­ვან­ში, რო­გორც მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ისე პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც ", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა ვილ­ნი­უს­ში.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ევ­რო­პა­ში თბი­ლად მი­ი­ღეს, ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩი - ვერა. თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, ევ­რო­კავ­ში­რი გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლია და ან­გე­ლა მერ­კელ­მა ამ მი­ზე­ზით ეტი­კე­ტის დაც­ვა­ზე უარი თქვა - ოფი­ცი­ა­ლურ სა­დილ­ზე უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს ხელი არ ჩა­მო­არ­თვა. სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რი რომ არ იყო, ეს ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვიჩ­მა თა­ვა­დაც იცო­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, ამით აიხ­სნე­ბა ის, რომ ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის რუ­სუ­ლად დას­მულ კი­თხვას მოკ­ლედ და უკ­რა­ი­ნულ ენა­ზე უპა­სუ­ხა...

იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო უკ­რა­ი­ნუ­ლი რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე არ აღ­მოჩ­ნდეს, ევ­რო­პას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბის გარ­და, ევ­რო­პულ მო­მა­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ლი­ტი­კურ­მა სპექტრმა და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ერ­თი­ა­ნო­ბა უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ - სტრა­ტე­გია ასე­თია.

თუმ­ცა უკ­რა­ი­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვე­ბის შე­და­რე­ბა პო­ლი­ტი­კურ სპექტრში მა­ინც შე­უძ­ლებ­ლად მი­აჩ­ნი­ათ.

"უკ­რა­ი­ნის შემ­თხვე­ვა სხვაა, მას გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცია აქვს, რად­გან, გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა მჭიდ­რო­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რად, ფი­ნან­სუ­რად, სო­ცი­ა­ლუ­რად თუ კულ­ტუ­რუ­ლად რუ­სეთ­თან. ამ თვალ­საზ­რი­სით შე­იქ­მნა ეს პრობ­ლე­მა. ჩვენ არ ვართ ჩრდი­ლო­ელ მე­ზო­ბელ­თან ისე გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რად და ფი­ნან­სუ­რად, რო­გორც უკ­რა­ი­ნა. რუ­სეთ­მა ზე­წო­ლა შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, სა­დაც ჩათ­ვლის, რომ გავ­ლე­ნის ბერ­კე­ტე­ბი დარ­ჩა", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხებ­ში ვანო მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

რას იზამს რუ­სე­თი, რთუ­ლად პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დია. რის­კი ყვე­ლა­ზე მე­ტად ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით დგას. ეკო­ნო­მი­კუ­რი ბერ­კე­ტე­ბი ჩვენ აღარ და­ვუ­ტო­ვე­თო, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ამ­ბო­ბენ.

უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ყო­ფი­ლი მდი­ვა­ნი გიგა ბო­კე­რია ფიქ­რობს, რომ რუ­სეთს დღეს ზე­წო­ლის გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი ინ­სტრუ­მენ­ტი გა­აჩ­ნია, ვიდ­რე 10 წლის წინ.

"სა­ქარ­თვე­ლო უფრო ნაკ­ლე­ბად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რად და ეკო­ნო­მი­კუ­რად რუ­სეთ­ზე, ვიდ­რე უკ­რა­ი­ნა და მოლ­დო­ვა. ეს არის ის მემ­კვიდ­რე­ო­ბა, რა­საც ხში­რად აკ­რი­ტი­კებს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. სა­ქარ­თვე­ლომ ეს ბრძო­ლე­ბი გა­და­ი­ტა­ნა. ახლა ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რათა არ და­ვუშ­ვათ იმ შეც­დო­მე­ბის გა­მე­ო­რე­ბა, რაც ხე­ლახ­ლა და­მო­კი­დე­ბულს გაგ­ხვდის ეკო­ნო­მი­კუ­რად ან პო­ლი­ტი­კუ­რად რუ­სეთ­ზე", - გა­ნა­ცხა­და ბო­კე­რი­ამ.

სა­ო­კუ­პა­ციო ზოლ­ზე და ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გან­გა­შის სა­ფუძ­ველს ჯერ არ აძ­ლევს. უახ­ლო­ე­სი მო­მავ­ლის პერ­სპექ­ტი­ვა­ში სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის გა­ნახ­ლე­ბის საფრ­თხე არ შე­ი­ნიშ­ნე­ბაო, ამ­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი.

თუ სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის გა­ნახ­ლე­ბის არა, ე.წ ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა რე­ა­ლუ­რია, უკ­რა­ი­ნუ­ლი სცე­ნა­რი კი - გა­მო­რი­ცხუ­ლი, ირ­წმუ­ნე­ბი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში.

ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ სპექტრში ფიქ­რო­ბენ, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კარ­გი იყოს ის, რაც კარ­გი არ არის უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის­თვის.

სა­ქარ­თვე­ლო უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს გულ­შე­მატ­კივ­რობს და იქ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის მშვი­დად დას­რუ­ლე­ბის მო­ლო­დინ­შია.

უკ­რა­ი­ნა­ში კი პრო­ტეს­ტი დღი­თი­დღე ძა­ლას იკ­რებს. და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, დე­მონ­სტრა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა რი­ცხვმა უკვე 800 ათასს გა­და­ა­ჭარ­ბა. აქ­ცი­ის დაშ­ლის ძა­ლა­დობ­რივ­მა მე­თო­დებ­მა კი სა­ქარ­თვე­ლო­ში 26 მა­ი­სის ასო­ცი­ა­ცია გა­ა­ჩი­ნა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უკვე და­ის­ვა კი­თხვა, ვინ უფრო სას­ტი­კი იყო სა­კუ­თა­რი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ...

ნინო წივ­წი­ვა­ძე, ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"მძიმე წელი" პარაფირებიდან ასოცირებამდე, ანუ "რას გვიზამს რუსეთი"?!

"მძიმე წელი" პარაფირებიდან ასოცირებამდე, ანუ "რას გვიზამს რუსეთი"?!

საქართველო ევროპულ არჩევანზე უარის თქმას არაფრის ფასად არ აპირებს - გვარწმუნებს ხელისუფლება და პარალელურად მოსალოდნელი სირთულეებისთვის ემზადება.

რას გააკეთებს რუსეთი იმისთვის, რომ უკრაინის მსგავსად ევროპაზე უარი საქართველოსაც ათქმევინოს, არავინ იცის. ფაქტია, რომ მავთულხლართების გავლება და კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრებ პირთა დაკავება მოსკოვმა ვილნიუსში ქართული დელეგაციის გამგზავრების პარალელურად განაახლა.

ევროკავშირის ლიდერებმა ლიტვიდან რუსეთს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მისი ნაბიჯები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მისამართით 21-ე საუკუნის საერთაშორისო ურთიერთობებთან შეუსაბამოა.

უკრაინის მოვლენებმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი დაარწმუნა, რომ ევროპას "თამამი გადაწყვეტილებების მიღების დრო დაუდგა".

ევროკავშირში აცნობიერებენ, რომ რუსეთი ძალისხმევას საქართველოსა და მოლდოვას არჩევანზე გავლენისთვისაც არ დაიშურებს და "ერთგულ აღმოსავლელ პარტნიორებს" მხარდაჭერას ჰპირდებიან. ცდილობენ, დაარწმუნონ მოსკოვი, რომ ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან გაფორმებული შეთანხმებები მისთვისაც მომგებიანია.

"მოსკოვში ხშირად არის ხოლმე გაუგებრობა, თითქოს ევროკავშირის ნაბიჯები მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ. სინამდვილეში, ეს ნაბიჯები აუმჯობესებს ჩვენს პოლიტიკურ-ეკონომიკურ თანამშრომლობას იმ ქვეყნებთან, რომლებსაც დემოკრატიული განვითარება სურთ. ეს არის ევროკავშირის სტილი. ვიმედოვნებ, ადრე თუ გვიან ჩვენ შევძლებთ, ღიად განვიხილოთ რუსეთის მთავრობასთან ეს საკითხი და დავარწმუნოთ რუსეთი, რომ ევროკავშირი მათ წინააღმდეგ არ მოქმედებს", - გვითხრა ვილნიუსში ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა.

იქამდე კი ევროპა ვერ უგულებელყოფს, რომ რუსეთი მისი სტრატეგიული პარტნიორია. შესაბამისად, მეტ სიმკაცრესაც ვერ გამოიჩენს.

"როდესაც ორმხრივი შეთანხმების პარაფირება ხდება, მესამე ქვეყნის ჩარევა დაუშვებელია. ევროპაში სუვერენიტეტის შეზღუდვის დრო დიდი ხნის წინ დამთავრდა", - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ.

საქართველო "მძიმე წელს" მოელის სუვერენიტეტის შეზღუდვის გაგრძელების მიმართულებით.

"ჩვენ მოველით, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას, რათა შემცირდეს ის საფრთხე, რომელიც რუსი სამხედროების ბოლო დროინდელი მოქმედებებით შეიქმნა საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში; მოხდეს კოორდინირებული რეაგირება ნებისმიერ აშკარა ზეწოლაზე რუსეთის მხრიდან, რომელიც მიმართულია იმისაკენ, რომ უარი ვთქვათ ჩვენს მიზანზე - 2014 წელს მოხდეს ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტს ესმის, რომ შესაძლოა, გარკვეულმა ძალებმა საქართველოსა და ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანზე გავლენის მოხდენა სცადონ, თუმცა აქ უკვე ქართული საზოგადოების ერთიანობის იმედი აქვს. ამბობს, რომ თუ ვერ გაუძლო უკრაინამ, გაუძლებს საქართველო - ამ არჩევანისთვის თაობებს წლების განმავლობაში ბევრი გადაუტანიათ.

გიორგი მარგველაშვილს ეამაყება, რომ საქართველო თავის ევროპულ არჩევანში ისეთი ძლიერი და ერთიანია, როგორც არავინ.

"დღეს ყველანი ვართ იმ გავლენის და ემოციის ქვეშ, როდესაც ჩვენმა უკრაინელმა პარტნიორებმა შეაჩერეს თავიანთი გადაწყვეტილება. ეს გარკვეულ ემოციურ ფონს ქმნის და გავლენას ახდენს, როგორც სამიტზე, ისე თითოეულ ჩვენგანზე. იქმნება განცდა, რომ შესაძლოა, სირთულეები იყოს მომავალშიც, რადგან ჩვენც პრინციპში, იგივე გზა უნდა გავიაროთ. რეალურად საქართველოს გააჩნია უსერიოზულესი რესურსი ამ გზაზე. არ ვიცი ქვეყანა, რომელიც ასეთი კონსოლიდირებულია თავის ევროპულ არჩევანში, როგორც მთლიანად საზოგადოების, ისე პოლიტიკური თვალსაზრისითაც ", - განაცხადა პრეზიდენტმა ვილნიუსში.

გიორგი მარგველაშვილი ევროპაში თბილად მიიღეს, ვიქტორ იანუკოვიჩი - ვერა. თავშეკავებული პოზიციის მიუხედავად, ევროკავშირი განაწყენებულია და ანგელა მერკელმა ამ მიზეზით ეტიკეტის დაცვაზე უარი თქვა - ოფიციალურ სადილზე უკრაინის პრეზიდენტს ხელი არ ჩამოართვა. სასურველი სტუმარი რომ არ იყო, ეს ვიქტორ იანუკოვიჩმა თავადაც იცოდა. სავარაუდოდ, ამით აიხსნება ის, რომ ქართველი ჟურნალისტების რუსულად დასმულ კითხვას მოკლედ და უკრაინულ ენაზე უპასუხა...

იმისთვის, რომ საქართველო უკრაინული რეალობის წინაშე არ აღმოჩნდეს, ევროპასთან კომუნიკაციის გაძლიერების გარდა, ევროპულ მომავალთან დაკავშირებით პოლიტიკურმა სპექტრმა და საზოგადოებამ ერთიანობა უნდა შეინარჩუნონ - სტრატეგია ასეთია.

თუმცა უკრაინისა და საქართველოს შემთხვევების შედარება პოლიტიკურ სპექტრში მაინც შეუძლებლად მიაჩნიათ.

"უკრაინის შემთხვევა სხვაა, მას გაცილებით რთული სიტუაცია აქვს, რადგან, განსაკუთრებით აღმოსავლეთ უკრაინა მჭიდროდაა დაკავშირებული ეკონომიკურად, ფინანსურად, სოციალურად თუ კულტურულად რუსეთთან. ამ თვალსაზრისით შეიქმნა ეს პრობლემა. ჩვენ არ ვართ ჩრდილოელ მეზობელთან ისე გადაჯაჭვული ეკონომიკურად და ფინანსურად, როგორც უკრაინა. რუსეთმა ზეწოლა შეიძლება ნებისმიერი მიმართულებით განახორციელოს, სადაც ჩათვლის, რომ გავლენის ბერკეტები დარჩა", - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში ვანო მაჭავარიანმა.

რას იზამს რუსეთი, რთულად პროგნოზირებადია. რისკი ყველაზე მეტად ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით დგას. ეკონომიკური ბერკეტები ჩვენ აღარ დავუტოვეთო, წინა ხელისუფლებაში ამბობენ.

უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია ფიქრობს, რომ რუსეთს დღეს ზეწოლის გაცილებით ნაკლები ინსტრუმენტი გააჩნია, ვიდრე 10 წლის წინ.

"საქართველო უფრო ნაკლებად არის დამოკიდებული პოლიტიკურად და ეკონომიკურად რუსეთზე, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. ეს არის ის მემკვიდრეობა, რასაც ხშირად აკრიტიკებს ახალი ხელისუფლება. საქართველომ ეს ბრძოლები გადაიტანა. ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არ დავუშვათ იმ შეცდომების გამეორება, რაც ხელახლა დამოკიდებულს გაგხვდის ეკონომიკურად ან პოლიტიკურად რუსეთზე", - განაცხადა ბოკერიამ.

საოკუპაციო ზოლზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება ხელისუფლებას განგაშის საფუძველს ჯერ არ აძლევს. უახლოესი მომავლის პერსპექტივაში სამხედრო მოქმედებების განახლების საფრთხე არ შეინიშნებაო, ამბობს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

თუ სამხედრო მოქმედებების განახლების არა, ე.წ ბორდერიზაციის პროცესის გააქტიურების საშიშროება რეალურია, უკრაინული სცენარი კი - გამორიცხული, ირწმუნებიან ხელისუფლებაში.

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ფიქრობენ, რომ შეუძლებელია საქართველოსთვის კარგი იყოს ის, რაც კარგი არ არის უკრაინელი ხალხისთვის.

საქართველო უკრაინელ ხალხს გულშემატკივრობს და იქ მიმდინარე პროცესების მშვიდად დასრულების მოლოდინშია.

უკრაინაში კი პროტესტი დღითიდღე ძალას იკრებს. დასავლური მედიის მონაცემებით, დემონსტრაციის მონაწილეთა რიცხვმა უკვე 800 ათასს გადააჭარბა. აქციის დაშლის ძალადობრივმა მეთოდებმა კი საქართველოში 26 მაისის ასოციაცია გააჩინა. სოციალურ ქსელში უკვე დაისვა კითხვა, ვინ უფრო სასტიკი იყო საკუთარი ხალხის წინააღმდეგ...

ნინო წივწივაძე, ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა