Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თაკო ჩორგოლაშვილი: "მოდი, ფინალში ის იდგეს, ვისაც ხალხი აირჩევს"
თაკო ჩორგოლაშვილი: "მოდი, ფინალში ის იდგეს, ვისაც ხალხი აირჩევს"

თაკო ჩორ­გო­ლაშ­ვი­ლი და გაგა თო­დუა "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" არ­ცერთ ტურ­ში ჯერ აუტ­სა­ი­დე­რე­ბის რი­გებ­ში არ მოხ­ვედ­რი­ლან. ტუ­რი­დან ტურ­ში უპ­რობ­ლე­მოდ გა­და­დი­ან. ჟი­უ­რი­საც მოს­წონს მათი ნა­მუ­შევ­რე­ბი. სა­ოც­რად თავ­და­დე­ბუ­ლი და მშრო­მე­ლი წყვი­ლია, რა­შიც გა­სულ კვი­რას მათ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე დას­წრე­ბი­სას დავ­რწმუნ­დი. ბო­ლოს კი თაკო ჩორ­გო­ლაშ­ვი­ლი "ამ­ბე­ბი.გე"-ს გა­ე­სა­უბ­რა.

- თა­ვი­დან, რო­დე­საც პრო­ექ­ტში ჩაგრთეს, მახ­სოვს, ძა­ლი­ან დაბ­ნე­უ­ლი იყა­ვი, გა­ნიც­დი­დი, ნერ­ვი­უ­ლობ­დი, რად­გან არ იცო­დი, რო­გორ გა­არ­თმევ­დი თავს; ახლა კი გა­ტყობ, საკ­მა­ოდ თავ­და­ჯე­რე­ბული ხარ... მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისიც, რომ ჯერ თქვე­ნი წყვი­ლი აუტ­სა­ი­დე­რე­ბის რი­გებ­ში არ ყო­ფი­ლა.

- ალ­ბათ, ეს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად იმის ბრა­ლია, რომ პრო­ექ­ტში სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცა, ბევ­რი ტური გა­დავგვე­ლა­ხა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამას არ ვე­ლო­დი. თა­ვი­დან მე­ში­ნო­და კი­დეც და ისიც არ მინ­დო­და, ადრე და­მე­ტო­ვე­ბი­ნა პრო­ექ­ტი; მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად, ფაქ­ტია, რომ ჩვენ­მა წყვილ­მა მა­ყუ­რე­ბელ­ში სიმ­პა­თია და­იმ­სა­ხუ­რა, ხალ­ხს მოვ­წონ­ვართ და ჟი­უ­რის­თან ერ­თად, ისე გვა­ფა­სებს, რომ დღემ­დე შო­უ­ში ვარ. ამი­ტომ ჩვენც მე­ტად მონ­დო­მე­ბუ­ლე­ბი, აქ­ტი­უ­რე­ბი და ჩარ­თუ­ლე­ბი გავ­ხდით. თავს, ძა­ლებს არ ვზო­გავთ. რა თქმა უნდა, არის მეტ-ნაკ­ლე­ბო­ბა, ანუ არის კარ­გი თუ ცუდი ტუ­რე­ბი. თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც მუ­სი­კა­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ა­ზე ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი. ისე კი, ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც ჩვენ სა­სი­კე­თოდ ხდე­ბა.

- თქვენს რე­პე­ტი­ცი­ას და­ვეს­წა­რი და ვნა­ხე, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად იხარ­ჯე­ბით და არც შე­დე­გით ხართ უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი, გი­ფას­დე­ბათ...

- შე­დე­გით კმა­ყო­ფი­ლე­ბი ვართ, ამას არ ვე­ლო­დი. მარ­თლა ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, არ არ­სე­ბობს უდ­რო­ო­ბა, დაღ­ლი­ლო­ბა, სი­ცხე, უხა­სი­ა­თო­ბა, ყვე­ლა­ფე­რი გვერ­დით გვაქვს გა­და­დე­ბუ­ლი. ერ­თმა­ნეთს მხარ­ში ვუდ­გა­ვართ... ვცდი­ლობთ, ამ პრო­ექტს მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ვუ­ძღვნათ თავი.

- რას გვე­ტყვი პარტნი­ორ­ზე, გაგა თო­დუ­ა­ზე?

- პარტნი­ო­რით სა­ოც­რად კმა­ყო­ფი­ლი ვარ. არა­და, თა­ვი­დან რომ გა­ვი­გე, ისე­თი ადა­მი­ა­ნი უნდა ყო­ფი­ლი­ყო ჩემ გვერ­დით, რო­მე­ლიც ჩემ­სა­ვით პირ­ვე­ლად იღებ­და ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ვი­ნერ­ვი­უ­ლე...

- რა­ტომ?

- ვი­ნა­ი­დან სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის­თვის თვი­თონ არ ვი­ყა­ვი მა­სობ­რი­ვად ცნო­ბი­ლი და არ მინ­დო­და, რომ ხალ­ხის­თვის პარტნი­ო­რიც უც­ნო­ბი ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ ჩემი შიში გა­ი­ფან­ტა. ახლა ვამ­ბობ, რომ არა გაგა, ის შე­დე­გი, რაც გვაქვს, არ იქ­ნე­ბო­და. სა­ო­ცარ პარტნი­ო­რო­ბას მი­წევს. პარტნი­ო­რო­ბა მხო­ლოდ ის არ არის, რომ ჯერ თვი­თონ ის­წავ­ლოს ცეკ­ვა, მერე მე მას­წავ­ლოს და და­მა­მუ­შა­ვე­ბი­ნოს... გაგა ამა­ზე მეტს აკე­თებს. მით უმე­ტეს, რომ სა­ოც­რად ცოტა დრო (4 დღე) გვაქვს ცეკ­ვის ასათ­ვი­სებ­ლად, რომ მო­ვირ­გოთ, გა­ვი­თა­ვი­სოთ ნო­მე­რი. ყვე­ლა­ნა­ი­რად და­ძა­ბუ­ლე­ბი ვართ. კვი­რი­დან კვი­რამ­დე კა­ტას­ტრო­ფულ რე­ჟიმ­ში გი­წევს მოქ­მე­დე­ბა. ასეთ დროს გვერ­დით გინ­და ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მაქ­სი­მა­ლუ­რად მხარ­ში და­გიდ­გე­ბა. გა­გას ცეკ­ვის ასათ­ვი­სებ­ლად ბევ­რი მუ­შა­ო­ბა არ სჭირ­დე­ბა, მუდ­მი­ვი შრო­მა მე მე­სა­ჭი­რო­ე­ბა. ამი­ტომ ამ პრო­ექ­ტში პარტნი­ო­რო­ბა ყვე­ლა­ფე­რია.

- რო­გორ ფიქ­რობ, ფი­ნალ­ში მოხვებით?

- არ ვიცი, ხალ­ხის გა­და­სა­წყვე­ტია. ეს ისე­თი რა­ღა­ცაა, რო­მელ­საც წი­ნას­წარ ვერ გათ­ვლი. შე­იძ­ლე­ბა, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი იყო, მაგ­რად ცეკ­ვავ­დე, მაგ­რამ წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წიო, ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა, კონ­კურ­სია, ვი­ღაც ვარ­დე­ბა, ვი­ღაც რჩე­ბა. შე­საძ­ლოა, უძ­ლი­ე­რეს­მაც და­ტო­ვოს პრო­ექ­ტი, - ის, რაც ვთქვათ, იუ­ლია ქავ­თა­რა­ძის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და. იუ­ლი­ა­სა და ოთოს ძა­ლი­ან ადრე მო­უ­წი­ათ პრო­ექ­ტი­დან გას­ვლა. ამი­ტომ გათ­ვლებს ვე­ღარ ვა­კე­თებ, არ ვიცი, რაც იქ­ნე­ბა, ის იქ­ნე­ბა. რა თქმა უნდა, ყვე­ლას უნდა, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვინც ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ ამ საქ­მის­თვის თავი გა­და­დოს, ფი­ნალ­ში მოხ­ვდეს, მაგ­რამ მა­ინც მგო­ნია, რომ სა­ბო­ლო­ოდ ეს ხალ­ხის გა­და­სა­წყვე­ტია, ის აკე­თებს არ­ჩე­ვანს. დაე, ღირ­სე­უ­ლი აირ­ჩი­ოს მან!

- ახლა ასე­თი დატ­ვირ­თუ­ლი რომ ხარ, "იმე­დის დი­ლის" გა­და­ცე­მა­ში მუ­შა­ო­ბას რო­გორ ას­წრებ?

- "დი­ლა­ში" მხო­ლოდ პა­რას­კე­ვი დღე მაქვს, ვა­კე­თებ რუბ­რი­კას დი­ზა­ინ­ზე, ანუ ყვე­ლა­ფერს დი­ზა­ინ­სა და დი­ზა­ი­ნის მოყ­ვა­რუ­ლებ­ზე. ცნო­ბილ, არაც­ნო­ბილ, წარ­მა­ტე­ბულ მო­დე­ლი­ე­რებს, ახალ კო­ლექ­ცი­ებს ვეც­ნო­ბით. ეს არის სა­მო­სი, აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, ნე­ბის­მი­ე­რი რამ, რაც დი­ზა­ინს უკავ­შირ­დე­ბა. "იმე­დის დილა" და ჩემი პრო­დი­უ­სე­რე­ბი ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს მი­წყო­ბენ. რომ არა ასე­თი მხარ­და­ჭე­რა, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბო­და ჩემი იქ შრო­მა.

- სულ ბო­ლოს რას იტყვი?

- პრო­ექ­ტში ჯან­მრთე­ლო­ბას, თავს, ყვე­ლა­ფერს ვდებ, რა­საც, პირ­ველ რიგ­ში, ხალ­ხი მი­ფა­სებს. მათ­გან სა­ო­ცარ სიყ­ვა­რულს ვგრძნობ, - ეს ჩემ­თვის მარ­თლა ყვე­ლა­ფე­რია. ამ შო­უ­ში იმი­ტომ მო­ვე­დი, რომ სა­კუ­თა­რი თავი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის წარ­მედ­გი­ნა. ვი­მე­ო­რებ, ცნო­ბი­ლი არ ვი­ყა­ვი და ამ შო­უ­ში ნა­ად­რე­ვიც იყო ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ ვთქვი, რა­ტო­მაც არა, ხალ­ხმა გა­მიც­ნოს-მეთ­ქი. დაე, როცა გინ­და, გა­მო­მაგ­დონ... მოკ­ლედ, ფი­ნალ­ში ის იდ­გეს, ვი­საც ხალ­ხი გა­და­წყვეტს...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

თაკო ჩორგოლაშვილი: "მოდი, ფინალში ის იდგეს, ვისაც ხალხი აირჩევს"

თაკო ჩორგოლაშვილი: "მოდი, ფინალში ის იდგეს, ვისაც ხალხი აირჩევს"

თაკო ჩორგოლაშვილი და გაგა თოდუა "ცეკვავენ ვარსკვლავების" არცერთ ტურში ჯერ აუტსაიდერების რიგებში არ მოხვედრილან. ტურიდან ტურში უპრობლემოდ გადადიან. ჟიურისაც მოსწონს მათი ნამუშევრები. საოცრად თავდადებული და მშრომელი წყვილია, რაშიც გასულ კვირას მათ რეპეტიციაზე დასწრებისას დავრწმუნდი. ბოლოს კი თაკო ჩორგოლაშვილი ''ამბები.გე''-ს გაესაუბრა.

- თავიდან, როდესაც პროექტში ჩაგრთეს, მახსოვს, ძალიან დაბნეული იყავი, განიცდიდი, ნერვიულობდი, რადგან არ იცოდი, როგორ გაართმევდი თავს; ახლა კი გატყობ, საკმაოდ თავდაჯერებული ხარ... მნიშვნელოვანი ისიც, რომ ჯერ თქვენი წყვილი აუტსაიდერების რიგებში არ ყოფილა.

- ალბათ, ეს თავდაჯერებულობა გარკვეულწილად იმის ბრალია, რომ პროექტში საშუალება მოგვეცა, ბევრი ტური გადავგველახა. სიმართლე გითხრათ, ამას არ ველოდი. თავიდან მეშინოდა კიდეც და ისიც არ მინდოდა, ადრე დამეტოვებინა პროექტი; მაგრამ ამის მიუხედავად, ფაქტია, რომ ჩვენმა წყვილმა მაყურებელში სიმპათია დაიმსახურა, ხალხს მოვწონვართ და ჟიურისთან ერთად, ისე გვაფასებს, რომ დღემდე შოუში ვარ. ამიტომ ჩვენც მეტად მონდომებულები, აქტიურები და ჩართულები გავხდით. თავს, ძალებს არ ვზოგავთ. რა თქმა უნდა, არის მეტ-ნაკლებობა, ანუ არის კარგი თუ ცუდი ტურები. თუმცა საბოლოოდ მაინც მუსიკასა და ქორეოგრაფიაზე ვართ დამოკიდებულები. ისე კი, ყველაფერი მაინც ჩვენ სასიკეთოდ ხდება.

- თქვენს რეპეტიციას დავესწარი და ვნახე, რომ მაქსიმალურად იხარჯებით და არც შედეგით ხართ უკმაყოფილოები, გიფასდებათ...

- შედეგით კმაყოფილები ვართ, ამას არ ველოდი. მართლა ყველაფერს ვაკეთებთ, არ არსებობს უდროობა, დაღლილობა, სიცხე, უხასიათობა, ყველაფერი გვერდით გვაქვს გადადებული. ერთმანეთს მხარში ვუდგავართ... ვცდილობთ, ამ პროექტს მაქსიმალურად მივუძღვნათ თავი.

- რას გვეტყვი პარტნიორზე, გაგა თოდუაზე?

- პარტნიორით საოცრად კმაყოფილი ვარ. არადა, თავიდან რომ გავიგე, ისეთი ადამიანი უნდა ყოფილიყო ჩემ გვერდით, რომელიც ჩემსავით პირველად იღებდა ამ პროექტში მონაწილეობას, ვინერვიულე...

- რატომ?

- ვინაიდან საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის თვითონ არ ვიყავი მასობრივად ცნობილი და არ მინდოდა, რომ ხალხისთვის პარტნიორიც უცნობი ყოფილიყო, თუმცა მადლობა ღმერთს, რომ ჩემი შიში გაიფანტა. ახლა ვამბობ, რომ არა გაგა, ის შედეგი, რაც გვაქვს, არ იქნებოდა. საოცარ პარტნიორობას მიწევს. პარტნიორობა მხოლოდ ის არ არის, რომ ჯერ თვითონ ისწავლოს ცეკვა, მერე მე მასწავლოს და დამამუშავებინოს... გაგა ამაზე მეტს აკეთებს. მით უმეტეს, რომ საოცრად ცოტა დრო (4 დღე) გვაქვს ცეკვის ასათვისებლად, რომ მოვირგოთ, გავითავისოთ ნომერი. ყველანაირად დაძაბულები ვართ. კვირიდან კვირამდე კატასტროფულ რეჟიმში გიწევს მოქმედება. ასეთ დროს გვერდით გინდა ადამიანი, რომელიც მაქსიმალურად მხარში დაგიდგება. გაგას ცეკვის ასათვისებლად ბევრი მუშაობა არ სჭირდება, მუდმივი შრომა მე მესაჭიროება. ამიტომ ამ პროექტში პარტნიორობა ყველაფერია.

- როგორ ფიქრობ, ფინალში მოხვებით?

- არ ვიცი, ხალხის გადასაწყვეტია. ეს ისეთი რაღაცაა, რომელსაც წინასწარ ვერ გათვლი. შეიძლება, ძალიან ძლიერი იყო, მაგრად ცეკვავდე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიო, ყველაფერი ხდება, კონკურსია, ვიღაც ვარდება, ვიღაც რჩება. შესაძლოა, უძლიერესმაც დატოვოს პროექტი, - ის, რაც ვთქვათ, იულია ქავთარაძის შემთხვევაში მოხდა. იულიასა და ოთოს ძალიან ადრე მოუწიათ პროექტიდან გასვლა. ამიტომ გათვლებს ვეღარ ვაკეთებ, არ ვიცი, რაც იქნება, ის იქნება. რა თქმა უნდა, ყველას უნდა, განსაკუთრებით მათ, ვინც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ საქმისთვის თავი გადადოს, ფინალში მოხვდეს, მაგრამ მაინც მგონია, რომ საბოლოოდ ეს ხალხის გადასაწყვეტია, ის აკეთებს არჩევანს. დაე, ღირსეული აირჩიოს მან!

- ახლა ასეთი დატვირთული რომ ხარ, "იმედის დილის" გადაცემაში მუშაობას როგორ ასწრებ?

- "დილაში" მხოლოდ პარასკევი დღე მაქვს, ვაკეთებ რუბრიკას დიზაინზე, ანუ ყველაფერს დიზაინსა და დიზაინის მოყვარულებზე. ცნობილ, არაცნობილ, წარმატებულ მოდელიერებს, ახალ კოლექციებს ვეცნობით. ეს არის სამოსი, აქსესუარები, ნებისმიერი რამ, რაც დიზაინს უკავშირდება. "იმედის დილა" და ჩემი პროდიუსერები ყველანაირად ხელს მიწყობენ. რომ არა ასეთი მხარდაჭერა, წარმოუდგენელი იქნებოდა ჩემი იქ შრომა.

- სულ ბოლოს რას იტყვი?

- პროექტში ჯანმრთელობას, თავს, ყველაფერს ვდებ, რასაც, პირველ რიგში, ხალხი მიფასებს. მათგან საოცარ სიყვარულს ვგრძნობ, - ეს ჩემთვის მართლა ყველაფერია. ამ შოუში იმიტომ მოვედი, რომ საკუთარი თავი საზოგადოებისთვის წარმედგინა. ვიმეორებ, ცნობილი არ ვიყავი და ამ შოუში ნაადრევიც იყო ჩემი მონაწილეობა, მაგრამ ვთქვი, რატომაც არა, ხალხმა გამიცნოს-მეთქი. დაე, როცა გინდა, გამომაგდონ... მოკლედ, ფინალში ის იდგეს, ვისაც ხალხი გადაწყვეტს...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება