პარტნიორები:

    შალვა რამიშვილი - ჩვენც გვემუქრება მომავალი წლის განმავლობაში სირთულეები

    შალვა რამიშვილი - ჩვენც გვემუქრება მომავალი წლის განმავლობაში სირთულეები

    პრეზიდენტის ადმინისტრაციის კონსულტანტი სტატეგიული კომუნიკაციისა და პრესასთან ურთიერთობის საკითხებში, შალვა რამიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და პარალელს საქართველოსთან ავლებს.

    "ვგულშემატკივრობ უკრაინის სწრაფვას ევროპისაკენ. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ქვეყანას და მის მმართველს ჰქონდეს პოლიტიკური რესურსი იმისა, რომ ხალხი ევროინტეგრაციის საფასურად გარკვეული კრიზისებისთვის მოამზადოს.

    უკრაინის შემთხვევაში ყველაფერს მისი აღმოსავლეთი ნაწილის რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური ბმაც ართულებს.

    ჩვენც გვემუქრება მომავალი წლის განმავლობაში სირთულეები. მაგრამ საქართველოს ხელისუფლების გარშემო ხალხი და პოლიტიკური სპექტრი კონსოლიდირებულია ერთი მიზნის მისაღწევად - ევროპაში ინტეგრაციისათვის.

    მე მგონია, რომ თუ მდგომარეობა კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდება ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ის მოქალაქეებიც კი, რომლებსაც ჩვენ დღეს არ მოვწონვართ, მაინც მხარს დაგვიჭერენ.

    ოღონდ შევაღწიოთ ევროპაში!", - წერს რამიშვილი.

    კიევში ევროინტერგაციის მოთხოვნით ფართომასშტაბიანი აქციები რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

    იხილეთ:

    "ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

    ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

    "მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს