პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შემოუთვალა ლევან გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს
 რა შემოუთვალა ლევან გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს

გა­სულ კვი­რა­ში გია კორ­კო­ტაშ­ვილ­მა კი­დევ ერთხელ მი­ი­პყრო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა, ამ­ჯე­რად ამის მი­ზე­ზი თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­დატ­ზე მისი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აღ­მოჩ­ნდა.

ამას­თან, გარ­კვე­ულ წრე­ებ­ში სა­უბ­რობ­დნენ იმა­ზეც, რომ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი თბი­ლი­სის მე­რო­ბის­თვის ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის კან­დი­და­ტუ­რის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას აპი­რებ­და. ამ თე­მებ­ზე გია კორ­კო­ტაშ­ვილ­მა გა­ზეთ "ქრო­ნი­კას­თან" ისა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს ინ­ტერ­ვი­უ­დან.

- თქვენ, ალ­ბათ, წა­ი­კი­თხავ­დით ნარ­მა­ნი­ას პა­სუხს, ჯი­გარ­სა და ჯიგ­რი­ა­ნო­ბა­ზე...

- კი, ეტყო­ბა, ბა­ტო­ნი კორ­კო­ტა არ იც­ნობს ჩემს ჯიგ­რი­ა­ნო­ბას, თუ ფიქ­რო­ბენ, რომ მხო­ლოდ ჯი­გარ­მა უნდა გა­და­წო­ნოს ყვე­ლა­ფე­რი, მა­შინ აწო­ნონ ჩემი ჯი­გა­რი და შე­ა­და­რონ სხვის ჯი­გარ­სო. ნარ­მა­ნი­ას ჯი­გარს მა­შინ ავუ­წო­ნი, როცა და­ვი­ნა­ხავ, რომ ის იქ­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო მერი. პირ­ვე­ლი მი­ვუ­ლო­ცავ თბი­ლი­სის მე­რად არ­ჩე­ვას, ამ ადა­მი­ანს მე მარ­თლა არ ვუ­კე­თებ იგ­ნორს, რა­ტომ ცდი­ლო­ბენ, რომ ნარ­მა­ნი­ას­თან ჩემი ურ­თი­ერ­თო­ბა კონფრონ­ტა­ცი­ა­ში გა­და­ი­ტა­ნონ, არ ვიცი, ან რა­ტომ უნ­დათ, გა­ავ­რცე­ლონ დე­ზინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს მე მე­რო­ბის პოსტზე "გრე­ჩი­ხა" და­ვა­სა­ხე­ლე. არ და­მი­სა­ხე­ლე­ბია, ბა­ტო­ნო, ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე. ლე­ვან­მა მთხო­ვა, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის ასე­თი გან­ცხა­დე­ბა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ვი­სარ­გებ­ლებ დღეს "ქრო­ნი­კის" სა­შუ­ა­ლე­ბით და ყვე­ლა ჟურ­ნა­ლისტს მივ­მარ­თავ: ენაც მაქვს და კო­მუ­ნი­კა­ცი­აც შე­მიძ­ლია, თუ ამ სა­კი­თხზე ფიქ­რს და­ვი­წყებ­დი, თვი­თონ ვი­ტყო­დიო, ასე რომ, ლე­ვანს ამ სა­კი­თხზე სა­ერ­თოდ არ უფიქ­რია.

- აბა, რო­გორ გაჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, თქვენ­ზე დაყ­რდნო­ბით, რომ თბი­ლი­სის მე­რად კორ­კო­ტაშ­ვი­ლი ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის კან­დი­და­ტუ­რას ასა­ხე­ლებს?

- ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე ასე მი­ტა­ნა, ალ­ბათ, კონ­კრე­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბას უნ­დო­და, რომ ლე­ვა­ნის თემა წა­მო­ე­წი­ათ. მე არ ვიცი, ამ გათ­ვლის უკან რა იდგა და ეს თემა ლე­ვა­ნის ახ­ლობ­ლის­გან, ანუ ჩემ­გან წა­მო­წი­ეს. ინ­ტერპრე­ტა­ცია იყო არას­წო­რად გა­კე­თე­ბუ­ლი. და­მის­ვეს კი­თხვა, - შე­იძ­ლე­ბა ქა­ლა­ქის მე­რად ყო­ფი­ლი­ყო და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძეო და აქე­დან მოხ­და ამ სა­კი­თხის წა­მო­წე­ვა.

- ამ კი­თხვას და­გიბ­რუ­ნებთ და ხე­ლახ­ლა გკი­თხავთ, - გა­ჩე­ჩი­ლა­ძე რო­მელ­მაც საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი სა­ა­კაშ­ვილს თბი­ლის­ში პირ­წმინ­დად მო­უ­გო, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე რთულ პე­რი­ოდ­ში თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბუ­ლი იბ­რძო­და რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ, "გრე­ჩი­ხას", რო­მელ­საც შე­უძ­ლია ხალ­ხს აყო­ლი­ე­ბა, რე­ა­ლუ­რად მარ­თლა არ უფიქ­რია თბი­ლი­სის მე­რო­ბა­ზე? თქვე­ნი მოძ­რა­ო­ბა "სა­მო­ქა­ლა­ქო სო­ლი­და­რო­ბა" ხომ გა­ნი­ხი­ლავთ, თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტადნ ვინ შე­არ­ჩი­ოთ? რა­ტო­მაც არა გა­ჩე­ჩი­ლა­ძე?

- "სა­მო­ქა­ლა­ქო სო­ლი­და­რო­ბას", ალ­ბათ, გან­სა­ხილ­ვე­ლი გვე­ყო­ლე­ბა კან­დი­და­ტუ­რა, მაგ­რამ მას პირ­და­პირ ქა­ლა­ქის მე­რო­ბა­ზე კი არ წარ­ვად­გენთ, ჩვენ ყვე­ლა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან ერ­თად კონ­სულ­ტა­ცი­ებს გა­ვივ­ლით. შე­იძ­ლე­ბა ჩვენ მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი კან­დი­და­ტი უფრო სუს­ტი იყოს, ვიდ­რე სხვის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი. "სა­მო­ქა­ლა­ქო სო­ლი­და­რო­ბას" იდე­ა­ფიქ­სი კი არ აქვს, რომ აუ­ცი­ლებ­ლად ჩვენ მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი კან­დი­და­ტი იყოს მე­რო­ბის პოსტზე. რაც შე­ე­ხე­ბა ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს, მას სა­ერ­თო არა აქავს "სა­მო­ქა­ლა­ქო სო­ლი­და­რო­ბას­თან". მე და ლე­ვანს გვაქვს ძმა­კა­ცო­ბა, მას მარ­თლა არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არა აქვს ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან.

- რა­ტომ არის გა­ჩე­ჩი­ლა­ძე გა­ჩუ­მე­ბუ­ლი, ნა­წყე­ნია ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე?

- ერთი რამ მინ­და ლე­ვა­ნის მა­გივ­რად ვთქვა, შე­იძ­ლე­ბა თვი­თონ ერი­დე­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი, მე ვი­ტყვი: არას­თა­ნა­დოდ შე­ფას­და ლე­ვა­ნის გან­ვლი­ლი წლე­ბი, ის თავ­და­უ­ზო­გა­ვად ებ­რძო­და რე­ჟიმს, იყო თავ­გა­ხეთ­ქი­ლი, და­უ­ჭი­რეს შვი­ლი, უცე­მეს ძმა, დღეს თით­ქოს ვი­თო­მაც აქ არა­ფე­რი ყო­ფი­ლა, ისე შე­ფას­და მისი გავ­ლი­ლი გზა. ეს არ არის სწო­რი მიდ­გო­მა, ვი­საც ხე­ლე­წი­ფე­ბა, ეს თემა ასე არ და­ტო­ვოს, მან უნდა იცო­დეს, რომ, თუ ადა­მი­ა­ნის თავ­გან­წირ­ვა "გა­პუს­ტი­ა­კე­ბუ­ლი" იქ­ნე­ბა, მა­შინ ყვე­ლა­ფერს ფასი და­ე­კარ­გე­ბა.

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­სა და "უც­ნობს" - გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს ერ­თმა­ნეთ­თან ნა­თელ­მი­რო­ნო­ბა აკაშ­ვი­რებთ. უც­ნა­უ­რია, რა­ტომ არ და­ი­ყე­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ძმე­ბი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ე­ბი სა­ა­კაშ­ვილ­თან წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში და რა­ტომ არ და­უ­ძა­ხა მათ ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში? რა პა­სუ­ხი აქვს ამ სა­კი­თხზე ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს?

- ამ თე­მა­ზე სა­უ­ბარს თავს არი­დე­ბენ. თა­ვის დრო­ზე ბი­ძი­ნა­საც ჰკი­თხეს და შემ­დეგ გი­ა­საც, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხი არც ერთს არ გა­უ­ცია. ასე რომ, მე არ ვიცი. ფაქ­ტია, ერთ გუნდში გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ებ­სა და ივა­ნიშ­ვილს არ უთა­მა­ში­ათ, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, რომ ითა­მა­შო, უნდა მი­გიწ­ვი­ონ. არც ის ვიცი, ჰქონ­დათ თუ არა მათ ამ გუნდში მოწ­ვე­ვა.

- ამ ეტაპ­ზე რი­თია და­კა­ვე­ბუ­ლი ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე და რა სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი აქს, ხომ არ აპი­რებს რა­ი­მე ფორ­მით პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბას?

- რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ის ფიქ­რობს ბიზ­ნე­სის და­წყე­ბას, არა­ნა­ი­რი ფორ­მით არ აპი­რებს პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბას.

- გაქვთ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პი, რო­გო­რი უნდა იყოს ქა­ლა­ქის მერი?

- ძა­ლი­ან მომ­წონ­და ნინა ჟვა­ნია. იცით, რა­ტომ? ყვე­ლას სი­კე­თი­სა და ყვე­ლას უბე­დუ­რე­ბის გამ­ზი­ა­რე­ბე­ლი იყო.

- ქა­ლებ­ზე რა­ტომ აკე­თებთ აქ­ცენტს, შე­იძ­ლე­ბა ვი­ფიქ­როთ, რომ თქვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­მო­ქა­ლა­ქო" სო­ლი­და­რო­ბა მე­რო­ბის პოსტზე ქა­ლის კან­დი­და­ტუ­რას გა­ნი­ხი­ლავს?

- ნინა ჟვა­ნი­ას­ნა­ი­რი ქალ­ბა­ტო­ნი არ მგო­ნია, დღეს და­ი­ა­რე­ბო­დეს.

- რას ფიქ­რობთ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­ზე, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მე­რის პოსტზე შეს­თა­ვა­ზა თა­ვი­სი კან­დი­და­ტუ­რა, თუმ­ცა უარი მი­ი­ღო, რად­გან ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი არ იყო პო­ლი­ტი­კუ­რად მისი გუნ­დის წევ­რი...

- ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მეს ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ, მარ­თა­ლია, მან თბი­ლი­სი კარ­გად არ იცის, მაგ­რამ თბი­ლი­სურ წრე­ებ­ში მი­ღე­ბუ­ლია. ცხოვ­რე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი საფ­რან­გეთ­ში გა­ა­ტა­რა, მაგ­რამ არ ვიცი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი რო­გო­რი მე­ურ­ნეა. ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მე­საც, ნარ­მა­ნი­ას მსგავ­სად, კი­თხვებს და­ვუს­ვამ­დი, ოღონდ თემა იქ­ნე­ბო­და სხვა, - ერ­კვე­ვა თუ არა სა­მე­ურ­ნეო საქ­მე­ებ­ში?

მე ვფიქ­რობ, ნარ­მა­ნი­ას კან­დი­და­ტუ­რა ნა­ად­რე­ვად და­სა­ხელ­და, იჩ­ქა­რეს, მას ახლა პი­რა­ნი­ა­სა­ვით და­ე­სე­ვი­ან და შე­ჭა­მენ. ჯერ უნდა ედ­რო­ვათ, სხვა პარ­ტი­ე­ბის კან­დი­და­ტე­ბი გა­მო­სუ­ლიყ­ვნენ ას­პა­რეზ­ზე და შე­და­რე­ბის გა­კე­თე­ბა უფრო ად­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და, შე­სა­ბა­მი­სად, ამ­დე­ნი პი­რა­ნი­აც არ და­ე­სე­ო­და ნარ­მა­ნი­ას.

- რო­გორ ფიქ­რობთ, შე­იძ­ლე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­კუ­რენ­ცია გა­უ­წი­ონ "ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტუ­რას?

- არა, ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, მე ისიც გა­მიკ­ვირ­და, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მე­ო­რე ად­გი­ლი რო­გორ მო­ი­პო­ვეს. ამას ვაბ­რა­ლებ ერ­თა­დერთ რა­მეს, - ხალ­ხი ბო­ლომ­დე არ იყო გა­მო­სუ­ლი არ­ჩევ­ნებ­ზე, 45%-მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, და­ნარ­ჩე­ნი 55%, ვინც სახ­ლში იჯდა, იმათ ხელი აქვთ ჩაქ­ნე­უ­ლი. მე მინ­და თქვე­ნი გა­ზე­თის სა­შუ­ა­ლე­ბით ვუ­თხრა, ხელს ნუ­რა­ფერ­ზე ნუ ჩა­იქ­ნევთ, ცხოვ­რე­ბა ბრძო­ლაა. გე­ზა­რე­ბათ ბრძო­ლა? გა­მო­დით, თქვე­ნი ხმა და­ა­ფიქ­სი­რეთ, მერე კი ნუ­ღარ წუ­წუ­ნებთ.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნდა ასე­თი კი­თხვა, - გა­მო­ვე­დი, მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მერე მე რა? ვიბ­რძო­ლე, თავი გავ­წი­რე - მერე მე რა... ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი ჩა­მო­ა­რი­გა – მერე მე რა... ადა­მი­ან­თა უმე­ტე­სო­ბა თვლის, რომ მათ­თვის არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა...

- ასეთ ადა­მი­ა­ნებს მივ­მარ­თავ, - არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას რომ არ იღებ, მერე შენ რა?!. მოძ­რა­ო­ბა­ში იბა­დე­ბა ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, ჩემო კარ­გე­ბო, მოძ­რა­ო­ბის გა­რე­შე ხავ­სი მო­გე­კი­დე­ბათ ერთ ად­გილ­ზე. სუ­ლე­ლუ­რი რომ იყოს მოძ­რა­ო­ბა, მა­ინც რა­ღაც ჭეშ­მა­რი­ტე­ბამ­დე მი­დი­ხარ.

- თქვე­ნი აზ­რით, იყო თუ არა "სუ­ლე­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ვილ­ნი­უ­სის სა­მიტ­ზე "შა­ლა­ხო" და "ჩქა­რი ტაში", ბე­თჰო­ვე­ნის მე-9 სიმ­ფო­ნი­ის აკომ­პა­ნი­მენ­ტით?

- აი, გავ­შოლ­ტავ­დი იმ ადა­მი­ანს, ვისი მი­ცე­მუ­ლიც არის ეს "შა­ლა­ხო". მანდ რამ­ხე­ლა მზაკ­ვრო­ბაც არის, ხომ კარ­გად იცით? ევ­რო­კავ­ში­რი "იუ­თუ­ბი­დან" ხომ არ მო­ი­ძი­ებ­და, "შა­ლა­ხო" და­ეკ­რათ სა­მიტ­ზე. წარ­დგი­ნე­ბა ამ მუ­სი­კის გა­ა­კე­თა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ელჩმა, ან ოფი­ცი­ა­ლურ­მა პირ­მა. აი, იმას, ვინც ეს გა­ა­ა­კე­თა, თავ-ყბას და­ვუნ­გრევ­დი. ვინც ეს გა­ა­კე­თა, გაგ­ვა­ბან­ძა, თავ­ზე გვიქ­ნა მთელ სა­ქარ­თვე­ლოს, ამ იდე­ის ავ­ტორ­მა. "ჩაკ­რუ­ლო­სა" და "მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რის" ქვე­ყა­ნა ვართ და "შა­ლა­ხოს" რომ უკ­რავ, სირ­ცხვი­ლია!.. ეს არის "კინ­ტო­ე­ბის" ცეკ­ვის მუ­სი­კა, კინ­ტო­ე­ბი კი დღე­ვან­დე­ლი "ლგბტ"-ს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ. კინ­ტო­ე­ბის უსაყ­ვარ­ლე­სი სიმ­ღე­რა იყო "პა­ტა­რა ბიჭი და­მე­კარ­გა, ცის­ფერ­პე­რან­გა"...

"სუ­ლი­კოს" მა­გივ­რად ეს სიმ­ღე­რა რომ ჩა­ეს­ვათ, შემ­დეგ ამას მოჰ­ყო­ლო­და "შა­ლა­ხო", სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ი­დან რო­მე­ლი­მეს ცხვირ­სა­ხო­ცი კბი­ლებ­ში რომ გა­ერ­ჭო და იქ ცეკ­ვა და­ე­წყო, აი, ეგღა აკ­ლდა იმ სცე­ნას. ეჭვი მაქვს, აქაც მი­შას ხელი ურე­ვია, ვილ­ნი­უს­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი მი­შას კად­რია და ესეც ვე­რა­გი მი­შას ხელ­წე­რაა.

- რას ელო­დე­ბით ვილ­ნი­უ­სის სა­მი­ტი­დან, ვართ ქარ­თვე­ლე­ბი მენ­ტა­ლუ­რად, სო­ცი­ა­ლუ­რად მზად, ევ­რო­კაშ­ვირ­ში შე­სას­ვლე­ლად? თქვე­ნი აზ­რით, რო­გორ გვა­ზღვე­ვი­ნებს რუ­სე­თი?

- ჩემო კარ­გო, და­ი­მახ­სოვ­რეთ დღე­ვან­დე­ლი დღე, დამ­თავ­რდე­ბა თუ არა სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და, კი­ე­ვი მო­ნა­გო­ნი იქ­ნე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ისე­თი რამე მო­უ­წყოს რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს. ისე არ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, ევ­რო­კავ­შირ­ში შე­ვალთ და რუ­სებს ხელს და­ვუქ­ნევთ, - კარ­გად იყა­ვი­თო... ერთ სხე­ულ­ში სამი სხე­უ­ლი ვერ და­ე­ტე­ვა, ევ­რო­კავ­ში­რი იმ დო­ზით გვჭირ­დე­ბა, რა დო­ზი­თაც ამე­რი­კა და რუ­სე­თი. გი­ნა­ხავთ სად­მე, ევ­რო­კავ­ში­რი ჩა­რე­უ­ლი­ყოს კონ­ფლიქ­ტუ­რი ვი­თა­რე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში?

გა­პო­ხი­ლი ჩექ­მით შე­მო­გი­ვა რუსი, კაი "ლა­ფატ­კა­საც" და­გარ­ტყამს და კარ­გად იყა­ვი... ამი­ტომ დათვს ისე­თი ენა სჭირ­დე­ბა, მა­ინ­ცდა­მა­ინც არ გა­აბ­რა­ზო და არ გა­დაყ­ლა­პო. წყნა­რად უნდა ვი­ყოთ და ერთი რა­მით ნუ კმა­ყო­ფილ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო. სა­ქარ­თვე­ლო არის პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა და ლა­ვი­რე­ბა უნდა მო­ვახ­დი­ნოთ ყვე­ლას­თან, მარ­ტო ერთს არ უნდა მის­ცეს, რა... ისე არ მო­ვიქ­ცეთ, რაც მი­შამ გა­ა­კე­თა, ბო­ლომ­დე და­უწ­ვა ამე­რი­კას, მაგ­რამ ბი­ძა­მი­სის სა­ხით კუ­დე­ბი რუ­სეთ­თა­ნაც ჰქონ­და. ბო­ლოს რო­გორც და­ამ­თავ­რა, კი ვნა­ხეთ.

- მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბა გა­გი­ხარ­დათ?

- კი, გი­ორ­გი ძა­ლი­ან ლაღი და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბაა...

- ამ­ბო­ბენ, პრე­ზი­დენ­ტო­ბის შემ­დეგ წარ­ბის აწე­ვა ის­წავ­ლაო...

- ეგ არა­ფე­რია, და­აშ­ვე­ბი­ნე­ბენ...

- 30 ოქ­ტომ­ბერს, რუ­სე­თის პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­სარ­თო­ბი შოუს "ვე­ჩერ­ნი ურა­გა­ნის" წამ­ყვან­მა ივან ურ­გან­ტმა ინ­ტერ­ნე­ტამ­ბე­ბი მი­მო­ი­ხი­ლა და თქვა, - აი, რო­გორ აღ­ნიშ­ნა­ვენ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბას ქარ­თვე­ლე­ბიო. მარ­თა­ლია, სიმ­ღე­რა "ჩუნ­გა-ჩან­გა" უფრო ადრე გან­თავ­სდა "იუ­თუ­ბი­ზე", მაგ­რამ ეს რუ­სებ­მა გა­ა­სა­ღეს, თით­ქოს ასე აღ­ნიშ­ნავ­და სა­ქარ­თვე­ლო მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბას...

- სხვა­თა შო­რის, ზაზა მა­მა­ლა­ძეს ჰქონ­და ივან ურ­გან­ტის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი, მას და­ვუ­რე­კე, მა­ინ­ტე­რე­სებ­და მისი შე­ხე­დუ­ლე­ბა. მან მი­თხრა: "თქვე­ნი სიმ­ღე­რა რომ მო­ვის­მი­ნე, შო­კი­რე­ბუ­ლი დავ­რჩი, აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ძა­ლი­ან მომ­ნატ­რე­ბი­ხარ­თო. ჩემი მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ვნიშ­ნავ­დით რეს­ტო­რან­ში, გა­და­ი­ღეს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ატ­ვირ­თეს, რო­გორც ჩანს, რუ­სებ­მა ეს ნა­ხეს და ასე აღ­მოჩ­ნდა ეს კად­რე­ბი გა­სარ­თობ შო­უ­ში. რო­მე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მომ­ღერ­ლე­ბი ჩვენ ვართ,მაგ­რამ მო­ვა­ხერ­ხეთ, სა­კუ­თა­რი გუ­ლის­თქმა გად­მოგ­ვე­ცა, სა­ქარ­თვე­ლო­ზე ჩვენ­ზე მე­ტად შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხალ­ხია, რუ­სებ­მა ეს სიმ­ღე­რა სიყ­ვა­რუ­ლით გა­ნა­თავ­სეს, ტე­ლე­წამ­ყვა­ნებ­ში იგ­რძნო­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს ნოს­ტალ­გია, მაგ­რამ იცით, ქარ­თვე­ლე­ბის­გან რა მე­წყი­ნა? სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­დნენ, რომ ჩვენ ვართ რუ­სე­თუ­მე­ე­ბი... თქვე კა­ი­დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბო, ბოღ­მით ნუ სკდე­ბით, ყვე­ლამ აკე­თეთ თქვე­ნი საქ­მე, მე ჩემი მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე ვიმ­ღე­რე, ურ­გან­ტმა თა­ვის გა­და­ცე­მა­ში ეს ვი­დეო გა­ნა­თავ­სა, ღა­და­ო­ბით გა­ა­კე­თა თუ მო­ნატ­რე­ბით, ეს სხვა სა­კი­თხია, მაგ­რამ ამ თე­მამ გა­მო­იწ­ვია ის, რომ 500 ათა­სი მო­წო­ნე­ბაა მო­სუ­ლი, ეს ნიშ­ნავს, რომ 500 ათას კაცს მო­ე­წო­ნა, 500 ათა­სი კაცი მო­ნატ­რე­ბუ­ლია, რუ­სეთ­მა და სა­ქარ­თვე­ლომ მე­გობ­რუ­ლად და კარ­გად იცხოვ­როს.

- რო­გორ გა­ა­ცი­ლეთ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კურ სა­ი­ქი­ო­ში?

- ქარ­თვე­ლე­ბი მიმ­ტე­ვებ­ლე­ბი ვართ, მაგ­რამ ერთი რა­მეც არის, - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა 10 წლის ცხოვ­რე­ბა ამო­მიჭ­რა ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან, იმ­დე­ნად მიყ­ვარს თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ისე­თი დიდი დო­ზით შე­მო­ვარ­და, ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ მი­ვა­ფურ­თხე მი­შას. მაგ­რამ ბო­ლომ­დე ჩავ­ყვე­ბი მი­შას ამ­ბავს. მაგ­რად მა­წყე­ნი­ნეს პრო­კუ­რო­რებ­მა და მის­მა მო­ად­გი­ლე­ებ­მა, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილს ვგუ­ლის­ხმობ, არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბი­ათ. ახ­ლაც, ქალ­ბა­ტო­ნი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა რომ წა­ვი­კი­თხე, ეს ძა­ლი­ან უარ­ყო­ფით მუხტს გა­მო­იწ­ვევს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ხარ­ვე­ზე­ბის შემ­სწავ­ლე­ლი კო­მი­სია, რო­მელ­საც წარ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბის სა­კი­თხი უნდა გა­ნე­ხი­ლა, აღ­მოჩ­ნდა, რომ აღარ იქ­მნე­ბა, ამ სა­კი­თხზე შიმ­ში­ლო­ბას აცხა­დებს ნა­ხე­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლო. შენს იმედ­ზე რომ დავ­რჩე­ბი და ხმას არ ვი­ღებ, მო­მიბ­რუნ­დე­ბი და მე­უბ­ნე­ბი, რომ აღა­რაფ­რის იმე­დი აღარ უნდა მქონ­დეს, მი­ნი­მუმ სხვა­ნა­ი­რად და­გი­წყებ ყუ­რე­ბას, მაქ­სი­მუმ რა იქ­ნე­ბა, კა­ციშ­ვილ­მა აღარ იცის.

ნინო სამ­ხა­რა­ძე

გა­ზე­თი "კვი­რის ქრო­ნი­კა"

რა შემოუთვალა ლევან გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს

 რა შემოუთვალა ლევან გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს

გასულ კვირაში გია კორკოტაშვილმა კიდევ ერთხელ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება, ამჯერად ამის მიზეზი თბილისის მერობის კანდიდატზე მისი შეხედულებები აღმოჩნდა.

ამასთან, გარკვეულ წრეებში საუბრობდნენ იმაზეც, რომ კორკოტაშვილი თბილისის მერობისთვის ლევან გაჩეჩილაძის კანდიდატურის გააქტიურებას აპირებდა. ამ თემებზე გია კორკოტაშვილმა გაზეთ "ქრონიკასთან" ისაუბრა. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან.

- თქვენ, ალბათ, წაიკითხავდით ნარმანიას პასუხს, ჯიგარსა და ჯიგრიანობაზე...

- კი, ეტყობა, ბატონი კორკოტა არ იცნობს ჩემს ჯიგრიანობას, თუ ფიქრობენ, რომ მხოლოდ ჯიგარმა უნდა გადაწონოს ყველაფერი, მაშინ აწონონ ჩემი ჯიგარი და შეადარონ სხვის ჯიგარსო. ნარმანიას ჯიგარს მაშინ ავუწონი, როცა დავინახავ, რომ ის იქნება საუკეთესო მერი. პირველი მივულოცავ თბილისის მერად არჩევას, ამ ადამიანს მე მართლა არ ვუკეთებ იგნორს, რატომ ცდილობენ, რომ ნარმანიასთან ჩემი ურთიერთობა კონფრონტაციაში გადაიტანონ, არ ვიცი, ან რატომ უნდათ, გაავრცელონ დეზინფორმაცია, თითქოს მე მერობის პოსტზე "გრეჩიხა" დავასახელე. არ დამისახელებია, ბატონო, ლევან გაჩეჩილაძე. ლევანმა მთხოვა, ჟურნალისტებისთვის ასეთი განცხადება გამეკეთებინა. ვისარგებლებ დღეს "ქრონიკის" საშუალებით და ყველა ჟურნალისტს მივმართავ: ენაც მაქვს და კომუნიკაციაც შემიძლია, თუ ამ საკითხზე ფიქრს დავიწყებდი, თვითონ ვიტყოდიო, ასე რომ, ლევანს ამ საკითხზე საერთოდ არ უფიქრია.

- აბა, როგორ გაჩნდა ინფორმაცია, თქვენზე დაყრდნობით, რომ თბილისის მერად კორკოტაშვილი ლევან გაჩეჩილაძის კანდიდატურას ასახელებს?

- ინფორმაციის საზოგადოებამდე ასე მიტანა, ალბათ, კონკრეტულ დაჯგუფებას უნდოდა, რომ ლევანის თემა წამოეწიათ. მე არ ვიცი, ამ გათვლის უკან რა იდგა და ეს თემა ლევანის ახლობლისგან, ანუ ჩემგან წამოწიეს. ინტერპრეტაცია იყო არასწორად გაკეთებული. დამისვეს კითხვა, - შეიძლება ქალაქის მერად ყოფილიყო დასახელებული ლევან გაჩეჩილაძეო და აქედან მოხდა ამ საკითხის წამოწევა.

- ამ კითხვას დაგიბრუნებთ და ხელახლა გკითხავთ, - გაჩეჩილაძე რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნები სააკაშვილს თბილისში პირწმინდად მოუგო, რომელიც ყველაზე რთულ პერიოდში თავზეხელაღებული იბრძოდა რეჟიმის წინააღმდეგ, "გრეჩიხას", რომელსაც შეუძლია ხალხს აყოლიება, რეალურად მართლა არ უფიქრია თბილისის მერობაზე? თქვენი მოძრაობა "სამოქალაქო სოლიდარობა" ხომ განიხილავთ, თბილისის მერობის კანდიდატადნ ვინ შეარჩიოთ? რატომაც არა გაჩეჩილაძე?

- "სამოქალაქო სოლიდარობას", ალბათ, განსახილველი გვეყოლება კანდიდატურა, მაგრამ მას პირდაპირ ქალაქის მერობაზე კი არ წარვადგენთ, ჩვენ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად კონსულტაციებს გავივლით. შეიძლება ჩვენ მიერ წარმოდგენილი კანდიდატი უფრო სუსტი იყოს, ვიდრე სხვის მიერ შემოთავაზებული. "სამოქალაქო სოლიდარობას" იდეაფიქსი კი არ აქვს, რომ აუცილებლად ჩვენ მიერ წარმოდგენილი კანდიდატი იყოს მერობის პოსტზე. რაც შეეხება ლევან გაჩეჩილაძეს, მას საერთო არა აქავს "სამოქალაქო სოლიდარობასთან". მე და ლევანს გვაქვს ძმაკაცობა, მას მართლა არანაირი შეხება არა აქვს ამ ორგანიზაციასთან.

- რატომ არის გაჩეჩილაძე გაჩუმებული, ნაწყენია ახალ ხელისუფლებაზე?

- ერთი რამ მინდა ლევანის მაგივრად ვთქვა, შეიძლება თვითონ ერიდება საკუთარ თავზე ლაპარაკი, მე ვიტყვი: არასთანადოდ შეფასდა ლევანის განვლილი წლები, ის თავდაუზოგავად ებრძოდა რეჟიმს, იყო თავგახეთქილი, დაუჭირეს შვილი, უცემეს ძმა, დღეს თითქოს ვითომაც აქ არაფერი ყოფილა, ისე შეფასდა მისი გავლილი გზა. ეს არ არის სწორი მიდგომა, ვისაც ხელეწიფება, ეს თემა ასე არ დატოვოს, მან უნდა იცოდეს, რომ, თუ ადამიანის თავგანწირვა "გაპუსტიაკებული" იქნება, მაშინ ყველაფერს ფასი დაეკარგება.

- ბიძინა ივანიშვილსა და "უცნობს" - გია გაჩეჩილაძეს ერთმანეთთან ნათელმირონობა აკაშვირებთ. უცნაურია, რატომ არ დაიყენა ივანიშვილმა ძმები გაჩეჩილაძეები სააკაშვილთან წინააღმდეგ ბრძოლაში და რატომ არ დაუძახა მათ ახალ ხელისუფლებაში? რა პასუხი აქვს ამ საკითხზე ლევან გაჩეჩილაძეს?

- ამ თემაზე საუბარს თავს არიდებენ. თავის დროზე ბიძინასაც ჰკითხეს და შემდეგ გიასაც, მაგრამ კონკრეტული პასუხი არც ერთს არ გაუცია. ასე რომ, მე არ ვიცი. ფაქტია, ერთ გუნდში გაჩეჩილაძეებსა და ივანიშვილს არ უთამაშიათ, ყოველ შემთხვევაში, რომ ითამაშო, უნდა მიგიწვიონ. არც ის ვიცი, ჰქონდათ თუ არა მათ ამ გუნდში მოწვევა.

- ამ ეტაპზე რითია დაკავებული ლევან გაჩეჩილაძე და რა სამომავლო გეგმები აქს, ხომ არ აპირებს რაიმე ფორმით პოლიტიკაში დაბრუნებას?

- რამდენადაც ვიცი, ის ფიქრობს ბიზნესის დაწყებას, არანაირი ფორმით არ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას.

- გაქვთ ჩამოყალიბებული სტერეოტიპი, როგორი უნდა იყოს ქალაქის მერი?

- ძალიან მომწონდა ნინა ჟვანია. იცით, რატომ? ყველას სიკეთისა და ყველას უბედურების გამზიარებელი იყო.

- ქალებზე რატომ აკეთებთ აქცენტს, შეიძლება ვიფიქროთ, რომ თქვენი ორგანიზაცია "სამოქალაქო" სოლიდარობა მერობის პოსტზე ქალის კანდიდატურას განიხილავს?

- ნინა ჟვანიასნაირი ქალბატონი არ მგონია, დღეს დაიარებოდეს.

- რას ფიქრობთ სალომე ზურაბიშვილზე, რომელმაც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს მერის პოსტზე შესთავაზა თავისი კანდიდატურა, თუმცა უარი მიიღო, რადგან ზურაბიშვილი არ იყო პოლიტიკურად მისი გუნდის წევრი...

- ქალბატონ სალომეს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მართალია, მან თბილისი კარგად არ იცის, მაგრამ თბილისურ წრეებში მიღებულია. ცხოვრების უდიდესი ნაწილი საფრანგეთში გაატარა, მაგრამ არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილი როგორი მეურნეა. ქალბატონ სალომესაც, ნარმანიას მსგავსად, კითხვებს დავუსვამდი, ოღონდ თემა იქნებოდა სხვა, - ერკვევა თუ არა სამეურნეო საქმეებში?

მე ვფიქრობ, ნარმანიას კანდიდატურა ნაადრევად დასახელდა, იჩქარეს, მას ახლა პირანიასავით დაესევიან და შეჭამენ. ჯერ უნდა ედროვათ, სხვა პარტიების კანდიდატები გამოსულიყვნენ ასპარეზზე და შედარების გაკეთება უფრო ადვილი იქნებოდა, შესაბამისად, ამდენი პირანიაც არ დაესეოდა ნარმანიას.

- როგორ ფიქრობთ, შეიძლება "ნაციონალებმა" სერიოზული კონკურენცია გაუწიონ "ოცნების" კანდიდატურას?

- არა, ეს წარმოუდგენელია, მე ისიც გამიკვირდა, საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილი როგორ მოიპოვეს. ამას ვაბრალებ ერთადერთ რამეს, - ხალხი ბოლომდე არ იყო გამოსული არჩევნებზე, 45%-მა მიიღო მონაწილეობა, დანარჩენი 55%, ვინც სახლში იჯდა, იმათ ხელი აქვთ ჩაქნეული. მე მინდა თქვენი გაზეთის საშუალებით ვუთხრა, ხელს ნურაფერზე ნუ ჩაიქნევთ, ცხოვრება ბრძოლაა. გეზარებათ ბრძოლა? გამოდით, თქვენი ხმა დააფიქსირეთ, მერე კი ნუღარ წუწუნებთ.

- საზოგადოებაში გაჩნდა ასეთი კითხვა, - გამოვედი, მივიღე მონაწილეობა, მერე მე რა? ვიბრძოლე, თავი გავწირე - მერე მე რა... ახალმა ხელისუფლებამ თანამდებობები ჩამოარიგა – მერე მე რა... ადამიანთა უმეტესობა თვლის, რომ მათთვის არაფერი შეცვლილა...

- ასეთ ადამიანებს მივმართავ, - არჩევნებში მონაწილეობას რომ არ იღებ, მერე შენ რა?!. მოძრაობაში იბადება ჭეშმარიტება, ჩემო კარგებო, მოძრაობის გარეშე ხავსი მოგეკიდებათ ერთ ადგილზე. სულელური რომ იყოს მოძრაობა, მაინც რაღაც ჭეშმარიტებამდე მიდიხარ.

- თქვენი აზრით, იყო თუ არა "სულელური მოძრაობა" ვილნიუსის სამიტზე "შალახო" და "ჩქარი ტაში", ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის აკომპანიმენტით?

- აი, გავშოლტავდი იმ ადამიანს, ვისი მიცემულიც არის ეს "შალახო". მანდ რამხელა მზაკვრობაც არის, ხომ კარგად იცით? ევროკავშირი "იუთუბიდან" ხომ არ მოიძიებდა, "შალახო" დაეკრათ სამიტზე. წარდგინება ამ მუსიკის გააკეთა, სავარაუდოდ, ელჩმა, ან ოფიციალურმა პირმა. აი, იმას, ვინც ეს გაააკეთა, თავ-ყბას დავუნგრევდი. ვინც ეს გააკეთა, გაგვაბანძა, თავზე გვიქნა მთელ საქართველოს, ამ იდეის ავტორმა. "ჩაკრულოსა" და "მრავალჟამიერის" ქვეყანა ვართ და "შალახოს" რომ უკრავ, სირცხვილია!.. ეს არის "კინტოების" ცეკვის მუსიკა, კინტოები კი დღევანდელი "ლგბტ"-ს წარმომადგენლები იყვნენ. კინტოების უსაყვარლესი სიმღერა იყო "პატარა ბიჭი დამეკარგა, ცისფერპერანგა"...

"სულიკოს" მაგივრად ეს სიმღერა რომ ჩაესვათ, შემდეგ ამას მოჰყოლოდა "შალახო", საქართველოს დელეგაციიდან რომელიმეს ცხვირსახოცი კბილებში რომ გაერჭო და იქ ცეკვა დაეწყო, აი, ეგღა აკლდა იმ სცენას. ეჭვი მაქვს, აქაც მიშას ხელი ურევია, ვილნიუსში საქართველოს ელჩი მიშას კადრია და ესეც ვერაგი მიშას ხელწერაა.

- რას ელოდებით ვილნიუსის სამიტიდან, ვართ ქართველები მენტალურად, სოციალურად მზად, ევროკაშვირში შესასვლელად? თქვენი აზრით, როგორ გვაზღვევინებს რუსეთი?

- ჩემო კარგო, დაიმახსოვრეთ დღევანდელი დღე, დამთავრდება თუ არა სოჭის ოლიმპიადა, კიევი მონაგონი იქნება, შეიძლება ისეთი რამე მოუწყოს რუსეთმა საქართველოს. ისე არ წარმოვიდგინოთ, ევროკავშირში შევალთ და რუსებს ხელს დავუქნევთ, - კარგად იყავითო... ერთ სხეულში სამი სხეული ვერ დაეტევა, ევროკავშირი იმ დოზით გვჭირდება, რა დოზითაც ამერიკა და რუსეთი. გინახავთ სადმე, ევროკავშირი ჩარეულიყოს კონფლიქტური ვითარების მოგვარებაში?

გაპოხილი ჩექმით შემოგივა რუსი, კაი "ლაფატკასაც" დაგარტყამს და კარგად იყავი... ამიტომ დათვს ისეთი ენა სჭირდება, მაინცდამაინც არ გააბრაზო და არ გადაყლაპო. წყნარად უნდა ვიყოთ და ერთი რამით ნუ კმაყოფილდება საქართველო. საქართველო არის პატარა ქვეყანა და ლავირება უნდა მოვახდინოთ ყველასთან, მარტო ერთს არ უნდა მისცეს, რა... ისე არ მოვიქცეთ, რაც მიშამ გააკეთა, ბოლომდე დაუწვა ამერიკას, მაგრამ ბიძამისის სახით კუდები რუსეთთანაც ჰქონდა. ბოლოს როგორც დაამთავრა, კი ვნახეთ.

- მარგველაშვილის გაპრეზიდენტება გაგიხარდათ?

- კი, გიორგი ძალიან ლაღი და კომუნიკაბელური პიროვნებაა...

- ამბობენ, პრეზიდენტობის შემდეგ წარბის აწევა ისწავლაო...

- ეგ არაფერია, დააშვებინებენ...

- 30 ოქტომბერს, რუსეთის პოპულარული გასართობი შოუს "ვეჩერნი ურაგანის" წამყვანმა ივან ურგანტმა ინტერნეტამბები მიმოიხილა და თქვა, - აი, როგორ აღნიშნავენ მარგველაშვილის გამარჯვებას ქართველებიო. მართალია, სიმღერა "ჩუნგა-ჩანგა" უფრო ადრე განთავსდა "იუთუბიზე", მაგრამ ეს რუსებმა გაასაღეს, თითქოს ასე აღნიშნავდა საქართველო მარგველაშვილის გამარჯვებას...

- სხვათა შორის, ზაზა მამალაძეს ჰქონდა ივან ურგანტის ტელეფონის ნომერი, მას დავურეკე, მაინტერესებდა მისი შეხედულება. მან მითხრა: "თქვენი სიმღერა რომ მოვისმინე, შოკირებული დავრჩი, აღმოვაჩინე, რომ ქართველები ძალიან მომნატრებიხართო. ჩემი მეგობრის დაბადების დღეს აღვნიშნავდით რესტორანში, გადაიღეს და სოციალურ ქსელში ატვირთეს, როგორც ჩანს, რუსებმა ეს ნახეს და ასე აღმოჩნდა ეს კადრები გასართობ შოუში. რომელი პროფესიონალი მომღერლები ჩვენ ვართ,მაგრამ მოვახერხეთ, საკუთარი გულისთქმა გადმოგვეცა, საქართველოზე ჩვენზე მეტად შეყვარებული ხალხია, რუსებმა ეს სიმღერა სიყვარულით განათავსეს, ტელეწამყვანებში იგრძნობოდა საქართველოს ნოსტალგია, მაგრამ იცით, ქართველებისგან რა მეწყინა? სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ჩვენ ვართ რუსეთუმეები... თქვე კაიდედმამიშვილებო, ბოღმით ნუ სკდებით, ყველამ აკეთეთ თქვენი საქმე, მე ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე ვიმღერე, ურგანტმა თავის გადაცემაში ეს ვიდეო განათავსა, ღადაობით გააკეთა თუ მონატრებით, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ამ თემამ გამოიწვია ის, რომ 500 ათასი მოწონებაა მოსული, ეს ნიშნავს, რომ 500 ათას კაცს მოეწონა, 500 ათასი კაცი მონატრებულია, რუსეთმა და საქართველომ მეგობრულად და კარგად იცხოვროს.

- როგორ გააცილეთ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ საიქიოში?

- ქართველები მიმტევებლები ვართ, მაგრამ ერთი რამეც არის, - მიხეილ სააკაშვილმა 10 წლის ცხოვრება ამომიჭრა ბიოგრაფიიდან, იმდენად მიყვარს თავისუფლება და ისეთი დიდი დოზით შემოვარდა, ამ ყველაფრის შემდეგ მივაფურთხე მიშას. მაგრამ ბოლომდე ჩავყვები მიშას ამბავს. მაგრად მაწყენინეს პროკურორებმა და მისმა მოადგილეებმა, არჩილ კბილაშვილს ვგულისხმობ, არაფერი გაუკეთებიათ. ახლაც, ქალბატონი თეა წულუკიანის განცხადება რომ წავიკითხე, ეს ძალიან უარყოფით მუხტს გამოიწვევს საზოგადოებაში. მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისია, რომელსაც წართმეული ქონების საკითხი უნდა განეხილა, აღმოჩნდა, რომ აღარ იქმნება, ამ საკითხზე შიმშილობას აცხადებს ნახევარი საქართველო. შენს იმედზე რომ დავრჩები და ხმას არ ვიღებ, მომიბრუნდები და მეუბნები, რომ აღარაფრის იმედი აღარ უნდა მქონდეს, მინიმუმ სხვანაირად დაგიწყებ ყურებას, მაქსიმუმ რა იქნება, კაციშვილმა აღარ იცის.

ნინო სამხარაძე

გაზეთი "კვირის ქრონიკა"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა