სამართალი
პოლიტიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატიმარი "სკაიპით" ქურდად "მოინათლა"(?!)
პატიმარი "სკაიპით" ქურდად "მოინათლა"(?!)

ბოლო დროს ბევ­რს ლა­პა­რა­კო­ბენ, რომ ცი­ხე­ებ­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბა ისევ ქურ­დებ­მა ჩა­იგ­დეს ხელ­ში და ად­მი­ნის­ტრა­ცია მათ მო­თხოვ­ნებს ას­რუ­ლებს. რამ­დე­ნი­მე ხნის წინ სო­ზარ სუ­ბარ­მა ეს ბრალ­დე­ბე­ბი უარ­ყო: "ცი­ხის ვი­დე­ო­ფი­რი­სა და არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ამ ინ­სტი­ტუტ­მა დრო­ე­ბით იმ­ძლავ­რა ცი­ხე­ში. მე-16 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დი­რექ­ტორს 5 მა­ყუ­რე­ბე­ლი დახ­ვდა, მათი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე იქ არა­ფე­რი ხდე­ბო­და. რე­ჟი­მის დამ­ყა­რე­ბა რომ და­ი­წყო, ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ­ბო­ხე­ბა მო­ა­წყვეს. გვქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თე­ბი ჰქონ­დათ, ამი­ტომ დავ­ხუ­რეთ ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და პა­ტიმ­რე­ბი სხვა­გან გა­და­ვიყ­ვა­ნეთ. იქა­უ­რო­ბა რომ გა­ი­ჩხრი­კა, 300-მდე რკი­ნის კუ­თხო­ვა­ნა ამო­ვი­ღეთ, უამ­რა­ვი ხელ­ნა­კე­თი მჩხვლე­ტა­ვი და ბას­რი სა­გა­ნი... დღე­ვან­დე­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია მათ არა­სო­დეს გა­უ­რიგ­დე­ბა, რისი პრე­ცე­დენ­ტე­ბიც წინა მმარ­თვე­ლო­ბა­ში იყო".

ახა­ლა­ი­ას პე­რი­ოდ­ში გა­მე­ფე­ბუ­ლი ქა­ო­სის და­სამ­ტკი­ცებ­ლად სუ­ბარ­მა მა­შინ ასე­თი ამ­ბა­ვიც გვი­ამ­ბო: "არი­ან ისე­თი პა­ტიმ­რე­ბიც, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ მო­იჭ­რან სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბი, და­ა­მა­რი­ლონ და შე­ჭა­მონ კი­დეც. იყო ერთი პა­ტი­მა­რი, რო­მელ­საც რამ­დენ­ჯერ­მე ისე სცე­მეს, მოძ­რა­ო­ბა უჭირ­და. ერთხელ, ცე­მას რომ მორ­ჩნენ, ბა­ჩოს­თვის შე­უ­ხე­დავს, და­ამ­თავ­რე­თო? ამის შემ­დეგ ჯი­ბი­დან ამო­უ­ღია თა­ვი­სი სხე­უ­ლი­დან მოჭ­რი­ლი ხორ­ცი და გა­და­უყ­რია ახა­ლა­ი­ას­თვის, აჰა, შე­ჭა­მეო. გა­გი­ჟე­ბუ­ლა ბაჩო, რა მო­თხოვ­ნა აქვს, გა­მა­გე­ბი­ნე­თო. თურ­მე კომ­პი­უ­ტერს ითხოვ­და. ახა­ლა­ი­ამ, კომ­პი­უ­ტე­რი ჩა­ურ­თე­თო. ჩა­ურ­თეს "აჭა­რა­ბეთ­ზე" და ისიც კმა­ყო­ფი­ლი იყო".

ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სი­ტუ­ა­ცია ცი­ხე­ში დღე­საც არ არის და­ლა­გე­ბუ­ლი. ქსნის მე-15 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სკა­ი­პით "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დად" კუ­კუ­რი გურ­გე­ნი­ძე "მო­ნათ­ლეს". სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ ეს 2013 წლის 17 ნო­ემ­ბერს, ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის დღეს მოხ­და...

გა­სულ კვი­რას სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი ზუ­რაბ ვარ­დი­ძე და­ა­კა­ვეს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის­თვის. სა­სა­მარ­თლომ ორ­თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბაც შე­უ­ფარ­და. მა­შინ ით­ქვა, რომ მისი და­კა­ვე­ბა ქურ­დის "ნათ­ლო­ბას" უკავ­შირ­დე­ბო­და. რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, ეს არ არის სი­მარ­თლე, საქ­მე უფრო რთუ­ლად არის. ამ ბრალ­დე­ბით ცი­ხე­ში მომ­ხდა­რი ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლი გა­მო­იკ­ვე­თა. თურ­მე სამი არას­რულ­წლო­ვა­ნი პა­ტი­მა­რი ცი­ხის მე-18 სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 10 აგ­ვის­ტოს, ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურდ ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რი­ას­თან საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად მი­იყ­ვა­ნეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კი­დევ ერთი და­პი­რის­პი­რე­ბა 11 ოქ­ტომ­ბერ­საც მოხ­და არას­რულ­წლო­ვან­თა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. საქ­მის გა­სარ­კვე­ვად იქ გე­ნინ­სპექ­ცი­ის უფ­რო­სი მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი მი­სუ­ლა, მაგ­რამ პრობ­ლე­მა ვერ გა­და­უჭ­რია. ამის შემ­დეგ და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბი ისევ ქურ­დებს შე­ა­რი­გე­ბი­ნეს(!). ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ­ჯე­რად გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში წა­უყ­ვა­ნი­ათ და იქ ერთ-ერთ კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტს შე­უ­რი­გე­ბია.

მა­მუ­კა ჭა­ბაშ­ვი­ლი, ზუ­რაბ ვარ­დი­ძის ად­ვო­კა­ტი: "ზუ­რაბ ვარ­დი­ძეს თა­ნამ­დე­ბო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში ედე­ბა ბრა­ლი. ივ­ლის­სა და აგ­ვის­ტო­ში არას­რულ­წლო­ვან­თა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­ძა­ბუ­ლო­ბა იყო. ვი­ნა­ი­დან სი­ტუ­ა­ცი­ას ვერ აგ­ვა­რებ­დნენ, მან სა­პა­ტიმ­როს დი­რექ­ტორს მის­ცა მი­თი­თე­ბა, სამი არას­რულ­წლო­ვა­ნი გა­და­ეყ­ვა­ნათ მე-18 სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და შე­ეხ­ვედ­რე­ბი­ნათ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის­თვის", ფო­ცხვე­რი­ა­სა და ჯა­ფა­რი­ძის­თვის. ამ გზით გან­მუხ­ტეს არას­რულ­წლო­ვან­თა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სი­ტუ­ა­ცია. რო­გორც ვიცი, იქ მარ­თლაც ქა­ო­სი იყო, სკო­ლა­ში არ ტარ­დე­ბო­და გაკ­ვე­თი­ლე­ბი. პა­ტიმ­რე­ბი მას­წავ­ლებ­ლებს აბუ­ჩად იგ­დებ­დნენ, დი­რექ­ტორს გა­და­უ­ყი­რა­ვეს მა­გი­და, ბო­ლოს საქ­მე ბუნ­ტამ­დე იყო მი­სუ­ლი... არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბის გა­დაყ­ვა­ნით და­ირ­ღვა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კო­დექ­სი, რად­გან მათი სრულ­წლო­ვან პა­ტიმ­რებ­თან კონ­ტაქ­ტი იკ­რძა­ლე­ბა. ქურ­დუ­ლი სამ­ყა­რო­თი არ უნდა მარ­თო სის­ტე­მაო, ამას ედა­ვე­ბა მას პრო­კუ­რო­რი... მერ­წმუ­ნეთ, ასე­თი ამ­ბა­ვი ვარ­დი­ძის დო­ნე­ზე არ გა­და­წყდე­ბო­და. სა­მი­ნის­ტროც იქ­ნე­ბო­და საქ­მის კურ­სში. ჯერ არ და­უ­კი­თხავთ არც ის მო­ზარ­დე­ბი, არც ფო­ცხვე­რია და არც ისი­ნი, ვინც ეს ბავ­შვე­ბი გა­იყ­ვა­ნა და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან. არც ის არის ცნო­ბი­ლი, რა სა­უ­ბა­რი შედ­გა ფო­ცხვე­რი­ა­სა და არას­რულ­წლო­ვა­ნებს შო­რის. ცი­ხის დი­რექ­ტო­რი ამ­ბობს, და­მი­რე­კა, გა­და­იყ­ვა­ნე­თო. თუ კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა მოს­თხო­ვეს, რა­ტომ გა­ა­კე­თა ეს დი­რექ­ტორ­მა? ვარ­დი­ძე და­ნა­შა­ულს უარ­ყოფს, მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ამ საქ­მის უკან სა­მი­ნის­ტრო­ში არ­სე­ბუ­ლი შიდა და­პი­რის­პი­რე­ბა დგას და ისიც ამას შე­ე­წი­რა. ჯერ­ჯე­რო­ბით დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს".

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მი­ნის­ტრო­ში შიდა და­პი­რის­პი­რე­ბა დიდი ხა­ნია და­ი­წყო. ამ­ბო­ბენ, რომ მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ირაკ­ლი წე­რე­თე­ლი შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გა გე­ნინ­სპექ­ცი­ის უფ­როს მირ­ზა სუ­ბე­ლი­ანს, ცი­ხის ქურ­დე­ბის მიერ მარ­თვა გა­აპ­რო­ტეს­ტა და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­სო. მას მიჰ­ყვა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი მაია ხა­სი­აც, ის სხვა­გან გა­და­იყ­ვა­ნეს. მა­შინ ხა­სი­ა­მაც დუ­მი­ლი არ­ჩია. ახ­ლა­ხან კი­დევ ერთი ფაქ­ტი და­ე­მა­ტა: ცოტა ხნის წინ სუ­ბა­რი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის, მი­ხე­ილ ღურწკა­ი­ას დამ­სა­ხუ­რე­ბებ­ზე ლა­პა­რა­კობ­და, მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე ამახ­ვი­ლებ­და ყუ­რა­დღე­ბას. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ისიც მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა სუ­ბე­ლი­ა­ნის­თვის და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ხე­ილ ღურწკა­ია დუ­მილს არ აპი­რებს, მარ­თა­ლია, პრე­სა­ში კო­მენ­ტარს ჯერ არ აკე­თებს, მაგ­რამ თურ­მე პრო­კუ­რა­ტუ­რას და­კი­თხვას სთხოვს და მზა­დაა, ყვე­ლა­ფერ­ზე დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­როს...

რო­გორც ჩანს, სკან­და­ლი გაგ­რძელ­დე­ბა, თუმ­ცა მა­ნამ­დე ყო­ფი­ლი პა­ტიმ­რის­გან სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი შე­ვი­ტყვეთ (მან ვი­ნა­ო­ბის და­სა­ხე­ლე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და):

- ვიცი, რომ ქსნის მე-15 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში "სკა­ი­პით" "მო­ი­ნათ­ლა" გურ­გე­ნი­ძე, მას "ვესი" ჰქონ­და ცი­ხე­ში და და­უ­ფას­და.

რო­გორც ვიცი, გურ­გე­ნი­ძის შემ­თხვე­ვა­ში სა­ბერ­ძნე­თი­დან ქარ­თვე­ლი ქურ­დე­ბი ჩა­ერ­თვნენ "სკა­იპ­ში". ამ სა­კი­თხზე "სხად­ნი­ა­კიც" შედ­გა სა­ბერ­ძნეთ­ში და გა­და­წყვი­ტეს, უფ­ლე­ბა მი­ე­ცათ. ვფიქ­რობ, ქსნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ეს არ ეცო­დი­ნე­ბო­და, ან სა­ი­დან ეცო­დი­ნე­ბო­დათ, როცა პა­ტიმ­რებს საკ­ნებ­ში აქვთ ლეპ­ტო­პე­ბი, ტე­ლე­ფო­ნე­ბი, ვა­ი­ფაი და "ნათ­ლო­ბაც" უპ­რობ­ლე­მოდ ჩა­ტარ­და...

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად Kvirispalitra.ge-ზე

რუბრიკის სხვა სიახლეები

პატიმარი "სკაიპით" ქურდად "მოინათლა"(?!)

პატიმარი "სკაიპით" ქურდად "მოინათლა"(?!)

ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ, რომ ციხეებში ძალაუფლება ისევ ქურდებმა ჩაიგდეს ხელში და ადმინისტრაცია მათ მოთხოვნებს ასრულებს. რამდენიმე ხნის წინ სოზარ სუბარმა ეს ბრალდებები უარყო: "ციხის ვიდეოფირისა და არჩევნების შემდეგ, ამ ინსტიტუტმა დროებით იმძლავრა ციხეში. მე-16 დაწესებულებაში დირექტორს 5 მაყურებელი დახვდა, მათი ნებართვის გარეშე იქ არაფერი ხდებოდა. რეჟიმის დამყარება რომ დაიწყო, ფაქტობრივად, ამბოხება მოაწყვეს. გვქონდა ინფორმაცია, რომ აკრძალული ნივთები ჰქონდათ, ამიტომ დავხურეთ ის დაწესებულება და პატიმრები სხვაგან გადავიყვანეთ. იქაურობა რომ გაიჩხრიკა, 300-მდე რკინის კუთხოვანა ამოვიღეთ, უამრავი ხელნაკეთი მჩხვლეტავი და ბასრი საგანი... დღევანდელი ადმინისტრაცია მათ არასოდეს გაურიგდება, რისი პრეცედენტებიც წინა მმართველობაში იყო".

ახალაიას პერიოდში გამეფებული ქაოსის დასამტკიცებლად სუბარმა მაშინ ასეთი ამბავიც გვიამბო: "არიან ისეთი პატიმრებიც, რომლებსაც შეუძლიათ მოიჭრან სხეულის ნაწილები, დაამარილონ და შეჭამონ კიდეც. იყო ერთი პატიმარი, რომელსაც რამდენჯერმე ისე სცემეს, მოძრაობა უჭირდა. ერთხელ, ცემას რომ მორჩნენ, ბაჩოსთვის შეუხედავს, დაამთავრეთო? ამის შემდეგ ჯიბიდან ამოუღია თავისი სხეულიდან მოჭრილი ხორცი და გადაუყრია ახალაიასთვის, აჰა, შეჭამეო. გაგიჟებულა ბაჩო, რა მოთხოვნა აქვს, გამაგებინეთო. თურმე კომპიუტერს ითხოვდა. ახალაიამ, კომპიუტერი ჩაურთეთო. ჩაურთეს "აჭარაბეთზე" და ისიც კმაყოფილი იყო".

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სიტუაცია ციხეში დღესაც არ არის დალაგებული. ქსნის მე-15 დაწესებულებაში სკაიპით "კანონიერ ქურდად" კუკური გურგენიძე "მონათლეს". საინტერესოა ისიც, რომ ეს 2013 წლის 17 ნოემბერს, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს მოხდა...

გასულ კვირას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მართვის სამმართველოს უფროსი ზურაბ ვარდიძე დააკავეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობაც შეუფარდა. მაშინ ითქვა, რომ მისი დაკავება ქურდის "ნათლობას" უკავშირდებოდა. როგორც გავარკვიეთ, ეს არ არის სიმართლე, საქმე უფრო რთულად არის. ამ ბრალდებით ციხეში მომხდარი ახალი დანაშაული გამოიკვეთა. თურმე სამი არასრულწლოვანი პატიმარი ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 10 აგვისტოს, ე.წ. კანონიერ ქურდ ტარიელ ფოცხვერიასთან საქმის გასარჩევად მიიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთი დაპირისპირება 11 ოქტომბერსაც მოხდა არასრულწლოვანთა დაწესებულებაში. საქმის გასარკვევად იქ გენინსპექციის უფროსი მირზა სუბელიანი მისულა, მაგრამ პრობლემა ვერ გადაუჭრია. ამის შემდეგ დაპირისპირებული პატიმრები ისევ ქურდებს შეარიგებინეს(!). ჩვენი ინფორმაციით, ამჯერად გლდანის მე-8 დაწესებულებაში წაუყვანიათ და იქ ერთ-ერთ კრიმინალურ ავტორიტეტს შეურიგებია.

მამუკა ჭაბაშვილი, ზურაბ ვარდიძის ადვოკატი: "ზურაბ ვარდიძეს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი. ივლისსა და აგვისტოში არასრულწლოვანთა დაწესებულებაში დაძაბულობა იყო. ვინაიდან სიტუაციას ვერ აგვარებდნენ, მან საპატიმროს დირექტორს მისცა მითითება, სამი არასრულწლოვანი გადაეყვანათ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში და შეეხვედრებინათ "კანონიერი ქურდებისთვის", ფოცხვერიასა და ჯაფარიძისთვის. ამ გზით განმუხტეს არასრულწლოვანთა დაწესებულებაში სიტუაცია. როგორც ვიცი, იქ მართლაც ქაოსი იყო, სკოლაში არ ტარდებოდა გაკვეთილები. პატიმრები მასწავლებლებს აბუჩად იგდებდნენ, დირექტორს გადაუყირავეს მაგიდა, ბოლოს საქმე ბუნტამდე იყო მისული... არასრულწლოვანების გადაყვანით დაირღვა ადმინისტრაციული კოდექსი, რადგან მათი სრულწლოვან პატიმრებთან კონტაქტი იკრძალება. ქურდული სამყაროთი არ უნდა მართო სისტემაო, ამას ედავება მას პროკურორი... მერწმუნეთ, ასეთი ამბავი ვარდიძის დონეზე არ გადაწყდებოდა. სამინისტროც იქნებოდა საქმის კურსში. ჯერ არ დაუკითხავთ არც ის მოზარდები, არც ფოცხვერია და არც ისინი, ვინც ეს ბავშვები გაიყვანა დაწესებულებიდან. არც ის არის ცნობილი, რა საუბარი შედგა ფოცხვერიასა და არასრულწლოვანებს შორის. ციხის დირექტორი ამბობს, დამირეკა, გადაიყვანეთო. თუ კანონის დარღვევა მოსთხოვეს, რატომ გააკეთა ეს დირექტორმა? ვარდიძე დანაშაულს უარყოფს, მიანიშნებს, რომ ამ საქმის უკან სამინისტროში არსებული შიდა დაპირისპირება დგას და ისიც ამას შეეწირა. ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს".

ჩვენი ინფორმაციით, სამინისტროში შიდა დაპირისპირება დიდი ხანია დაიწყო. ამბობენ, რომ მინისტრის მოადგილე ირაკლი წერეთელი შეეწინააღმდეგა გენინსპექციის უფროს მირზა სუბელიანს, ციხის ქურდების მიერ მართვა გააპროტესტა და გაათავისუფლესო. მას მიჰყვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი მაია ხასიაც, ის სხვაგან გადაიყვანეს. მაშინ ხასიამაც დუმილი არჩია. ახლახან კიდევ ერთი ფაქტი დაემატა: ცოტა ხნის წინ სუბარი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის, მიხეილ ღურწკაიას დამსახურებებზე ლაპარაკობდა, მის პროფესიონალიზმზე ამახვილებდა ყურადღებას. როგორც ამბობენ, ისიც მიუღებელი აღმოჩნდა სუბელიანისთვის და გაათავისუფლეს.

ჩვენი ინფორმაციით, მიხეილ ღურწკაია დუმილს არ აპირებს, მართალია, პრესაში კომენტარს ჯერ არ აკეთებს, მაგრამ თურმე პროკურატურას დაკითხვას სთხოვს და მზადაა, ყველაფერზე დეტალურად ისაუბროს...

როგორც ჩანს, სკანდალი გაგრძელდება, თუმცა მანამდე ყოფილი პატიმრისგან საინტერესო ამბები შევიტყვეთ (მან ვინაობის დასახელებაზე უარი განაცხადა):

- ვიცი, რომ ქსნის მე-15 დაწესებულებაში "სკაიპით" "მოინათლა" გურგენიძე, მას "ვესი" ჰქონდა ციხეში და დაუფასდა.

როგორც ვიცი, გურგენიძის შემთხვევაში საბერძნეთიდან ქართველი ქურდები ჩაერთვნენ "სკაიპში". ამ საკითხზე "სხადნიაკიც" შედგა საბერძნეთში და გადაწყვიტეს, უფლება მიეცათ. ვფიქრობ, ქსნის ადმინისტრაციას ეს არ ეცოდინებოდა, ან საიდან ეცოდინებოდათ, როცა პატიმრებს საკნებში აქვთ ლეპტოპები, ტელეფონები, ვაიფაი და "ნათლობაც" უპრობლემოდ ჩატარდა...

იხილეთ სტატია სრულად Kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ