მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტი შესაძლოა, გაიზარდოს
ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტი შესაძლოა, გაიზარდოს

ევ­რო­პა­ში ქარ­თუ­ლი თაფ­ლის ექ­სპორ­ტი შე­საძ­ლოა, გა­ი­ზარ­დოს. სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე ქარ­თუ­ლი თაფ­ლის ექ­სპორ­ტი­სათ­ვის აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო - თაფ­ლის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბა ჩა­ტარ­და, შე­მოწ­მდა პირ­ვე­ლა­დი წარ­მო­ე­ბა, თაფ­ლის მწარ­მო­ებ­ლებს გა­აც­ნეს ევ­რო­კავ­ში­რის ბაზ­რის ერ­თი­ა­ნი სტან­დარ­ტე­ბი.

ქარ­თუ­ლი თაფ­ლის ევ­რო­პა­ში ექ­სპორ­ტის ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს უფ­ლე­ბა­მო­სილ­მა პი­რებ­მა აი­ღეს თაფ­ლის ნი­მუ­შე­ბი. ქვე­ყა­ნა­ში შე­სა­ბა­მი­სი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მქო­ნე ლა­ბო­რა­ტო­რი­ის არარ­სე­ბო­ბის გამო, აღე­ბუ­ლი ნი­მუ­შე­ბი გა­იგ­ზავ­ნა ლატ­ვი­ა­ში, ქა­ლაქ რი­გის ლა­ბო­რა­ტო­რია "ბი­ორ­ში", სა­დაც გა­მო­იკ­ვლე­ვენ თაფლში ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი­სა და სხვა და­მა­ბინ­ძუ­რებ­ლე­ბის (პეს­ტი­ცი­დე­ბი, მძი­მე მე­ტა­ლე­ბი, რა­დი­ო­ნუკ­ლი­დე­ბი) შემ­ცვე­ლო­ბას. სულ გაგ­ზავ­ნი­ლია 41 ნი­მუ­ში. შე­დე­გე­ბი წლის ბო­ლომ­დე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

2014 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას მო­ე­წე­რე­ბა ხელი, ამოქ­მედ­დე­ბა ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი სა­ვაჭ­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან, 2015 წლი­დან კი ძა­ლა­ში შევა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ევ­რო­კავ­ში­რის დახ­მა­რე­ბით, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში მზად­დე­ბა.

რა? სად? რა ფა­სად?

გა­ი­გეთ "რა­დიო მარ­კეტ­ში"

ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს 10:50 და 11:50 სა­ათ­ზე

რა­დიო "პა­ლიტ­რის" ეთერ­ში - FM 103.9

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტი შესაძლოა, გაიზარდოს

ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტი შესაძლოა, გაიზარდოს

ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტი შესაძლოა, გაიზარდოს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის ექსპორტისათვის აქტიური მუშაობა დაიწყო - თაფლის მწარმოებელი კომპანიების ინსპექტირება ჩატარდა, შემოწმდა პირველადი წარმოება, თაფლის მწარმოებლებს გააცნეს ევროკავშირის ბაზრის ერთიანი სტანდარტები.

ქართული თაფლის ევროპაში ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა აიღეს თაფლის ნიმუშები. ქვეყანაში შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის არარსებობის გამო, აღებული ნიმუშები გაიგზავნა ლატვიაში, ქალაქ რიგის ლაბორატორია "ბიორში", სადაც გამოიკვლევენ თაფლში ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების (პესტიციდები, მძიმე მეტალები, რადიონუკლიდები) შემცველობას. სულ გაგზავნილია 41 ნიმუში. შედეგები წლის ბოლომდე გახდება ცნობილი.

2014 წლის შემოდგომაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას მოეწერება ხელი, ამოქმედდება ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება ევროკავშირთან, 2015 წლიდან კი ძალაში შევა რეგულაციები, რომლებიც ევროკავშირის დახმარებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში მზადდება.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ