Faceამბები
პოლიტიკა
საზოგადოება

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მსახიობი, რომელიც დოსტოევსკის სულის მოსახსენიებელ ლოცვაში იხსენიებს
ქართველი მსახიობი, რომელიც დოსტოევსკის სულის მოსახსენიებელ ლოცვაში იხსენიებს

ბავ­შვო­ბა­ში პირ­ვე­ლი მძაფ­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა "სამი მუშ­კე­ტე­რის" კი­თხვის დროს მი­ი­ღო. ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ზღაპ­რე­ბიც. ოჯახს წიგ­ნით მის და­სა­ინ­ტე­რე­სებ­ლად ძალ­და­ტა­ნე­ბა არ სჭირ­დე­ბო­და, პი­რი­ქით, 11 წლის ასა­კი­დან იმა­ზე უფრო საყ­ვე­დუ­რობ­დნენ, შუქი ჩა­ექ­რო და კი­თხვა­ში ღამე არ გა­ე­თე­ნე­ბი­ნა.

წელს ივ­ნის­ში, რო­ბერტ სტუ­რუ­ას ახალ თე­ატ­რა­ლურ სივ­რცე­ში "ფაბ­რი­კა", რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ობ­მა ლელა ალი­ბე­გაშ­ვილ­მა სპექ­ტაკლში "მა­რია კა­ლა­სი - გაკ­ვე­თი­ლი" , ცნო­ბი­ლი სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლის როლი გა­ნა­სა­ხი­ე­რა. წიგ­ნებ­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რულ გე­მოვ­ნე­ბა­ზე სა­უბ­რის ბო­ლოს მის ახალ როლ­საც შე­ვე­ხეთ...

- მი­მაჩ­ნია, რომ უფ­როს ასაკ­ში უფრო ნაკ­ლებს ვკი­თხუ­ლობთ, ვიდ­რე სი­ნორ­ჩის დროს. ახლა გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლებს ვკი­თხუ­ლობ და თან მაქ­სი­მა­ლის­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მიჩ­ნდა წიგ­ნე­ბი­სად­მი, ისე­ვე რო­გორც სპექ­ტაკ­ლე­ბი­სად­მი. მინ­და წა­ვი­კი­თხო და ვნა­ხო ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სო.

- რის მი­ხედ­ვით არ­ჩევთ ავ­ტო­რებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზრს ით­ვა­ლის­წი­ნებთ, მო­დად ქცე­ულ მწერ­ლებს ეც­ნო­ბით, თუ?..

- მო­და­ში შე­მოს­ვლის გამო პი­რა­დად მე ერ­თგვა­რი პრო­ტეს­ტი გა­მიჩ­ნდა პა­ო­ლო კო­ე­ლი­ო­სად­მი (იღი­მის). ასე მგო­ნია, წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­ში შეს­ვლი­სას ამ ავ­ტო­რის წიგ­ნე­ბი რომ მო­ვი­კი­თხო, აქეთ-იქით გა­ვი­ხე­დავ, ნაც­ნობ­მა არ და­მი­ნა­ხოს და მეც სხვე­ბი­ვით მო­დას აყო­ლილ მკი­თხვე­ლად არ მი­მიჩ­ნი­ოს. ვფიქ­რობ, არა­ჯან­სა­ღია აჟი­ო­ტა­ჟი რო­მე­ლი­მე ავ­ტო­რის გარ­შე­მო იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც "მკი­თხველ პუბ­ლი­კას" არ გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან. ასეთ დროს სურ­ვი­ლი არ მიჩ­ნდე­ბა, შე­ვი­ძი­ნო ესა თუ ის წიგ­ნი და ჩა­ვე­წე­რო ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. დღეს წა­სა­კითხ ლი­ტე­რა­ტუ­რას რომ ვირ­ჩევ, სუ­ლაც არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ ავ­ტო­რი ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი იყოს. მცი­რე ხნის წინ ჩემი მე­გო­ბა­რი მსა­ხი­ო­ბის, ზურა პირ­ვე­ლის მეშ­ვე­ო­ბით აღ­მო­ვა­ჩი­ნე ერთი ახალ­გაზ­რდა პო­ე­ტი ქალი ლია ლი­ქო­კე­ლი. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. ხევ­სუ­რეთ­შია და­ბა­დე­ბუ­ლი და ჭეშ­მა­რი­ტად ბუ­ნე­ბის შვი­ლია. დავ­ტკბი, ისე­თი შე­ურყვნე­ლი ენით წერს. ამ ახალ­გაზ­რდა ქალ­მა გრძნო­ბა­თა სიწრფე­ლე და სის­პე­ტა­კე შე­ი­ნარ­ჩუ­ნა. ის არის ბავ­შვი, რო­გო­რიც უნდა იყოს ყვე­ლა ხე­ლო­ვა­ნი და იმავდრო­უ­ლად მას­ში არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი სიბ­რძნე, რაც მისი ასა­კი­სათ­ვის გა­საკ­ვი­რიც კია.

- გე­ყო­ლე­ბათ გა­მორ­ჩე­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან, ვის მი­მარ­თაც და­დე­ბი­თად ხართ გან­წყო­ბი­ლი...

- ასე­თი ბევ­რია. მსოფ­ლიო დრა­მა­ტურ­გი­ი­დან ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი შექ­სპი­რის ჰამ­ლეტს გა­მოვ­ყოფ. რა თქმა უნდა, იდე­ა­ლუ­რი არ არის, მაგ­რამ ის სწო­რედ რომ ადა­მი­ა­ნია. ასე­ვე ძა­ლი­ან მიყ­ვარს დოს­ტო­ევ­სკის პერ­სო­ნა­ჟე­ბი. მა­გა­ლი­თად, ილუ­შენ­კას მამა - "ძმე­ბი კა­რა­მა­ზო­ვე­ბი­დან". მას და ჰამ­ლე­ტის როლს სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­თა­მა­შებ­დი, ასე­ვე შე­ვას­რუ­ლებ­დი "იდი­ო­ტი­დან" ნას­ტა­სია ფი­ლი­პოვ­ნას და ტოლსტო­ის "ანა კა­რე­ნი­ნა­დან" ანას როლს. სა­ზღვარ­გა­რე­თის ლი­ტე­რა­ტუ­რას ძი­რი­თა­დად რუ­სულ ენა­ზე ვკი­თხუ­ლობ­დი და დღემ­დე ასე ვარ. გული მწყდე­ბა, რომ რუ­სუ­ლი ენა ჩვენ­მა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­ი­ძუ­ლა და მტრის ენად შე­რა­ცხა. სამ­წუ­ხა­როა, რომ ახალ­მა თა­ო­ბამ ის არ იცის და ვერც რუ­სუ­ლად კი­თხუ­ლო­ბენ. სა­ერ­თოდ, დოს­ტო­ევ­სკი ჩემ­თვის იმ­დე­ნად ახ­ლო­ბე­ლია, რომ ეკ­ლე­სი­ა­ში შე­სუ­ლი, სუ­ლის მო­სახ­სე­ნე­ბელ­ში მას ყო­ველ­თვის ვიხ­სე­ნი­ებ­დი ისე, რო­გორც ჩემს ახ­ლობ­ლებს. და როცა გა­ვი­გე, რომ ერთ დღეს, 30 ოქ­ტომ­ბერს ვართ და­ბა­დე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ქართველი მსახიობი, რომელიც დოსტოევსკის სულის მოსახსენიებელ ლოცვაში იხსენიებს

ქართველი მსახიობი, რომელიც დოსტოევსკის სულის მოსახსენიებელ ლოცვაში იხსენიებს

ბავშვობაში პირველი მძაფრი შთაბეჭდილება "სამი მუშკეტერის" კითხვის დროს მიიღო. ძალიან უყვარდა ზღაპრებიც. ოჯახს წიგნით მის დასაინტერესებლად ძალდატანება არ სჭირდებოდა, პირიქით, 11 წლის ასაკიდან იმაზე უფრო საყვედურობდნენ, შუქი ჩაექრო და კითხვაში ღამე არ გაეთენებინა.

წელს ივნისში, რობერტ სტურუას ახალ თეატრალურ სივრცეში "ფაბრიკა", რუსთაველის თეატრის მსახიობმა ლელა ალიბეგაშვილმა სპექტაკლში "მარია კალასი - გაკვეთილი" , ცნობილი საოპერო მომღერლის როლი განასახიერა. წიგნებსა და ლიტერატურულ გემოვნებაზე საუბრის ბოლოს მის ახალ როლსაც შევეხეთ...

- მიმაჩნია, რომ უფროს ასაკში უფრო ნაკლებს ვკითხულობთ, ვიდრე სინორჩის დროს. ახლა გაცილებით ნაკლებს ვკითხულობ და თან მაქსიმალისტური დამოკიდებულება გამიჩნდა წიგნებისადმი, ისევე როგორც სპექტაკლებისადმი. მინდა წავიკითხო და ვნახო ყველაფერი საუკეთესო.

- რის მიხედვით არჩევთ ავტორებს, საზოგადოების აზრს ითვალისწინებთ, მოდად ქცეულ მწერლებს ეცნობით, თუ?..

- მოდაში შემოსვლის გამო პირადად მე ერთგვარი პროტესტი გამიჩნდა პაოლო კოელიოსადმი (იღიმის). ასე მგონია, წიგნის მაღაზიაში შესვლისას ამ ავტორის წიგნები რომ მოვიკითხო, აქეთ-იქით გავიხედავ, ნაცნობმა არ დამინახოს და მეც სხვებივით მოდას აყოლილ მკითხველად არ მიმიჩნიოს. ვფიქრობ, არაჯანსაღია აჟიოტაჟი რომელიმე ავტორის გარშემო იმ ადამიანებისგან, რომლებიც "მკითხველ პუბლიკას" არ განეკუთვნებიან. ასეთ დროს სურვილი არ მიჩნდება, შევიძინო ესა თუ ის წიგნი და ჩავეწერო ამ საზოგადოებაში. დღეს წასაკითხ ლიტერატურას რომ ვირჩევ, სულაც არ არის აუცილებელი, რომ ავტორი ყველასათვის ცნობილი იყოს. მცირე ხნის წინ ჩემი მეგობარი მსახიობის, ზურა პირველის მეშვეობით აღმოვაჩინე ერთი ახალგაზრდა პოეტი ქალი ლია ლიქოკელი. ძალიან მომეწონა. ხევსურეთშია დაბადებული და ჭეშმარიტად ბუნების შვილია. დავტკბი, ისეთი შეურყვნელი ენით წერს. ამ ახალგაზრდა ქალმა გრძნობათა სიწრფელე და სისპეტაკე შეინარჩუნა. ის არის ბავშვი, როგორიც უნდა იყოს ყველა ხელოვანი და იმავდროულად მასში არსებობს გარკვეული სიბრძნე, რაც მისი ასაკისათვის გასაკვირიც კია.

- გეყოლებათ გამორჩეული პერსონაჟები მსოფლიო ლიტერატურიდან, ვის მიმართაც დადებითად ხართ განწყობილი...

- ასეთი ბევრია. მსოფლიო დრამატურგიიდან ჩემი უსაყვარლესი შექსპირის ჰამლეტს გამოვყოფ. რა თქმა უნდა, იდეალური არ არის, მაგრამ ის სწორედ რომ ადამიანია. ასევე ძალიან მიყვარს დოსტოევსკის პერსონაჟები. მაგალითად, ილუშენკას მამა - "ძმები კარამაზოვებიდან". მას და ჰამლეტის როლს სიამოვნებით ვითამაშებდი, ასევე შევასრულებდი "იდიოტიდან" ნასტასია ფილიპოვნას და ტოლსტოის "ანა კარენინადან" ანას როლს. საზღვარგარეთის ლიტერატურას ძირითადად რუსულ ენაზე ვკითხულობდი და დღემდე ასე ვარ. გული მწყდება, რომ რუსული ენა ჩვენმა წინა ხელისუფლებამ შეიძულა და მტრის ენად შერაცხა. სამწუხაროა, რომ ახალმა თაობამ ის არ იცის და ვერც რუსულად კითხულობენ. საერთოდ, დოსტოევსკი ჩემთვის იმდენად ახლობელია, რომ ეკლესიაში შესული, სულის მოსახსენებელში მას ყოველთვის ვიხსენიებდი ისე, როგორც ჩემს ახლობლებს. და როცა გავიგე, რომ ერთ დღეს, 30 ოქტომბერს ვართ დაბადებული, ძალიან გამიხარდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია