ქალთა ორგანიზაცია Femen-ის აქტივისტმა კიევში ევრომოედანზე აქციის დარბევა გააპროტესტა. წელსზმოთ გაშიშვლებული გოგონა კიევ-პეჩორის ლავრასთან დადგა და ევროინტეგრაციის მომხრე თანამემამულეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
გოგონა მკერდსა და სახეზე გაკეთებული წარწერებით, ხელში ნამგალითა და სამგლოვიარო გვირგვინით "სიკვდილის ანგელოზს" განასახიერებდა. სხეულზე ეწერა "დიქტატურა უნდა მოკვდეს". ორგანიზაცია Femen 30 ნოემბერს ევროპის მოედანზე ახალგაზრდების დარბევისთვის პასუხისმგებლობას ვიქტორ იანუკოვიჩს აკისრებს.
როგორც ცნობილია, 30 ნოემბერს გამთენიისას კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე შეკრებილი ევროინტეგრაციის მომხრეები სპეცდანიშნულების რაზმმა "ბერკუტმა" რეზინის ხელკეტების გამოყენებით დაარბია.
მომზადებულია femen.org-ის მიხედვით.