უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ქართველ მომღერალ ვახტანგ კიკაბიძეს "უკრაინის დამსახურებული არტისტის" საპატიო წოდება მიანიჭა.
ამის შესახებ სახელმწიფოს ლიდერის 30 ნოემბრის ბრძანებულებაშია ნათქვამი, რომელიც პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
საპატიო წოდება კიკაბიძეს "1991 წლის 1-ელ დეკემბერს უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტის საერთო უკრაინული რეფერენდუმით დადასტურების წლისთავთან დაკავშირებით" მიენიჭა.
"უკრაინული სახელმწიფოს სოციალურ-ეკონიმიკურ, სამეცნიერო-ტექნოლოგიურ, კულტურულ-საგანმანათლებლო განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის, წონადი შრომითი მიღწევებისა და მრავლწლიანი კეთილსინდისიერი მუშაობისთვის",-ნათქვამია ბრძანებულებაში.
კიკაბიძის გარდა, უკრაინის საპატიო წოდება და სახელმწიფო ჯილდოები სხვა მოქალაქეებმაც მიიღეს.
მომზადებულია aif.ua-ს მიხედვით.