საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვლადიმერ ბედუკაძეს მოსკოვში "სიმამაცესა და მედიაში გარღვევისთვის" სპეციალური პრიზი მიენიჭა
ვლადიმერ ბედუკაძეს მოსკოვში "სიმამაცესა და მედიაში გარღვევისთვის" სპეციალური პრიზი მიენიჭა

ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძეს მოს­კოვ­ში "სი­მა­მა­ცე­სა და მე­დი­ა­ში გარ­ღვე­ვის­თვის" სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზი მი­ე­ნი­ჭა.

ახალ­გაზ­რდა ჟურ­ნა­ლის­ტთა კონ­კურ­სი სა­ხელ­წო­დე­ბით "სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­მა­ვა­ლი – ის­ტო­რია და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა" მოს­კოვ­ში 27 ნო­ემ­ბერს ჩა­ტარ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ruskline.ru–ზე გავ­რცელ­და.

აქვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ შე­მოქ­მე­დე­ბით კონ­კურ­ში ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ ახალ­გაზ­რდა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან, სომ­ხე­თი­დან და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან.

კონ­კურ­სის მთა­ვა­რი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო "რუ­სე­თის ეროვ­ნუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის კონ­გრე­სი".

კონ­კურ­სის მი­ზა­ნი იყო "ნდო­ბი­სა და მე­გობ­რო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა რუს და ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ხალ­ხებს შო­რის, კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, ურ­თი­ერ­თსიმ­პა­თი­ის გაღ­ვი­ვე­ბა, კონ­ტაქ­ტე­ბის გაღ­რმა­ვე­ბა" ...

სა­ქარ­თვე­ლო­დან კონ­კურ­სის ლა­უ­რე­ა­ტე­ბი გახ­დნენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი: ელზა არ­სოშ­ვი­ლი, ნანო გო­გია, თა­მარ კვა­რა­ცხე­ლია, ანი კიკ­ნა­ძე და ირაკ­ლი ყი­ფი­ა­ნი. სომ­ხე­თი­დან: ვა­რუ­ჟან ბა­ბად­ჟა­ნი­ა­ნი და ვა­ნიკ ელიზ­ბა­რი­ა­ნი, ხოლო აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან- კა­მი­ლა ალი­ე­ვა და ნი­ჯატ გა­ჯი­ე­ვი.

რაც შე­ე­ხე­ბა ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძეს, ვებგ­ვერ­დზე მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზი "სი­მა­მა­ცე­სა და მე­დი­ა­ში გარ­ღვე­ვის­თვის" გა­და­ე­ცა პი­როვ­ნე­ბას, რო­მელ­მაც გა­და­ი­ღო და ტე­ლე­ვი­ზი­ებს გა­დას­ცა ქარ­თულ ცი­ხე­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი, "რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა კი­დეც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი რე­ჟი­მის აღ­სას­რუ­ლი".

და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია მოს­კოვ­ში, "მშვო­დო­ბის და თან­ხმო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის" დიდ დარ­ბაზ­ში შედ­გა.

ეს­წრე­ბო­და თუ არა და­ჯილ­დო­ე­ბას ყვე­ლა ქარ­თვე­ლი ლა­უ­რე­ა­ტი, ჯერ­ჯე­რო­ბით ცნო­ბი­ლი არ არის.

ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით "ამ­ბე­ბი.გე" ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

ბე­დუ­კა­ძემ დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი არ ისურ­ვა და ამ ეტაპ­ზე არც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და­ა­დას­ტუ­რა.

"უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­ვა­კე­თებ გან­მარ­ტე­ბას", - აღ­ნიშ­ნა ბე­დუ­კა­ძემ.

ნანა ხი­დე­შე­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ვლადიმერ ბედუკაძეს მოსკოვში "სიმამაცესა და მედიაში გარღვევისთვის" სპეციალური პრიზი მიენიჭა

ვლადიმერ ბედუკაძეს მოსკოვში "სიმამაცესა და მედიაში გარღვევისთვის" სპეციალური პრიზი მიენიჭა

ვლადიმერ ბედუკაძეს მოსკოვში "სიმამაცესა და მედიაში გარღვევისთვის" სპეციალური პრიზი მიენიჭა.

ახალგაზრდა ჟურნალისტთა კონკურსი სახელწოდებით "სამხრეთ კავკასიის მშვიდობიანი მომავალი – ისტორია და თანამედროვეობა" მოსკოვში 27 ნოემბერს ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ruskline.ru–ზე გავრცელდა.

აქვე აღნიშნულია, რომ შემოქმედებით კონკურში ჩართული იყვნენ ახალგაზრდა ჟურნალისტები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

კონკურსის მთავარი ორგანიზატორი იყო "რუსეთის ეროვნული გაერთიანებების კონგრესი".

კონკურსის მიზანი იყო "ნდობისა და მეგობრობის ჩამოყალიბება რუს და ამიერკავკასიის ხალხებს შორის, კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბება, ურთიერთსიმპათიის გაღვივება, კონტაქტების გაღრმავება" ...

საქართველოდან კონკურსის ლაურეატები გახდნენ ჟურნალისტები: ელზა არსოშვილი, ნანო გოგია, თამარ კვარაცხელია, ანი კიკნაძე და ირაკლი ყიფიანი. სომხეთიდან: ვარუჟან ბაბადჟანიანი და ვანიკ ელიზბარიანი, ხოლო აზერბაიჯანიდან- კამილა ალიევა და ნიჯატ გაჯიევი.

რაც შეეხება ვლადიმერ ბედუკაძეს, ვებგვერდზე მითითებულია, რომ სპეციალური პრიზი "სიმამაცესა და მედიაში გარღვევისთვის" გადაეცა პიროვნებას, რომელმაც გადაიღო და ტელევიზიებს გადასცა ქართულ ციხეებში არსებული არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრები, "რამაც განაპირობა კიდეც მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის აღსასრული".

დაჯილდოების ცერემონია მოსკოვში, "მშვოდობის და თანხმობის ფედერაციის" დიდ დარბაზში შედგა.

ესწრებოდა თუ არა დაჯილდოებას ყველა ქართველი ლაურეატი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით "ამბები.გე" ვლადიმერ ბედუკაძეს დაუკავშირდა.

ბედუკაძემ დეტალებზე საუბარი არ ისურვა და ამ ეტაპზე არც გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.

"უახლოეს დღეებში გავაკეთებ განმარტებას", - აღნიშნა ბედუკაძემ.

ნანა ხიდეშელი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია