საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დილით რომ ვდგებით, ყველგან ვირთხების ცურცლია" - დაჟანგული ვაგონის დრამა...
"დილით რომ ვდგებით, ყველგან ვირთხების ცურცლია" - დაჟანგული ვაგონის დრამა...

ალექ­სე­ევ­კის და­სახ­ლე­ბა­ში დიდ­ხანს ვე­ძე­ბე მა­რი­ნა ყარ­მა­ზა­ნაშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ვა­გო­ნი, - ამ ღა­ტა­კი და­სახ­ლე­ბის არც თუ მცი­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ხუ­ხუ­ლე­ბი ვა­გო­ნე­ბი­სა­გან დი­დად არც გან­სხვავ­დე­ბა. თუმ­ცა­ღა ყარ­მა­ზა­ნაშ­ვი­ლის ვა­გო­ნი გაშ­ლილ მინ­დორ­ზე, გზას­თან ახ­ლოს აღ­მოჩ­ნდა. ეტყო­ბა, მისი ბი­ნა­და­რი სწო­რედ ამან და­ღუ­პა, - სა­დაც ჯერ არს, ად­ვი­ლად შე­ამ­ჩნი­ეს წლე­ვან­დელ გა­ზა­ფხულ­ზე მარ­ტის თვე­ში, სა­მუ­შა­ოს ძებ­ნი­დან დაბ­რუ­ნე­ბულს ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რი­ა­ნი ფურ­ცე­ლი დახ­ვდა მი­წე­ბე­ბუ­ლი, - გთხოვთ, დაგ­ვი­კავ­შირ­დეთ, ვა­გო­ნის უკა­ნო­ნოდ დად­გმის­თვის, 10000 ლა­რით ხართ და­ჯა­რი­მე­ბუ­ლიო! მას შემ­დეგ დრა­მა, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბი­სა­გან გა­თე­ლი­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა ჰქვია, კი­დევ უფრო ტრა­გი­კუ­ლად გან­ვი­თარ­და. როცა ამ ვა­გონს, ბო­ლოს და ბო­ლოს მი­ვა­გე­ნი, ვა­გო­ნის პატ­რო­ნი და ჩამ­ტვრე­ულ სარ­კმელ­ში "ტრუ­ბა­გა­ყო­ფილ ფეჩ­თან" იჯდა და პურს და ნი­გოზს ჭამ­და. მო­მი­ბო­დი­შა: - ბო­დი­ში, რომ სა­უზ­მის დროს მო­მის­წა­რით, საჭ­მე­ლი არ მაქვს და სოფ­ლი­დან დის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი კა­კა­ლი­თა და პუ­რით ვსა­უზ­მო­ბო.

- ქალ­ბა­ტო­ნო მა­რი­ნა, რო­გორ მიხ­ვე­დით იქამ­დე, რომ ასეთ სა­ში­ნელ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობთ?

- მეც არ ვიცი... როცა, 1991 წელს ჩემი ერ­თა­დერ­თი ბიჭი და­ი­ბა­და, მა­მა­მის­მა სა­მუ­და­მოდ მიგ­ვა­ტო­ვა. სა­ში­ნე­ლი დრო იყო, მში­ე­რი, ბნე­ლი... სხვა გზა არ მქონ­და, თი­ა­ნეთ­ში ასა­კო­ვან დედ-მა­მას­თან და ძმებ­თან დავ­ტო­ვე, მე კი თბი­ლის­ში წა­მო­ვე­დი სა­მუ­შა­ოდ. სა­სა­დი­ლო­ებ­ში ხან ხინ­კალს ვახ­ვევ­დი და ხან ჭურ­ჭელს ვრე­ცხავ­დი. რა­საც ვი­შო­ვი­დი, ზოგს ნა­ქი­რა­ვებ­ში ვიხ­დი­დი, ზოგ­საც შვილ­სა და დედ-მა­მას ვუგ­ზავ­ნი­დი. მერე ერთი ძმა მო­მიკ­ვდა. მას მამა მიჰ­ყვა, დედა კი სრუ­ლი­ად სხვა ადა­მი­ა­ნი გახ­და, - და­მუნჯდა და ისე, და­სუს­ტდა, ბავ­შვის მი­ხედ­ვაც აღარ შე­ეძ­ლო. მერე დედა სა­წოლ­ში ჩა­მი­ვარ­და. ეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი პე­რი­ო­დი იყო, - ვე­ღარ ვმუ­შა­ობ­დი და დე­დის პენ­სი­ა­ზე ვი­ყა­ვით. ბავ­შვი შიმ­ში­ლით რომ არ მომ­კვდო­მო­და, ბა­ლა­ხებს ვკრეფ­დი და მის­გან ვუ­კე­თებ­დი საჭ­მე­ლებს. მერე ისევ და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა და რო­გორ­ღაც ბი­ნის და­სა­გი­რა­ვე­ბე­ლი ფული შე­ვაგ­რო­ვე, - 3000 ლარი. იმ ბი­ნა­ში 7 წე­ლი­წა­დი ვცხოვ­რობ­დით, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს ხომ თა­ვი­სი დრო აქვს, - დამ­თავ­რდა გი­რავ­ნო­ბის პე­რი­ო­დი და ფული დაგ­ვიბ­რუ­ნეს. დღეს 3000 ლარი რა არის, ექი­მებ­ში შე­მო­მე­ხარ­ჯა, - უკვე ყვე­ლა­ფე­რი მტკი­ვა. კი ვი­ძა­ხო­დი - არ წა­ვალ ექიმ­თან, ფული იხარ­ჯე­ბა-მეთ­ქი, მაგ­რამ ძა­ლი­ან კარ­გი შვი­ლი მყავს და ძა­ლით მიშ­ვებ­და, ყვე­ლა­ნა­ირ ფულ­ზე მეტი ხარ ჩემ­თვის, არა უშავს, წა­ვალ, სა­მუ­შაო ბირ­ჟა­ზე დავ­დგე­ბი და ზოგ­ჯერ ხომ მა­ინც და­მი­ქი­რა­ვებს ვინ­მეო და ასეც ქნა. ბო­ლოს სულ ცის ქვეშ რომ არ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვით, ვა­გო­ნი ვი­ყი­დე 500 ლა­რად და ისეთ ად­გილ­ზე დავ­დგი, არა­ვინ შე­მე­წუ­ხე­ბი­ნა, - აქ გარ­შე­მო დან­გრე­უ­ლი შე­ნო­ბი­სა და უპატ­რო­ნო მინ­დვ­რის გარ­და არა­ფე­რია. ასე და­ვი­წყეთ "ახა­ლი ცხოვ­რე­ბა"და ვაი ამ ცხოვ­რე­ბას, - ზა­ფხულ­ში მთე­ლი ღამე თაგ­ვე­ბის წრუ­წუ­ნი არ გვა­ძი­ნებ­და. ერთხელ უძი­ლო­ბის შემ­დეგ ისე ღრმად ჩა­მე­ძი­ნა, ვირ­თხა მკბენ­და თურ­მე ფეხ­ზე და ვერ გა­ვი­გე. როცა გა­მეღ­ვი­ძა, ფეხი და­ძიძ­გნი­ლი მქონ­და. ექიმ­მა, - ამ ნაკ­ბენ­ზე სა­ში­ში ვირ­თხე­ბის ნერ­წყვი­აო. რა ვქნა, სა­ი­დან მო­ვი­შო­რო ეს ნერ­წყვი? დი­ლით რომ ვდგე­ბით, ყველ­გან ვირ­თხე­ბის ცურ­ცლია. წყლი­ა­ნი ჯამი რომ დამ­რჩეს თავ­გა­დახ­დი­ლი, შიგ ცვი­ვი­ან და ვე­ღარ ამო­დი­ან. გვე­ზი­ზღე­ბა მე და ჩემს შვილს ასე­თი ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ რა ვქნათ, განა სხვა გზა გვაქვს? წყა­ლიც კი არ გვაქვს, - მე­ზობ­ლი­დან მოგ­ვაქვს ბოთ­ლე­ბით. თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში რამ­დენ­ჯერ დავ­წე­რე გან­ცხა­დე­ბა, - მაგ­რამ ერთხელ არ მომ­სვლია პა­სუ­ხი. რამ­დე­ნი ხა­ნია ას­რუ­ლე­ბუ­ლი ოც­ნე­ბა არ ვიცი, რა არის, - რამ­დენ­ჯერ ვი­ნატ­რე, ნე­ტავ მოვ­კვდე­ბო­დე-მეთ­ქი, მაგ­რამ არც ეს მის­რულ­დე­ბა.

- ამ და­ჟან­გუ­ლი ყო­ფის­თვის გთხოვთ მე­რია 10000 ლარს?!

- სა­ხელ­მწი­ფო მი­წა­ზე ვა­გო­ნის უკა­ნო­ნოდ დად­გმის­თვის მთხოვს. არა­და, ამ და­სახ­ლე­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ჩად­გმუ­ლი ხუ­ხუ­ლე­ბის გარ­და არც არა­ფე­რია. წერა-კი­თხვის უცო­დი­ნა­რი არ ვარ და სა­ნამ ვა­გონს ჩავ­დგამ­დი, მა­ნამ­დე გა­ვი­კი­თხე, თურ­მე სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებს 60 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი მი­წის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბას სა­ხელ­მწი­ფო ანი­ჭებს. ჩემი ვა­გო­ნი კი ამ 60 კვად­რა­ტულ მეტრზე პა­ტა­რაა. მაგ­რამ ეს რომ ასეა, სა­სამ­რთლო­ზე დამ­ტკი­ცე­ბა და ად­ვო­კა­ტის აყ­ვა­ნა უნდა, მე კი ფული არ მაქვს. მოკ­ლედ, რა და­მა­ვი­წყებს, 23 მარ­ტი იყო, ჩემი და­ბა­დე­ბის დღე, ვა­გონ­ზე ის და­წყევ­ლი­ლი ფურ­ცე­ლი რომ დაგ­ვხვდა, - 10000 ლა­რით ხართ და­ჯა­რი­მე­ბუ­ლიო. მახ­სოვს, გული რომ არ წამ­სვლო­და, ვა­გონ­თან მი­მა­რა­გე­ბულ წყალს დავ­წვდი და ბოთ­ლი მთლი­ა­ნად დავ­ცა­ლე. მერე გონ­ზე მო­ვე­დი და მი­თი­თე­ბულ ნო­მერ­ზე დავ­რე­კე

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

რუბრიკის სხვა სიახლეები

"დილით რომ ვდგებით, ყველგან ვირთხების ცურცლია" - დაჟანგული ვაგონის დრამა...

"დილით რომ ვდგებით, ყველგან ვირთხების ცურცლია" - დაჟანგული ვაგონის დრამა...

ალექსეევკის დასახლებაში დიდხანს ვეძებე მარინა ყარმაზანაშვილის საცხოვრებელი ვაგონი, - ამ ღატაკი დასახლების არც თუ მცირე საცხოვრებელი ხუხულები ვაგონებისაგან დიდად არც განსხვავდება. თუმცაღა ყარმაზანაშვილის ვაგონი გაშლილ მინდორზე, გზასთან ახლოს აღმოჩნდა. ეტყობა, მისი ბინადარი სწორედ ამან დაღუპა, - სადაც ჯერ არს, ადვილად შეამჩნიეს წლევანდელ გაზაფხულზე მარტის თვეში, სამუშაოს ძებნიდან დაბრუნებულს ტელეფონის ნომრიანი ფურცელი დახვდა მიწებებული, - გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ, ვაგონის უკანონოდ დადგმისთვის, 10000 ლარით ხართ დაჯარიმებულიო! მას შემდეგ დრამა, რომელსაც ცხოვრებისაგან გათელილი ადამიანის ცხოვრება ჰქვია, კიდევ უფრო ტრაგიკულად განვითარდა. როცა ამ ვაგონს, ბოლოს და ბოლოს მივაგენი, ვაგონის პატრონი და ჩამტვრეულ სარკმელში "ტრუბაგაყოფილ ფეჩთან" იჯდა და პურს და ნიგოზს ჭამდა. მომიბოდიშა: - ბოდიში, რომ საუზმის დროს მომისწარით, საჭმელი არ მაქვს და სოფლიდან დის გამოგზავნილი კაკალითა და პურით ვსაუზმობო.

- ქალბატონო მარინა, როგორ მიხვედით იქამდე, რომ ასეთ საშინელ პირობებში ცხოვრობთ?

- მეც არ ვიცი... როცა, 1991 წელს ჩემი ერთადერთი ბიჭი დაიბადა, მამამისმა სამუდამოდ მიგვატოვა. საშინელი დრო იყო, მშიერი, ბნელი... სხვა გზა არ მქონდა, თიანეთში ასაკოვან დედ-მამასთან და ძმებთან დავტოვე, მე კი თბილისში წამოვედი სამუშაოდ. სასადილოებში ხან ხინკალს ვახვევდი და ხან ჭურჭელს ვრეცხავდი. რასაც ვიშოვიდი, ზოგს ნაქირავებში ვიხდიდი, ზოგსაც შვილსა და დედ-მამას ვუგზავნიდი. მერე ერთი ძმა მომიკვდა. მას მამა მიჰყვა, დედა კი სრულიად სხვა ადამიანი გახდა, - დამუნჯდა და ისე, დასუსტდა, ბავშვის მიხედვაც აღარ შეეძლო. მერე დედა საწოლში ჩამივარდა. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი პერიოდი იყო, - ვეღარ ვმუშაობდი და დედის პენსიაზე ვიყავით. ბავშვი შიმშილით რომ არ მომკვდომოდა, ბალახებს ვკრეფდი და მისგან ვუკეთებდი საჭმელებს. მერე ისევ დავიწყე მუშაობა და როგორღაც ბინის დასაგირავებელი ფული შევაგროვე, - 3000 ლარი. იმ ბინაში 7 წელიწადი ვცხოვრობდით, მაგრამ ყველაფერს ხომ თავისი დრო აქვს, - დამთავრდა გირავნობის პერიოდი და ფული დაგვიბრუნეს. დღეს 3000 ლარი რა არის, ექიმებში შემომეხარჯა, - უკვე ყველაფერი მტკივა. კი ვიძახოდი - არ წავალ ექიმთან, ფული იხარჯება-მეთქი, მაგრამ ძალიან კარგი შვილი მყავს და ძალით მიშვებდა, ყველანაირ ფულზე მეტი ხარ ჩემთვის, არა უშავს, წავალ, სამუშაო ბირჟაზე დავდგები და ზოგჯერ ხომ მაინც დამიქირავებს ვინმეო და ასეც ქნა. ბოლოს სულ ცის ქვეშ რომ არ დავრჩენილიყავით, ვაგონი ვიყიდე 500 ლარად და ისეთ ადგილზე დავდგი, არავინ შემეწუხებინა, - აქ გარშემო დანგრეული შენობისა და უპატრონო მინდვრის გარდა არაფერია. ასე დავიწყეთ "ახალი ცხოვრება"და ვაი ამ ცხოვრებას, - ზაფხულში მთელი ღამე თაგვების წრუწუნი არ გვაძინებდა. ერთხელ უძილობის შემდეგ ისე ღრმად ჩამეძინა, ვირთხა მკბენდა თურმე ფეხზე და ვერ გავიგე. როცა გამეღვიძა, ფეხი დაძიძგნილი მქონდა. ექიმმა, - ამ ნაკბენზე საშიში ვირთხების ნერწყვიაო. რა ვქნა, საიდან მოვიშორო ეს ნერწყვი? დილით რომ ვდგებით, ყველგან ვირთხების ცურცლია. წყლიანი ჯამი რომ დამრჩეს თავგადახდილი, შიგ ცვივიან და ვეღარ ამოდიან. გვეზიზღება მე და ჩემს შვილს ასეთი ცხოვრება, მაგრამ რა ვქნათ, განა სხვა გზა გვაქვს? წყალიც კი არ გვაქვს, - მეზობლიდან მოგვაქვს ბოთლებით. თბილისის მერიაში რამდენჯერ დავწერე განცხადება, - მაგრამ ერთხელ არ მომსვლია პასუხი. რამდენი ხანია ასრულებული ოცნება არ ვიცი, რა არის, - რამდენჯერ ვინატრე, ნეტავ მოვკვდებოდე-მეთქი, მაგრამ არც ეს მისრულდება.

- ამ დაჟანგული ყოფისთვის გთხოვთ მერია 10000 ლარს?!

- სახელმწიფო მიწაზე ვაგონის უკანონოდ დადგმისთვის მთხოვს. არადა, ამ დასახლებაში უკანონოდ ჩადგმული ხუხულების გარდა არც არაფერია. წერა-კითხვის უცოდინარი არ ვარ და სანამ ვაგონს ჩავდგამდი, მანამდე გავიკითხე, თურმე სოციალურად დაუცველებს 60 კვადრატული მეტრი მიწის გამოყენების უფლებას სახელმწიფო ანიჭებს. ჩემი ვაგონი კი ამ 60 კვადრატულ მეტრზე პატარაა. მაგრამ ეს რომ ასეა, სასამრთლოზე დამტკიცება და ადვოკატის აყვანა უნდა, მე კი ფული არ მაქვს. მოკლედ, რა დამავიწყებს, 23 მარტი იყო, ჩემი დაბადების დღე, ვაგონზე ის დაწყევლილი ფურცელი რომ დაგვხვდა, - 10000 ლარით ხართ დაჯარიმებულიო. მახსოვს, გული რომ არ წამსვლოდა, ვაგონთან მიმარაგებულ წყალს დავწვდი და ბოთლი მთლიანად დავცალე. მერე გონზე მოვედი და მითითებულ ნომერზე დავრეკე

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია