პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბერლუსკონის მეგობარმა გოგონამ რომის პაპს შეწყალება სთხოვა
ბერლუსკონის მეგობარმა გოგონამ რომის პაპს შეწყალება სთხოვა

იტა­ლი­ის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სილ­ვიო ბერ­ლუს­კო­ნის მე­გო­ბარ­მა გო­გო­ნამ, 27 წლის ფრან­ჩეს­კა პას­კა­ლემ რო­მის პაპ ფრან­ცისკს დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა.

პას­კა­ლემ პაპს წე­რი­ლი მის­წე­რა, რო­მელ­შიც ბერ­ლუს­კო­ნის შე­წყა­ლე­ბა სთხო­ვა. პო­ლი­ტი­კოსს სა­გა­და­სა­ხა­დო თაღ­ლი­თო­ბის­თვის ერთი წლით სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მი­უ­სა­ჯეს და იტა­ლი­ის პარ­ლა­მენ­ტში ად­გი­ლი და­კარ­გა.

გარ­და ამი­სა, ყო­ფი­ლი ნე­ა­პო­ლე­ლი გამ­ყიდ­ვე­ლი რო­მის პაპს აუ­დი­ენ­ცი­ას სთხოვს, რომ­ლის დრო­საც იგი ბე­ლუს­კო­ნის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ზე შეძ­ლებს სა­უ­ბარს. ვა­ტი­კა­ნი 77 წლის პო­ლი­ტი­კო­სის ახა­ლი საყ­ვა­რე­ლის თხოვ­ნას ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­მოხ­მა­უ­რე­ბია.

პას­კა­ლემ მი­მარ­თვის ად­რე­სა­ტის არ­ჩე­ვა­ნი ახ­სნა იმით, რომ მისი პარტნი­ო­რის პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტთან პრე­ზი­დენტ ჯორ­ჯო ნა­პო­ლი­ტა­ნოს­თან სა­უბ­რის აზრს ვერ ხე­დავს.

ამა­ვე დროს, თა­ვად ბერ­ლუს­კო­ნიმ და­ა­დას­ტუ­რა, რომ მი­უ­ხე­და­ვად თავ­სდამ­ტყდა­რი უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი­სა, პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლას არ აპი­რებს. მისი თქმით, იმის­თვის რომ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას უხელ­მძღვა­ნე­ლო, აუ­ცი­ლე­ბე­ლია პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი იყო.

ყო­ფილ პრე­მი­ერ მი­ნისტრს მე­დია-ჰოლ­დინგ Mediaset-ის აქ­ტი­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ფი­ნან­სუ­რი მა­ქი­ნა­ცი­ე­ბის საქ­მე­ზე სას­ჯე­ლის ძა­ლა­ში შეს­ვლის შემ­დეგ სე­ნა­ტო­რის სტა­ტუ­სი ჩა­მო­არ­თვეს. ბერ­ლუს­კო­ნის აზ­რით, ეს მე­მარ­ცხე­ნე ძა­ლე­ბის შეთ­ქმუ­ლე­ბის შე­დე­გია, რომ­ლე­ბიც მის წი­ნა­აღ­მდეგ მთე­ლი მისი კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე იბ­რძვი­ან.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Times-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ბერლუსკონის მეგობარმა გოგონამ რომის პაპს შეწყალება სთხოვა

ბერლუსკონის მეგობარმა გოგონამ რომის პაპს შეწყალება სთხოვა

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის მეგობარმა გოგონამ, 27 წლის ფრანჩესკა პასკალემ რომის პაპ ფრანცისკს დახმარების თხოვნით მიმართა.

პასკალემ პაპს წერილი მისწერა, რომელშიც ბერლუსკონის შეწყალება სთხოვა. პოლიტიკოსს საგადასახადო თაღლითობისთვის ერთი წლით საზოგადოებრივი სამუშაოები მიუსაჯეს და იტალიის პარლამენტში ადგილი დაკარგა.

გარდა ამისა, ყოფილი ნეაპოლელი გამყიდველი რომის პაპს აუდიენციას სთხოვს, რომლის დროსაც იგი ბელუსკონის უდანაშაულობაზე შეძლებს საუბარს. ვატიკანი 77 წლის პოლიტიკოსის ახალი საყვარელის თხოვნას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

პასკალემ მიმართვის ადრესატის არჩევანი ახსნა იმით, რომ მისი პარტნიორის პოლიტიკურ ოპონენტთან პრეზიდენტ ჯორჯო ნაპოლიტანოსთან საუბრის აზრს ვერ ხედავს.

ამავე დროს, თავად ბერლუსკონიმ დაადასტურა, რომ მიუხედავად თავსდამტყდარი უსიამოვნებებისა, პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. მისი თქმით, იმისთვის რომ პოლიტიკურ ძალას უხელმძღვანელო, აუცილებელია პარლამენტის წევრი იყო.

ყოფილ პრემიერ მინისტრს მედია-ჰოლდინგ Mediaset-ის აქტივებთან დაკავშირებით ფინანსური მაქინაციების საქმეზე სასჯელის ძალაში შესვლის შემდეგ სენატორის სტატუსი ჩამოართვეს. ბერლუსკონის აზრით, ეს მემარცხენე ძალების შეთქმულების შედეგია, რომლებიც მის წინააღმდეგ მთელი მისი კარიერის მანძილზე იბრძვიან.

მომზადებულია The Times-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა