ახალი წლის მოახლოებასთან ერთად აქტუალურობას იძენს ე.ს. "ხლოპუშკები'' და "ბომბაჩკები", რომლებიც ბავშვების წინასაახალო განწყობაზე კარგად მოქმედებს, რასაც ვერ ვიტყოდით უფროსებზე, რომლებიც არა მხოლოდ ასაფეთქებლების არასასიამოვნო ხმის გამო წუხან...
"თბილისის ფორუმზე" გახნილ თემაში, სახელწოდებით "აკრძალეთ ასაფეთქებლები", ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი იმ საშიშროების შესახებ წერს, რომელიც ასაფეთქებლები ბავშვების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.
გთავაზობთ ფორუმელების მოსაზრებებს აღნიშნულ თემაზე:
"განა რა თანხა შედის ბიუჯეტში ამ საშინელი სათამაშოების გაყიდვიდან? ბავშვები თავის ჭკუაში ერთობიან, მაგრამ რამდენს უფეთქდება ხელში, რამდენი კარგავს მხედველობას, კიდურებს, იღებს ტრავმებს? გარდა მაგისა, სხვებსაც აზარალებენ - ხალხს ფეხებში ესვრიან, აივნებიდან ყრიან, ჯიბეებში უგდებენ... იმ დღეს დავინახე, საწყალი კნუტი ყავდა ორ ბიჭს კუთხეში მიმწყვდეული და ზედ დააგდეს ასაფეთქებელი. მოკლედ, ზარალი მეტია (ალბათ) ვიდრე სარგებელი. არ ვიცი სხვაგან როგორაა, აკრძალულია თუ არა, იქნებ დაწეროთ, მაგრამ აქ ეს ყველაფერი გასართობი საშუალების მასშტაბებს აშკარად გაცდა", - წერს თემის ავტორი.
"იმდენად მეზიზღება რომ ახალ წელს მაზიზღებს უკვე";
"ძაღლი გადამერია ამათ გადამკიდე! ახალ წელს სად წავიყვანო,ვფიქრობ,რომ მთლად არ გამიგიჟდეს";
"ყველაზე მეტი გასაკვირი ისაა რომ უკვე 20 წელზე მეტი გადის მაგის შემოტანიდან და რომ არ გადავიდა მაინც... თავიდან გასაგებია, უცებ მოედო და ახალი ხილი იყო, მაგრამ ახლაც?
მე ვიცი ორსულ ქალბატონს ცუდი ამბავი დამართეს, საშინელი ამბავი, რასაც ქვია..."
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ გამოხმაურებებისა, რაც აღნიშნული თემის განხილვას მოჰყვა თბილისის ფორუმზე.
Ambebi.ge დაინტერესებულია თემით და უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ სრულყოფილ სტატიას. გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი მოსაზრებები აღნიშნულ თემაზე კომენტარების სახით.