გერმანიაში არატრადიციული ორიენტაციის პოლიციელმა საკუთარი საყვარელი გაფატრა და შეჭამა. სამართალდამცველებმა სახლის შორიახლოს მიმოფანტული ადამიანის სხეულის ნაწილები აღმოაჩინეს.
აღმოჩნდა, რომ მამაკაცებმა ერთმანეთი კანიბალებისთვის განკუთვნილ სპეციალურ საიტზე გაიცნეს. გარკვეული დროის განმავლობაში ერთნამეთს წერდნენ, შემდეგ კი შეხვედრაზე შეთანხმდნენ. პაემნის დროს წყვილმა გადაწყვიტა, რომ ერთ-ერთი მათგანი მეორის სადილი გახდებოდა.
შედეგად, პოლიციის თანამშრომელმა მსხვერპლი მოკლა, გაფატრა და შეჭამა. სხეულის ზოგიერთი ნაწილი დამნაშავემ საკუთარ ეზოში დამარხა და იქ ხორცის ახალი ულუფისთვის ბრუნდებოდა. ამ დროს კი დაკარგული მამაკაცის ძებნა დაიწყო.
მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი მომხდარის დეტალები: მკვლელმა ყოფილ კოლეგებს თავად უჩვენა სად მალავდა ნარჩენებს. ასევე მან განმარტა, რომ აკვიატება ჰქონდა ვინმე შეეჭამა.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამნაშავის სახელი არ ხმაურდება. ცნობილია, რომ 55 წლის კანიბალი დაქორწინებული იყო, მაგრამ მეუღლეს ახლახან დაშორდა და მამაკაცებით იყო გატაცებული. მკვლელის ყოფილი მეუღლე ასევე პოლიციის თანამშრომელია.
მომზადებულია НТВ-ის მიხედვით.