Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი - ევროპული ოჯახის წევრი გავხდებით არა მხოლოდ კულტურული, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც
გიორგი მარგველაშვილი - ევროპული ოჯახის წევრი გავხდებით არა მხოლოდ კულტურული, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც

სა­ქარ­თვე­ლო ის­ტო­რი­უ­ლად ევ­რო­პის ნა­წი­ლია, ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ ამ გზა­ზე სვლას და ვი­მე­დოვ­ნებ , რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის წევ­რი გავ­ხდე­ბით არა მხო­ლოდ კულ­ტუ­რუ­ლი, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც, - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა "ევ­რო­ნი­უ­სის­თვის" მი­ცე­მულ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვა­ზე - შეძ­ლებს თუ არა, სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის ზე­წო­ლის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას, თუ უკ­რა­ი­ნის მსგავ­სად, რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ზეც მო­ახ­დენს ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში ზე­წო­ლას, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პო­ლი­ტი­კა­ში ყო­ველ­თვის სწო­რი არ არის ანა­ლო­გე­ბით ფიქ­რი.

"რა თქმა უნდა, სა­მიტ­ზე არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბა ამის­კენ გვი­ბიძ­გებს. ვფიქ­რობთ, რომ გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი და ძლი­ე­რი ევ­რო­პა უფრო უსაფრ­თხო მსოფ­ლი­ოს, უსაფრ­თხო რე­გი­ონ­სა და რუ­სე­თის უსაფრ­თხო სა­მე­ზობ­ლოს ნიშ­ნავს", - აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა.

"ევ­რო­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ასე­ვე გან­მარ­ტა, რომ ევ­რო­კავ­შირ­სა და ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა და იმავდრო­უ­ლად რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბა ერ­თმა­ნეთ­თან შე­უ­სა­ბა­მო­ბა­ში არ მო­დის.

"სა­ქარ­თვე­ლო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვე­ყა­ნაა და სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კა აქვს. სა­ქარ­თვე­ლო ცდი­ლობს გზავ­ნი­ლი მი­ა­წო­დოს თი­თო­ე­ულ თა­ვის მე­ზო­ბელს, მათ შო­რის რუ­სეთ­საც, რომ ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი, ეკო­ნო­მი­კუ­რად ძლი­ე­რი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სა­ქარ­თვე­ლო არა­ვის­თვის წარ­მო­ად­გენს საფრ­თხეს, არა­მედ პი­რი­ქით, ეს უფრო უსაფრ­თხო სა­ზღვრებ­სა და უფრო სტა­ბი­ლურ სა­მე­ზობ­ლოს ნიშ­ნავს", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom

გიორგი მარგველაშვილი - ევროპული ოჯახის წევრი გავხდებით არა მხოლოდ კულტურული, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც

გიორგი მარგველაშვილი - ევროპული ოჯახის წევრი გავხდებით არა მხოლოდ კულტურული, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც

საქართველო ისტორიულად ევროპის ნაწილია, ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზაზე სვლას და ვიმედოვნებ , რომ უახლოეს მომავალში ევროპული ოჯახის წევრი გავხდებით არა მხოლოდ კულტურული, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ევრონიუსისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ჟურნალისტის შეკითხვაზე - შეძლებს თუ არა, საქართველო რუსეთის ზეწოლისთვის წინააღმდეგობას, თუ უკრაინის მსგავსად, რუსეთი საქართველოზეც მოახდენს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასთან მიმართებაში ზეწოლას, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში ყოველთვის სწორი არ არის ანალოგებით ფიქრი.

"რა თქმა უნდა, სამიტზე არსებული გარემოება ამისკენ გვიბიძგებს. ვფიქრობთ, რომ გაფართოებული და ძლიერი ევროპა უფრო უსაფრთხო მსოფლიოს, უსაფრთხო რეგიონსა და რუსეთის უსაფრთხო სამეზობლოს ნიშნავს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

"ევრონიუსთან" საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა ასევე განმარტა, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება და იმავდროულად რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება ერთმანეთთან შეუსაბამობაში არ მოდის.

"საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და საკუთარი პოლიტიკა აქვს. საქართველო ცდილობს გზავნილი მიაწოდოს თითოეულ თავის მეზობელს, მათ შორის რუსეთსაც, რომ ცივილიზებული, ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული, ევროპული და ევროატლანტიკური საქართველო არავისთვის წარმოადგენს საფრთხეს, არამედ პირიქით, ეს უფრო უსაფრთხო საზღვრებსა და უფრო სტაბილურ სამეზობლოს ნიშნავს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა