სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არის თუ არა სოფო ნიჟარაძე კომფორტული პარტნიორი ნიკო ბერიძისთვის
არის თუ არა სოფო ნიჟარაძე კომფორტული პარტნიორი ნიკო ბერიძისთვის

მარ­ჯა­ნა:

"გა­მარ­ჯო­ბა, ნიკო. სამ­წუ­ხა­როდ, შენ შე­სა­ხებ ბევ­რი არა­ფე­რი ვიცი, მხო­ლოდ "ჯე­ოს­ტა­რი­დან" გიც­ნობ. ვფიქ­რობ, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი ხარ. მა­ინ­ტე­რე­სებს, სპექ­ტაკლზე "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბი" მარ­თლა მი­ლი­ო­ნი და­ი­ხარ­ჯა? ამის შე­სა­ხებ რა იცი? ეკ­რანს მიღ­მა, სოფო რო­გო­რი ადა­მი­ა­ნია? კომ­ფორ­ტუ­ლი პარტნი­ო­რია? სხვა­თა შო­რის, მე სო­ფოს ფანი ვარ და მას­ზე ლექ­სე­ბიც კი მაქვს და­წე­რი­ლი... ნიკო, იმე­დია, გუ­ლახ­დი­ლი იქ­ნე­ბი და ჩემს შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხებ. წი­ნას­წარ გიხ­დი მად­ლო­ბას".

ნიკო ბე­რი­ძე:

- მეც ვფიქ­რობ, რომ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი ვარ (იცი­ნის)... ნამ­დვი­ლად ვერ გე­ტყვი, რამ­დე­ნი და­ი­ხარ­ჯა სპექ­ტაკლზე, რად­გან ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს. ისე, იმ­დე­ნი რომ და­ე­ხარ­ჯათ, რამ­დე­ნი ლა­რიც თა­ვად და­ა­სა­ხე­ლე, მგო­ნი, ღირ­და, რად­გან ძა­ლი­ან კარ­გი სპექ­ტაკ­ლი იყო და თა­ვი­სუფ­ლად გა­უ­წევ­და კონ­კუ­რენ­ცი­ას სხვა და­ნარ­ჩენ ევ­რო­პულ მი­უ­ზიკ­ლებს... სო­ფოს რაც შე­ე­ხე­ბა, ის უმაგ­რე­სი გო­გოა. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მომ­ღე­რა­ლი და კარ­გი ადა­მი­ა­ნია! მას შე­უძ­ლია, ნე­ბის­მი­ერს გა­უ­გოს, ადა­მი­ა­ნე­ბის შეც­ნო­ბის უდი­დე­სი ნიჭი აქვს. მი­ხა­რია, რომ სცე­ნა­ზე პარტნი­ო­რე­ბი ვი­ყა­ვით და ვფიქ­რობ, მას­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა კი­დევ, თა­ნაც - არა­ერ­თხელ მო­მი­წევს! P.S ამ ყვე­ლაფ­რის წე­რი­სას სრუ­ლი­ად გუ­ლახ­დი­ლი ვი­ყა­ვი. კი­დევ რა­ი­მე კი­თხვა თუ გა­გიჩ­ნდა, უკვე იცი, სად და ვის უნდა მი­მარ­თო... წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებ!"

"ის ძა­ლი­ან მიყ­ვარს"

მ.ა.ლ.ი:

"ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი­დან მხო­ლოდ ერთი მიყ­ვარს - ეს არის ნიკო ბე­რი­ძე. მომ­წონს მისი ხმა და როცა "ჯე­ოს­ტა­რი" და­ტო­ვა, ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე. არა­და, "ჯე­ოს­ტა­რი 2011-ის" და­წყე­ბის დღი­დან აქ­ტი­უ­რად ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი ამ ადა­მი­ანს. ძა­ლი­ან მომ­წონს მისი ხმა და იმედს ვი­ტო­ვებ, რომ კი­დევ ხში­რად გა­მოჩ­ნდე­ბა ტე­ლე­ეკ­რან­ზე. იქ­ნებ ერთხელ მეც ვნა­ხო სად­მე, შემ­თხვე­ვით... ამ­ბო­ბენ, რომ მხი­ა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნია. ეს სი­მარ­თლეა? ამ ბოლო დროს აღარ ჩანს ეკ­რან­ზე, რაც ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს. მინ­და აქ­ტი­უ­რი იყოს და იმ­ღე­როს. ის ხომ ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია. იმე­დია, მალე გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა და ადრე თუ გვი­ან, მის კონ­ცერ­ტზეც ამოვ­ყოფ თავს. ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, მო­მა­ვალ­ში რას აპი­რებს? მის­გან რა­ი­მე სი­ურპრიზს უნდა ვე­ლო­დოთ?"

ნიკო ბე­რი­ძე:

- პირ­ველ რიგ­ში, მად­ლო­ბას გიხ­დი ასე­თი სი­ტყვე­ბის­თვის... მხი­ა­რუ­ლი ვარ თუ არა, ამას მა­შინ გა­ი­გებ, როცა შემ­ხვდე­ბი. ისე კი, მგო­ნი, მხი­ა­რუ­ლი ნამ­დვი­ლად ვარ... რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს გეგ­მებს: მალე იხი­ლავთ კლიპს. ჩემო კარ­გო, მე არ ვარ ის ადა­მი­ა­ნი, ვინც ყვე­ლა ტე­ლე­კა­მე­რა­ში ძვრე­ბა. მაგ­რამ ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, ე.წ. შო­უ­ბიზ­ნეს­ში ასე­თე­ბი მარ­თლაც, მრავ­ლად არი­ან. შე­უ­რა­ცხყო­ფას რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არა­ვის ვა­ყე­ნებ, მაგ­რამ დროა, ვა­ზე­ლი­ნი მო­ვი­შო­როთ თა­ვი­დან. ისე, ზოგ­ჯერ ეკ­რან­ზე მეც ვჩან­ვარ ხოლ­მე, მაგ­რამ ალ­ბათ შენ ვერ მხე­დავ.

რა აკ­ლია ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნესს

ქეთა:

"ნიკო, უც­ნა­უ­რად გა­მოჩ­ნდი ეკ­რან­ზე და ასე­ვე უც­ნა­უ­რად გაქ­რი? სა­ინ­ტე­რე­სოა, ახლა რას საქ­მი­ა­ნობ? კი, ინ­ტერ­ვი­უ­დან გა­ვი­გე, რომ ბა­თუ­მის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ობ, მაგ­რამ რო­გორც ხე­ლო­ვა­ნი, რა­ტომ არ აქ­ტი­უ­რობ? სხვა­თა შო­რის, შენს ძმა­საც "ვბა­ლელშჩი­კობ­დი", "მა­ესტროს" პრო­ექ­ტში რომ მო­ნა­წი­ლე­ობ­და და ამას შენ გამო ვა­კე­თებ­დი. ძა­ლი­ან მინ­და, ხში­რად გნა­ხო. შენ­ნა­ი­რი ნი­ჭი­ე­რი და თა­ნაც, სიმ­პა­თი­უ­რი ბი­ჭე­ბი ნამ­დვი­ლად აკ­ლია ჩვენს ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნესს. გა­მი­ხარ­დე­ბა, თუ ჩემს "ესე­მესს" უპა­სუ­ხებ. გკოც­ნი. P.S შე­იძ­ლე­ბა, "ფე­ის­ზე" და­გი­მე­გობ­რდე?"

ნიკო ბე­რი­ძე:

"უც­ნა­უ­რად გა­მოვ­ჩნდი თუ არა, ვერ გე­ტყვი, მაგ­რამ იმის თქმა კი შე­მიძ­ლია, რომ 14 წე­ლია, ამ საქ­მე­ში ვარ ჩარ­თუ­ლი და ჩემ შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მხო­ლოდ იმის 40% იცის, რაც მი­კე­თე­ბია. ამას იმი­ტომ კი არ გე­უბ­ნე­ბი, რომ რა­ღა­ცა­ზე გული მწყდე­ბა. უბ­რა­ლოდ, შენს კი­თხვას ვცემ სრულ პა­სუხს... დიახ, ვმუ­შა­ობ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და აქ­ტი­უ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობ ამა თუ იმ კონ­ცერ­ტში. კი­დევ, ჩავ­წე­რე სიმ­ღე­რა, რო­მელ­ზეც კლი­პის გა­და­ღე­ბას ვა­პი­რებ. ვწერ დუ­ეტს ერთ უნი­ჭი­ე­რეს ქარ­თველ გო­გო­ნას­თან ერ­თად, რო­მე­ლიც სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს და სა­ქარ­თვე­ლო­ში ცოტა ვინ­მეს თუ სმე­ნია მის შე­სა­ხებ. ასე რომ, სუ­ლაც არ მი­ვიჩ­ნევ თავს "და­კარ­გუ­ლად". თუ ტე­ლე­ეკ­რან­ზე ხში­რად არ ვჩან­ვარ, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ რა­ღა­ცას არ ვა­კე­თებ. მირ­ჩევ­ნია, დიდ­ხანს არ გა­მოვ­ჩნდე და ღი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი შევ­თა­ვა­ზო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ვიდ­რე სულ კა­მე­რის წინ ვიჯ­დე და ცუდი სიმ­ღე­რე­ბი ჩავ­წე­რო... ჩემს ძმას რაც შე­ე­ხე­ბა: პრო­ექ­ტში მის­მა გა­მარ­ჯვე­ბამ ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა. ის ღირ­სი იყო მო­გე­ბის და ეს შეძ­ლო კი­დეც! P.S Fაცე­ბო­ოკ-ზე უნდა და­მი­მე­გობ­რდე, აბა, რა უნდა ქნა?! გე­ლო­დე­ბი!"

"ცუ­დია, რომ შეყ­ვა­რე­ბულს და­შორ­დი"

ას­მა­თი:

"გა­მარ­ჯო­ბა. თქვენ­თვის აქამ­დე არას­დროს არა­ფე­რი მო­მი­წე­რია, მაგ­რამ ნი­კოს ინ­ტერ­ვიუ ისე მო­მე­წო­ნა, რომ მე­სი­ჯის აკ­რე­ბის სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა. მას არც არა­ფერს ვთხოვ, უბ­რა­ლოდ, მინ­და, მის მი­მართ ჩემი სიმ­პა­თია გა­მოვ­ხა­ტო. შენი გოგო, თეო ძა­ლი­ან მომ­წონ­და. ცუ­დია, რომ და­შორ­დით. არა­და, ძა­ლი­ან კარ­გი წყვი­ლი იქ­ნე­ბო­დით... წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებ!"

ნიკო ბე­რი­ძე:

- მად­ლო­ბა, ას­მათ, გე­ნაც­ვა­ლე, კარ­გი ხარ!.. თეო უდა­ვოდ, ნი­ჭი­ე­რი გო­გოა და მას პა­ტივს ვცემ. ალ­ბათ, კარ­გი წყვი­ლიც ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ასეც ხდე­ბა ხოლ­მე. ცხოვ­რე­ბა­ში შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის და­შო­რე­ბა­ზე უფრო ცუდი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­ღა­ცე­ბიც ხდე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი რომ შორ­დე­ბი­ან, ეს ნორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­სია. ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სო­ბის­კენ იც­ვლე­ბა ხოლ­მე... წე­რი­ლის გა­მოგ­ზავ­ნის­თვის მად­ლო­ბას კი­დევ ერთხელ გიხ­დი.

ჟურ­ნა­ლისტზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე მკი­თხვე­ლი

ელა:

"გა­მარ­ჯო­ბა. გა­მა­გი­ჟა ამ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბამ :)). მა­ინ­ტე­რე­სებს, რა­ტომ არ ჩა­ე­ძი­ეთ და არ ჰკი­თხეთ, რა­ტომ და­შორ­და სა­ცო­ლეს? ვი­ნა­ი­დან ეს თქვენ არ გა­ა­კე­თეთ, მინ­და გი­თხრათ, რომ ნამ­დვი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი არ ხართ... იმე­დია, ამ სი­ტყვე­ბის გამო არ "დამ­ბლო­კავთ" და ნი­კოს ჩემს მე­სიჯს გა­დას­ცემთ: ნიკო, რა­ტომ და­შორ­დი სა­ცო­ლეს? ამის მი­ზე­ზი რა იყო? იქ­ნებ შენ გა­გი­წია გულ­მა სხვის­კენ? აღი­ა­რე, რომ კა­ცე­ბი უგუ­ლო­ე­ბი ხართ და და­ვამ­თავ­როთ "ბა­ზა­რი". არა­და, იმ გო­გოს­თან ერ­თად, სიმ­ღე­რაც კი ჩა­წე­რე თურ­მე. საქ­ვეყ­ნოდ თქვი, - ჩემი სა­ცო­ლე­აო, მერე კი მი­ა­ტო­ვე. ეს რას ნიშ­ნავს? მას ხომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შენ გვერ­დით "ხე­დავ­და" და რომ მი­ა­ტო­ვე, რო­გორ ფიქ­რობ, ამით სა­ხე­ლი არ გა­უ­ტე­ხე?.."

ნიკო ბე­რი­ძე:

- ჟურ­ნა­ლის­ტთან რა გინ­და? მე ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ­დი თავს ამ ინ­ტერ­ვი­უს ჩაწე­რის დროს... რაც შე­ე­ხე­ბა შენს კი­თხვას: თეო ჩემი სა­ცო­ლე არა­სო­დეს ყო­ფი­ლა და ეს არც არ­სად მით­ქვამს. ასე რომ, ცრუ ინ­ფორ­მა­ცია გაქვს, ელა! მოდი, მი­ზე­ზებ­ზე არ ვი­სა­უბ­რებ, ეს ნამ­დვი­ლად არ და­გა­ინ­ტე­რე­სებს. უბ­რა­ლოდ, ერთ რა­მეს გე­ტყვი, იმ პე­რი­ოდ­ში ნამ­დვი­ლად არ გა­უ­წე­ვია ჩემს გულს სხვის­კენ. და აქვე მინ­და, შენი სი­ტყვე­ბი, - "კა­ცე­ბი უგუ­ლო­ე­ბი ხართ" "გა­ვა­ნე­იტ­რა­ლო": იმ­ხე­ლა გული მაქვს (სა­კუ­თარ თავ­ზე და ჩემს ორ­გა­ნო­ებ­ზე რომ ვლა­პა­რა­კობ, ეს ლა­მა­ზი არ არის, მაგ­რამ რად­გან კი­თხვა და­ის­ვა, ვი­ტყვი ბა­რემ), რომ ძა­ლი­ან ბევ­რის და­ტე­ვა შე­უძ­ლია, მთა­ვა­რია, ადა­მი­ა­ნი ამას იმ­სა­ხუ­რებ­დეს და გინდ ქალი იყოს, გინ­დაც - ძმა­კა­ცი, მე­გო­ბა­რი! და ეგ ჩემს სა­ცო­ლე­ზე "ბა­ზა­რი" ვი­ღა­ცამ ცუ­დად მო­გა­წო­და. მაჩ­ვე­ნე ინ­ტერ­ვიუ, სა­დაც ეს სი­ტყვე­ბი ვთქვი და ხე­ლებს ავ­წევ, დაგ­ნებ­დე­ბი... მარ­თა­ლია, მას­თან ერ­თად დუ­ე­ტი ჩავ­წე­რე და საკ­მა­ოდ კარ­გიც გა­მო­ვი­და. და­ბო­ლოს, რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხე­ლის გა­ტე­ხას: ეგ უკვე შენ "ჩის­ტა" "გრუ­ზი­ნუ­ლად" გა­მო­გი­ვი­და, ცო­ტას "წა­უ­ა­ზი­უ­რებ", რაც არა მგო­ნია, კარ­გი იყოს. რა შუ­ა­შია სა­ხე­ლის გა­ტე­ხა? ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნე­თი რომ უყ­ვართ და მერე შორ­დე­ბი­ან, ეს სა­ხე­ლის გა­ტე­ხის ტოლ­ფა­სია?.. ცხოვ­რე­ბაა ეს, ელა, პა­ტა­რავ და შე­ე­გუე...

"ბარ­ბე­ბი" არა­სო­დეს მომ­წონ­და"

მიკა:

"მე ამ ბი­ჭის ფანი ვარ. მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გო­რი გო­გო­ნე­ბი მოს­წონს და ქა­ლის შე­ფა­სე­ბი­სას, რას ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას? რას ფიქ­რობს ვირ­ტუ­ა­ლურ სიყ­ვა­რულ­ზე? პა­სუ­ხის­თვის წი­ნას­წარ გიხ­დით მად­ლო­ბას..."

ნიკო ბე­რი­ძე:

- მეც შენი ფანი ვარ... ერთი კონ­კრე­ტუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პი არ გა­მაჩ­ნია. მთა­ვა­რია, ქალ­ში რა­ღა­ცამ მომ­ხიბ­ლოს. "ბარ­ბე­ბი" არა­სო­დეს მომ­წონ­და - ამ ლა­მა­ზი თო­ჯი­ნას სა­ხე­ლით ხომ ძი­რი­თა­დად, უჭ­კუო და გა­მო­გო­ნილ სტე­რე­ო­ტი­პებს აყო­ლი­ლი ქაჯი გო­გო­ნე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ. მოკ­ლედ, არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა თმის ფერს. მთა­ვა­რია, შარ­მი­ა­ნი იყოს, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ინ­ტე­ლექ­ტი იგ­რძნო­ბო­დეს. აქვე და­ვა­კონ­კრე­ტებ: ამ შემ­თხვე­ვა­ში, წიგ­ნი­ე­რე­ბას არ ვგუ­ლის­ხმობ. ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა, არც ერთი წიგ­ნი არ გქონ­დეს წა­კი­თხუ­ლი, მაგ­რამ სხვებ­ზე ბევ­რად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი იყოს. და კი­დევ, ვირ­ტუ­ა­ლურ სიყ­ვა­რულს რაც შე­ე­ხე­ბა: ამა­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვი, რად­გან მსგავ­სი რამ თა­ვად არას­დროს დამ­მარ­თნია...

წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა...

კახა:

"მე რჩე­ვა მჭირ­დე­ბა და ვიცი, ნიკო აუ­ცი­ლებ­ლად და­მეხ­მა­რე­ბა კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის პოვ­ნა­ში... მალე სკო­ლას და­ვამ­თავ­რებ. მინ­და, მო­მა­ვალ­ში მსა­ხი­ო­ბი გავ­ხდე, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ყვე­ლა ხე­ლო­ვა­ნი უფუ­ლო­ბას უჩი­ვის, ამ ოც­ნე­ბა­ზე თუ მი­ზან­ზე უა­რის თქმას ვა­პი­რებ. ნიკო, რო­გორ ფიქ­რობ, ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა მარ­თლაც ეკ­ლი­ა­ნია? შენი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მი­ზი­ა­რე, რა. ბო­ლოს და ბო­ლოს, შენც ხომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვი­თო­ბის წყა­ლო­ბით გახ­დი და მი­პა­სუ­ხე, ამ საქ­მე­ში იღ­ბა­ლი რა როლს თა­მა­შობს? ნიჭი ნუ­ლის ტოლ­ფა­სია? რა არის შენი წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო ფორ­მუ­ლა?.."

ნიკო ბე­რი­ძე:

- პირ­ველ რიგ­ში, თუ მსა­ხი­ო­ბო­ბა გინ­და, მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ბო­ლომ­დე უნდა იბ­რძო­ლო. თუ ამ ოც­ნე­ბა­ზე უა­რის თქმას აპი­რებ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ არ გნ­დო­მე­ბია. მოკ­ლედ, კარ­გად და­ფიქ­რდი და გა­ა­ა­ნა­ლი­ზე, სი­ნამ­დვი­ლე­ში რა გინ­და? კარ­გია, თუ ადა­მი­ანს მე­ო­რე პრო­ფე­სი­აც აქვს. პი­რა­დად მე, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი და პა­რა­ლე­ლუ­რად, ვო­კალ­ზეც დავ­დი­ო­დი. რთუ­ლია ამ პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბა, ის მარ­თლა ბევრ მსხვერ­პლს მო­ი­თხოვს შენ­გან, მაგ­რამ თუ საქ­მეს გუ­ლი­თა და სუ­ლით გა­ა­კე­თებ, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­გი­ვა. არ გა­ში­ნებ, უბ­რა­ლოდ, გე­უბ­ნე­ბი, - მო­მა­ვალ­ში ძა­ლი­ან ბევრ სირ­თუ­ლეს­თან მო­გი­წევს შე­ჯა­ხე­ბა, ცხოვ­რე­ბა­ში ბევრ ცუდ­საც ნა­ხავ და კარ­გსაც... ხე­ლო­ვა­ნის ცხოვ­რე­ბა "ეკ­ლი­ა­ნია". პი­რა­დად მე, შე­მიძ­ლია და­გარ­წმუ­ნო იმა­ში, რომ რაც 25 წლის ასაკ­ში გა­მოვ­ლი­ლი მაქვს, ბევრ 70 წლის კაც­საც შე­იძ­ლე­ბა არ ჰქონ­დეს გა­მოვ­ლი­ლი. ოდეს­მე ერ­თმა­ნეთს თუ შევ­ხვდე­ბით, და­ნარ­ჩენ­ზე მერე ვი­ლა­პა­რა­კოთ... ჩემს შემ­თხვე­ვა­ში, წარ­მა­ტე­ბა შემ­თხვე­ვი­თო­ბას ნამ­დვი­ლად არ მო­უ­ტა­ნია, ეს 11-წლი­ა­ნი შრო­მის შე­დე­გი იყო. წარ­მა­ტე­ბა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლი კი არა, ბიძ­გია, რო­მე­ლიც გზა­ზე დად­გო­მა­სა და მის გავ­ლას შე­გაძ­ლე­ბი­ნებს!.. იღ­ბა­ლიც სა­ჭი­როა, მაგ­რამ არა - მთა­ვა­რი. შრო­მის შე­დე­გად მიზ­ნის მიღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია! ასე რომ, შენ­სას მი­ა­წე­ქი, ძმაო, იბ­რძო­ლე და ნუ­რაფ­რის შე­გე­შინ­დე­ბა!

აქვს თუ არა ნიკო ბე­რი­ძეს პო­ლი­ტი­კო­სო­ბის სურ­ვი­ლი

ხა­ნუ­მა:

"კარ­გი შვი­ლე­ბი გა­უზ­რდი­ხართ მშობ­ლებს... ერთი კი­თხვა მაქვს: შენი აზ­რით, ხე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კა­ში რა დო­ზით უნდა ჩა­ე­რი­ოს და სხვე­ბის მსგავ­სად, თა­ვა­დაც ხომ არ გიჩ­ნდე­ბა პო­ლი­ტი­კო­სო­ბის სურ­ვი­ლი (დღეს ყვე­ლა პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლია და ალ­ბათ არც შენ ხარ გა­მო­ნაკ­ლი­სი)?.. მინ­და, წარ­მა­ტე­ბა გი­სურ­ვო. უფალს ჰყვა­რე­ბი­ხარ, ასე ად­ვი­ლად რომ მი­აღ­წიე პო­პუ­ლა­რო­ბას და შე­ძე­ლი, ხალ­ხის­თვის თავი და­გე­მახ­სოვ­რე­ბი­ნა. უფა­ლი შე­გე­წი­ოს. გა­მო­გი­ტყდე­ბი და გო­გო­ნე­ბი რომ მყავ­დეს, შე­ვეც­დე­ბო­დი, ისი­ნი შენ­თვის გა­მეც­ნო. ისე, ვინ­მე შე­გუ­ლე­ბუ­ლი ხომ არ გყავს სა­ცო­ლედ? შე­უძ­ლე­ბე­ლია, ვინ­მე არ მოგ­წონ­დეს..."

ნიკო ბე­რი­ძე:

- ცხა­დია, ხე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კა­ში ზედ­მე­ტად არ უნდა ჩა­ე­რი­ოს. სა­სა­ცი­ლოა ყვე­ლა ის დიდი ადა­მი­ა­ნი, ვინც ამ "კლო­უ­ნებ­ში" გა­ე­რე­ვა. თუმ­ცა­ღა, კლო­უ­ნო­ბა უძ­ვე­ლე­სი და ამავდრო­უ­ლად, დიდი ხე­ლოვ­ნე­ბაა, ამას პო­ლი­ტი­კო­სო­ბას არც კი შე­ვა­და­რებ... კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, წარ­მა­ტე­ბა ჩე­მამ­დე იო­ლად არ მო­სუ­ლა. ვი­საც ერთ დღე­ში მის­დის პო­პუ­ლა­რუ­ლო­ბა, ასე­თი ადა­მი­ა­ნი მხო­ლოდ პა­ტა­რა "კლო­უ­ნია"... იცი, რა, სა­ცო­ლედ შე­გუ­ლე­ბუ­ლი ნამ­დვი­ლად არა­ვინ მყავს. გმად­ლობ, ჩემს სა­ხელ­ზე წე­რი­ლი რომ გა­მოგ­ზავ­ნე.

"ჩემი სა­დე­დამ­თი­ლო ქმრის ფუ­ლე­ბით ტრა­ბა­ხობს"

ელე­ნე:

"გა­მარ­ჯო­ბა. ნიკო, კარ­გი ადა­მი­ა­ნი ხარ და შენ­გან რჩე­ვა მჭირ­დე­ბა. საქ­მე ის არის, რომ მყავს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ მისი მშობ­ლე­ბი მი­წუ­ნე­ბენ: ისე­თი ოჯა­ხის შვი­ლი არ არის, რო­გო­რიც გვინ­დო­და. თან, ტან­და­ბა­ლი­აო და სწავ­ლაც ვერ გა­აგ­რძე­ლაო. ჩემი ოჯა­ხი იმი­ტომ არ მო­უ­ვი­დათ თვალ­ში, რომ ღა­რი­ბუ­ლად ვცხოვ­რობთ. დედა ვაჭ­რობს, მამა - მას ეხ­მა­რე­ბა და ასე წვა­ლებ-წვა­ლე­ბით გაგ­ვაქვს თავი. ტან­და­ბა­ლი არ ვარ, 167 სმ გახ­ლა­ვართ, მაგ­რამ ის ქალი ამ­ბობს: მე შხვარ­თი გოგო მინ­დაო. ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის მა­მას რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ზია აქვს, დედა კი დი­ა­სახ­ლი­სობს და ქმრის ფუ­ლე­ბით ტრა­ბა­ხობს. მარ­თა­ლია, გიგი მე­უბ­ნე­ბა: გთხოვ, ამ ყვე­ლა­ფერს ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ციო, ცო­ლად რომ მო­გიყ­ვან, მერე და­წყნარ­დე­ბი­ან და ვე­რა­ვინ ვე­ღა­რა­ფერს გა­გი­ბე­დავ­სო, მაგ­რამ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ამ ყვე­ლა­ფერს ყუ­რა­დღე­ბა არ მი­ვაქ­ციო? ბო­ლოს და ბო­ლოს, მეც ხომ მაქვს თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა?.. ნიკო, ბო­დი­ში, რომ ჩემი პრობ­ლე­მა თავს მო­გახ­ვიე, მაგ­რამ შენც ხომ ბიჭი ხარ და მი­თხა­რი, ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის ად­გი­ლას, რო­გორ მო­იქ­ცე­ო­დი? მის ოჯახ­ში შეს­ვლა ღირს თუ არა? რჩე­ვის­თვის წი­ნას­წარ გიხ­დი მად­ლო­ბას. მერ­წმუ­ნე, შენს სი­ტყვებს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ!"

ნიკო ბე­რი­ძე:

- უფ­ლე­ბა არ მაქვს, გი­თხრა, - "და­ი­კი­დე"-მეთ­ქი, მით უმე­ტეს, თუ ის ბიჭი ასეთ სი­ტყვებს გე­უბ­ნე­ბა და გა­ნუ­გე­შებს კი­დეც... იცი, რა, ყვე­ლა­ფე­რი პი­როვ­ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. პი­რა­დად მე, "და­ვი­კი­დებ­დი" მთელ ოჯახს და თან, ამას ყვე­ლას ვაგ­რძნო­ბი­ნებ­დი. მთა­ვა­რია, ერ­თმა­ნე­თი გიყ­ვარ­დეთ. თუ მის სიყ­ვა­რულ­ში ეჭვი გე­პა­რე­ბა და თა­ვა­დაც ვერ გარ­კვე­ულ­ხარ სა­კუ­თარ გრძნო­ბებ­ში, დრო­ზე და­შორ­დი, თო­რემ მერე უფრო მტკივ­ნე­უ­ლი გახ­დე­ბა გან­შო­რე­ბა... გე­ნაც­ვა­ლე, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ძა­ლი­ან მა­გა­რი გოგო ხარ. თუ უყ­ვარ­ხარ, ბო­ლომ­დე უნდა უყ­ვარ­დე და რო­გორც ყვე­ლა ნორ­მა­ლუ­რი კაცი მო­იქ­ცე­ო­და, ისე უნდა მო­იქ­ცეს და შენ გვერ­დით იყოს ყვე­ლა­ნა­ი­რად!.. ახლა მის მშობ­ლებს რაც შე­ე­ხე­ბა: მოვა დრო, როცა "და­ერ­ხე­ვათ" და მერე სად წავ­ლენ? გიყ­ვარ­დეს შენი ოჯა­ხი ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ტად! პი­რა­დად მე, შენი ოჯა­ხი უფრო მე­ტად მომ­წონს, ვიდ­რე შენი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის გა­ყო­ყო­ჩე­ბუ­ლი დე­დი­სა და მა­მის ფრი­ად სა­სა­ცი­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა. სწო­რედ მათ­ნა­ირ ადა­მი­ა­ნებს ვე­ძა­ხი უინ­ტე­ლექ­ტოს და გო­იმს. გო­იმს არა, ბო­დი­ში, ბანძს (მა­პა­ტი­ეთ ამ სი­ტყვე­ბის­თვის)... ისე­თი ოჯა­ხის შვი­ლი არ არის, რო­გო­რიც გვინ­დაო, არა? სა­სა­ცი­ლოა! და­მი­ჯე­რე, შენ და შენი ოჯა­ხის წევ­რე­ბი უფრო მდიდ­რე­ბი ხართ, ვიდ­რე ისი­ნი... და­ი­მახ­სოვ­რე: სა­კუ­თარ არ­ჩე­ვან­ზე თა­ვად­ვე ვართ პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი და უდ­რტვინ­ვე­ლად უნდა შე­ვე­გუ­ოთ ნე­ბის­მი­ერ შე­დეგს, რა­საც სი­ცო­ცხლე­ში გა­დად­გმუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯი თუ ნათ­ქვა­მი სი­ტყვა მოგ­ვი­ტანს. ასე რომ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ვად უნდა მი­ი­ღო, მაგ­რამ მა­ნამ­დე კარ­გად უნდა და­ფიქ­რდე. მა­გა­რი გოგო ხარ და პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თარ თავ­ზე უნდა იფიქ­რო. გკოც­ნი.

და­ბო­ლოს, ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა გა­მოხ­მა­უ­რე­ბის­თვის. წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ!

ლიკა ქა­ჯა­ია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

არის თუ არა სოფო ნიჟარაძე კომფორტული პარტნიორი ნიკო ბერიძისთვის

არის თუ არა სოფო ნიჟარაძე კომფორტული პარტნიორი ნიკო ბერიძისთვის

მარჯანა:

"გამარჯობა, ნიკო. სამწუხაროდ, შენ შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, მხოლოდ "ჯეოსტარიდან" გიცნობ. ვფიქრობ, საინტერესო ადამიანი ხარ. მაინტერესებს, სპექტაკლზე "ვერის უბნის მელოდიები" მართლა მილიონი დაიხარჯა? ამის შესახებ რა იცი? ეკრანს მიღმა, სოფო როგორი ადამიანია? კომფორტული პარტნიორია? სხვათა შორის, მე სოფოს ფანი ვარ და მასზე ლექსებიც კი მაქვს დაწერილი... ნიკო, იმედია, გულახდილი იქნები და ჩემს შეკითხვებს უპასუხებ. წინასწარ გიხდი მადლობას".

ნიკო ბერიძე:

- მეც ვფიქრობ, რომ საინტერესო ადამიანი ვარ (იცინის)... ნამდვილად ვერ გეტყვი, რამდენი დაიხარჯა სპექტაკლზე, რადგან ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. ისე, იმდენი რომ დაეხარჯათ, რამდენი ლარიც თავად დაასახელე, მგონი, ღირდა, რადგან ძალიან კარგი სპექტაკლი იყო და თავისუფლად გაუწევდა კონკურენციას სხვა დანარჩენ ევროპულ მიუზიკლებს... სოფოს რაც შეეხება, ის უმაგრესი გოგოა. არაჩვეულებრივი მომღერალი და კარგი ადამიანია! მას შეუძლია, ნებისმიერს გაუგოს, ადა­მიანების შეცნობის უდიდესი ნიჭი აქვს. მიხარია, რომ სცენაზე პარტნიორები ვიყავით და ვფიქრობ, მასთან ერთად მუშაობა კიდევ, თანაც - არაერთხელ მომიწევს! P.S ამ ყველაფრის წერისას სრულიად გულახდილი ვიყავი. კიდევ რაიმე კითხვა თუ გაგიჩნდა, უკვე იცი, სად და ვის უნდა მიმართო... წარმატებებს გისურვებ!"

"ის ძალიან მიყვარს"

მ.ა.ლ.ი:

"ქართველი მომღერლებიდან მხოლოდ ერთი მიყვარს - ეს არის ნიკო ბერიძე. მომწონს მისი ხმა და როცა "ჯეოსტარი" დატოვა, ძალიან ვინერვიულე. არადა, "ჯეოსტარი 2011-ის" დაწყების დღიდან აქტიურად ვგულშემატკივრობდი ამ ადამიანს. ძალიან მომწონს მისი ხმა და იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ ხშირად გამოჩნდება ტელეეკრანზე. იქნებ ერთხელ მეც ვნახო სადმე, შემთხვევით... ამბობენ, რომ მხიარული ადამიანია. ეს სიმართლეა? ამ ბოლო დროს აღარ ჩანს ეკრანზე, რაც ძალიან მაწუხებს. მინდა აქტიური იყოს და იმღეროს. ის ხომ ძალიან ნიჭიერია. იმედია, მალე გააქტიურდება და ადრე თუ გვიან, მის კონცერტზეც ამოვყოფ თავს. ძალიან მაინტერესებს, მომავალში რას აპირებს? მისგან რაიმე სიურპრიზს უნდა ველოდოთ?"

ნიკო ბერიძე:

- პირველ რიგში, მადლობას გიხდი ასეთი სიტყვებისთვის... მხიარული ვარ თუ არა, ამას მაშინ გაიგებ, როცა შემხვდები. ისე კი, მგონი, მხიარული ნამდვილად ვარ... რაც შეეხება ჩემს გეგმებს: მალე იხილავთ კლიპს. ჩემო კარგო, მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ყველა ტელეკამერაში ძვრება. მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ე.წ. შოუბიზნესში ასეთები მართლაც, მრავლად არიან. შეურაცხყოფას რასაკვირველია, არავის ვაყენებ, მაგრამ დროა, ვაზელინი მოვიშოროთ თავიდან. ისე, ზოგჯერ ეკრანზე მეც ვჩანვარ ხოლმე, მაგრამ ალბათ შენ ვერ მხედავ.

რა აკლია ქართულ შოუბიზნესს

ქეთა:

"ნიკო, უცნაურად გამოჩნდი ეკ­რანზე და ასევე უცნაურად გაქრი? საინტერესოა, ახლა რას საქმიანობ? კი, ინტერვიუდან გავიგე, რომ ბათუმის ტელევიზიაში მუშაობ, მაგრამ როგორც ხელოვანი, რატომ არ აქტიურობ? სხვათა შორის, შენს ძმასაც "ვბალელშჩიკობდი", "მაესტროს" პროექტში რომ მონაწილეობდა და ამას შენ გამო ვაკეთებდი. ძალიან მინდა, ხშირად გნახო. შენნაირი ნიჭიერი და თანაც, სიმპათიური ბიჭები ნამდვილად აკლია ჩვენს ქართულ შოუბიზნესს. გამიხარდება, თუ ჩემს "ესემესს" უპასუხებ. გკოცნი. P.S შეიძლება, "ფეისზე" დაგიმეგობრდე?"

ნიკო ბერიძე:

"უცნაურად გამოვჩნდი თუ არა, ვერ გეტყვი, მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია, რომ 14 წელია, ამ საქმეში ვარ ჩართული და ჩემ შესახებ საზოგადოებამ მხოლოდ იმის 40% იცის, რაც მიკეთებია. ამას იმიტომ კი არ გეუბნები, რომ რაღაცაზე გული მწყდება. უბრალოდ, შენს კითხვას ვცემ სრულ პასუხს... დიახ, ვმუშაობ ტელევიზიაში და აქტიურად ვმონაწილეობ ამა თუ იმ კონცერტში. კიდევ, ჩავწერე სიმღერა, რომელზეც კლიპის გადაღებას ვაპირებ. ვწერ დუეტს ერთ უნიჭიერეს ქართველ გოგონასთან ერთად, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს და საქართველოში ცოტა ვინმეს თუ სმენია მის შესახებ. ასე რომ, სულაც არ მივიჩნევ თავს "დაკარგულად". თუ ტელეეკრანზე ხშირად არ ვჩანვარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცას არ ვაკეთებ. მირჩევნია, დიდხანს არ გამოვჩნდე და ღირებული პროდუქტი შევთავაზო საზოგადოებას, ვიდრე სულ კამერის წინ ვიჯდე და ცუდი სიმღერები ჩავწერო... ჩემს ძმას რაც შეეხება: პროექტში მისმა გამარჯვებამ ძალიან გამახარა. ის ღირსი იყო მოგების და ეს შეძლო კიდეც! P.S Fაცებოოკ-ზე უნდა დამიმეგობრდე, აბა, რა უნდა ქნა?! გელოდები!"

"ცუდია, რომ შეყვარებულს დაშორდი"

ასმათი:

"გამარჯობა. თქვენთვის აქამდე არასდროს არაფერი მომიწერია, მაგრამ ნიკოს ინტერვიუ ისე მომეწონა, რომ მესიჯის აკრების სურვილი გამიჩნდა. მას არც არაფერს ვთხოვ, უბრალოდ, მინდა, მის მიმართ ჩემი სიმპათია გამოვხატო. შენი გოგო, თეო ძალიან მომწონდა. ცუდია, რომ დაშორდით. არადა, ძალიან კარგი წყვილი იქნებოდით... წარმატებებს გისურვებ!"

ნიკო ბერიძე:

- მადლობა, ასმათ, გენაცვალე, კარგი ხარ!.. თეო უდავოდ, ნიჭიერი გოგოა და მას პატივს ვცემ. ალბათ, კარგი წყვილიც ვიყავით, მაგრამ ასეც ხდება ხოლმე. ცხოვრებაში შეყვარებულების დაშორებაზე უფრო ცუდი და მნიშვნელოვანი რაღაცებიც ხდება. ადამიანები რომ შორდებიან, ეს ნორმალური პროცესია. ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება ხოლმე... წერილის გამოგზავნისთვის მადლობას კიდევ ერთხელ გიხდი.

ჟურნალისტზე გაბრაზებული ცნობისმოყვარე მკითხველი

ელა:

"გამარჯობა. გამაგიჟა ამ ჟურნალისტების არაკომპეტენტურობამ :)). მაინტერესებს, რატომ არ ჩაეძიეთ და არ ჰკითხეთ, რატომ დაშორდა საცოლეს? ვინაიდან ეს თქვენ არ გააკეთეთ, მინდა გითხრათ, რომ ნამდვილი ჟურნალისტი არ ხართ... იმედია, ამ სიტყვების გამო არ "დამბლოკავთ" და ნიკოს ჩემს მესიჯს გადასცემთ: ნიკო, რატომ დაშორდი საცოლეს? ამის მიზეზი რა იყო? იქნებ შენ გაგიწია გულმა სხვისკენ? აღიარე, რომ კაცები უგულოები ხართ და დავამთავროთ "ბაზარი". არადა, იმ გოგოსთან ერთად, სიმღერაც კი ჩაწერე თურმე. საქვეყნოდ თქვი, - ჩემი საცოლეაო, მერე კი მიატოვე. ეს რას ნიშნავს? მას ხომ საზოგადოება შენ გვერდით "ხედავდა" და რომ მიატოვე, როგორ ფიქრობ, ამით სახელი არ გაუტეხე?.."

ნიკო ბერიძე:

- ჟურნალისტთან რა გინ­და? მე ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს ამ ინტერვიუს ჩაწე­რის დროს... რაც შეეხება შენს კითხვას: თეო ჩემი საცოლე არასოდეს ყოფილა და ეს არც არსად მითქვამს. ასე რომ, ცრუ ინფორმაცია გაქვს, ელა! მოდი, მიზეზებზე არ ვისაუბრებ, ეს ნამდვილად არ დაგაინტერესებს. უბრალოდ, ერთ რამეს გეტყვი, იმ პერიოდში ნამდვილად არ გაუწევია ჩემს გულს სხვისკენ. და აქვე მინდა, შენი სიტყვები, - "კაცები უგულოები ხართ" "გავანეიტრალო": იმხელა გული მაქვს (საკუთარ თავზე და ჩემს ორგანოებზე რომ ვლაპარაკობ, ეს ლამაზი არ არის, მაგრამ რადგან კითხვა დაისვა, ვიტყვი ბარემ), რომ ძალიან ბევრის დატევა შეუძლია, მთავარია, ადამიანი ამას იმსახურებდეს და გინდ ქალი იყოს, გინდაც - ძმაკაცი, მეგობარი! და ეგ ჩემს საცოლეზე "ბაზარი" ვიღაცამ ცუდად მოგაწოდა. მაჩვენე ინტერვიუ, სადაც ეს სიტყვები ვთქვი და ხელებს ავწევ, დაგნებდები... მართალია, მასთან ერთად დუეტი ჩავწერე და საკმაოდ კარგიც გამოვიდა. დაბოლოს, რაც შეეხება სახელის გატეხას: ეგ უკვე შენ "ჩისტა" "გრუზინულად" გამოგივიდა, ცოტას "წაუაზიურებ", რაც არა მგონია, კარგი იყოს. რა შუაშია სახელის გატეხა? ადამიანებს ერთმანეთი რომ უყვართ და მერე შორდებიან, ეს სახელის გატეხის ტოლფასია?.. ცხოვრებაა ეს, ელა, პატარავ და შეეგუე...

"ბარბები" არასოდეს მომწონდა"

მიკა:

"მე ამ ბიჭის ფანი ვარ. მაინტერესებს, როგორი გოგონები მოსწონს და ქალის შეფასებისას, რას ანიჭებს უპირატესობას? რას ფიქრობს ვირტუალურ სიყვარულზე? პასუხისთვის წინასწარ გიხდით მადლობას..."

ნიკო ბერიძე:

- მეც შენი ფანი ვარ... ერთი კონკრეტული სტერეოტიპი არ გამაჩნია. მთავარია, ქალში რაღაცამ მომხიბლოს. "ბარბები" არასოდეს მომწონდა - ამ ლამაზი თოჯინას სახელით ხომ ძირითადად, უჭკუო და გამოგონილ სტერეოტიპებს აყოლილი ქაჯი გოგონები სარგებლობენ. მოკლედ, არა აქვს მნიშვნელობა თმის ფერს. მთავარია, შარმიანი იყოს, ცხოვრებისეული ინტელექტი იგრძნობოდეს. აქვე დავაკონკრეტებ: ამ შემთხვევაში, წიგნიერებას არ ვგულისხმობ. ადამიანს შეიძლება, არც ერთი წიგნი არ გქონდეს წაკითხული, მაგრამ სხვებზე ბევრად განათლებული იყოს. და კიდევ, ვირტუალურ სიყვარულს რაც შეეხება: ამაზე ვერაფერს გეტყვი, რადგან მსგავსი რამ თავად არასდროს დამმართნია...

წარმატების ფორმულა...

კახა:

"მე რჩევა მჭირდება და ვიცი, ნიკო აუცილებლად დამეხმარება კითხვაზე პასუხის პოვნაში... მალე სკოლას დავამთავრებ. მინდა, მომავალში მსახიობი გავხდე, მაგრამ ვინაიდან ყველა ხელოვანი უფულობას უჩივის, ამ ოცნებაზე თუ მიზანზე უარის თქმას ვაპირებ. ნიკო, როგორ ფიქრობ, ხელოვანი ადამიანის ცხოვრება მართლაც ეკლიანია? შენი გამოცდილება გამიზიარე, რა. ბოლოს და ბოლოს, შენც ხომ წარმატებული შემთხვევითობის წყალობით გახდი და მიპასუხე, ამ საქმეში იღბალი რა როლს თამაშობს? ნიჭი ნულის ტოლფასია? რა არის შენი წარმატების საიდუმლო ფორმულა?.."

ნიკო ბერიძე:

- პირველ რიგში, თუ მსახიობობა გინდა, მიზნის მისაღწევად ბოლომდე უნდა იბრძოლო. თუ ამ ოცნებაზე უარის თქმას აპირებ, ეს იმას ნიშნავს, რომ არ გნდომებია. მოკლედ, კარგად დაფიქრდი და გააანალიზე, სინამდვილეში რა გინდა? კარგია, თუ ადამიანს მეორე პროფესიაც აქვს. პირადად მე, დიპლომატიური მაქვს დამთავრებული და პარალელურად, ვოკალზეც დავდიოდი. რთულია ამ პროფესიის დაუფლება, ის მართლა ბევრ მსხვერპლს მოითხოვს შენგან, მაგრამ თუ საქმეს გულითა და სულით გააკეთებ, ყველაფერი გამოგივა. არ გაშინებ, უბრალოდ, გეუბნები, - მომავალში ძალიან ბევრ სირთულესთან მოგიწევს შეჯახება, ცხოვრებაში ბევრ ცუდსაც ნახავ და კარგსაც... ხელოვანის ცხოვრება "ეკლიანია". პირადად მე, შემიძლია დაგარწმუნო იმაში, რომ რაც 25 წლის ასაკში გამოვლილი მაქვს, ბევრ 70 წლის კაცსაც შეიძლება არ ჰქონდეს გამოვლილი. ოდესმე ერთმანეთს თუ შევხვდებით, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ... ჩემს შემთხვევაში, წარმატება შემთხვევითობას ნამდვილად არ მოუტანია, ეს 11-წლიანი შრომის შედეგი იყო. წარმატება დანიშნულების ადგილი კი არა, ბიძგია, რომელიც გზაზე დადგომასა და მის გავლას შეგაძლებინებს!.. იღბალიც საჭიროა, მაგრამ არა - მთავარი. შრომის შედეგად მიზნის მიღწევა შესაძლებელია! ასე რომ, შენსას მიაწექი, ძმაო, იბრძოლე და ნურაფრის შეგეშინდება!

აქვს თუ არა ნიკო ბერიძეს პოლიტიკოსობის სურვილი

ხანუმა:

"კარგი შვილები გაუზრდიხართ მშობლებს... ერთი კითხვა მაქვს: შენი აზრით, ხელოვანი პოლიტიკაში რა დოზით უნდა ჩაერიოს და სხვების მსგავსად, თავადაც ხომ არ გიჩნდება პოლიტიკოსობის სურვილი (დღეს ყველა პოლიტიზებულია და ალბათ არც შენ ხარ გამონაკლისი)?.. მინდა, წარმატება გისურვო. უფალს ჰყვარებიხარ, ასე ადვილად რომ მიაღწიე პოპულარობას და შეძელი, ხალხისთვის თავი დაგემახსოვრებინა. უფალი შეგეწიოს. გამოგიტყდები და გოგონები რომ მყავდეს, შევეცდებოდი, ისინი შენთვის გამეცნო. ისე, ვინმე შეგულებული ხომ არ გყავს საცოლედ? შეუძლებელია, ვინმე არ მოგწონდეს..."

ნიკო ბერიძე:

- ცხადია, ხელოვანი პოლიტიკაში ზედმეტად არ უნდა ჩაერიოს. სასაცილოა ყველა ის დიდი ადამიანი, ვინც ამ "კლოუნებში" გაერევა. თუმცაღა, კლოუნობა უძველესი და ამავდროულად, დიდი ხელოვნებაა, ამას პოლიტიკოსობას არც კი შევადარებ... კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წარმატება ჩემამდე იოლად არ მოსულა. ვისაც ერთ დღეში მისდის პოპულარულობა, ასეთი ადამიანი მხოლოდ პატარა "კლოუნია"... იცი, რა, საცოლედ შეგულებული ნამდვილად არავინ მყავს. გმადლობ, ჩემს სახელზე წერილი რომ გამოგზავნე.

"ჩემი სადედამთილო ქმრის ფულებით ტრაბახობს"

ელენე:

"გამარჯობა. ნიკო, კარგი ადამიანი ხარ და შენგან რჩევა მჭირდება. საქმე ის არის, რომ მყავს შეყვარებული, მაგრამ მისი მშობლები მიწუნებენ: ისეთი ოჯახის შვილი არ არის, როგორიც გვინდოდა. თან, ტანდაბალიაო და სწავლაც ვერ გააგრძელაო. ჩემი ოჯახი იმიტომ არ მოუვიდათ თვალში, რომ ღარიბულად ვცხოვრობთ. დედა ვაჭრობს, მამა - მას ეხმარება და ასე წვალებ-წვალებით გაგვაქვს თავი. ტანდაბალი არ ვარ, 167 სმ გახლავართ, მაგრამ ის ქალი ამბობს: მე შხვართი გოგო მინდაო. ჩემი შეყვარებულის მამას რამდენიმე მაღაზია აქვს, დედა კი დიასახლისობს და ქმრის ფულებით ტრაბახობს. მართალია, გიგი მეუბნება: გთხოვ, ამ ყველაფერს ყურადღება არ მიაქციო, ცოლად რომ მოგიყვან, მერე დაწყნარდებიან და ვერავინ ვეღარაფერს გაგიბედავსო, მაგრამ როგორ შეიძლება, ამ ყველაფერს ყურადღება არ მივაქციო? ბოლოს და ბოლოს, მეც ხომ მაქვს თავმოყვარეობა?.. ნიკო, ბოდიში, რომ ჩემი პრობლემა თავს მოგახვიე, მაგრამ შენც ხომ ბიჭი ხარ და მითხარი, ჩემი შეყვარებულის ადგილას, როგორ მოიქცეოდი? მის ოჯახში შესვლა ღირს თუ არა? რჩევისთვის წინასწარ გიხდი მადლობას. მერწმუნე, შენს სიტყვებს აუცილებლად გავითვალისწინებ!"

ნიკო ბერიძე:

- უფლება არ მაქვს, გითხრა, - "დაიკიდე"-მეთქი, მით უმეტეს, თუ ის ბიჭი ასეთ სიტყვებს გეუბნება და განუგეშებს კიდეც... იცი, რა, ყველაფერი პიროვნებაზეა დამოკიდებული. პირადად მე, "დავიკიდებდი" მთელ ოჯახს და თან, ამას ყველას ვაგრძნობინებდი. მთავარია, ერთმანეთი გიყვარდეთ. თუ მის სიყვარულში ეჭვი გეპარება და თავადაც ვერ გარკვეულხარ საკუთარ გრძნობებში, დროზე დაშორდი, თორემ მერე უფრო მტკივნეული გახდება განშორება... გენაცვალე, დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი გოგო ხარ. თუ უყვარხარ, ბოლომდე უნდა უყვარდე და როგორც ყველა ნორმალური კაცი მოიქცეოდა, ისე უნდა მოიქცეს და შენ გვერდით იყოს ყველანაირად!.. ახლა მის მშობლებს რაც შეეხება: მოვა დრო, როცა "დაერხევათ" და მერე სად წავლენ? გიყვარდეს შენი ოჯახი ყველაფერზე მეტად! პირადად მე, შენი ოჯახი უფრო მეტად მომწონს, ვიდრე შენი შეყვარებულის გაყოყოჩებული დედისა და მამის ფრიად სასაცილო მდგომარეობა. სწორედ მათნაირ ადამიანებს ვეძახი უინტელექტოს და გოიმს. გოიმს არა, ბოდიში, ბანძს (მაპატიეთ ამ სიტყვებისთვის)... ისეთი ოჯახის შვილი არ არის, როგორიც გვინდაო, არა? სასაცილოა! დამიჯერე, შენ და შენი ოჯახის წევრები უფრო მდიდრები ხართ, ვიდრე ისინი... დაიმახსოვრე: საკუთარ არჩევანზე თავადვე ვართ პასუხისმგებელნი და უდრტვინველად უნდა შევეგუოთ ნებისმიერ შედეგს, რასაც სიცოცხლეში გადადგმული თითოეული ნაბიჯი თუ ნათქვამი სიტყვა მოგვიტანს. ასე რომ, გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღო, მაგრამ მანამდე კარგად უნდა დაფიქრდე. მაგარი გოგო ხარ და პირველ რიგში, საკუთარ თავზე უნდა იფიქრო. გკოცნი.

დაბოლოს, ყველას დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. წარმატებებს გისურვებთ!

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება