მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთად გადავარჩინოთ 6 წლის გოგონა - დაბრმავებისგან
ერთად გადავარჩინოთ 6 წლის გოგონა - დაბრმავებისგან

ბავ­შვო­ბა­ში წა­კი­თხულ­მა ნო­დარ დუმ­ბა­ძის ნა­წარ­მო­ე­ბებ­მა მთელ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ზე იქო­ნია გავ­ლე­ნა. მახ­სოვს ჩემი ემო­ცი­ე­ბი, რო­დე­საც პირ­ვე­ლად წა­ვი­კი­თხე "მე ვხე­დავ მზეს"; მა­შინ 6 წლის მა­რი­ამ (მარი) მარ­კო­ზი­ა­ზე ოდ­ნავ უფ­რო­სი ვი­ყა­ვი. მა­რი­ა­მი ვინ არის? - ის პა­ტა­რა და საყ­ვა­რე­ლი გო­გო­ნაა, რო­მელ­საც მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მის გამო არ შე­უძ­ლია, წიგ­ნე­ბი იკი­თხოს... სურ­ვი­ლი აქვს, მო­მა­ვალ­ში ექი­მი გახ­დეს და ყვე­ლა ბავ­შვს და­ეხ­მა­როს, მაგ­რამ მა­ნამ­დე, თა­ვად სჭირ­დე­ბა ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა!

ლე­ვან მარ­კო­ზია (მა­რი­ა­მის მამა):

- მა­რი­ამს აქვს მხედ­ვე­ლო­ბის ნერ­ვის თან­და­ყო­ლი­ლი დისპლა­ზია, რაც ნიშ­ნავს, რომ თუ დრო­უ­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა არ მოხ­დე­ბა, ბავ­შვი სა­ერ­თოდ და­კარ­გავს მხედ­ვე­ლო­ბას. ოპე­რა­ცია 20 ათა­სი ევრო ჯდე­ბა, ჩვენ კი ამ თან­ხის მოგ­რო­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვაქვს. რაც გაგ­ვაჩ­ნდა, უკვე ყვე­ლა­ფე­რი გავ­ყი­დეთ ან და­ვა­გი­რა­ვეთ, რათა მა­რის­თვის სრულ­ფა­სო­ვა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა.

- მა­რი­ა­მის გარ­და, ოჯახ­ში კი­დევ ერთი მძი­მე ავად­მყო­ფი გყავთ...

- დიახ, ჩემს დას ზურ­გის ტვი­ნის სიმ­სივ­ნის უშე­დე­გო ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­და. 6 თვე­ზე მე­ტია, ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზეა შე­ერ­თე­ბუ­ლი. გა­დარ­ჩე­ნის შან­სი თით­ქმის არ არ­სე­ბობს... ეს ტრა­გე­დია ჩემი შვი­ლის პრობ­ლე­მებ­მა გა­და­მა­ვი­წყა. მა­რი­ა­მი 3 წლის იყო, რო­დე­საც თვა­ლე­ბის ტკი­ვი­ლი და­ე­წყო. ექი­მებ­მა გვი­თხრეს, რომ მუდ­მი­ვი მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი იყო სა­ჭი­რო. ჰოდა, ყვე­ლა­ფე­რი გავ­ყი­დეთ და სა­ცხოვ­რებ­ლად მარ­ტვი­ლი­დან თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დით. აქ ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ვცხოვ­რობთ. უკვე ყვე­ლა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სი ამოვ­წუ­რეთ და მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბის იმე­დი დაგ­ვრჩა...

- რა სა­ხის მკურ­ნა­ლო­ბაა სა­ჭი­რო?

- მა­რი­ამს სჭირ­დე­ბა ლა­ზე­რუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა, რო­მე­ლიც თურ­ქეთ­ში, კერ­ძოდ კი სტამ­ბოლ­ში მდე­ბა­რე აჯი­ბა­დე­ნის კლი­ნი­კა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. ეს არის ჰარ­ვარ­დის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა. სამ­წუ­ხა­როდ, პრო­ცე­დუ­რის­თვის სა­ჭი­რო აპა­რა­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის. თურ­ქეთ­ში უკვე გავ­გზავ­ნეთ ბავ­შვის მო­ნა­ცე­მე­ბი და პა­სუ­ხი მოგ­ვი­ვი­და, რომ ერ­თთვი­ა­ნი სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ ორი­ვე თვა­ლის ნერ­ვის "გაღ­ვი­ძე­ბაა" შე­საძ­ლე­ბე­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მხედ­ვე­ლო­ბა მთლი­ა­ნად აღუდ­გე­ბა.

- ახლა რო­გო­რია ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა?

- მარ­ცხე­ნა თვა­ლი­დან სა­ერ­თოდ ვე­ღარ ხე­დავს, მარ­ჯვე­ნა თვალ­ში დარ­ჩე­ნი­ლი 0,2%-იანი მხედ­ვე­ლო­ბაც კი ყო­ველ­დღი­უ­რად უქ­ვე­ით­დე­ბა და თუ დრო­უ­ლი ჩა­რე­ვა არ მო­ხერ­ხდა, ვე­ღა­რა­ფერს და­ი­ნა­ხავს. ექიმ­მაც თქვა: თუ სას­წრა­ფოდ არ უმ­კურ­ნა­ლეთ, და­ა­ვა­დე­ბა მხედ­ვე­ლო­ბის ნერ­ვის სიმ­სივ­ნე­ში გა­და­იზ­რდე­ბა და ბავ­შვი დაბრმავ­დე­ბაო...

- სკო­ლა­ში მის ტა­რე­ბას თუ ახერ­ხებთ?

- სკო­ლა­ში სი­ა­რულს ყო­ველ­დღი­უ­რად ვერ ვა­ხერ­ხებთ, მაგ­რამ ვცდი­ლობთ, გაკ­ვე­თი­ლე­ბი იშ­ვი­ა­თად გა­ვაც­დი­ნოთ. წერა-კი­თხვა და გაკ­ვე­თი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად არ შე­უძ­ლია, მაგ­რამ ერთხელ რომ წა­უ­კი­თხავ რა­მეს, უკვე ზე­პი­რად იცის. მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მის გამო ბავ­შვის სკო­ლა­ში შეყ­ვა­ნა სა­ერ­თოდ არ გვინ­დო­და, მაგ­რამ მა­რიმ ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და, თა­ნა­ტო­ლე­ბის მსგავ­სად, სას­წავ­ლე­ბელ­ში რომ არ მი­ვიყ­ვა­ნეთ, ამი­ტომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შევ­ცვა­ლეთ და ახლა უკვე პირ­ვე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლეა. მას­წავ­ლებ­ლე­ბიც ხელს გვი­წყო­ბენ და ისე ექ­ცე­ვი­ან, რო­გორც სა­კუ­თარ შვილს. მა­რის ბავ­შვებ­თა­ნაც კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. ხში­რად, რა­საც თა­ვის­თვის ყი­დუ­ლო­ბენ, ჩემი შვი­ლის­თვი­საც მო­აქვთ ხოლ­მე... კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის წყა­ლო­ბით, 3 დე­კემ­ბერს, 6 სა­ათ­ზე, თბი­ლი­სის "არტ-ჰოლ­ში" მა­რის და­სახ­მა­რებ­ლად საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თე­ბა. ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა უკვე და­წყე­ბუ­ლია. ჩვენ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმე­დი­ღა დაგ­ვრჩა. გვჯე­რა, რომ დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან და ჩვე­ნი ერ­თა­დერ­თი შვი­ლი დაბრმა­ვე­ბას გა­და­ურ­ჩე­ბა...

მა­რი­ა­მის და­სახ­მა­რებ­ლად TBC ბან­კში ან­გა­რი­შია გახ­სნი­ლი:

GE52TB7067545063600045

მიმ­ღე­ბი: მე­დეა თო­ლორ­და­ვა (მა­რი­ა­მის დედა). მაგ­თის, ჯე­ო­სე­ლი­სა და ბი­ლა­ი­ნის აბო­ნენ­ტებს კი შე­გიძ­ლი­ათ, დარ­ე­კოთ ნო­მერ­ზე: 0.901.200.250 (ზა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1 ლარი გახ­ლავთ). მე მჯე­რა, რომ ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით ჩვენ შევ­ძლებთ, ბავ­შვი დაბრმა­ვე­ბის­გან ვიხ­სნათ!

და­ბო­ლოს, ნო­დარ დუმ­ბა­ძეს და­ვე­სეს­ხე­ბი და გე­ტყვით: "... ჩვენ და­ვეს­წრე­ბით ბა­ჯაღ­ლო მზის ამოს­ვლას და მა­შინ ხა­ტია იტყვის ხმა­მაღ­ლა: ეს მე ვარ, ხა­ტია, მე გხე­დავთ თქვენ..."

თიკო მა­ღე­და­ნი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ერთად გადავარჩინოთ 6 წლის გოგონა - დაბრმავებისგან

ერთად გადავარჩინოთ 6 წლის გოგონა - დაბრმავებისგან

ბავშვობაში წაკითხულმა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებმა მთელ ჩემს ცხოვრებაზე იქონია გავლენა. მახსოვს ჩემი ემოციები, როდესაც პირველად წავიკითხე "მე ვხედავ მზეს"; მაშინ 6 წლის მარიამ (მარი) მარკოზიაზე ოდნავ უფროსი ვიყავი. მარიამი ვინ არის? - ის პატარა და საყვარელი გოგონაა, რომელსაც მხედველობის პრობლემის გამო არ შეუძლია, წიგნები იკითხოს... სურვილი აქვს, მომავალში ექიმი გახდეს და ყველა ბავშვს დაეხმაროს, მაგრამ მანამდე, თავად სჭირდება ჩვენი დახმარება!

ლევან მარკოზია (მარიამის მამა):

-  მარიამს აქვს მხედველობის ნერვის თანდაყოლილი დისპლაზია, რაც ნიშნავს, რომ თუ დროული ქირურგიული ჩარევა არ მოხდება, ბავშვი საერთოდ დაკარგავს მხედველობას. ოპერაცია 20 ათასი ევრო ჯდება, ჩვენ კი ამ თანხის მოგროვების საშუალება არ გვაქვს. რაც გაგვაჩნდა, უკვე ყველაფერი გავყიდეთ ან დავაგირავეთ, რათა მარისთვის სრულფასოვანი მკურნალობის კურსი ჩაგვეტარებინა.

-  მარიამის გარდა, ოჯახში კიდევ ერთი მძიმე ავადმყოფი გყავთ...

-  დიახ, ჩემს დას ზურგის ტვინის სიმსივნის უშედეგო ოპერაცია გაუკეთდა. 6 თვეზე მეტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობს... ეს ტრაგედია ჩემი შვილის პრობლემებმა გადამავიწყა. მარიამი 3 წლის იყო, როდესაც თვალების ტკივილი დაეწყო. ექიმებმა გვითხრეს, რომ მუდმივი მკურნალობის კურსი იყო საჭირო. ჰოდა, ყველაფერი გავყიდეთ და საცხოვრებლად მარტვილიდან თბილისში გადმოვედით. აქ ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ. უკვე ყველა მატერიალური რესურსი ამოვწურეთ და მხოლოდ საზოგადოების დახმარების იმედი დაგვრჩა...

-  რა სახის მკურნალობაა საჭირო?

-  მარიამს სჭირდება ლაზერული მკურნალობა, რომელიც თურქეთში, კერძოდ კი სტამბოლში მდებარე აჯიბადენის კლინიკაშია შესაძლებელი. ეს არის ჰარვარდის საუნივერსიტეტო კლინიკა. სამწუხაროდ, პროცედურისთვის საჭირო აპარატურა საქართველოში არ არის. თურქეთში უკვე გავგზავნეთ ბავშვის მონაცემები და პასუხი მოგვივიდა, რომ ერთთვიანი სხივური თერაპიის ჩატარების შემდეგ ორივე თვალის ნერვის "გაღვიძებაა" შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მხედველობა მთლიანად აღუდგება.

-  ახლა როგორია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

-  მარცხენა თვალიდან საერთოდ ვეღარ ხედავს, მარჯვენა თვალში დარჩენილი 0,2%-იანი მხედველობაც კი ყოველდღიურად უქვეითდება და თუ დროული ჩარევა არ მოხერხდა, ვეღარაფერს დაინახავს. ექიმმაც თქვა: თუ სასწრაფოდ არ უმკურნალეთ, დაავადება მხედველობის ნერვის სიმსივნეში გადაიზრდება და ბავშვი დაბრმავდებაო...

-  სკოლაში მის ტარებას თუ ახერხებთ?

-  სკოლაში სიარულს ყოველდღიურად ვერ ვახერხებთ, მაგრამ ვცდილობთ, გაკვეთილები იშვიათად გავაცდინოთ. წერა-კითხვა და გაკვე­თი­ლების მომზადება დამოუკიდებლად არ შეუძლია, მაგრამ ერთხელ რომ წაუკითხავ რა­მეს, უკვე ზეპირად იცის. მხედველობის პრობლემის გამო ბავშვის სკოლაში შეყვანა საერთოდ არ გვინდოდა, მაგრამ მარიმ ძალიან განიცადა, თანატოლების მსგავსად, სასწავლებელში რომ არ მივიყვანეთ, ამიტომ გადაწყვეტილება შევცვალეთ და ახლა უკვე პირველი კლასის მოსწავლეა. მასწავლებლებიც ხელს გვიწყობენ და ისე ექცევიან, როგორც საკუთარ შვილს. მარის ბავშვებთანაც კარგი ურთიერთობა აქვს. ხშირად, რასაც თავისთვის ყიდულობენ, ჩემი შვილისთვისაც მოაქვთ ხოლმე... კეთილი ადამიანების წყალობით, 3 დეკემბერს, 6 საათზე, თბილისის "არტ-ჰოლში" მარის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. ჩვენ მხოლოდ საზოგადოების იმედიღა დაგვრჩა. გვჯერა, რომ დაგვეხმარებიან და ჩვენი ერთადერთი შვილი დაბრმავებას გადაურჩება...

მარიამის დასახმარებლად TBC ბანკში ანგარიშია გახსნილი:

GE52TB7067545063600045

მიმღები: მედეა თოლორდავა (მარიამის დედა). მაგთის, ჯეოსელისა და ბილაინის აბონენტებს კი შეგიძლიათ, დარეკოთ ნომერზე: 0.901.200.250 (ზარის ღირებულება 1 ლარი გახლავთ). მე მჯერა, რომ ერთობლივი ძალებით ჩვენ შევძლებთ, ბავშვი დაბრმავებისგან ვიხსნათ!

დაბოლოს, ნოდარ დუმბაძეს დავესესხები და გეტყვით: "... ჩვენ დავესწრებით ბაჯაღლო მზის ამოსვლას და მაშინ ხატია იტყვის ხმამაღლა: ეს მე ვარ, ხატია, მე გხედავთ თქვენ..."

თიკო მაღედანი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია