Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ბიზნესვუმენი, ვისთანაც პრეზიდენტები ექიმთან ერთად დადიან
ქართველი ბიზნესვუმენი, ვისთანაც პრეზიდენტები ექიმთან ერთად დადიან

ფუ­ფა გოგ­ლი­ძე წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­ვუ­მე­ნი­ა. დრო­ის უმე­ტეს ნა­წილს სამ­სა­ხურ­ში ატა­რებს. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მუ­დამ ახერ­ხებს, დრო საქ­მე­სა და ოჯახ­ზე თა­ნაბ­რად გა­და­ა­ნა­წი­ლოს.

- ბავ­შვო­ბა­ში იუ­რის­ტო­ბა მინ­დო­და, ჩა­ვა­ბა­რე კი­დეც ვე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტე­ტ­ზე. შემ­დეგ გავ­თხოვ­დი და საცხ­ოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დი, ერ­თხანს მოს­კოვ­შიც ვცხოვ­რობ­დი. ხში­რად ვსტუმ­რობ­დი რეს­ტორ­ნებს, პრე­ტენ­ზი­უ­ლი კლი­ენ­ტი ვი­ყა­ვი და სწო­რედ მა­შინ და­ვინ­ტე­რეს­დი სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნე­სით. მა­ნამ­დე არას­დროს მი­ფიქ­რი­ა, სა­კუ­თა­რი თა­ვი ამ სფე­რო­ში გა­მო­მე­ცა­და, ასე ნელ­-ნე­ლა შე­მო­ვი­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბიზ­ნე­სი. თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ბორ­ტო კვე­ბის ბიზ­ნეს­ში ვი­ყა­ვი, ჩემ­მა ახ­ლობ­ლებ­მა ავი­ა­კომ­პა­ნი­ის გახ­სნა გა­დაწყ­ვი­ტეს, კე­ტე­რინ­გში (ბორ­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბა) და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. ეს ძა­ლი­ან სპე­ცი­ფი­კუ­რი სფე­რო­ა, მოს­კოვ­ში გა­ვი­ა­რე მას­ტერკლა­სი. თვით­მფრი­ნავ­ში საკ­ვე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ხუ­ფუ­ლი უნ­და შე­ვი­დეს, და­ნა ბლაგ­ვი უნ­და იყოს და ა.შ. სამ­წუ­ხა­როდ, ის ავი­ა­კომ­პა­ნია აღარ გა­იხ­სნა და სხვა­გან და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. ეს მოხ­და რვა წლის წინ. შემ­დეგ კა­ზი­ნოს სფე­რო­ში გა­და­ვი­ნაც­ვლე, მას თა­ვი­სე­ბუ­რი მარ­თვა სჭირ­დე­ბა. მე­რე მოხ­და ისე, რომ ბა­თუმ­ში წა­ვე­დი, სა­დაც "რე­დი­სო­ნის" შე­ნო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი კა­ზი­ნო, ბა­რი და კლუ­ბი ჩა­მა­ბა­რეს. 6 თვე ვი­ყა­ვი იმ ბიზ­ნეს­ში, შემ­დეგ კი "მსლაბ­ში" მო­მიწ­ვი­ეს. თა­ვი­დან პრო­მო­უ­ტე­რი ვი­ყა­ვი, ახ­ლა კი მმარ­თვე­ლი მე­ნე­ჯე­რი ვარ და ძა­ლი­ან მომ­წონს ეს სფე­რო.

-რა სირ­თუ­ლე­ებ­ი ახ­ლავს სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნე­სის აწყ­ო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში?

-სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს სკო­ლა, რო­მე­ლიც მო­ამ­ზა­დებს რეს­ტორ­ნე­ბის პერ­სო­ნალს, ამი­ტომ დი­დი შრო­მა გვი­წევს, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი გავ­ზარ­დოთ. ახ­ლა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ისე­თი ტენ­დენ­ცია წა­მო­ვი­და, რომ ახალ­გაზ­რდებს სურთ სა­კუ­თა­რი ჯი­ბის ფუ­ლი ჰქონ­დეთ და მუ­შა­ო­ბენ, თუნ­დაც მიმ­ტა­ნე­ბად. ყვე­ლა ქვეყ­ნის რეს­ტო­რანს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის კულ­ტუ­რა სჭირ­დე­ბა, ამი­ტომ დი­დი ტრე­ნინ­გე­ბი გვი­წევს. ეს ურ­თუ­ლე­სი ბიზ­ნე­სი­ა, ბევ­რს არ სჯე­რა, მაგ­რამ თვი­თონ რომ გახ­სნი­ან პა­ტა­რა კა­ფეს, მე­რე მე­უბ­ნე­ბი­ან, ეს რა ყო­ფი­ლა­ო. ყვე­ლას ვერ მო­ა­წო­ნებ მომ­სა­ხუ­რე­ბას -ზოგს ინ­ტე­რი­ე­რი არ მოს­წონს, ზოგს - მუ­სი­კა, ზოგს - მომ­სა­ხუ­რე­ბა და ა.შ. ამი­ტომ მუდ­მი­ვად გი­წევს კლი­ენ­ტზე ზრუნ­ვა და მი­სი გე­მოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა.

-ვინ გეხ­მა­რე­ბათ ბიზ­ნეს­ში?

-მარ­ტო არას­დროს მი­მუ­შა­ვი­ა, ყო­ველ­თვის ჯგუფ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ­დი და აქამ­დე მო­ვე­დი. გან­სა­კუთ­რე­ბით შრო­მა­ტე­ვა­დი იყო ბიზ­ნე­სის გა­მარ­თვა ბა­თუმ­ში, დე­ტა­ლე­ბიც კი მე გა­ვა­კე­თე. ამ საქ­მეს ერ­თი წა­მი­თაც რომ მო­აკ­ლო ყუ­რადღ­ე­ბა, მე­ო­რე დღეს­ვე და­ეტყ­ო­ბა. რო­გორ­ღაც ვა­ხერ­ხებ, რომ არც საქ­მეს მო­ვაკ­ლო ყუ­რადღ­ე­ბა და არც სა­კუ­თარ თავს.

-ცნო­ბი­ლი­ა, რომ სწო­რედ თქვენს კლუბ­ში და­დი­ოდ­ნენ სტუმ­რად სამ­თავ­რო­ბო დე­ლე­გა­ცი­ე­ბი. რა მოთხ­ოვ­ნე­ბი აქვთ ქვეყ­ნის პირ­ველ პი­რებს?

-დი­ახ, უამ­რა­ვი სტუ­მა­რი ჩა­მო­დი­ო­და, სამ­თავ­რო­ბო დე­ლე­გა­ცი­ე­ბიც გვსტუმ­რობ­დნენ. რო­ცა ასე­თი დე­ლე­გა­ცია მო­დის, მთლი­ა­ნად მოწ­მდე­ბა სამ­ზა­რე­უ­ლო, თუ პრე­ზი­დენ­ტე­ბი მო­დი­ან სტუმ­რად - ექი­მი მოჰ­ყვე­ბათ და ის ამოწ­მებს საკ­ვებს.

-რო­გორ ანა­წი­ლებთ ყუ­რადღ­ე­ბას საქ­მე­ზე, გარ­თო­ბა­სა და ოჯახ­ზე?

-ზამ­თარ­ში თხი­ლა­მუ­რებ­ზე ვსრი­ა­ლებ, ზაფ­ხულ­ში ცხენ­ზე ჯი­რი­თი მიყ­ვარს. ჩე­მი მე­ო­რე ქა­ლა­ქია ბა­თუ­მი და ზაფ­ხუ­ლო­ბით ხში­რად დავ­დი­ვარ იქ. ვარ­ჯიშს ვერც ვა­ხერ­ხებ და სურ­ვი­ლიც არ მაქვს. სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ პირ­და­პირ სახ­ლში მივ­დი­ვარ. სხვა რეს­ტორ­ნებ­სა და კა­ფე­ებ­ში სი­ა­რუ­ლი არ შე­მიძ­ლი­ა. მირ­ჩევ­ნია შინ, ქმარ­-შვილ­თან ერ­თად ტე­ლე­ვი­ზორს ვუ­ყუ­რო, მაგ­რამ იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ხში­რად მიწ­ვე­ვენ ოფი­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, მა­ინც მი­წევს სხვა­გან სი­ა­რუ­ლი. თუ სა­ღა­მოს გვი­ა­ნო­ბამ­დე ვარ სამ­სა­ხურ­ში, მე­ო­რე დღეს ში­ნი­დან გვი­ან გა­მოვ­დი­ვარ და ასე ვა­ბა­ლან­სებ დროს ოჯახ­სა და სამ­სა­ხურ­ზე.

-ფორ­მას რო­გორ ინარ­ჩუ­ნებთ?

-ჩემ­თვის ფორ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლი­ა, რად­გან მინ­და თუ არა, ყო­ველ­დღე მი­წევს სხვა­დას­ხვა კერ­ძის და­გე­მოვ­ნე­ბა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, არის იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ დი­ე­ტუ­რი კერ­ძე­ბით ვიკ­ვე­ბო და ამის ხარ­ჯზე ვა­ბა­ლან­სებ წო­ნას. ყვე­ლა ქა­ლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, იყოს ფორ­მა­ში. ამი­ტომ ვცდი­ლობ, მუდ­ამ კარ­გად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე. მთა­ვა­რი­ა, ადა­მი­ანს გე­მოვ­ნე­ბა ჰქონ­დეს, ეს ბავ­შვო­ბი­დან უნ­და მოგ­ყვე­ბო­დეს -რო­გორ ფილ­მებს უყუ­რებ­დი, მუ­ზე­უ­მებ­ში თუ და­დი­ო­დი და ა.შ. ეს გი­ყა­ლი­ბებს გე­მოვ­ნე­ბას.

-ჩაც­მის რო­გორ სტილს ანი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბას?

-ვცდი­ლობ, კლა­სი­კუ­რად და სა­დად შე­ვი­მო­სო. არ მიყ­ვარს გა­დატ­ვირ­თუ­ლი და სექ­სუ­ა­ლუ­რი სა­მო­სი. სამ­წუ­ხა­როდ, ამის კულ­ტუ­რა არ გვაქვს, რომ სა­ღა­მოს გრძე­ლი კა­ბით სად­მე წა­ვი­დეთ. ქარ­თვე­ლე­ბი ხში­რად არ იცა­ვენ დრეს­-კოდს. ვერ ვიტყ­ვი, რომ ამას პი­რო­ბე­ბის არ­ქო­ნის გა­მო აკე­თე­ბენ, რად­გან ოპე­რა­ში ჯინ­სის შარ­ვლის მა­გივ­რად შა­ვი კა­ბის ჩაც­მას დი­დი პი­რო­ბე­ბი არ სჭირ­დე­ბა.

-რას ურ­ჩევთ დამ­წყებ ბიზ­ნეს­მე­ნებს?

-მოთ­მი­ნე­ბას. ამ საქ­მე­ში მტკი­ცე ნერ­ვე­ბია სა­ჭი­რო. იმის გარ­და, რომ მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია ყვე­ლა დე­ტა­ლი, უამ­რავ ადა­მი­ან­თან მი­წევს ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მელ­თაც სხვა­დას­ხვა ინ­ტე­რე­სი აქვთ. დღის ბო­ლოს გა­წუ­რუ­ლი ლი­მო­ნი­ვით ვარ. ამის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნე­სი ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია და არას­დროს მით­ქვამს, რომ ამ ბიზ­ნეს­ში ყოფ­ნა აღარ შე­მიძ­ლი­ა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ქართველი ბიზნესვუმენი, ვისთანაც პრეზიდენტები ექიმთან ერთად დადიან

ქართველი ბიზნესვუმენი, ვისთანაც პრეზიდენტები ექიმთან ერთად დადიან

ფუ­ფა გოგ­ლი­ძე წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­ვუ­მე­ნი­ა. დრო­ის უმე­ტეს ნა­წილს სამ­სა­ხურ­ში ატა­რებს. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მუ­დამ ახერ­ხებს, დრო საქ­მე­სა და ოჯახ­ზე თა­ნაბ­რად გა­და­ა­ნა­წი­ლოს.

- ბავ­შვო­ბა­ში იუ­რის­ტო­ბა მინ­დო­და, ჩა­ვა­ბა­რე კი­დეც ვე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტე­ტ­ზე. შემ­დეგ გავთხოვ­დი და საცხ­ოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დი, ერ­თხანს მოს­კოვ­შიც ვცხოვ­რობ­დი. ხში­რად ვსტუმ­რობ­დი რეს­ტორ­ნებს, პრე­ტენ­ზი­უ­ლი კლი­ენ­ტი ვი­ყა­ვი და სწო­რედ მა­შინ და­ვინ­ტე­რეს­დი სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნე­სით. მა­ნამ­დე არას­დროს მი­ფიქ­რი­ა, სა­კუ­თა­რი თა­ვი ამ სფე­რო­ში გა­მო­მე­ცა­და, ასე ნელ­-ნე­ლა შე­მო­ვი­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბიზ­ნე­სი. თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ბორ­ტო კვე­ბის ბიზ­ნეს­ში ვი­ყა­ვი, ჩემ­მა ახ­ლობ­ლებ­მა ავი­ა­კომ­პა­ნი­ის გახ­სნა გა­დაწყ­ვი­ტეს, კე­ტე­რინ­გში (ბორ­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბა) და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა. ეს ძა­ლი­ან სპე­ცი­ფი­კუ­რი სფე­რო­ა, მოს­კოვ­ში გა­ვი­ა­რე მას­ტერკლა­სი. თვით­მფრი­ნავ­ში საკ­ვე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ხუ­ფუ­ლი უნ­და შე­ვი­დეს, და­ნა ბლაგ­ვი უნ­და იყოს და ა.შ. სამ­წუ­ხა­როდ, ის ავი­ა­კომ­პა­ნია აღარ გა­იხ­სნა და სხვა­გან და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა. ეს მოხ­და რვა წლის წინ. შემ­დეგ კა­ზი­ნოს სფე­რო­ში გა­და­ვი­ნაც­ვლე, მას თა­ვი­სე­ბუ­რი მარ­თვა სჭირ­დე­ბა. მე­რე მოხ­და ისე, რომ ბა­თუმ­ში წა­ვე­დი, სა­დაც "რე­დი­სო­ნის" შე­ნო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი კა­ზი­ნო, ბა­რი და კლუ­ბი ჩა­მა­ბა­რეს. 6 თვე ვი­ყა­ვი იმ ბიზ­ნეს­ში, შემ­დეგ კი "მსლაბ­ში" მო­მიწ­ვი­ეს. თა­ვი­დან პრო­მო­უ­ტე­რი ვი­ყა­ვი, ახ­ლა კი მმარ­თვე­ლი მე­ნე­ჯე­რი ვარ და ძა­ლი­ან მომ­წონს ეს სფე­რო.

-რა სირ­თუ­ლე­ებ­ი ახლავს სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნე­სის აწყ­ო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში?

-სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს სკო­ლა, რო­მე­ლიც მო­ამ­ზა­დებს რეს­ტორ­ნე­ბის პერ­სო­ნალს, ამი­ტომ დი­დი შრო­მა გვი­წევს, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი გავ­ზარ­დოთ. ახ­ლა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ისე­თი ტენ­დენ­ცია წა­მო­ვი­და, რომ ახალ­გაზ­რდებს სურთ სა­კუ­თა­რი ჯი­ბის ფუ­ლი ჰქონ­დეთ და მუ­შა­ო­ბენ, თუნ­დაც მიმ­ტა­ნებად. ყვე­ლა ქვეყ­ნის რეს­ტო­რანს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის კულ­ტუ­რა სჭირ­დე­ბა, ამი­ტომ დი­დი ტრე­ნინ­გე­ბი გვი­წევს. ეს ურ­თუ­ლე­სი ბიზ­ნე­სი­ა, ბევრს არ სჯე­რა, მაგ­რამ თვი­თონ რომ გახ­სნი­ან პა­ტა­რა კა­ფეს, მე­რე მე­უბ­ნე­ბი­ან, ეს რა ყო­ფი­ლა­ო. ყვე­ლას ვერ მო­ა­წო­ნებ მომ­სა­ხუ­რე­ბას -ზოგს ინ­ტე­რი­ე­რი არ მოს­წონს, ზოგს - მუ­სი­კა, ზოგს - მომ­სა­ხუ­რე­ბა და ა.შ. ამი­ტომ მუდ­მი­ვად გი­წევს კლი­ენ­ტზე ზრუნ­ვა და მი­სი გე­მოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა.

-ვინ გეხ­მა­რე­ბათ ბიზ­ნეს­ში?

-მარ­ტო არას­დროს მი­მუ­შა­ვი­ა, ყო­ველ­თვის ჯგუფ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ­დი და აქამ­დე მო­ვე­დი. გან­სა­კუთ­რე­ბით შრო­მა­ტე­ვა­დი იყო ბიზ­ნე­სის გა­მარ­თვა ბა­თუმ­ში, დე­ტა­ლე­ბიც კი მე გა­ვა­კე­თე. ამ საქ­მეს ერ­თი წა­მი­თაც რომ მო­აკ­ლო ყუ­რადღ­ე­ბა, მე­ო­რე დღეს­ვე და­ეტყ­ო­ბა. რო­გორ­ღაც ვა­ხერ­ხებ, რომ არც საქ­მეს მო­ვაკ­ლო ყუ­რადღ­ე­ბა და არც სა­კუ­თარ თავს.

-ცნო­ბი­ლი­ა, რომ სწო­რედ თქვენს კლუბ­ში და­დი­ოდ­ნენ სტუმ­რად სამ­თავ­რო­ბო დე­ლე­გა­ცი­ე­ბი. რა მოთხ­ოვ­ნე­ბი აქვთ ქვეყ­ნის პირ­ველ პი­რებს?

-დი­ახ, უამ­რა­ვი სტუ­მა­რი ჩა­მო­დი­ო­და, სამ­თავ­რო­ბო დე­ლე­გა­ცი­ე­ბიც გვსტუმ­რობ­დნენ. რო­ცა ასე­თი დე­ლე­გა­ცია მო­დის, მთლი­ა­ნად მოწ­მდე­ბა სამ­ზა­რე­უ­ლო, თუ პრე­ზი­დენ­ტე­ბი მო­დი­ან სტუმ­რად - ექი­მი მოჰ­ყვე­ბათ და ის ამოწ­მებს საკ­ვებს.

-რო­გორ ანა­წი­ლებთ ყუ­რადღ­ე­ბას საქ­მე­ზე, გარ­თო­ბა­სა და ოჯახ­ზე?

-ზამ­თარ­ში თხი­ლა­მუ­რებ­ზე ვსრი­ა­ლებ, ზაფ­ხულ­ში ცხენ­ზე ჯი­რი­თი მიყ­ვარს. ჩე­მი მე­ო­რე ქა­ლა­ქია ბა­თუ­მი და ზაფ­ხუ­ლო­ბით ხში­რად დავ­დი­ვარ იქ. ვარ­ჯიშს ვერც ვა­ხერ­ხებ და სურ­ვი­ლიც არ მაქვს. სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ პირ­და­პირ სახ­ლში მივ­დი­ვარ. სხვა რეს­ტორ­ნებ­სა და კა­ფე­ებ­ში სი­ა­რუ­ლი არ შე­მიძ­ლი­ა. მირ­ჩევ­ნია შინ, ქმარ­-შვილ­თან ერ­თად ტე­ლე­ვი­ზორს ვუ­ყუ­რო, მაგ­რამ იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ხში­რად მიწ­ვე­ვენ ოფი­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, მა­ინც მი­წევს სხვა­გან სი­ა­რუ­ლი. თუ სა­ღა­მოს გვი­ა­ნო­ბამ­დე ვარ სამ­სა­ხურ­ში, მე­ო­რე დღეს ში­ნი­დან გვი­ან გა­მოვ­დი­ვარ და ასე ვა­ბა­ლან­სებ დროს ოჯახ­სა და სამ­სა­ხურ­ზე.

-ფორ­მას რო­გორ ინარ­ჩუ­ნებთ?

-ჩემ­თვის ფორ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლი­ა, რად­გან მინ­და თუ არა, ყო­ველ­დღე მი­წევს სხვა­დას­ხვა კერ­ძის და­გე­მოვ­ნე­ბა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, არის იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ დი­ე­ტუ­რი კერ­ძე­ბით ვიკ­ვე­ბო და ამის ხარ­ჯზე ვა­ბა­ლან­სებ წო­ნას. ყვე­ლა ქა­ლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, იყოს ფორ­მა­ში. ამი­ტომ ვცდი­ლობ, მუდ­ამ კარ­გად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე. მთა­ვა­რი­ა, ადა­მი­ანს გე­მოვ­ნე­ბა ჰქონ­დეს, ეს ბავ­შვო­ბი­დან უნ­და მოგ­ყვე­ბო­დეს -რო­გორ ფილ­მებს უყუ­რებ­დი, მუ­ზე­უ­მებ­ში თუ და­დი­ო­დი და ა.შ. ეს გი­ყა­ლი­ბებს გე­მოვ­ნე­ბას.

-ჩაც­მის რო­გორ სტილს ანი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბას?

-ვცდი­ლობ, კლა­სი­კუ­რად და სა­დად შე­ვი­მო­სო. არ მიყ­ვარს გა­დატ­ვირ­თუ­ლი და სექ­სუ­ა­ლუ­რი სა­მო­სი. სამ­წუ­ხა­როდ, ამის კულ­ტუ­რა არ გვაქვს, რომ სა­ღა­მოს გრძე­ლი კა­ბით სად­მე წა­ვი­დეთ. ქარ­თვე­ლე­ბი ხში­რად არ იცა­ვენ დრეს­-კოდს. ვერ ვიტყ­ვი, რომ ამას პი­რო­ბე­ბის არ­ქო­ნის გა­მო აკე­თე­ბენ, რად­გან ოპე­რა­ში ჯინ­სის შარ­ვლის მა­გივ­რად შა­ვი კაბის ჩაც­მას დი­დი პი­რო­ბე­ბი არ სჭირ­დე­ბა.

-რას ურ­ჩევთ დამ­წყებ ბიზ­ნეს­მე­ნებს?

-მოთ­მი­ნე­ბას. ამ საქ­მე­ში მტკი­ცე ნერ­ვე­ბია სა­ჭი­რო. იმის გარ­და, რომ მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია ყვე­ლა დე­ტა­ლი, უამ­რავ ადა­მი­ან­თან მი­წევს ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მელ­თაც სხვა­დას­ხვა ინ­ტე­რე­სი აქვთ. დღის ბო­ლოს გა­წუ­რუ­ლი ლი­მო­ნი­ვით ვარ. ამის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნე­სი ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია და არას­დროს მით­ქვამს, რომ ამ ბიზ­ნეს­ში ყოფ­ნა აღარ შე­მიძ­ლი­ა.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია