პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სხვისი დედაც და ყოფაც არ ვატირე?!" - "ფესვების" რეჟისორის ფიქრები დღევანდელობაზე
"სხვისი დედაც და ყოფაც არ ვატირე?!" - "ფესვების" რეჟისორის ფიქრები დღევანდელობაზე

"რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი უნი­ჭი­ე­რე­სი კაცი იყო და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­ე­სა ჰქონ­და - "რას იტყვის ხალ­ხი"... ეს პი­ე­სა ჯერ კი­დევ კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს და­წე­რა და მარ­თლაც ასეა, რომ უმე­ტე­სად ყვე­ლა­ფერს იმის მი­ხედ­ვით ვა­კე­თებთ, რას იტყვის სხვა... – სხვი­სი დე­დაც და ყო­ფაც არ ვა­ტი­რე?! ჯერ თა­ვად უნდა გრძნობ­დე ადა­მი­ა­ნი კარ­გად თავს... ამ­ბობს ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი - გუ­გუ­ლი მგე­ლა­ძე...

გუ­გუ­ლი მგე­ლა­ძე:

- ადა­მი­ა­ნი რო­გორც უყუ­რებ ამ ცხოვ­რე­ბას, ისე­თი­ვეა ცხოვ­რე­ბაც. მე ჩემი ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა მიყ­ვარს, რად­გან სა­ო­ცა­რი წლე­ბი და ახალ­გაზ­რდო­ბა მა­გონ­დე­ბა. ყვე­ლა გრძნო­ბა და მათ შო­რის - შური ადა­მი­ანს და­ბა­დე­ბი­დან აქვს, მაგ­რამ, რა­საც გა­უღ­ვი­ვებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ადა­მი­ა­ნიც ისე­თად ყა­ლიბ­დე­ბა. ცოტა შური ალ­ბათ მეც მაქვს, ადა­მი­ა­ნი სხვა­ნა­ი­რად არ შე­იძ­ლე­ბა იყოს... უკვე ბევ­რი წლე­ბი ვი­ცხოვ­რე და ირ­გვლივ ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა. კა­ცის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა ქა­ლის მი­მართ. ადრე თით­ქოს უკე­თე­სი იყო, ან შე­იძ­ლე­ბა ვცდე­ბი და ახლა არის უკე­თე­სი. არ მი­მაჩ­ნია სწო­რად, რო­დე­საც ქალს და კაცს შო­რის სიყ­ვა­რუ­ლი აღარ არ­სე­ბობს და მა­ინც ერ­თად არი­ან, ხალ­ხი რას იტყვი­სო. ჯო­ბია მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მარ­ტო იყოს ადა­მი­ა­ნი და ბუ­ნებ­რი­ვად სიყ­ვა­რუ­ლი თუ არ ეწ­ვე­ვა, არც და­ო­ჯახ­დეს. რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი უნი­ჭი­ე­რე­სი კაცი იყო და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­ე­სა ჰქონ­და - "რას იტყვის ხალ­ხი"... ეს პი­ე­სა ჯერ კი­დევ კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს და­წე­რა და მარ­თლაც ასეა, რომ უმე­ტე­სად ყვე­ლა­ფერს იმის მი­ხედ­ვით ვა­კე­თებთ, რას იტყვის სხვა... – სხვი­სი დე­დაც და ყო­ფაც არ ვა­ტი­რე?! ჯერ თა­ვად უნდა გრძნობ­დე ადა­მი­ა­ნი კარ­გად თავს.

- ცხოვ­რე­ბა­ში ალ­ბათ ბევ­რი სირ­თუ­ლეც შეგ­ხვდათ...

- 18 წლის ვი­ყა­ვი, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი რომ და­ი­წყო. ენით აუ­წე­რე­ლი გა­ჭირ­ვე­ბა იყო, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ხალ­ხი ძა­ლი­ან თბი­ლად იყო ერ­თმა­ნე­თის მი­მართ. თუმ­ცა ომი და გა­ჭირ­ვე­ბა სა­ში­ნე­ლე­ბაა. ჩვენს მე­ზობ­ლად ქალი ცხოვ­რობ­და, რო­მე­ლიც ლე­ნინ­გრა­დი­დან იყო. მან ერთხელ თქვა, ხან­და­ხან თავი მინ­და მო­ვიკ­ლა, რომ მო­მა­გონ­დე­ბა, ლე­ნინ­გრად­ში რომ გა­ჭირ­ვე­ბის წლე­ბი იყო და ჩემს შვილს ვუ­ყუ­რებ­დიო... ძა­ლი­ან მი­ჭირს ამის გა­მე­ო­რე­ბა, მაგ­რამ შვილს შე­საჭ­მე­ლად ვუ­ყუ­რებ­დიო, ამ­ბობ­და. ეს ხომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, მაგ­რამ ლე­ნინ­გრად­ში ისე­თი შიმ­ში­ლი იყო, თაგ­ვე­ბი და ვირ­თხე­ბი გა­წყდნენ. შიმ­ში­ლი ანად­გუ­რებს ადა­მი­ანს, სის­ხლი იც­ვლე­ბა, ის ადა­მი­ა­ნი აღარც არის.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად Kvirispalitra.ge-ზე

"სხვისი დედაც და ყოფაც არ ვატირე?!" - "ფესვების" რეჟისორის ფიქრები დღევანდელობაზე

"სხვისი დედაც და ყოფაც არ ვატირე?!" - "ფესვების" რეჟისორის ფიქრები დღევანდელობაზე

”რეზო თაბუკაშვილი უნიჭიერესი კაცი იყო და არაჩვეულებრივი პიესა ჰქონდა - ”რას იტყვის ხალხი”... ეს პიესა ჯერ კიდევ კომუნისტების დროს დაწერა და მართლაც ასეა, რომ უმეტესად ყველაფერს იმის მიხედვით ვაკეთებთ, რას იტყვის სხვა... – სხვისი დედაც და ყოფაც არ ვატირე?! ჯერ თავად უნდა გრძნობდე ადამიანი კარგად თავს... ამბობს ცნობილი რეჟისორი - გუგული მგელაძე...

გუგული მგელაძე:

- ადამიანი როგორც უყურებ ამ ცხოვრებას, ისეთივეა ცხოვრებაც. მე ჩემი ფილმების ყურება მიყვარს, რადგან საოცარი წლები და ახალგაზრდობა მაგონდება. ყველა გრძნობა და მათ შორის - შური ადამიანს დაბადებიდან აქვს, მაგრამ, რასაც გაუღვივებს საზოგადოება, ადამიანიც ისეთად ყალიბდება. ცოტა შური ალბათ მეც მაქვს, ადამიანი სხვანაირად არ შეიძლება იყოს... უკვე ბევრი წლები ვიცხოვრე და ირგვლივ ბევრი რამ შეიცვალა. კაცის დამოკიდებულება შეიცვალა ქალის მიმართ. ადრე თითქოს უკეთესი იყო, ან შეიძლება ვცდები და ახლა არის უკეთესი. არ მიმაჩნია სწორად, როდესაც ქალს და კაცს შორის სიყვარული აღარ არსებობს და მაინც ერთად არიან, ხალხი რას იტყვისო. ჯობია მთელი ცხოვრება მარტო იყოს ადამიანი და ბუნებრივად სიყვარული თუ არ ეწვევა, არც დაოჯახდეს. რეზო თაბუკაშვილი უნიჭიერესი კაცი იყო და არაჩვეულებრივი პიესა ჰქონდა - ”რას იტყვის ხალხი”... ეს პიესა ჯერ კიდევ კომუნისტების დროს დაწერა და მართლაც ასეა, რომ უმეტესად ყველაფერს იმის მიხედვით ვაკეთებთ, რას იტყვის სხვა... – სხვისი დედაც და ყოფაც არ ვატირე?! ჯერ თავად უნდა გრძნობდე ადამიანი კარგად თავს.

- ცხოვრებაში ალბათ ბევრი სირთულეც შეგხვდათ...

- 18 წლის ვიყავი, მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო. ენით აუწერელი გაჭირვება იყო, მაგრამ რატომღაც ხალხი ძალიან თბილად იყო ერთმანეთის მიმართ. თუმცა ომი და გაჭირვება საშინელებაა. ჩვენს მეზობლად ქალი ცხოვრობდა, რომელიც ლენინგრადიდან იყო. მან ერთხელ თქვა, ხანდახან თავი მინდა მოვიკლა, რომ მომაგონდება, ლენინგრადში რომ გაჭირვების წლები იყო და ჩემს შვილს ვუყურებდიო... ძალიან მიჭირს ამის გამეორება, მაგრამ შვილს შესაჭმელად ვუყურებდიო, ამბობდა. ეს ხომ წარმოუდგენელია, მაგრამ ლენინგრადში ისეთი შიმშილი იყო, თაგვები და ვირთხები გაწყდნენ. შიმშილი ანადგურებს ადამიანს, სისხლი იცვლება, ის ადამიანი აღარც არის.

იხილეთ სტატია სრულად Kvirispalitra.ge-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება