საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს სანქცია დაუწესა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს სანქცია დაუწესა

ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის (PACE) ბი­უ­როს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის ეგი­დით შეხ­ვედ­რე­ბი არ გა­ი­მარ­თე­ბა. ამის შე­სა­ხებ PACE–ს ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ბი­უ­რომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა საპ­რო­ცე­დუ­რო წე­სე­ბის კო­მი­ტე­ტის მო­საზ­რე­ბა რუსი დე­პუ­ტა­ტის, ვა­სი­ლი ლი­ხა­ჩო­ვის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში წი­ნა­საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის უფ­ლე­ბა არ მი­ე­ცა.

"ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბი­უ­რომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­საბ­ჭოს ასამ­ბლე­ი­სა და მისი კო­მი­ტე­ტე­ბის არც ერთი შეხ­ვედ­რა არ გა­ი­მარ­თოს", - ნათ­ქვა­მია PACE–ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამას­თან, გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ბი­უ­რო გა­ა­უქ­მებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, თუ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ევ­რო­საბ­ჭოს ასამ­ბლე­ის ეგი­დით ჩა­სუ­ლი წევ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის საპ­რო­ცე­დუ­რო კო­მი­ტე­ტის სხდო­მა ვე­ნა­ში 21 ნო­ემ­ბერს გა­ი­მარ­თა.

პარ­ლა­მენ­ტის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის დრო­ე­ბი­თი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე გია ვოლ­სკი აცხა­დებს, რომ აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"თედო ჯა­ფა­რი­ძე იქ არის, ამ სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ობს. საპ­რო­ცე­დუ­რო კო­მი­ტეტ­მა გა­ა­კე­თა რე­კო­მენ­და­ცია ამის თა­ო­ბა­ზე. მარ­თლაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სან­ქცი­ე­ბი და­წეს­დეს. დიდი რა­ი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბა ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ისე­დაც არ იგეგ­მე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან" სა­უბ­რი­სას.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ელჩი საფ­რან­გეთ­ში მა­მუ­კა კუ­და­ვა კი აცხა­დებს, რომ ევ­რო­საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში ტრა­გე­დია არა­ფე­რია.

"ეს არის ჩვე­ნი გა­და­სახ­დე­ლი ფასი, იმ ოკუ­პა­ცი­ის კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ჩვენ მი­ვი­ღეთ და რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის­თვის. რაც მთა­ვა­რია, ამ შე­საძ­ლო და­გეგ­მილ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში არ შე­დის მო­ნი­ტო­რინ­გის მი­სი­ის ვი­ზი­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში", - გა­ნა­ცხა­და კუ­და­ვამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს სანქცია დაუწესა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს სანქცია დაუწესა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ბიუროს გადაწყვეტილებით, საქართველოში ორი წლის განმავლობაში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით შეხვედრები არ გაიმართება. ამის შესახებ PACE–ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბიურომ გაითვალისწინა საპროცედურო წესების კომიტეტის მოსაზრება რუსი დეპუტატის, ვასილი ლიხაჩოვის საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოში წინასაპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვების უფლება არ მიეცა.

"ამასთან დაკავშირებით, ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ორი წლის განმავლობაში საქართველოში ევროსაბჭოს ასამბლეისა და მისი კომიტეტების არც ერთი შეხვედრა არ გაიმართოს", - ნათქვამია PACE–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბიურო გააუქმებს გადაწყვეტილებას, თუ საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიაზე, ევროსაბჭოს ასამბლეის ეგიდით ჩასული წევრების თავისუფლად გადაადგილებას უზრუნველყოფს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საპროცედურო კომიტეტის სხდომა ვენაში 21 ნოემბერს გაიმართა.

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარე გია ვოლსკი აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.

"თედო ჯაფარიძე იქ არის, ამ საკითხებზე მუშაობს. საპროცედურო კომიტეტმა გააკეთა რეკომენდაცია ამის თაობაზე. მართლაც შესაძლებელია ორი წლის განმავლობაში სანქციები დაწესდეს. დიდი რაიმე ღონისძიება ამ პერიოდის განმავლობაში ისედაც არ იგეგმება", - განაცხადა ვოლსკიმ ”საზოგადოებრივ მაუწყებელთან” საუბრისას.

საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში მამუკა კუდავა კი აცხადებს, რომ ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაში ტრაგედია არაფერია.

"ეს არის ჩვენი გადასახდელი ფასი, იმ ოკუპაციის კანონთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ მივიღეთ და რომელიც აუცილებელია ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის. რაც მთავარია, ამ შესაძლო დაგეგმილ ღონისძიებებში არ შედის მონიტორინგის მისიის ვიზიტები საქართველოში", - განაცხადა კუდავამ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა