თეთრი სახლის ვებგვერდზე განთავსებულ პეტიციაზე, რომლის ხელმომწერებიც უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ სანქციების გატარებას ითხოვენ, უკვე 100 ათასი ხელმოწერაა და განსახილველად აშშ-ის ადმინისტრაციას გადაეცა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
"ჩვენ ვერ მივიღებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და მისი მთავრობა უარს ეუბნებიან უკრაინელ ხალხს დასავლურ ცივილიზაციასთან დაახლოებაში", - ნათქვამია პეტიიციის ტექსტში.
პეტიცია თეთრი სახლის ვებგვერდზე ამ კვირაში განთავსდა და 26 დეკემბრამდე 100 ათასი ხელმოწერა უნდა შეეგროვებინა, რათა აშშ-ის მთავრობას ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ სანქციების გატარება განეხილა.
პეტიციის ხელმომწერები აშშ-ის მხრიდან იანუკოვიჩისა და მისი მთავრობის, მათ შორის მათი ოჯახის წევრებისთვის აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის აკრძალვას და უცხოეთში არსებული საბანკო ანგარიშების გაყინვას მოითხოვენ.