ლედი გაგამ ჯოზეფ გორდონ ლევიტთან ერთად იმღერა

ლედი გაგამ ჯოზეფ გორდონ ლევიტთან ერთად იმღერა

ლედი გაგამ მსახიობ ჯოზეფ გორდონ-ლევიტთან ერთად იმღერა. არტისტები ტელეარხ ABC-ის სპეციალურ შოუში ერთად გამოვიდნენ. მათ ფრენკ ლოსერის სიმღერა Baby It’s Cold Outside შეასრულეს. სიმღერა პირველად მისმა ავტორმა 1944 წელს მეუღლესთან ერთად შეასრულა. მოგვიანებით კომპოზიტორმა სიმღერაზე საავტორო უფლება MGM -ს მიყიდა.

Baby It’s Cold Outside-ს სხვადასხვა დროს ასრულებდნენ ლუი არმსტრონგი და ელა ფიცჯერალდი, რეი ჩარლზი და ბეტი კარტერი, სემი დევის-უმცროსი და კარმენ მაკრეი, უილი ნელსონი და ნორა ჯონსი და სხვა ცნობილი ადამიანები.

ცნობისთვის, 2014 წლის მარტში ეკრანებზე გამოვა ფილმი Muppets Most Wanted, რომელში ლედი გაგაც მონაწილეობს.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება