საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''არ ვარ სამი წლის ბიჭი, რომელსაც ტაკუნებზე წამოარტყამ''
''არ ვარ სამი წლის ბიჭი, რომელსაც ტაკუნებზე წამოარტყამ''

ანრი ჯო­ხა­ძე GDS-ის, შე­იძ­ლე­ბა თა­მა­მად ით­ქვას, უკვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლეა. "ერთი ერ­თში" რვა არ­ტის­ტი მო­ნა­წი­ლე­ობს, ყო­ველ კვი­რას მათ რთუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის­თვის უწევთ თა­ვის გარ­თმე­ვა. ან­რიმ წინა ოთხშა­ბათს ელ ჯერო გა­ნა­სა­ხი­ე­რა და მა­ყუ­რებ­ლის დიდი მო­წო­ნე­ბაც და­იმ­სა­ხუ­რა, თუმ­ცა კი თა­ვად ძა­ლი­ან ეში­ნო­და, რად­გან ისეთ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას ეხე­ბო­და, რო­გო­რიც ჯა­ზია. მისი შეს­რუ­ლე­ბა ვო­კა­ლის ცნო­ბილ­მა პე­და­გოგ­მა ეფ­რემ შა­ნელ­მა, რო­მე­ლიც იმავდრო­უ­ლად ჟი­უ­რის წევ­რიც გახ­ლავთ, დი­დად არ მო­ი­წო­ნა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ელ ჯე­როს­თვის ან­რიმ საკ­მა­ოდ და­ბა­ლი ქუ­ლე­ბი და­იმ­სა­ხუ­რა. ამის გამო ნა­წყე­ნიც დარ­ჩა და ჟი­უ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში ეჭვი შე­ი­ტა­ნა. ან­რის გა­და­ცე­მის მე­ო­რე დღეს და­ვუ­კავ­შირ­დით. რო­გორც მან გვი­თხრა, უკვე ფიქ­რობს, ღირს თუ არა მისი დარ­ჩე­ნა პრო­ექ­ტში.

- და­მი­რე­კა არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ, აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა პრო­დი­უ­სე­რებ­მა, მათ, ვინც ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში ურე­კავს ხოლ­მე მომ­ღერ­ლებს და შე­მომ­თა­ვა­ზეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ეს აგ­ვის­ტო­ში მოხ­და. სი­მარ­თლე გი­თხრა, თა­ვი­დან ძა­ლი­ან შე­ვი­კა­ვე თავი, რად­გან ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, იმას ნიშ­ნავ­და, რომ მთე­ლი ჩემი საქ­მე­ე­ბი უნდა გა­და­მე­დო და მთლი­ა­ნად ამა­ზე უნდა გა­დავ­რთუ­ლი­ყა­ვი. სი­ნამ­დვი­ლე­შიც ასე მოხ­და, რად­გან რაც ამ შო­უ­ში ვარ, ყვე­ლა საქ­მე გა­დავ­დე. უნდა გა­და­მე­წყვი­ტა, მი­ღირ­და თუ არა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. რო­დე­საც პი­რო­ბე­ბი გა­მაც­ნეს, დავ­თან­ხმდი.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, "ერთი ერ­თშის" მო­ნა­წი­ლე­ებს თუ გიხ­დი­ან თან­ხას?

- არა, არც ერთ მო­ნა­წი­ლეს არ აქვს ანა­ზღა­უ­რე­ბა და შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! არც ყო­ფი­ლა. უბ­რა­ლოდ, ყო­ველ­გვა­რი ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე ვმო­ნა­წი­ლე­ობთ. სხვა­თა შო­რის, ბევ­რმა მომ­ღე­რალ­მა სწო­რედ ამ ფაქ­ტო­რის გამო თქვა უარი შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე, მა­გა­ლი­თად, დუ­ეტ­მა "ჯორ­ჯი­ამ" . საქ­მე ის გახ­ლავთ, რომ ეს იმ­დე­ნად რთუ­ლი პრო­ექ­ტია, რად­გან ანა­ზღა­უ­რე­ბა არ არის, მო­ნა­წი­ლე ზუს­ტად უნდა იყოს დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ მას უღირს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სხვა კუ­თხით. მა­გა­ლი­თად, უნდა ჰქონ­დეს სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დი, რომ რო­მე­ლი­მე საპ­რი­ზო ად­გილ­ზე მა­ინც გავა. თქვენ იცით, რომ პირ­ველ სამ ად­გილ­ზე გა­სულ­თათ­ვის არის გან­სა­ზღვრუ­ლი ჯილ­დო­ე­ბი. მეც ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით დავ­თან­ხმდი პრო­ექტს, ვი­ნა­ი­დან, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ვარ, რომ რო­მე­ლი­მე საპ­რი­ზო ად­გი­ლი უნდა და­ვიმ­სა­ხუ­რო. ეს ლო­გი­კუ­რია და ამა­ში არა­ფე­რია გა­საკ­ვი­რი. ბევ­რს ვშრო­მობ. პრო­ექ­ტის და­წყე­ბი­დან­ვე მჯე­რო­და, რომ გა­მარ­ჯვე­ბის­კენ უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი. შე­საძ­ლოა, შო­რი­დან ვი­ღა­ცას სხვა­ნა­ი­რად ეჩ­ვე­ნე­ბა, მაგ­რამ ეს პრო­ექ­ტი კარგ არხზე კარ­გი პონ­ტი და გარ­თო­ბა არ არის. ეს ჩემ­თვი­საც და ყვე­ლა სხვა არ­ტის­ტის­თვი­საც არის სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მე და არა­ვინ იცის შიდა სამ­ზა­რე­უ­ლო და ის, რამ­ხე­ლა რე­სურ­სი იხარ­ჯე­ბა თი­თო­ე­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟის მომ­ზა­დე­ბი­სას ჩვე­ნი მხრი­დან. მო­ნა­წი­ლე­ებს ვგუ­ლის­ხმობ და ვე­რა­ვინ იტყვის, რომ ვინ­მე, ვინც ამ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობს, ამა­ში მო­ნა­წი­ლე­ებ­ზე მეტ შრო­მა­სა და ენ­თუ­ზი­აზმს დებს. ჯერ მარ­ტო ის რად ღირს, რომ ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა სახე მაქვს ახე­უ­ლი, ამ სი­ტყვის პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით. ისეთ ქი­მი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებს გვა­დე­ბენ გრი­მი­ო­რე­ბი იმის­თვის, რომ არ­ტის­ტებს მიგ­ვამ­სგავ­სონ და ეს გრი­მი სა­ხე­ზე გაგ­ვი­ჩერ­დეს, რომ ალ­ბათ, ამ პრო­ექ­ტის შემ­დეგ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სი დაგ­ვჭირ­დე­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

''არ ვარ სამი წლის ბიჭი, რომელსაც ტაკუნებზე წამოარტყამ''

''არ ვარ სამი წლის ბიჭი, რომელსაც ტაკუნებზე წამოარტყამ''

ანრი ჯოხაძე GDS-ის, შეიძლება თამამად ითქვას, უკვე წარმატებული პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა. ''ერთი ერთში'' რვა არტისტი მონაწილეობს, ყოველ კვირას მათ რთული დავალებებისთვის უწევთ თავის გართმევა. ანრიმ წინა ოთხშაბათს ელ ჯერო განასახიერა და მაყურებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურა, თუმცა კი თავად ძალიან ეშინოდა, რადგან ისეთ მიმდინარეობას ეხებოდა, როგორიც ჯაზია. მისი შესრულება ვოკალის ცნობილმა პედაგოგმა ეფრემ შანელმა, რომელიც იმავდროულად ჟიურის წევრიც გახლავთ, დიდად არ მოიწონა. საბოლოო ჯამში, ელ ჯეროსთვის ანრიმ საკმაოდ დაბალი ქულები დაიმსახურა. ამის გამო ნაწყენიც დარჩა და ჟიურის კომპეტენციაში ეჭვი შეიტანა. ანრის გადაცემის მეორე დღეს დავუკავშირდით. როგორც მან გვითხრა, უკვე ფიქრობს, ღირს თუ არა მისი დარჩენა პროექტში.

- დამირეკა არხის ხელმძღვანელობამ, აღმასრულებელმა პროდიუსერებმა, მათ, ვინც ასეთ შემთხვევებში ურეკავს ხოლმე მომღერლებს და შემომთავაზეს მონაწილეობა. ეს აგვისტოში მოხდა. სიმართლე გითხრა, თავიდან ძალიან შევიკავე თავი, რადგან ამ პროექტში მონაწილეობა, ფაქტობრივად, იმას ნიშნავდა, რომ მთელი ჩემი საქმეები უნდა გადამედო და მთლიანად ამაზე უნდა გადავრთულიყავი. სინამდვილეშიც ასე მოხდა, რადგან რაც ამ შოუში ვარ, ყველა საქმე გადავდე. უნდა გადამეწყვიტა, მიღირდა თუ არა მონაწილეობა. როდესაც პირობები გამაცნეს, დავთანხმდი.

- საინტერესოა, ''ერთი ერთშის'' მონაწილეებს თუ გიხდიან თანხას?

- არა, არც ერთ მონაწილეს არ აქვს ანაზღაურება და შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არც ყოფილა. უბრალოდ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვმონაწილეობთ. სხვათა შორის, ბევრმა მომღერალმა სწორედ ამ ფაქტორის გამო თქვა უარი შოუში მონაწილეობაზე, მაგალითად, დუეტმა ''ჯორჯიამ'' . საქმე ის გახლავთ, რომ ეს იმდენად რთული პროექტია, რადგან ანაზღაურება არ არის, მონაწილე ზუსტად უნდა იყოს დარწმუნებული, რომ მას უღირს მონაწილეობა სხვა კუთხით. მაგალითად, უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის იმედი, რომ რომელიმე საპრიზო ადგილზე მაინც გავა. თქვენ იცით, რომ პირველ სამ ადგილზე გასულთათვის არის განსაზღვრული ჯილდოები. მეც ამის გათვალისწინებით დავთანხმდი პროექტს, ვინაიდან, დარწმუნებული ვიყავი და ვარ, რომ რომელიმე საპრიზო ადგილი უნდა დავიმსახურო. ეს ლოგიკურია და ამაში არაფერია გასაკვირი. ბევრს ვშრომობ. პროექტის დაწყებიდანვე მჯეროდა, რომ გამარჯვებისკენ უნდა წავსულიყავი. შესაძლოა, შორიდან ვიღაცას სხვანაირად ეჩვენება, მაგრამ ეს პროექტი კარგ არხზე კარგი პონტი და გართობა არ არის. ეს ჩემთვისაც და ყველა სხვა არტისტისთვისაც არის სერიოზული საქმე და არავინ იცის შიდა სამზარეულო და ის, რამხელა რესურსი იხარჯება თითოეული პერსონაჟის მომზადებისას ჩვენი მხრიდან. მონაწილეებს ვგულისხმობ და ვერავინ იტყვის, რომ ვინმე, ვინც ამ პროექტზე მუშაობს, ამაში მონაწილეებზე მეტ შრომასა და ენთუზიაზმს დებს. ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ბოლო რამდენიმე დღეა სახე მაქვს ახეული, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს გვადებენ გრიმიორები იმისთვის, რომ არტისტებს მიგვამსგავსონ და ეს გრიმი სახეზე გაგვიჩერდეს, რომ ალბათ, ამ პროექტის შემდეგ რეაბილიტაციის კურსი დაგვჭირდება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება