კახაბერ შარტავა საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ "დასიდან" გაიცნო. მართალია, თეატრალური პროექტის გამარჯვებული ვერ გახდა, თუმცა სახასიათო თამაშით მაყურებელს თავი ადვილად დაამახსოვრა. მას შემდეგ იშვიათად ჩნდება, თუმცა პროფესიისთვის თავი არ დაუნებებია. კახას მეორე პროფესიაც აქვს, დიდი ხანია, რაც ფოტოგრაფიით არის გატაცებული და მისი გადაღებული ფოტოები, დარწმუნებული ვართ, თქვენზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს... წლების წინ მეგობარმა ფოტო აჩუქა, სახელწოდებით - "დროს ვერაფერი შეაჩერებს" . დიდხანს ფიქრობდა, როგორ შეეჩერებინა დრო და ბოლოს ამის საშუალება ფოტოგრაფიაში იპოვა...
"ჩემთვის არ არსებობს ცენზურა, ჩარჩო..."
- პროექტ "დასის" დამთავრების შემდეგ გარშემო აჟიოტაჟი ატყდა, ყველას ჩემთან მეგობრობა უნდოდა, ძველი ნაცნობებიც კი შემეხმიანნენ, მაგრამ გავიდა დრო და ყველაფერი ჩაცხრა. დარჩნენ ისინი, ვინც ნებისმიერ დროს შენი მეგობარია. ბევრი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მქონდა სატელევიზიო რეკლამებიდან, მაგრამ იმის გამო, რომ ტელევიზორში გამოვჩნდე, ყველაფერზე არ ვთანხმდები. საქართველოში ხომ მარტივია პოპულარობა, მთავარია, ავანტიურისტი იყო და უცებ გახდები ცნობილი სახე. შემდეგ ამ ადამიანებს შოუებში იწვევენ და აზრსაც ეკითხებიან (იღიმის).
"დასის" შემდეგ ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში სპექტაკლ "რომეო და ჯულიეტაში" რომეოს როლი ვითამაშე, შემდეგ სარეჟისოროზე მაგისტრატურაში ჩავაბარე, მაგრამ, სამწუხაროდ, სანამ დავამთავრებდი, ბატონი შალვა გაწერელია გარდაიცვალა. ჩვენ ვიყავით მისი უკანასკნელი ჯგუფი. ასევე დავდგი მესხიშვილის თეატრში "ზაფხულის ღამის სიზმარი" . ახლა ვანო ხუციშვილთან "მაკბეტზე" ვმუშაობ. ერთ-ერთი კუდიანის როლი მაქვს. შემოქმედებით შიმშილს არ განვიცდი.
- ფოტოების სამყაროში როგორ აღმოჩნდი?
- თეატრალურის დამთავრების შემდეგ პირდაპირ ქუჩაში აღმოვჩნდი, სწორედ მაშინ დავიწყე ფოტოების გადაღება. ფოტოაპარატი თავად შევიძინე. წლების შემდეგ იმ ფოტოებს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ეს რას ვიღებდი-მეთქი, მაგრამ ახლა თქვენი რუბრიკისთვის ფოტოებს რომ ვათვალიერებდი, მაშინ გადაღებული რამდენიმე ფოტოც შევარჩიე. ყველაფერს ვიღებდი, რაშიც მხატვრულ სახეს ვხედავდი, რადგან ჩემთვის არ არსებობს ცენზურა, ჩარჩო... ვინ დამინიშნა საზღვრები და ჩარჩოები, რომ რაღაცას არ უნდა გავცდე?!.
- ძალიან ლამაზია ერთ-ერთი ფოტო, წელზევით შიშველი გოგონა, რომელიც ტალახით არის მოსვრილი...
- თეატრშიც ყოველთვის ესთეტიკას ვეძებ. ყველანაირ ჟანრს შემიძლია ვუყურო, მაგრამ ყველაზე მტკივნეულიც კი ესთეტიკურად უნდა იყოს გადმოცემული. ამ ფოტოს გადაღებისას არ მქონია სერიოზული ჩანაფიქრი. ეს იყო გოგონა ლამაზი მკერდით და გადავწყვიტე გადამეღო. წლების წინ მეგობარმა ფოტო მაჩუქა, სახელწოდებით "დროს ვერაფერი შეაჩერებს" , მაშინ ვფიქრობდი, რით შემეჩერებინა დრო და საბოლოოდ გავაცნობიერე, რომ ფოტოგრაფია ამის საუკეთესო საშუალებაა. მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი ფოტოები შინაარსის მატარებელი იყოს, თუნდაც ეს იყოს შეკვეთა და მისი დადგმა მომიხდეს. რეჟისორმა ვანო ხუციშვილმა მთხოვა, სპექტაკლ "დიდოსტატის ნადიმის" ბანერისთვის ფოტო გადამეღო. ქალბატონ ელდინო საღარაძეს ვთხოვე და სამოცმეტრიანი კაბით ფოტოები კლდეებზე გადავუღე. ეს იყო დადგმული გადაღება, მაგრამ მაქვს ფოტოები, რომელზეც ყოველდღიურ საინტერესო მომენტებს ავსახავ. ჩემს ფოტოებზე ასახულ ადამიანებს გმირებს დავარქმევდი, რადგან ისინი არ პოზირებენ.
იხილეთ სტატიის გაგრძელება