Sony-მ "ჭკვიანი" პარიკი-ნავიგატორი დააპატენტა, რომელიც ვიბრაციით მფლობელს გზას უჩვენებს

Sony-მ "ჭკვიანი" პარიკი-ნავიგატორი დააპატენტა, რომელიც ვიბრაციით მფლობელს გზას უჩვენებს

იაპონურმა კომპანია Sony-მ "ჭკვიანი" პარიკი დააპატენტა. პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების ბიუროს წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, მოწყობილობის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ პარიკს არსებული დროის რეჟიმით ინფორმაციის გადაცემა შეუძლია.

სიახლის გამოყენება შესაძლებელია ნავიგატორად და ასევე მონიტორად, რომელიც მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაანალიზებს. Sony-ის წარმომადგენლების თქმით, "ჭკვიან" პარიკს ყველა შანსი აქვს, პოპულარული მოწყობილობა გახდეს, რადგან მისი გამოყენება არა მხოლოდ, როგორც მსუბუქად სატარებელი კომპიუტერის, არამედ როგორც აქსესუარისაც შეიძლება. მისი დამზადებისთვის ცხენის ძუას, ბეწვს, ბუმბულს და კიდევ ნებისმიერ სინთეტიკურ მასალას გამოიყენებენ.

სენსორებსა და ინტერფეისს თმის ქვეშ ისე დამალევენ რომ არ გამოჩნდება. Sony-ის პატენტის თანმხლებ დოკუმენტში ნათქვამია, რომ "ჭკვიანი" პარიკი გამოადგებათ ადამიანებს, რომელთაც მხედველობის პრობლემები აქვთ, რადგან  იგი მათ სივრცეში ორიენტირებაში დაეხმარება. პარიკში ჩამონტაჟებული მინიატურული ვიდეოკამერისა და სენსორების წყალობით, მფლობელის ადგილმდებარეობის გარკვევაა შესაძლებელი.

მომხმარებელი კომპიუტერზე მოწყობილობის კამერიდან ფოტოებს მიიღებს და უკაბელო კავშირის დახმარებით "ჭკვიანი" პარიკის უსინათლო მატარებელს გაუძღვება. ვიბრაციით მომხმარებელი შეძლებს განსაზღვროს, სად უნდა წავიდეს. მომავალში სიახლე დაიხვეწება - მას სენსორებს დაამატებენ, რომელიც ულტრაბგერითი ტალღების დახმარებით მომხმარებელს გადასცემს, როგორი ობიექტებია გარშემო განთავსებული. Sony-ში მოწყობილობის კომერციული გამოშვების თარიღზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

მომზადებულია IGeek.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს