რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სახელწოდებას იცვლის

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სახელწოდებას იცვლის

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სახელწოდებას იცვლის. როგორც სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, 1-ლი იანვრიდან იგი იქნება სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. მისივე განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული.

"მოგეხსენებათ, რომ წელიწადნახევარზე მეტია, ჩემი სამინისტროს სახელის შეცვლის საკითხი მაქვს ინიცირებული, თუმცა მას პრეზიდენტი არ აწერდა ხელს. ახალი კონსტიტუციით, ეს აღარ არის პრეზიდენტის პრეროგატივა და ეხება პრემიერ-მინისტრს, აქედან გამომდინარე, დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ 1 იანვრიდან ჩემს სამინისტროს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ნაცვლად ერქმევა - "სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე განმარტებით, შერიგება შეეხება კონფლიქტების მიმართულებას და სამოქალაქო თანასწორობას იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც შიდა ინტეგრაცია სჭირდება.

"ჩვენ მუშაობის ორი მიმართულება გვაქვს, ეს არის კონფლიქტებთან ინტეგრაცია. შესაბამისად შერიგება შეეხება კონფლიქტების მოგვარებას. სამოქალაქო თანასწორობა კი შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებსაც პრობლემა აქვს საქართველოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა. მისივე განმარტებით, ამ გადაწყვეტილებით ოკუპირებულ რეგიონებს მოესპობათ არგუმენტი სამინისტროს სახელის წინააღმდეგ.

"ესაა ყველაზე ნეიტრალური სახელი, ამით ჩვენ მათ მოვუსპობთ არგუმენტებს, რადგან აქამდე სულ ამბობდნენ რომ სიტყვა რეინტეგრაცია მათთვის იყო მიუღებელი", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა