საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება პარაფირებულია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ვილნიუსიდან იუწყება, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა, ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის ნაწილში - ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში კარლ დე გუხტმა.
პარალელურად, მაია ფანჯიკიძემ და ქეთრინ ეშტონმა ხელი მოაწერეს ჩარჩო ხელშეკრულებას ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში საქართველოს ჩართვის შესახებ.
შეთანხმების ტექსტი მომვალ კვირაში გახდება ცნობილი.
ხელმოწერის ცერემონია "შალახოს" ფონზე მიმდინარეობდა.