პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგი გვახარია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ევროპასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის
გოგი გვახარია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ევროპასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის

კი­ნომ­ცოდ­ნე და რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ბლო­გე­რი გოგი გვა­ხა­რია "ფეს­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ევ­რო­პას­თან სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ წერს.

"ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, ჩემი აზ­რით, არა "ევ­რო­პუ­ლი კა­ნო­ნე­ბის" მი­ღე­ბა, არა ბაზ­რის გახ­სნა, არა­მედ სა­ზღვრის გახ­სნა და უვი­ზო რე­ჟი­მია. ყვე­ლა­ზე შავ­ბნე­ლი მღვდე­ლიც კი სამ­კურ­ნა­ლოდ ევ­რო­პა­ში მი­დის, რად­გან იცის - ევ­რო­პა არის ხა­რის­ხი:)

თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბა ევ­რო­პა­ში პირ­ველ რიგ­ში ევ­რო­პუ­ლი ყო­ფის გაც­ნო­ბაა. ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნა­ხა­ვენ ევ­რო­პულ ქა­ლაქს, რო­მე­ლიც, რო­გორც აღ­მოჩ­ნდე­ბა, არაა "სო­დო­მის ბუდე"; და­ი­ნა­ხა­ვენ, რო­გორ ასე­ირ­ნე­ბენ ინ­ვა­ლი­დებს, რო­გორ ეპყრო­ბი­ან ბავ­შვებს, მო­ხუ­ცებს, რო­გორ უთ­მობს გზას მძღო­ლი ფე­ხით­მო­სი­ა­რუ­ლეს...

არ მაქვს ილუ­ზია, რომ არ გა­მოჩ­ნდე­ბი­ან ქარ­თვე­ლე­ბი, რო­მელ­თაც ევ­რო­პა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ბო­ლო­კი­ა­ნი გო­ჭის თავი არ მო­ე­ნატ­რე­ბათ სუფ­რა­ზე და იქა­უ­რი სა­ყუ­რე­ე­ბი­ა­ნი ბი­ჭე­ბის და­ნახ­ვა­ზე გული არ აე­რე­ვათ, მაგ­რამ ასე­თი შტე­რი ბევ­რი არ იქ­ნე­ბა. უმ­რავ­ლე­სო­ბის ტვინ­ზე ნამ­დვი­ლად კარ­გად იმოქ­მე­დებს სუფ­თა... დიახ, სუფ­თა ევ­რო­პუ­ლი ჰა­ე­რი.

"ნაც­მოძ­რა­ო­ბამ" რა­ტომ და­აგ­ვი­ა­ნა თა­ვის დრო­ზე და რა­ტომ დაგ­ვას­წრო მოლ­და­ვეთ­მა? ეს არ ვიცი და მარ­თლა მა­ინ­ტე­რე­სებს. ასეა თუ ისე, ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბის­თვის. თაფ­ლი და კალ­მა­ხი არაა მთა­ვა­რი ამ საქ­მე­ში:)", - წერს გვა­ხა­რია.

იხი­ლეთ ასე­ვე: პა­რა­ფი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა "შა­ლა­ხოს" ფონ­ზე გა­ფორმ­და

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გოგი გვახარია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ევროპასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის

გოგი გვახარია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ევროპასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის

კინომცოდნე და რადიო "თავისუფლების" ბლოგერი გოგი გვახარია "ფესბუქის" საკუთარ გვერდზე ევროპასთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ წერს.

"ყველაზე მთავარი, ჩემი აზრით, არა "ევროპული კანონების" მიღება, არა ბაზრის გახსნა, არამედ საზღვრის გახსნა და უვიზო რეჟიმია. ყველაზე შავბნელი მღვდელიც კი სამკურნალოდ ევროპაში მიდის, რადგან იცის - ევროპა არის ხარისხი:)

თავისუფალი გადაადგილება ევროპაში პირველ რიგში ევროპული ყოფის გაცნობაა. ადამიანები საკუთარი თვალით ნახავენ ევროპულ ქალაქს, რომელიც, როგორც აღმოჩნდება, არაა "სოდომის ბუდე"; დაინახავენ, როგორ ასეირნებენ ინვალიდებს, როგორ ეპყრობიან ბავშვებს, მოხუცებს, როგორ უთმობს გზას მძღოლი ფეხითმოსიარულეს...

არ მაქვს ილუზია, რომ არ გამოჩნდებიან ქართველები, რომელთაც ევროპაში მოგზაურობისას ბოლოკიანი გოჭის თავი არ მოენატრებათ სუფრაზე და იქაური საყურეებიანი ბიჭების დანახვაზე გული არ აერევათ, მაგრამ ასეთი შტერი ბევრი არ იქნება. უმრავლესობის ტვინზე ნამდვილად კარგად იმოქმედებს სუფთა... დიახ, სუფთა ევროპული ჰაერი.

"ნაცმოძრაობამ" რატომ დააგვიანა თავის დროზე და რატომ დაგვასწრო მოლდავეთმა? ეს არ ვიცი და მართლა მაინტერესებს. ასეა თუ ისე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის. თაფლი და კალმახი არაა მთავარი ამ საქმეში:)", - წერს გვახარია.

იხილეთ ასევე: პარაფირების ხელშეკრულება "შალახოს" ფონზე გაფორმდა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს