საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება პარაფირებულია. ხელმოწერის ცერემონია "შალახოსა" და "სულიკოს" ფონზე მიმდინარეობდა, რაც სოციალურ ქსელებში განხილვის თემა გახდა. საბოლოოდ, ამ თემაზე კომენტარი საქართველოს მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კოკა ყანდიაშვილმა გააკეთა, რომელიც Facebook-ზე წერს:
"ის უფრო გაგიხარდათ რომ ევროპასთან ხელი მოვაწერეთ თუ ის უფრო გეწყინათ "სულიკო" და "შალახო" რომ მოისმინეთ?
განვმარტავ: -
ორგანიზატორი ქვეყნის პრეროგატივაა, ასეთი ღონისძიებების დროს როგორი ფერი და წარწერა უნდა იყოს "ბეგრაუნდზე", როგორი მაგიდა და სკამი უნდა იყოს, ვინ - ვის მერე უნდა გამოვიდეს, როგორი მუსიკალური (აუდიო-ვიდეო) გაფორმება უნდა შეირჩეს და რომელ შენობაში ჩატარდეს ცერემონია. სად უნდა იყოს მედია და ვინ საიდან შემოვიდეს და გავიდეს.
ვინმეს გაქვთ ილუზია - რომ რეპეტიციას გადიან მონაწილე ქვეყნები, ხელმოწერის წინ? ან ვინმე შეათანხმებდა საქართველოსთან ( ან რომელიმე სხვა მონაწილე ქვეყანასთან) - რომელი მელოდიის ფონზე მოაწერთ ხელსო? ამ ყველაფერს ორგანიზატორი ქვეყანა ამზადებს. მხოლოდ პროტოკოლი იღებს სცენარს - რა მოხდება ცერემონიის დროს - და რომელი დელეგაცია როგორ მოქმედებს - მუსიკალური გამფორმების შესახებ - სცენარში არაფერი არ იწერება :))
წარმატებები...", - წერს კოკა ყანდიაშვილი.