საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მკითხველის რჩევით
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა თუთბერიძე ბაგრატიონებზე, რუსულ ფულსა და საპატრიარქოზე - მორიგი სკანდალური განცხადებები
თეა თუთბერიძე ბაგრატიონებზე, რუსულ ფულსა და საპატრიარქოზე - მორიგი სკანდალური განცხადებები

გა­ზე­თი "ვერ­სია" ეკ­ლე­სი­ი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ზე თეა თუთ­ბე­რი­ძეს ესა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- სა­ეკ­ლე­სიო პი­რე­ბი ღიად მო­თი­ხო­ვენ, ცალ­კე ფრაქ­ცი­ას პარ­ლა­მენ­ტში, მე­ტიც, თურ­მე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მი­მარ­თავ­დნენ კი­დეც, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლად მე­უ­ფე იობი და­ე­ნიშ­ნა.

- მად­ლო­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, რომ მათი ეს თხოვ­ნა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა, ეს იმ­დე­ნად ცდე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რი აზ­როვ­ნე­ბის ჩარ­ჩო­ებს, რომ თვით ივა­ნიშ­ვი­ლიც კი ვერ აუხ­დენ­და მათ ამ ოც­ნე­ბას. იმე­დი მაქვს, არც მო­მა­ვალ­ში უწე­რია ახ­დე­ნა. ამ ქვე­ყა­ნა­ში არა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავ, უბ­რა­ლოდ, ვი­ტო­ვებ იმედს, რომ მსგავ­სი არა­ფე­რი მოხ­დე­ბა.

- თუმ­ცა ბოლო დროს კონ­სტი­ტუ­ცი­ურ მო­ნარ­ქი­ა­ზე ალა­პა­რაკ­დნენ და... (არ მამ­თავ­რე­ბი­ნებს, - რ.შ.).

- მე მა­ინ­ტე­რე­სებს, რა­ინ­დი სად იყო ჩვენს ის­ტო­რი­ა­ში, იქ­ნებ ეს აგ­ვიხ­სნას ვინ­მემ და მერე აღ­ვად­გი­ნოთ მო­ნარ­ქია.

- ამ პრო­ექტს ეკ­ლე­სია ლო­ბი­რებს და ხომ არაა ეს ისევ და ისევ გავ­ლე­ნის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად, ხომ არ მი­ვი­ღებთ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ნარ­ქი­ის ნი­ღაბს ამო­ფა­რე­ბულ თე­ოკ­რა­ტი­ულ მო­ნარ­ქი­ას?

- ეს არ არის მხო­ლოდ სა­პატ­რი­არ­ქოს სცე­ნა­რი, ეს არის რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ერთ-ერთი სცე­ნა­რი და სწო­რედ მათი მხრი­და­ნაა ყვე­ლა­ფე­რი ხელ­შე­წყო­ბი­ლი. ახლა ამ ყვე­ლა­ფერს ძალ­ზე არა­სე­რი­ო­ზუ­ლად კი ვუ­ყუ­რებთ და გვე­ცი­ნე­ბა, მაგ­რამ ივა­ნიშ­ვილ­საც ძა­ლი­ან არა­სე­რი­ო­ზუ­ლად უყუ­რებ­დნენ, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ აღ­მოჩ­ნდა, რომ ფულ­მა დიდი როლი ითა­მა­შა. ამ ყვე­ლა­ფერს ში­შით ვუ­ყუ­რებ, რად­გან აქ მარ­ტო ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი არ არი­ან, ამ ყვე­ლაფ­რის უკან დგას ძა­ლი­ან დიდი რუ­სუ­ლი ფული, სა­პატ­რი­არ­ქო და პატ­რი­არ­ქი, რომ­ლის ერთ სი­ტყვა­ზე­დაც ხალ­ხს შე­უძ­ლია, ხვალ­ვე გად­მო­ა­ყი­რა­ვოს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბაც კი.

- თა­ვის დრო­ზე, მე­რა­ბიშ­ვი­ლიც სა­უბ­რობ­და, რომ ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი პრი­მა­კო­ვის პრო­ექ­ტი იყო, მა­შინ ამ ვერ­სი­ას ლო­გი­კა გა­აჩ­ნდა – რუ­სეთს სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან ჩა­მო­შო­რე­ბა სურ­და და თუკი ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი ავი­დოდ­ნენ ტახ­ტზე, სა­ა­კაშ­ვი­ლი ხა­ვერ­დოვ­ნად დარ­ჩე­ბო­და გან­ზე. რა­ღა­ტომ გახ­და ეს აქ­ტუ­ა­ლუ­რი ინა­უ­გუ­რა­ცი­ის წინა დღე­ებ­ში, ისევ კუნ­თე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა?

- არა მხო­ლოდ. თუ ვინ­მეს აქვს ილუ­ზია, რომ სა­პატ­რი­არ­ქო­ში, მათ შო­რის, სი­ნოდ­ში, აღარ არი­ან რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის და­საყ­რდე­ნე­ბი, ძა­ლი­ან ცდე­ბა. რუ­სულ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან, რომ ვერც ივა­ნიშ­ვი­ლი და ვერც მის მიერ და­ნა­ტო­ვა­რი გუნ­დი სა­ბო­ლო­ოდ ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს იმ მხარ­და­ჭე­რას, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზე აქვთ. ყვე­ლა ძა­ლი­ან მალე სა­ბო­ლო­ოდ დარ­წმუნ­დე­ბა, რომ მათ ოც­ნე­ბებს ახ­დე­ნა არ უწე­რია და ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დიდი პერ­სპექ­ტი­ვა არ გა­აჩ­ნია, ამი­ტო­მაც რამ­დე­ნი­მე სცე­ნა­რი არ­სე­ბობს, მათ შო­რის ერთ-ერთი სწო­რედ ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის ტახ­ტზე აყ­ვა­ნაა.

- ამ­ბობ, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აკის­რებს, პა­სუხს ითხოვ სა­ხელ­მწი­ფოს­გან, რო­მე­ლიც არ აჩე­რებს ეკ­ლე­სი­ას. არა­და, იგი­ვე მოხ­და უსახ­ლკა­რო­თა თავ­შე­საფ­რის თე­მა­ზე, როცა ეკ­ლე­სია წინ აღუდ­გა "იდენ­ტო­ბის" ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას. კი­დევ უფრო გა­უ­გე­ბა­რი იყო სერ­გე­ენ­კოს პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აირ­ჩია და არა სა­პატ­რი­არ­ქო. ფაქ­ტია, სა­ხელ­მწი­ფო ვერ უძ­ლებს ეკ­ლე­სი­ის ზე­წო­ლას, სა­დამ­დე შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­დეს ეს?

- სა­დამ­დეც მი­ვე­დით და კი­დევ უა­რე­სამ­დეც. მე ამ პრობ­ლე­მას ვერ და­ვაბ­რა­ლებ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ეკ­ლე­სია წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ა­თავ­ხე­და.

- და იმის წი­ნამ?

- ძა­ლი­ან კარ­გად იცით ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­ვარ­დნა­ძის მი­მართ, მაგ­რამ მან ზუს­ტად იცო­და, რო­გორ მოქ­ცე­უ­ლი­ყო ეკ­ლე­სი­ას­თან. 1995 წლის 25 დე­კემ­ბერს, ოპე­რის თე­ატ­რში, ილია მე­ო­რის აღ­საყ­დრე­ბი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, შე­ვარ­დნა­ძემ ღიად გა­ნა­ცხა­და, რომ მას მი­უ­ძღვის ძა­ლი­ან დიდი წვლი­ლი ილია მე­ო­რის პატ­რი­არ­ქად კურ­თხე­ვა­ში. კად­რე­ბი მაქვს ნა­ნა­ხი, რო­გორ მო­დი­ან შე­ვარ­დნა­ძე და ილია მე­ო­რე, შე­ვარ­დნა­ძე მხარ­ზე ხელს ურტყამს და მღვდე­ლი გა­მო­ა­ტა­რეთ, მღვდე­ლიო - ირო­ნი­უ­ლი სა­ხით ამ­ბობს. ეს კად­რე­ბი დღე­საც ინა­ხე­ბა საზ­მა­უ­წყებ­ლის არ­ქივ­ში. ვერ ვი­ტყვი, რომ შე­ვარ­დნა­ძის გა­თავ­ხე­დე­ბუ­ლია ეკ­ლე­სია ან მის დროს იმ­დენს ბე­დავ­დნენ, რამ­დე­ნიც სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს გა­ბე­დეს. შე­ვარ­დნა­ძე იყე­ნებ­და ეკ­ლე­სი­ას იმ დო­ზით, რა დო­ზი­თაც სჭირ­დე­ბო­და, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მო­უ­ვი­და მე­ტის­მე­ტი, რაც უკან მო­უბ­რუნ­და ძა­ლი­ან ცუ­დად. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ ჰქონ­და ძა­ლი­ან დიდი ლე­გი­ტი­მა­ცია, დიდი მხარ­და­ჭე­რა და მა­შინ უნდა და­ე­წყო ამ ინ­სტი­ტუტ­თან იმ ფორ­მით ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­გორც ეს სა­ხელ­მწი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა - და­ე­ჭი­რა მღვდლე­ბი, რომ­ლებ­საც ნარ­კო­ტი­კე­ბი შეჰ­ქონ­დათ ცი­ხე­ებ­ში პა­ტიმ­რებ­თან, არ გა­მო­ეშ­ვათ, არ მი­ეჩ­ქმა­ლათ ეს ფაქ­ტე­ბი და ა.შ. მა­შინ ჩვენ ამ რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე არ აღ­მოვ­ჩნდე­ბო­დით. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ჯერ არ გა­ა­კე­თა და მერე უკვე ვე­ღარ გა­ა­კე­თა და ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ძა­ლი­ან ცუდი მემ­კვიდ­რე­ო­ბა ერგო. იგი ვერც შეძ­ლებს ამის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას და ბევ­რს არც ექ­ნე­ბა სურ­ვი­ლი, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ოს ეკ­ლე­სი­ის მსგავს გა­მოვ­ლი­ნე­ბებს.

- ამ ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ, რო­გორც მი­ნი­მუმ, ბარ­თლო­მეს წყევ­ლა გე­ლის!

- ეს ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოდ მეჩ­ვე­ნე­ბა. მე არ ვთვლი ამ ადა­მი­ა­ნებს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბად, ისი­ნი ჩემ­თვის სხვა რა­ღა­ცას­თან ასო­ცირ­დე­ბა და არა იმ ანა­ფო­რი­ან კრი­მი­ნა­ლებ­თან, რომ­ლე­ბიც დღეს ეკ­ლე­სი­ას აფა­რე­ბენ თავს. იმ მიდ­გო­მე­ბით, რო­მე­ლიც ქარ­თულ მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას აქვს, იგი დღეს თუ ხვალ აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­იშ­ლე­ბა. რამ­დე­ნა­დაც არ უნდა ცდი­ლობ­დეს, ჰყავ­დეს ბნე­ლი მრევ­ლი, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, პროგ­რე­სი თა­ვი­სას გა­ი­ტანს. სა­ერ­თოდ, ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­ნათ­ლე­ბის პრობ­ლე­მა და, მგო­ნი, სა­ა­კაშ­ვი­ლიც მიხ­ვდა, რომ და­უშ­ვა ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მა, გა­ნათ­ლე­ბა­ში რომ არ ჩადო იმა­ზე მეტი, ვიდ­რე დებ­და სა­ხელ­მწი­ფო. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თი­თო­ე­უ­ლი ახალ­გაზ­რდა გა­ნათ­ლე­ბას იღებ­დეს არა მხო­ლოდ ქვეყ­ნის შიგ­ნით, სა­დაც არა გვაქვს კარ­გი სის­ტე­მა, არა­მედ ქვეყ­ნის გა­რეთ. მა­ინც ვფიქ­რობ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს არ და­უს­რუ­ლე­ბია თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ კვლავ შეძ­ლებს ამ ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მის კე­თე­ბას. ვფიქ­რობ, მთე­ლი ის შეც­დო­მე­ბი...

- არ გა­მო­რი­ცხავ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მობ­რუ­ნე­ბას?

- რა თქმა უნდა, არ გა­მოვ­რი­ცხავ, მაგ­რამ ვფიქ­რობ, იგი იმ გუნდთან ერ­თად, რო­მე­ლიც ჰყავ­და, არ უნდა მობ­რუნ­დეს.

- ვის­თან გაქვს პრე­ტენ­ზია?

- ძა­ლი­ან ბევრთან, შაშ­კი­ნით და­წყე­ბუ­ლი და ბევ­რი სხვა ადა­მი­ა­ნით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ვინც კახა ლო­მა­ი­ას შემ­დეგ, გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა აქ­ცია ფა­სა­დურ რე­ფორ­მად. შეც­დო­მა იყო იმა­თი გვერ­დით და­ყე­ნე­ბა, ვინც მხო­ლოდ შემ­სრუ­ლე­ბე­ლი იყო და სა­კუ­თა­რი ტვი­ნი ნაკ­ლე­ბად ჰყოფ­ნი­და, სა­კუ­თარ უწყე­ბა­ში საქ­მე და­მო­უ­კი­დებ­ლად ეკე­თე­ბი­ნა. ასე­თი მო­ნუ­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტის ადა­მი­ა­ნე­ბი არ უნდა იდ­გნენ სა­ა­კაშ­ვი­ლის გვერ­დით, რად­გან სწო­რედ ამან და­ღუ­პა.

- თქვენც ეთან­ხმე­ბით მო­საზ­რე­ბას, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­ი­ღუ­პა? სად ჩანს, რომ და­ღუ­პუ­ლია, ორი ვადა მო­ა­თა­ვა მშვი­დო­ბი­ა­ნად და თა­ნაც ვამ­ბობთ, რომ აქვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მობ­რუ­ნე­ბის შან­სი?!

- არა, მე ვსა­უბ­რობ იმა­ზე, რომ მის­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში.

- გა­მო­დის, რომ და­ი­ღუ­პა მისი გა­რე­მოც­ვა და არა თა­ვად სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ად­გი­ლი გა­ნაღ­დე­ბუ­ლი აქვს ის­ტო­რი­ა­ში.

- და­ი­ღუ­პა გა­რე­მოც­ვა და რე­ა­ლუ­რად ქვე­ყა­ნა, თო­რემ მარ­თა­ლი გი­თხრათ, ეგ გა­რე­მოც­ვაც ნაკ­ლე­ბად მა­ინ­ტე­რე­სებს. ჩემ­თვის მთა­ვა­რია ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი და ის საფრ­თხე, რომ­ლის წი­ნა­შეც ქვე­ყა­ნა დგას, თო­რემ სა­ა­კაშ­ვი­ლი მსოფ­ლი­ო­ში დარ­ჩა, რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ლი­დე­რი. ამ საფრ­თხე­ე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, თუ სწო­რად გა­ტარ­დე­ბო­და რე­ფორ­მე­ბი და შე­ირ­ჩე­ო­და კად­რე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­რე­მოც­ვი­დან ჩა­მო­ა­შო­რეს ბაჩო ახა­ლა­ი­ას გარ­და, ყვე­ლა ის მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მო­თა­მა­შე ფი­გუ­რა იყო, და­წყე­ბუ­ლი კახა ლო­მა­ი­ა­დან დამ­თავ­რე­ბუ­ლი კახა ბენ­დუ­ქი­ძით, ყვე­ლა, ვინც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებ­და და აქე­დან და­ი­წყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩა­მოშ­ლა, რე­ა­ლუ­რად კი მი­ვი­და იმ ლო­გი­კურ და­სას­რუ­ლამ­დე, სა­დაც მი­ვი­და.

რეზო შა­ტა­კიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
მკითხველის რჩევით

თეა თუთბერიძე ბაგრატიონებზე, რუსულ ფულსა და საპატრიარქოზე - მორიგი სკანდალური განცხადებები

თეა თუთბერიძე ბაგრატიონებზე, რუსულ ფულსა და საპატრიარქოზე - მორიგი სკანდალური განცხადებები

გაზეთი "ვერსია" ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის საკითხებზე თეა თუთბერიძეს ესაუბრა. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

- საეკლესიო პირები ღიად მოთიხოვენ, ცალკე ფრაქციას პარლამენტში, მეტიც, თურმე ბიძინა ივანიშვილს მიმართავდნენ კიდეც, სახალხო დამცველად მეუფე იობი დაენიშნა.

- მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომ მათი ეს თხოვნა არ გაითვალისწინა, ეს იმდენად ცდება ადეკვატური აზროვნების ჩარჩოებს, რომ თვით ივანიშვილიც კი ვერ აუხდენდა მათ ამ ოცნებას. იმედი მაქვს, არც მომავალში უწერია ახდენა. ამ ქვეყანაში არაფერს გამოვრიცხავ, უბრალოდ, ვიტოვებ იმედს, რომ მსგავსი არაფერი მოხდება.

- თუმცა ბოლო დროს კონსტიტუციურ მონარქიაზე ალაპარაკდნენ და... (არ მამთავრებინებს, - რ.შ.).

- მე მაინტერესებს, რაინდი სად იყო ჩვენს ისტორიაში, იქნებ ეს აგვიხსნას ვინმემ და მერე აღვადგინოთ მონარქია.

- ამ პროექტს ეკლესია ლობირებს და ხომ არაა ეს ისევ და ისევ გავლენის გასაძლიერებლად, ხომ არ მივიღებთ კონსტიტუციური მონარქიის ნიღაბს ამოფარებულ თეოკრატიულ მონარქიას?

- ეს არ არის მხოლოდ საპატრიარქოს სცენარი, ეს არის რუსული სპეცსამსახურების ერთ-ერთი სცენარი და სწორედ მათი მხრიდანაა ყველაფერი ხელშეწყობილი. ახლა ამ ყველაფერს ძალზე არასერიოზულად კი ვუყურებთ და გვეცინება, მაგრამ ივანიშვილსაც ძალიან არასერიოზულად უყურებდნენ, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ფულმა დიდი როლი ითამაშა. ამ ყველაფერს შიშით ვუყურებ, რადგან აქ მარტო ბაგრატიონები არ არიან, ამ ყველაფრის უკან დგას ძალიან დიდი რუსული ფული, საპატრიარქო და პატრიარქი, რომლის ერთ სიტყვაზედაც ხალხს შეუძლია, ხვალვე გადმოაყირავოს ბიძინა ივანიშვილის მთავრობაც კი.

- თავის დროზე, მერაბიშვილიც საუბრობდა, რომ ბაგრატიონები პრიმაკოვის პროექტი იყო, მაშინ ამ ვერსიას ლოგიკა გააჩნდა – რუსეთს სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება სურდა და თუკი ბაგრატიონები ავიდოდნენ ტახტზე, სააკაშვილი ხავერდოვნად დარჩებოდა განზე. რაღატომ გახდა ეს აქტუალური ინაუგურაციის წინა დღეებში, ისევ კუნთების დემონსტრირება?

- არა მხოლოდ. თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ საპატრიარქოში, მათ შორის, სინოდში, აღარ არიან რუსული სპეცსამსახურების დასაყრდენები, ძალიან ცდება. რუსულმა სპეცსამსახურებმა ძალიან კარგად იციან, რომ ვერც ივანიშვილი და ვერც მის მიერ დანატოვარი გუნდი საბოლოოდ ვერ შეინარჩუნებს იმ მხარდაჭერას, რომელიც ამ ეტაპზე აქვთ. ყველა ძალიან მალე საბოლოოდ დარწმუნდება, რომ მათ ოცნებებს ახდენა არ უწერია და ამ ხელისუფლებას დიდი პერსპექტივა არ გააჩნია, ამიტომაც რამდენიმე სცენარი არსებობს, მათ შორის ერთ-ერთი სწორედ ბაგრატიონების ტახტზე აყვანაა.

- ამბობ, რომ პასუხისმგებლობას აკისრებს, პასუხს ითხოვ სახელმწიფოსგან, რომელიც არ აჩერებს ეკლესიას. არადა, იგივე მოხდა უსახლკაროთა თავშესაფრის თემაზე, როცა ეკლესია წინ აღუდგა "იდენტობის" ამ ინიციატივას. კიდევ უფრო გაუგებარი იყო სერგეენკოს პოზიცია, რომელიც პასუხისმგებელია საზოგადოების წინაშე. საზოგადოებამ ეს ხელისუფლება აირჩია და არა საპატრიარქო. ფაქტია, სახელმწიფო ვერ უძლებს ეკლესიის ზეწოლას, სადამდე შეიძლება მივიდეს ეს?

- სადამდეც მივედით და კიდევ უარესამდეც. მე ამ პრობლემას ვერ დავაბრალებ ამ ხელისუფლებას, ეკლესია წინა ხელისუფლებამ გაათავხედა.

- და იმის წინამ?

- ძალიან კარგად იცით ჩემი დამოკიდებულება შევარდნაძის მიმართ, მაგრამ მან ზუსტად იცოდა, როგორ მოქცეულიყო ეკლესიასთან. 1995 წლის 25 დეკემბერს, ოპერის თეატრში, ილია მეორის აღსაყდრებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, შევარდნაძემ ღიად განაცხადა, რომ მას მიუძღვის ძალიან დიდი წვლილი ილია მეორის პატრიარქად კურთხევაში. კადრები მაქვს ნანახი, როგორ მოდიან შევარდნაძე და ილია მეორე, შევარდნაძე მხარზე ხელს ურტყამს და მღვდელი გამოატარეთ, მღვდელიო - ირონიული სახით ამბობს. ეს კადრები დღესაც ინახება საზმაუწყებლის არქივში. ვერ ვიტყვი, რომ შევარდნაძის გათავხედებულია ეკლესია ან მის დროს იმდენს ბედავდნენ, რამდენიც სააკაშვილის დროს გაბედეს. შევარდნაძე იყენებდა ეკლესიას იმ დოზით, რა დოზითაც სჭირდებოდა, მიხეილ სააკაშვილს მოუვიდა მეტისმეტი, რაც უკან მოუბრუნდა ძალიან ცუდად. მიხეილ სააკაშვილს ვარდების რევოლუციის შემდეგ ჰქონდა ძალიან დიდი ლეგიტიმაცია, დიდი მხარდაჭერა და მაშინ უნდა დაეწყო ამ ინსტიტუტთან იმ ფორმით ურთიერთობა, როგორც ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა - დაეჭირა მღვდლები, რომლებსაც ნარკოტიკები შეჰქონდათ ციხეებში პატიმრებთან, არ გამოეშვათ, არ მიეჩქმალათ ეს ფაქტები და ა.შ. მაშინ ჩვენ ამ რეალობის წინაშე არ აღმოვჩნდებოდით. სამწუხაროდ, ეს ჯერ არ გააკეთა და მერე უკვე ვეღარ გააკეთა და ივანიშვილის ხელისუფლებას ძალიან ცუდი მემკვიდრეობა ერგო. იგი ვერც შეძლებს ამის წინააღმდეგ ბრძოლას და ბევრს არც ექნება სურვილი, წინააღმდეგობა გაუწიოს ეკლესიის მსგავს გამოვლინებებს.

- ამ ინტერვიუს შემდეგ, როგორც მინიმუმ, ბართლომეს წყევლა გელის!

- ეს ძალიან სასაცილოდ მეჩვენება. მე არ ვთვლი ამ ადამიანებს სასულიერო პირებად, ისინი ჩემთვის სხვა რაღაცასთან ასოცირდება და არა იმ ანაფორიან კრიმინალებთან, რომლებიც დღეს ეკლესიას აფარებენ თავს. იმ მიდგომებით, რომელიც ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს, იგი დღეს თუ ხვალ აუცილებლად ჩამოიშლება. რამდენადაც არ უნდა ცდილობდეს, ჰყავდეს ბნელი მრევლი, ტექნოლოგიები, პროგრესი თავისას გაიტანს. საერთოდ, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია განათლების პრობლემა და, მგონი, სააკაშვილიც მიხვდა, რომ დაუშვა ძალიან დიდი შეცდომა, განათლებაში რომ არ ჩადო იმაზე მეტი, ვიდრე დებდა სახელმწიფო. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ახალგაზრდა განათლებას იღებდეს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, სადაც არა გვაქვს კარგი სისტემა, არამედ ქვეყნის გარეთ. მაინც ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუსრულებია თავისი პოლიტიკური კარიერა და გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ შეძლებს ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმის კეთებას. ვფიქრობ, მთელი ის შეცდომები...

- არ გამორიცხავ ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მობრუნებას?

- რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, მაგრამ ვფიქრობ, იგი იმ გუნდთან ერთად, რომელიც ჰყავდა, არ უნდა მობრუნდეს.

- ვისთან გაქვს პრეტენზია?

- ძალიან ბევრთან, შაშკინით დაწყებული და ბევრი სხვა ადამიანით დამთავრებული, ვინც კახა ლომაიას შემდეგ, განათლების რეფორმა აქცია ფასადურ რეფორმად. შეცდომა იყო იმათი გვერდით დაყენება, ვინც მხოლოდ შემსრულებელი იყო და საკუთარი ტვინი ნაკლებად ჰყოფნიდა, საკუთარ უწყებაში საქმე დამოუკიდებლად ეკეთებინა. ასეთი მონური მენტალიტეტის ადამიანები არ უნდა იდგნენ სააკაშვილის გვერდით, რადგან სწორედ ამან დაღუპა.

- თქვენც ეთანხმებით მოსაზრებას, რომ სააკაშვილი დაიღუპა? სად ჩანს, რომ დაღუპულია, ორი ვადა მოათავა მშვიდობიანად და თანაც ვამბობთ, რომ აქვს ხელისუფლებაში მობრუნების შანსი?!

- არა, მე ვსაუბრობ იმაზე, რომ მისმა ხელისუფლებამ ვერ შეინარჩუნა პოლიტიკური ძალაუფლება ქვეყანაში.

- გამოდის, რომ დაიღუპა მისი გარემოცვა და არა თავად სააკაშვილი, რომელსაც ადგილი განაღდებული აქვს ისტორიაში.

- დაიღუპა გარემოცვა და რეალურად ქვეყანა, თორემ მართალი გითხრათ, ეგ გარემოცვაც ნაკლებად მაინტერესებს. ჩემთვის მთავარია ქვეყნის ინტერესები და ის საფრთხე, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, თორემ სააკაშვილი მსოფლიოში დარჩა, როგორც დემოკრატიული ლიდერი. ამ საფრთხეების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, თუ სწორად გატარდებოდა რეფორმები და შეირჩეოდა კადრები. სამწუხაროდ, სააკაშვილის გარემოცვიდან ჩამოაშორეს ბაჩო ახალაიას გარდა, ყველა ის მინისტრი, რომელიც დამოუკიდებელი მოთამაშე ფიგურა იყო, დაწყებული კახა ლომაიადან დამთავრებული კახა ბენდუქიძით, ყველა, ვინც გადაწყვეტილებას იღებდა და აქედან დაიწყო ხელისუფლების ჩამოშლა, რეალურად კი მივიდა იმ ლოგიკურ დასასრულამდე, სადაც მივიდა.

რეზო შატაკიშვილი

გაზეთი "ვერსია"