სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გარჩევები მოხდა 27 ნოემბრის ღამეს ხათუნა ოჩიაურის სახლში?!
რა გარჩევები მოხდა 27 ნოემბრის ღამეს ხათუნა ოჩიაურის სახლში?!

27 ნო­ემ­ბერს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" პარ­ლა­მენ­ტში უკ­რა­ი­ნის დრო­შე­ბი­თა და კაშ­ნე­ე­ბით მი­ვიდ­ნენ. იტინ­გი­ცეს, ევ­რო­პე­ლო­ბა ითა­მა­შეს, მსოფ­ლი­ოს თავი მო­ა­წო­ნეს, თა­ვი­ან­თი გან­ცხა­დე­ბაც მი­ი­ტა­ნეს (რო­მე­ლიც სხდო­მა­ზე ვერ გა­ი­ტა­ნეს), რუ­სე­თიც აგი­ნეს, გვი­ან ღა­მით თბი­ლის­შიც დაბ­რუნ­დნენ და ხა­თუ­ნა ოჩი­ა­უ­რის სახ­ლშიც შე­იკ­რიბ­ნენ... ესე­ნი არი­ან: გიგი უგუ­ლა­ვა, ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი, და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე, კაკო ბო­ბო­ხი­ძე, აკო მი­ნაშ­ვი­ლი და ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი. შე­გახ­სე­ბენთ, ესე­ნი არი­ან ბაჩო ახა­ლა­ი­ას დაჯ­გუ­ფე­ბა და კი­დევ ახალ­გაზ­რდე­ბის შე­და­რე­ბით და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ფრთა. ეს უკა­ნას­კნე­ლი ყვე­ლა დაჯ­გუ­ფე­ბას უჩ­მა­ხებს და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში"ითხოვს ძი­რე­ულ ცვლი­ლე­ბებს, რა­საც თა­ვად მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა და მიშა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის დაჯ­გუ­ფე­ბაც, - წერს გა­ზე­თი "ალია" სტა­ტი­ა­ში სა­ხელ­წო­დე­ბით "რა გარ­ჩე­ვე­ბი მოხ­და 27 ნო­ემ­ბრის ღა­მეს ხა­თუ­ნა ოჩი­ა­უ­რის სახ­ლში?!" გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ის სრულ ვერ­სი­ას.

"ალია", "რა გარ­ჩე­ვე­ბი მოხ­და 27 ნო­ემ­ბრის ღა­მეს ხა­თუ­ნა ოჩი­ა­უ­რის სახ­ლში?!"

ბაჩო ახა­ლა­ი­ას დაჯ­გუ­ფე­ბა­ში შე­დი­ან ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი, ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე, ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი, ან­დრო ბარ­ნო­ვი, აკო მი­ნაშ­ვი­ლი, ხა­თუ­ნა ოჩი­ა­უ­რი, ნინო კა­ლან­და­ძე, ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლი, თენ­გიზ გუ­ნა­ვა და პა­ა­ტა ლეჟა­ვა. გი­ორ­გი ვა­შა­ძი­სა და დათო საყ­ვა­რე­ლი­ძის დაჯ­გუ­ფე­ბას მხარს უჭე­რენ კაკო ბო­ბო­ხი­ძე და დათო კირ­კი­ტა­ძე.

მოკ­ლედ, დას­ხდნენ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" (მა­გა­თი გვა­რე­ბის ხსე­ნე­ბაც აღარ მინ­და) და და­ი­წყეს მსჯე­ლო­ბა იმა­ზე, ვინ უნდა გა­იყ­ვა­ნონ რე­გი­ო­ნუ­ლი მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. სა­ა­მი­სო სურ­ვი­ლი ჰქონ­დათ ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­საც და წიკ­ლა­ურ­საც, მაგ­რამ კაკო ბო­ბო­ხი­ძეს უნდა, რომ ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ვით კირ­კი­ტა­ძემ და­ი­კა­ვოს. აქ უკვე და­ი­წყო უთან­ხმო­ე­ბა და ერ­თმა­ნეთს შე­ას­კდნენ გიგი უგუ­ლა­ვა და კაკო ბო­ბო­ხი­ძე. საქ­მე დარ­ტყმამ­დე მი­ვი­და. რო­გორც "ალი­ას"ინ­კოგ­ნი­ტო წყა­რო ატყო­ბი­ნებს, ხა­თუ­ნა ოჩი­ა­უ­რის სახ­ლი­დან ისე­თი ყვი­რი­ლი გა­მო­დი­ო­და, მე­ზობ­ლებ­მაც კი გა­ი­გეს. მე­ტიც, ხა­თუ­ნას ქმა­რი ისე შე­წუ­ხე­ბუ­ლა, ეზო­ში გა­მო­ვარ­დნი­ლა და იქით და­უ­წყია ყვი­რი­ლი: "ბო­ლოს და ბო­ლოს, აღარ და­იშ­ლე­ბით, რა გა­ატ­რა­კეთ საქ­მეო?!"

რო­გორც იქნა, გა­უშ­ვე­ლე­ბი­ათ და დაშ­ლი­ლან ბი­ჭე­ბი. ერთ-ერთი მე­ზობ­ლის თქმით, ბო­ბო­ლა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი"მთვრა­ლე­ბი იყ­ვნენ და ამი­ტო­მაც უმტყუ­ნათ ნერ­ვებ­მა. რო­გორც ჩანს, 27 ნო­ემ­ბერს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი უკ­რა­ი­ნის შე­სან­დო­ბა­რი და­ლი­ეს და ამან მათ ნერ­ვებ­ზეც იმოქ­მე­და.

წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის "ლი­დე­რე­ბი" სა­თი­თა­ოდ ურე­კა­ვენ "აბ­რა­გად" გა­ვარ­დნილ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს და არ­წმუ­ნე­ბენ, რომ მათი ხედ­ვა უკე­თე­სია, ვიდ­რე და­ნარ­ჩე­ნე­ბი­სა, მით უმე­ტეს, მიშა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი­სა და ხა­თუ­ნა გო­გო­რიშ­ვი­ლი­სა. სა­ა­კაშ­ვი­ლი ახლა თა­ვის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობს ამე­რი­კა­ში მაგ­რამ ყვე­ლას ჰპირ­დე­ბა, რომ ამ სა­კი­თხებს აუ­ცი­ლებ­ლად მო­აგ­ვა­რებს.

სხვა­თა შო­რის, გი­ორ­გი ვა­შა­ძემ 27 ნო­ემ­ბერს უკვე გა­მო­აქ­ვეყ­ნა წე­რი­ლი, სა­დაც ის ღიად ამ­ბობს, რომ დღეს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში"ძი­რე­უ­ლად უნდა შე­იც­ვა­ლოს ყვე­ლა­ფე­რი და წარ­მო­ჩინ­დნენ ახა­ლი სა­ხე­ე­ბი. ჩვენ უკვე ვწერ­დით, რომ იგი­ვე ვა­შა­ძე გეგ­მავს თა­ვი­სი კან­დი­და­ტუ­რის და­ყე­ნე­ბას პარ­ტი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. ის გან­წყო­ბი­ლია რა­დი­კა­ლუ­რად და მიშა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის და­ტო­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თა­ვის ად­გილს პარ­ტი­ა­ში ვერ ხე­დავს, აპი­რებს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი"მოძ­რა­ო­ბის და­ტო­ვე­ბას.

რო­გორც ჩანს, 30 ნო­ემ­ბრამ­დე, როცა "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა უნდა გა­ი­მარ­თოს, ესე­ნი ერ­თმა­ნეთს მაგ­რად და­ა­სის­ხლი­ა­ნე­ბენ, უგუ­ლა­ვას რე­გი­ო­ნულ მდივ­ნად ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი უნდა, კაკო ბო­ბო­ხი­ძეს - კირ­კი­ტა­ძე. არც ერთი უქ­ნია ღმერ­თს და არც მე­ო­რე, მაგ­რამ დღეს პარ­ტი­ა­ში ყვე­ლას თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს, ბო­ლოს და ბო­ლოს, ბი­უ­ჯე­ტი­დან იმ­დე­ნი ფული ირი­ცხე­ბა, ახლა მოს­წრე­ბა­ზეა საქ­მე.

სა­ა­კაშ­ვი­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა გა­მახ­სენ­და... იქ მუ­შე­ბი დღე და ღამ მუ­შა­ო­ბენ, 4 სარ­თუ­ლი აა­შე­ნეს უკვე. რამ­დე­ნი­მე მე­ზობ­ლის­თვის მი­შას ხალ­ხს კვად­რა­ტულ­ში 1100 დო­ლა­რი შე­უ­თა­ვა­ზე­ბია, მაგ­რამ ამათ 1500 დო­ლა­რი მო­უ­თხო­ვი­ათ და ჯერ­ჯე­რო­ბით საქ­მე ჩაშ­ლი­ლა. მოკ­ლედ, მე­ზობ­ლე­ბი მი­შას ჩა­მოს­ვლას ელო­დე­ბი­ან, 1500 დო­ლარს გა­დაგ­ვიხ­დის ჩვენს კუთ­ვნილ ტე­რი­ტო­რი­ა­ში და ავ­შენ­დე­ბი­თო. ეეეჰ... რა დრო დად­გა, კაცო? სა­ა­კაშ­ვი­ლი იქით იხ­ვე­წე­ბა, თქვე ოხ­რე­ბო, ცოტა და­მი­კე­ლი­თო!

სა­ა­კაშ­ვილს პარ­ტი­ის­თვის აღარ სცა­ლია, თო­რემ ბო­ბო­ხი­ძე­ე­ბი და უგუ­ლა­ვე­ბი ამ­დენს ვერ გა­ბე­დავ­დნენ, რა ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი (ამას კი­დევ ჯერ საქ­მე სა­სა­მარ­თლო­ში აქვს), რო­მე­ლი კირ­კი­ტა­ძე? ბოლო დროს ირ­კვე­ვა, რომ ამათ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი სა­ერ­თოდ "მო­ტე­ხეს"და ცი­ხის კედ­ლებს შე­ა­ტო­ვეს.

რა ხდე­ბა პო­ლიტ­საბ­ჭომ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ბაჩო ახა­ლა­ი­ას დაჯ­გუ­ფე­ბა­ში? აქ უკვე შე­თან­ხმდნენ შემ­დეგ კან­დი­და­ტებ­ზე: პარ­ტის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნი - ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მდი­ვა­ნი - გიგა ბო­კე­რია, პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კი­სა და სტრა­ტე­გი­ის მდი­ვა­ნი - ან­დრო ბარ­ნო­ვი, რე­გი­ო­ნა­ლუ­რი მდი­ვა­ნი - ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი. წე­სით, ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი ხა­თუ­ნა ოჩი­ა­უ­რის სახ­ლში არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო და­ნარ­ჩე­ნებ­თან ერ­თად, მაგ­რამ რაკი ისი­ნი ზვი­ა­დის­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან მე­გობ­რო­ბენ, სხვა­ნა­ი­რად არ გა­მო­ვი­დო­და.

და­ვე­ლო­დოთ, სულ რა­ღაც ორი­ო­დე დღეც და "ნაც­მოძ­რა­ო­ბა­ში" ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ი­წყე­ბენ თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბას, რა­საც აუ­ცი­ლებ­ლად მოჰ­ყვე­ბა სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფებ­ში უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და არც ისაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, ამ პარ­ტი­ა­ში მხო­ლოდ მიშა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი და ხა­თუ­ნა გო­გო­რიშ­ვი­ლი დარ­ჩნენ.

გელა ზე­დე­ლაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რა გარჩევები მოხდა 27 ნოემბრის ღამეს ხათუნა ოჩიაურის სახლში?!

რა გარჩევები მოხდა 27 ნოემბრის ღამეს ხათუნა ოჩიაურის სახლში?!

27 ნოემბერს "ნაციონალები" პარლამენტში უკრაინის დროშებითა და კაშნეებით მივიდნენ. იტინგიცეს, ევროპელობა ითამაშეს, მსოფლიოს თავი მოაწონეს, თავიანთი განცხადებაც მიიტანეს (რომელიც სხდომაზე ვერ გაიტანეს), რუსეთიც აგინეს, გვიან ღამით თბილისშიც დაბრუნდნენ და ხათუნა ოჩიაურის სახლშიც შეიკრიბნენ... ესენი არიან: გიგი უგულავა, ზურაბ ჭიაბერაშვილი, დავით საყვარელიძე, კაკო ბობოხიძე, აკო მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური. შეგახსებენთ, ესენი არიან ბაჩო ახალაიას დაჯგუფება და კიდევ ახალგაზრდების შედარებით დამოუკიდებელი ფრთა. ეს უკანასკნელი ყველა დაჯგუფებას უჩმახებს და "ნაციონალურ მოძრაობაში"ითხოვს ძირეულ ცვლილებებს, რასაც თავად მიშა სააკაშვილიც ეწინააღმდეგება და მიშა მაჭავარიანის დაჯგუფებაც, - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სახელწოდებით "რა გარჩევები მოხდა 27 ნოემბრის ღამეს ხათუნა ოჩიაურის სახლში?!" გთავაზობთ სტატიის სრულ ვერსიას.

"ალია", "რა გარჩევები მოხდა 27 ნოემბრის ღამეს ხათუნა ოჩიაურის სახლში?!"

ბაჩო ახალაიას დაჯგუფებაში შედიან ნუგზარ წიკლაური, ეკა ხერხეულიძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, ანდრო ბარნოვი, აკო მინაშვილი, ხათუნა ოჩიაური, ნინო კალანდაძე, ლევან ბეჟაშვილი, თენგიზ გუნავა და პაატა ლეჟავა. გიორგი ვაშაძისა და დათო საყვარელიძის დაჯგუფებას მხარს უჭერენ კაკო ბობოხიძე და დათო კირკიტაძე.

მოკლედ, დასხდნენ "ნაციონალები" (მაგათი გვარების ხსენებაც აღარ მინდა) და დაიწყეს მსჯელობა იმაზე, ვინ უნდა გაიყვანონ რეგიონული მდივნის თანამდებობაზე. საამისო სურვილი ჰქონდათ ჭიაბერაშვილსაც და წიკლაურსაც, მაგრამ კაკო ბობოხიძეს უნდა, რომ ეს თანამდებობა დავით კირკიტაძემ დაიკავოს. აქ უკვე დაიწყო უთანხმოება და ერთმანეთს შეასკდნენ გიგი უგულავა და კაკო ბობოხიძე. საქმე დარტყმამდე მივიდა. როგორც "ალიას"ინკოგნიტო წყარო ატყობინებს, ხათუნა ოჩიაურის სახლიდან ისეთი ყვირილი გამოდიოდა, მეზობლებმაც კი გაიგეს. მეტიც, ხათუნას ქმარი ისე შეწუხებულა, ეზოში გამოვარდნილა და იქით დაუწყია ყვირილი: "ბოლოს და ბოლოს, აღარ დაიშლებით, რა გაატრაკეთ საქმეო?!"

როგორც იქნა, გაუშველებიათ და დაშლილან ბიჭები. ერთ-ერთი მეზობლის თქმით, ბობოლა "ნაციონალები"მთვრალები იყვნენ და ამიტომაც უმტყუნათ ნერვებმა. როგორც ჩანს, 27 ნოემბერს დამოუკიდებელი უკრაინის შესანდობარი დალიეს და ამან მათ ნერვებზეც იმოქმედა.

წყაროს ინფორმაციით, დაჯგუფებების "ლიდერები" სათითაოდ ურეკავენ "აბრაგად" გავარდნილ მიხეილ სააკაშვილს და არწმუნებენ, რომ მათი ხედვა უკეთესია, ვიდრე დანარჩენებისა, მით უმეტეს, მიშა მაჭავარიანისა და ხათუნა გოგორიშვილისა. სააკაშვილი ახლა თავის გადარჩენას ცდილობს ამერიკაში მაგრამ ყველას ჰპირდება, რომ ამ საკითხებს აუცილებლად მოაგვარებს.

სხვათა შორის, გიორგი ვაშაძემ 27 ნოემბერს უკვე გამოაქვეყნა წერილი, სადაც ის ღიად ამბობს, რომ დღეს "ნაციონალურ მოძრაობაში"ძირეულად უნდა შეიცვალოს ყველაფერი და წარმოჩინდნენ ახალი სახეები. ჩვენ უკვე ვწერდით, რომ იგივე ვაშაძე გეგმავს თავისი კანდიდატურის დაყენებას პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე. ის განწყობილია რადიკალურად და მიშა მაჭავარიანის დატოვების შემთხვევაში თავის ადგილს პარტიაში ვერ ხედავს, აპირებს "ნაციონალური"მოძრაობის დატოვებას.

როგორც ჩანს, 30 ნოემბრამდე, როცა "ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა გაიმართოს, ესენი ერთმანეთს მაგრად დაასისხლიანებენ, უგულავას რეგიონულ მდივნად ჭიაბერაშვილი უნდა, კაკო ბობოხიძეს - კირკიტაძე. არც ერთი უქნია ღმერთს და არც მეორე, მაგრამ დღეს პარტიაში ყველას თავისი ინტერესები აქვს, ბოლოს და ბოლოს, ბიუჯეტიდან იმდენი ფული ირიცხება, ახლა მოსწრებაზეა საქმე.

სააკაშვილის ბიბლიოთეკა გამახსენდა... იქ მუშები დღე და ღამ მუშაობენ, 4 სართული ააშენეს უკვე. რამდენიმე მეზობლისთვის მიშას ხალხს კვადრატულში 1100 დოლარი შეუთავაზებია, მაგრამ ამათ 1500 დოლარი მოუთხოვიათ და ჯერჯერობით საქმე ჩაშლილა. მოკლედ, მეზობლები მიშას ჩამოსვლას ელოდებიან, 1500 დოლარს გადაგვიხდის ჩვენს კუთვნილ ტერიტორიაში და ავშენდებითო. ეეეჰ... რა დრო დადგა, კაცო? სააკაშვილი იქით იხვეწება, თქვე ოხრებო, ცოტა დამიკელითო!

სააკაშვილს პარტიისთვის აღარ სცალია, თორემ ბობოხიძეები და უგულავები ამდენს ვერ გაბედავდნენ, რა ჭიაბერაშვილი (ამას კიდევ ჯერ საქმე სასამართლოში აქვს), რომელი კირკიტაძე? ბოლო დროს ირკვევა, რომ ამათ ვანო მერაბიშვილი საერთოდ "მოტეხეს"და ციხის კედლებს შეატოვეს.

რა ხდება პოლიტსაბჭომდე რამდენიმე დღით ადრე ბაჩო ახალაიას დაჯგუფებაში? აქ უკვე შეთანხმდნენ შემდეგ კანდიდატებზე: პარტის აღმასრულებელი მდივანი - ლევან ბეჟაშვილი, საერთაშორისო მიმართულებების მდივანი - გიგა ბოკერია, პარტიის პოლიტიკისა და სტრატეგიის მდივანი - ანდრო ბარნოვი, რეგიონალური მდივანი - ნუგზარ წიკლაური. წესით, ნუგზარ წიკლაური ხათუნა ოჩიაურის სახლში არ უნდა ყოფილიყო დანარჩენებთან ერთად, მაგრამ რაკი ისინი ზვიადისტური მოძრაობიდან მეგობრობენ, სხვანაირად არ გამოვიდოდა.

დაველოდოთ, სულ რაღაც ორიოდე დღეც და "ნაცმოძრაობაში" ოფიციალურად დაიწყებენ თანამდებობების გადანაწილებას, რასაც აუცილებლად მოჰყვება სხვადასხვა ჯგუფებში უკმაყოფილება და არც ისაა გამორიცხული, ამ პარტიაში მხოლოდ მიშა მაჭავარიანი და ხათუნა გოგორიშვილი დარჩნენ.

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა