პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელშეკრულებების სტანდარტიზაციას გეგმავს
ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელშეკრულებების სტანდარტიზაციას გეგმავს

მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კუ­თხით ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის სტან­დარ­ტი­ზა­ცი­ას გეგ­მავს, - ამის შე­სა­ხებ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი ქა­და­გი­ძემ მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო­ებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

ქა­და­გი­ძის თქმით, "მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ეროვ­ნულ ბანკს არ აძ­ლევს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას, არე­გუ­ლი­როს მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ჩვენ, ჩვე­ნი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ყვე­ლა სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბას გა­ვა­ტა­რებთ, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად ავა­რი­დოთ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­მო­მავ­ლო რის­კებს. უპირ­ვე­ლე­სად და­ვა­ვალ­დე­ბუ­ლებთ მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, მო­ახ­დი­ნონ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის სტან­დარ­ტი­ზა­ცია და პირ­ველ­სა­ვე გვერ­დზე თვალ­სა­ჩი­ნოდ და მარ­ტი­ვად აღ­საქ­მე­ლად გა­მო­ი­ტა­ნონ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პი­რო­ბა, და მაქ­სი­მა­ლუ­რად გამჭვირ­ვა­ლე გა­ხა­დონ პრო­დუქ­ტის ფი­ნან­სუ­რი ხარ­ჯე­ბის ნა­წი­ლი. ამავდრო­უ­ლად ვთხოვთ მო­ქა­ლა­ქე­ებს, უფრო მე­ტად და­ინ­ტე­რეს­დნენ, ვის ან­დო­ბენ სა­კუ­თარ ფი­ნან­სებს, მეტი ყუ­რა­დღე­ბით წა­ი­კი­თხონ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და შე­ა­ფა­სონ მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხე­ე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა.

სებ-ის პრე­ზი­დენ­ტის გან­მარ­ტე­ბით, სა­მო­მავ­ლოდ მისი უწყე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის სტან­დარ­ტი­ზა­ცი­ას აპი­რებს.

"მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კუ­თხით შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის სტან­დარ­ტი­ზა­ცია. სა­დაც მკა­ფი­ოდ იქ­ნე­ბა ნაჩ­ვე­ნე­ბი, თუ რა არის ეფექ­ტუ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი და რა ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სეს­ხის აღე­ბა, იმი­სათ­ვის რომ არ იყოს და­მა­ტე­ბი­თი ფა­რუ­ლი ხარ­ჯე­ბი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის სი­ურპრი­ზი",- აღ­ნიშ­ნა ქა­და­გი­ძემ.

გი­ორ­გი ქა­და­გი­ძის გან­მარ­ტე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ადა­მი­ა­ნი კარ­გად გა­ეც­ნოს იმ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რო­მელ­საც ის ამა თუ იმ კომ­პა­ნი­ას­თან აფორ­მებს, ვი­საც სა­ბო­ლო­ოდ სა­კუ­თარ და­ნა­ზოგს ან­დობს.

"დღე­ვან­დე­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ის უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნია დე­ტა­ლუ­რად გან­ვი­ხი­ლოთ მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო სექ­ტორ­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, პრობ­ლე­მე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის თვალ­საზ­რი­სით. ჩვენ­თან შე­მო­სუ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 25% მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო სექ­ტორ­ზე მო­დი­ო­და. ეს იყო ჩვენ­თვის ინ­დი­კა­ტო­რი და გა­ვა­კე­თეთ მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა",- აცხა­დებს ქა­და­გი­ძე.

კონ­ფე­რენ­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი 67 მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ასზე მეტი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ეს­წრე­ბო­და. დღე­ი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლოს არა­სა­ბან­კო სექ­ტო­რი 67 მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა რე­გუ­ლირ­დე­ბა "მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით, რომ­ლი­თაც მათ ეკ­რძა­ლე­ბათ დე­პო­ზი­ტე­ბის მი­ღე­ბა.

რა? სად? რა ფა­სად?

გა­ი­გეთ "რა­დიო მარ­კეტ­ში"

ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს 10:50 და 11:50 სა­ათ­ზე

რა­დიო "პა­ლიტ­რის" ეთერ­ში - FM 103.9

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელშეკრულებების სტანდარტიზაციას გეგმავს

ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელშეკრულებების სტანდარტიზაციას გეგმავს

მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელშეკრულებების სტანდარტიზაციას გეგმავს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ მიკროსაფინანსოებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ქადაგიძის თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობა ეროვნულ ბანკს არ აძლევს უფლებამოსილებას, არეგულიროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ჩვენ, ჩვენი უფლებამოსილებიდან გამომდინარე ყველა საჭირო ღონისძიებას გავატარებთ, რათა მაქსიმალურად ავარიდოთ მოქალაქეები სამომავლო რისკებს. უპირველესად დავავალდებულებთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, მოახდინონ ხელშეკრულებების სტანდარტიზაცია და პირველსავე გვერდზე თვალსაჩინოდ და მარტივად აღსაქმელად გამოიტანონ ხელშეკრულების ყველა მნიშვნელოვანი პირობა, და მაქსიმალურად გამჭვირვალე გახადონ პროდუქტის ფინანსური ხარჯების ნაწილი. ამავდროულად ვთხოვთ მოქალაქეებს, უფრო მეტად დაინტერესდნენ, ვის ანდობენ საკუთარ ფინანსებს, მეტი ყურადღებით წაიკითხონ ხელშეკრულება და შეაფასონ მოსალოდნელი საფრთხეები", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

სებ-ის პრეზიდენტის განმარტებით, სამომავლოდ მისი უწყება ხელშეკრულებების სტანდარტიზაციას აპირებს.

"მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით შემდეგი ნაბიჯი იქნება, ხელშეკრულებების სტანდარტიზაცია. სადაც მკაფიოდ იქნება ნაჩვენები, თუ რა არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და რა ხარჯებთანაა დაკავშირებული სესხის აღება, იმისათვის რომ არ იყოს დამატებითი ფარული ხარჯები მომხმარებლისთვის სიურპრიზი",- აღნიშნა ქადაგიძემ.

გიორგი ქადაგიძის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი კარგად გაეცნოს იმ ხელშეკრულებას, რომელსაც ის ამა თუ იმ კომპანიასთან აფორმებს, ვისაც საბოლოოდ საკუთარ დანაზოგს ანდობს.

"დღევანდელი კონფერენციის უმთავრესი მიზანია დეტალურად განვიხილოთ მიკროსაფინანსო სექტორში არსებული მდგომარეობა, პრობლემები, განსაკუთრებით მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ჩვენთან შემოსული პრეტენზიების დაახლოებით 25% მიკროსაფინანსო სექტორზე მოდიოდა. ეს იყო ჩვენთვის ინდიკატორი და გავაკეთეთ მყისიერი რეაგირება",- აცხადებს ქადაგიძე.

კონფერენციას საქართველოში რეგისტრირებული 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ასზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. დღეისათვის საქართველოს არასაბანკო სექტორი 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაციითაა წარმოდგენილი. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა რეგულირდება "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ" საქართველოს კანონით, რომლითაც მათ ეკრძალებათ დეპოზიტების მიღება.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ