გიორგი მარგველაშვილი ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის" ფარგლებში დღეს დილიდან შეხვედრებს მართავს.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროპის ეკონომიკისა და სოციალური კომიტეტის პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანდრის ბერზინშის შეხვდა.

საუბრის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა ღრმა მწუხარება ქ. რიგაში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით და თანადგომა გამოუცხადა ლატვიელ ხალხს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ანდრის ბერზინშს ლატვიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

ლატვიის პრეზიდენტმა თავის მხრივ, აღნიშნა საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების მნიშვნელობა და გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესში.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე ბიზნესის, ვაჭრობის, თავდაცვისა და სხვა სფეროებში.

საუბრის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

პრეზიდენტების შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ლატვიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები და მხარეთა დელეგაციების სხვა წევრები.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა