ასე ახლოს ევროპასთან არასდროს მივსულვართ, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "ემას შოუში" ვილნიუსის სამიტის მნიშვნელობაზე საუბრისას. როგორც ალასანიამ განმარტა, ის, რომ "კავკასიური ცარცის წრე" გავარღვიეთ და გავხდით ევროპული ოჯახისკენ გზის ნაწილი", ბოლო 25 წლის განმავლობაში ქართული საზოგადოების ძალისხმევის შედეგია.
რაც შეეხება მოსალოდნელ საფრთხეებსა და გამოწვევებს, ირაკლი ალასანიას თქმით, წარმატებასთან ერთად ქვეყნისთვის გამოწვევები და საფრთხეები იზრდება. როგორც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც მას გააჩნია, ვერ ხედავს სამხედრო აგრესიის შანსებს, მაგრამ ნათლად და ცხადად ხედავს ისეთ საფრთხეებს, როგორიცაა ქვეყნის შიგნით კრიტიკული საზოგადოებრივი აზრის შექმნა ნატოს შესახებ. ამისთვის, ალასანიას აზრით, მთელი საზოგადოება და სახელმწიფო მობილიზებული უნდა იყოს, რომ არ დაუშვას მსგავსი საფრთხეები.
იხილეთ ვიდეო