პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობა მზადაა აფხაზებსა და ოსებს გაუზიაროს ყველა ის სარგებელი, რომელსაც ასოცირების შეთანხმება მოიტანს
მთავრობა მზადაა აფხაზებსა და ოსებს გაუზიაროს ყველა ის სარგებელი, რომელსაც ასოცირების შეთანხმება მოიტანს

რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რა­ტი "აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის" ვილ­ნი­უ­სის სა­მიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის პა­რა­ფი­რე­ბას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მთლი­ა­ნად სა­ხელ­მწი­ფოს­თვის და კონ­კრე­ტუ­ლად კონ­ფლიქ­ტე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნად მო­წეს­რი­გე­ბის კუ­თხით.

გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ კონ­ფლიქ­ტე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნად მო­წეს­რი­გე­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ახალ ეტაპ­ზე ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­კი­თხი იქ­ნე­ბა.

"ვილ­ნი­უს­ში ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის პა­რა­ფი­რე­ბით კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯით გა­ვამ­ყა­რეთ ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი. ეს არის მო­მა­ვა­ლი, რომ­ლის­კე­ნაც ჩვენ მი­ვის­წრაფ­ვით და რო­მელ­საც ვთა­ვა­ზობთ აფხა­ზურ და ოსურ სა­ზო­გა­დო­ე­ბებს. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა მზა­დაა, მათ გა­ვუ­ზი­ა­როთ ყვე­ლა ის სარ­გე­ბე­ლი, რო­მელ­საც ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა მო­უ­ტანს სა­ქარ­თვე­ლოს.

ევ­რო­კავ­ში­რი დღე­ი­სათ­ვის წამ­ყვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ტო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­ფლიქ­ტე­ბის მო­წეს­რი­გე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. 2008 წლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დებს ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ მი­სი­ას მან­და­ტის სრულ­ყო­ფი­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცეს. ევ­რო­კავ­ში­რის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბით მუ­შა­ობს, ასე­ვე, ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დის­კუ­სი­ე­ბი, რო­მელ­შიც ევ­რო­კავ­ში­რის მიერ ფა­სი­ლი­ტი­რე­ბულ ექ­ვსპუნ­ქტი­ან შე­თან­ხმე­ბას ეფუძ­ნე­ბა.

კონ­ფლიქ­ტე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი და­რე­გუ­ლი­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რი არა­ერთ პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს, რაც მი­მარ­თუ­ლია სწო­რედ ხალ­ხთა­შო­რის კონ­ტაქ­ტე­ბის წა­ხა­ლი­ხე­ბის და ნდო­ბის აღ­დგე­ნი­სა­კენ. ევ­რო­კავ­ში­რის ჩარ­თუ­ლო­ბის მთა­ვა­რი წი­ნა­პი­რო­ბა და შე­მად­გე­ნე­ლი არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კაა, რო­მელ­საც მყა­რად უჭერს მხარს რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რი, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა",-ნათ­ქვა­მია რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რა­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მთავრობა მზადაა აფხაზებსა და ოსებს გაუზიაროს ყველა ის სარგებელი, რომელსაც ასოცირების შეთანხმება მოიტანს

მთავრობა მზადაა აფხაზებსა და ოსებს გაუზიაროს ყველა ის სარგებელი, რომელსაც ასოცირების შეთანხმება მოიტანს

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც პაატა ზაქარეიშვილის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებას დიდი მნიშვნელობა აქვს მთლიანად სახელმწიფოსთვის და კონკრეტულად კონფლიქტების მშვიდობიანად მოწესრიგების კუთხით.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონფლიქტების მშვიდობიანად მოწესრიგება ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის ახალ ეტაპზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იქნება.

"ვილნიუსში ასოცირების შეთანხმების პარაფირებით კიდევ ერთი ნაბიჯით გავამყარეთ ჩვენი ევროპული არჩევანი. ეს არის მომავალი, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფვით და რომელსაც ვთავაზობთ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს. საქართველოს მთავრობა მზადაა, მათ გავუზიაროთ ყველა ის სარგებელი, რომელსაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება მოუტანს საქართველოს.

ევროკავშირი დღეისათვის წამყვანი საერთაშორისო აქტორია საქართველოში კონფლიქტების მოწესრიგების მიმართულებით. 2008 წლის შემდეგ საქართველოში მოქმედებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მნიშვნელოვანია, რომ ამ მისიას მანდატის სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა მიეცეს. ევროკავშირის თანათავმჯდომარეობით მუშაობს, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომელშიც ევროკავშირის მიერ ფასილიტირებულ ექვსპუნქტიან შეთანხმებას ეფუძნება.

კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების ხელშეწყობისთვის საქართველოში ევროკავშირი არაერთ პროექტს ახორციელებს, რაც მიმართულია სწორედ ხალხთაშორის კონტაქტების წახალიხების და ნდობის აღდგენისაკენ. ევროკავშირის ჩართულობის მთავარი წინაპირობა და შემადგენელი არაღიარების პოლიტიკაა, რომელსაც მყარად უჭერს მხარს როგორც ევროკავშირი, ისე საერთაშორისო საზოგადოება",-ნათქვამია რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა