მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ აპირებდა ეთერ კაკულია დაბადების დღის ჭორვილაში გადახდას
რატომ აპირებდა ეთერ კაკულია დაბადების დღის ჭორვილაში გადახდას

29 ნო­ემ­ბერს ეთერ კა­კუ­ლი­ას და­ბა­დე­ბის დღეა. ქალ­ბა­ტონ ეთერს მე­გობ­რე­ბი გრან­დი­ო­ზულ და­ბა­დე­ბის დღეს უმ­ზა­დე­ბენ. მომ­ღე­რა­ლიც სა­გულ­და­გუ­ლოდ ემ­ზა­დე­ბა ამ დღის­თვის. ამ­ბობს, რომ ვარ­სკვლა­ვის გახ­სნა­საც იმ­სა­ხუ­რებს, ამის­თვის მომ­წიფ­და უკვე.

- ქალ­ბა­ტო­ნო ეთერ, იმ­დენ­ჯერ მო­ი­ტყუ­ეთ თქვე­ნი ასა­კი, კი­დევ გახ­სოვთ, რამ­დე­ნი წლის ბრძან­დე­ბით?

- 33 წლის ვხდე­ბი. არა, მარ­თლა აღარ მახ­სოვს. იმ­დენ­ჯერ მო­ვი­ტყუე, ყო­ველ წელს სხვა­დას­ხვა ასაკს ვამ­ბობ, თან ნელ-ნელა ვაკ­ლებ.

- რო­გორ აპი­რებთ ამ დღის აღ­ნიშ­ვნას?

- ჭორ­ვი­ლა­ში მინ­დო­და გა­და­მე­ხა­და, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დედა, ქალ­ბა­ტო­ნი ცი­ცი­ნო ჩემი მე­გო­ბა­რია და მან შე­მომ­თა­ვა­ზა. ახლა გა­და­ვი­ფიქ­რე, მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა მა­ინც, ჩემი და­ბა­დე­ბის დღე ჭორ­ვი­ლა­ში რა­ტომ უნდა გა­და­ვი­ხა­დო. 94 წლის ქა­ლია ცი­ცი­ნო, რო­გორც ჩიტი, ისე დაფ­რი­ნავს. სა­ო­ცა­რი ქალ­ბა­ტო­ნია, ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ახლა "მა­რი­ოტ­ში" აპი­რე­ბენ ჩემი მე­გობ­რე­ბი ჩემი და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნას, ნაზი ალა­სა­ნი­ამ და მა­ნა­ნა გაბ­რი­ჭი­ძემ ითა­ვეს ეს საქ­მე.

- და­ახ­ლო­ე­ბით მა­ინც იცით, რო­გო­რი იქ­ნე­ბა თქვე­ნი და­ბა­დე­ბის დღე?

- ვე­რა­ფერს ვე­კი­თხე­ბი, ისე მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა, ან სა­ი­დან შო­უ­ლო­ბენ ფი­ნან­სებს, არ ვიცი. შეხ­ვედ­რა-კონ­ცერ­ტი, და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი ტი­პის სა­ღა­მო იქ­ნე­ბა. სა­ღა­მოს გივი სი­ხა­რუ­ლი­ძე წა­იყ­ვანს. მეც ვიმ­ღე­რებ. მა­ნამ­დე ფორ­მა­ში მო­ვალ, დღეს რა­ღაც ვერ ვარ ფორ­მა­ში, სხვა­ნა­ი­რი ვარ უმა­კი­ა­ჟოდ, არა? მაგ­რამ ასე უფრო ახალ­გაზ­რდუ­ლია, ხომ მარ­თა­ლია?

- მარ­თა­ლია, მარ­თა­ლი.

- ნინო, უყუ­რე ჩემი და ან­რის ნო­მერს "ჯი-დი-ეს" -ზე? ასე­თი შოუ არ გან­მე­ორ­დე­ბა, არა­და, გუ­შინ და­ბა­ლი ქუ­ლე­ბი და­უ­წე­რეს. ისე დამ­წყდა გული. ვე­რა­ვინ ვერ გა­ა­კე­თებ­და მაგ ელ ჯე­როს, არა­ფე­რი არ აქვს ისე­თი, რომ შოუ გა­ა­კე­თო.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

რატომ აპირებდა ეთერ კაკულია დაბადების დღის ჭორვილაში გადახდას

რატომ აპირებდა ეთერ კაკულია დაბადების დღის ჭორვილაში გადახდას

29 ნოემბერს ეთერ კაკულიას დაბადების დღეა. ქალბატონ ეთერს მეგობრები გრანდიოზულ დაბადების დღეს უმზადებენ. მომღერალიც საგულდაგულოდ ემზადება ამ დღისთვის. ამბობს, რომ ვარსკვლავის გახსნასაც იმსახურებს, ამისთვის მომწიფდა უკვე.

- ქალბატონო ეთერ, იმდენჯერ მოიტყუეთ თქვენი ასაკი, კიდევ გახსოვთ, რამდენი წლის ბრძანდებით?

- 33 წლის ვხდები. არა, მართლა აღარ მახსოვს. იმდენჯერ მოვიტყუე, ყოველ წელს სხვადასხვა ასაკს ვამბობ, თან ნელ-ნელა ვაკლებ.

- როგორ აპირებთ ამ დღის აღნიშვნას?

- ჭორვილაში მინდოდა გადამეხადა, ბიძინა ივანიშვილის დედა, ქალბატონი ციცინო ჩემი მეგობარია და მან შემომთავაზა. ახლა გადავიფიქრე, მეუხერხულება მაინც, ჩემი დაბადების დღე ჭორვილაში რატომ უნდა გადავიხადო. 94 წლის ქალია ციცინო, როგორც ჩიტი, ისე დაფრინავს. საოცარი ქალბატონია, ძალიან მიყვარს. ახლა ''მარიოტში'' აპირებენ ჩემი მეგობრები ჩემი დაბადების დღის აღნიშვნას, ნაზი ალასანიამ და მანანა გაბრიჭიძემ ითავეს ეს საქმე.

- დაახლოებით მაინც იცით, როგორი იქნება თქვენი დაბადების დღე?

- ვერაფერს ვეკითხები, ისე მეუხერხულება, ან საიდან შოულობენ ფინანსებს, არ ვიცი. შეხვედრა-კონცერტი, დაახლოებით ასეთი ტიპის საღამო იქნება. საღამოს გივი სიხარულიძე წაიყვანს. მეც ვიმღერებ. მანამდე ფორმაში მოვალ, დღეს რაღაც ვერ ვარ ფორმაში, სხვანაირი ვარ უმაკიაჟოდ, არა? მაგრამ ასე უფრო ახალგაზრდულია, ხომ მართალია?

- მართალია, მართალი.

- ნინო, უყურე ჩემი და ანრის ნომერს ''ჯი-დი-ეს'' -ზე? ასეთი შოუ არ განმეორდება, არადა, გუშინ დაბალი ქულები დაუწერეს. ისე დამწყდა გული. ვერავინ ვერ გააკეთებდა მაგ ელ ჯეროს, არაფერი არ აქვს ისეთი, რომ შოუ გააკეთო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება