სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე­რი კი არა, კლა­რა ვარ" ანუ ვა­შა­ძი­დან "იგუ­ლა­ვამ­დე" - ვინ იქ­ნე­ბა და­ვით ნარ­მა­ნი­ას მთა­ვა­რი კონ­კუ­რენ­ტი
"მე­რი კი არა, კლა­რა ვარ" ანუ ვა­შა­ძი­დან "იგუ­ლა­ვამ­დე" - ვინ იქ­ნე­ბა და­ვით ნარ­მა­ნი­ას მთა­ვა­რი კონ­კუ­რენ­ტი

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვ­ლის წინ თბი­ლი­სის მე­რის პოს­ტ­ზე ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რი­სა და რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მი­ნის­ტ­რის, და­ვით ნარ­მა­ნი­ას კან­დი­და­ტუ­რა და­ა­სა­ხე­ლა. თბი­ლი­სის მე­რის პოს­ტ­ზე ნარ­მა­ნი­ას მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ე­ბის მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტი მი­სი არათ­ბი­ლი­სე­ლო­ბაა, არ­ც­თუ შო­რე­ულ მო­მა­ვალ­ში ვნა­ხავთ, ეს არა­სე­რი­ო­ზუ­ლი არ­გუ­მენ­ტი თბი­ლი­სე­ლე­ბის არ­ჩე­ვან­ზე იმოქ­მე­დებს თუ არა. ამ­ჯე­რად კი გა­დავ­წყ­ვი­ტეთ თვა­ლი გა­და­ვავ­ლოთ ჩვენს უახ­ლ­ეს ის­ტო­რი­ას და გა­ვიხ­სე­ნოთ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წლებ­ში დე­და­ქა­ლაქს თავ­კა­ცობ­დ­ნენ.

1991 წელს, ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დ­გე­ნის შემ­დეგ, თბი­ლი­სის მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა მოკ­ლე ხნით თა­მაზ ვა­შა­ძემ და­ი­კა­ვა. სა­მო­ქა­ლა­ქო ომის შემ­დეგ, 1992 წელს მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა ოთარ ლი­თა­ნიშ­ვილ­მა, ქა­ლა­ქის კო­ლო­რიტ­მა. მე­რად მუ­შა­ო­ბი­სას მის­თ­ვის ერთ მო­ქა­ლა­ქეს და­უ­რე­კავს და უკი­თხავს: - მე­რი ხარ­თო? - ბა­ტონ ოთარს უპა­სუ­ხია: - არა, გე­ნაც­ვა­ლე, მე­რი კი არა, კლა­რა ვა­რო! 1993 წელს ის ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე კო­ტე გა­ბაშ­ვილ­მა შეც­ვა­ლა. 1993 წელ­ს­ვე თბი­ლი­სის მე­რად ნი­კო ლე­კიშ­ვი­ლი და­ნიშ­ნეს. მი­სი მე­რო­ბი­სას თბი­ლის­ში მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო ანეკ­დო­ტი, უფ­რო სწო­რად, ანეკ­დო­ტად ქცე­უ­ლი ნამ­დ­ვი­ლი ამ­ბა­ვი: თბი­ლი­სის მერ­მა ნი­კო ლე­კიშ­ვილ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბა­ში ერთ-ერთ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს და­უ­რე­კა - მე­რი ვარ, მე­რი - ლე­კიშ­ვი­ლიო! ამ უკა­ნას­კ­ნელ­მა კი თა­ნა­შემ­წეს გან­ც­ვიფ­რე­ბით ჰკი­თხა, "კა­ცო, ლე­კიშ­ვილს მე­რი ჰქვი­აო?" ნი­კო ლე­კიშ­ვილს პუ­რის რი­გე­ბი­სა და ცენ­ტ­რა­ლურ პროს­პექ­ტებ­ზე დან­თე­ბუ­ლი კო­ცო­ნე­ბის პრობ­ლე­მა ჰქონ­და გა­და­საწყ­ვე­ტი. ის არ იყო პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ფი­გუ­რა, ისე­ვე რო­გორც მი­სი მომ­დევ­ნო მე­რი ბად­რი შო­ში­ტა­იშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა 1995 - 1998 წლებ­ში ეკა­ვა. 1998 წელს ქა­ლა­ქის თავ­კა­ცო­ბა ვა­ნო ზო­დე­ლა­ვას ჩა­ა­ბა­რეს. ის იყო პირ­ვე­ლი მე­რი, რომ­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო ამ­ბი­ცი­ებ­ზეც ბევ­რს ლა­პა­რა­კობ­დ­ნენ. ჩვე­ნი უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის პო­ლიტ­მარ­გა­ლი­ტებ­ში კი მო­ი­ძებ­ნე­ბა ერ­თი ფრა­ზა, რო­მე­ლიც ვა­ნო ზო­დე­ლა­ვას ეკუთ­ვ­ნის: "ი­ლია და აკა­კი ცოცხ­ლე­ბი რომ იყონ, საფ­ლავ­ში გა­დატ­რი­ალ­დე­ბოდ­ნენ". "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ი­სა" და გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­დეგ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ვა­ნო ზო­დე­ლა­ვა თბი­ლი­სის მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ა­ყე­ნა და მის ნაც­ვ­ლად ცეს­კოს ყო­ფი­ლი თავ­მ­ჯ­დო­მა­რე ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი და­ნიშ­ნა. პრო­ფე­სი­ით ფი­ლო­სო­ფო­სი ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მი­დან მო­ვი­და, თბი­ლი­სე­ლებს კი თა­ვი ყვე­ლა­ზე მე­ტად ცნო­ბი­ლი "სამ­კუ­თხე­დით" და­ა­მახ­სოვ­რა. ასე­ვე მის მე­რო­ბას უკავ­შირ­დე­ბა ე.წ. სა­ა­თე­ბის სკან­და­ლი. ისა­ნი-სამ­გო­რის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბელ­მა ზუ­რაბ ადა­მი­ამ ქა­ლა­ქის მერს "ო­მე­გას" ფირ­მის 1500-დო­ლა­რი­ა­ნი სა­ა­თი მი­უ­ტა­ნა სა­ჩუქ­რად. ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­მა კი მე­ო­რე დი­ლით სა­გან­გე­ბოდ შეკ­რი­ბა დე­და­ქა­ლა­ქის ყვე­ლა რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბე­ლი და ზუ­რაბ ადა­მია მის­თ­ვის ქრთა­მის მი­ცე­მის მცდე­ლო­ბა­ში კა­მე­რე­ბის წინ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. მერ­მა ადა­მი­ას გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბის სას­წ­რა­ფოდ და­წე­რა მოს­თხო­ვა და სა­ა­თი სა­ჯა­როდ და­უბ­რუ­ნა უკან. სულ მა­ლე ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ურ სამ­სა­ხურ­ში გა­ამ­წე­სეს, მი­სი ად­გი­ლი კი გი­გი უგუ­ლა­ვამ და­ი­კა­ვა. უგუ­ლა­ვას მუდ­მი­ვად ადა­ნა­შა­უ­ლებ­დ­ნენ სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის არა­მიზ­ნობ­რივ ხარ­ჯ­ვა­ში (­მას მო­სახ­ლე­ო­ბამ "იგუ­ლა­ვაც" კი შე­არ­ქ­ვა"). ამ­გ­ვა­რი ბრალ­დე­ბით მის წი­ნა­აღ­მ­დეგ დღე­საც მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სი. უგუ­ლა­ვა იყო პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ­თა ელი­ტას მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბო­და. მას ხში­რად ასა­ხე­ლებ­დ­ნენ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კის მა­კონ­ტ­რო­ლებ­ლად, ასე­ვე სა­ა­კაშ­ვი­ლის მემ­კ­ვიდ­რედ, თუმ­ცა რო­გორც ზო­დე­ლა­ვას შემ­თხ­ვე­ვა­ში, ამ­ჯე­რა­დაც ვა­რა­უ­დე­ბი არ გა­მარ­თ­ლ­და. თუმ­ცა რო­გორც ჩანს, ის მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­შიც აპი­რებს კენ­ჭის­ყ­რას. თუმ­ცა, ერთ-ერთი ვერ­სი­ით შე­საძ­ლოა თვით ექ­ს­პ­რე­ზი­დენ­ტ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა იყა­როს თბი­ლი­სის მე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე კენ­ჭი.

ნა­თია დო­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

"მე­რი კი არა, კლა­რა ვარ" ანუ ვა­შა­ძი­დან "იგუ­ლა­ვამ­დე" - ვინ იქ­ნე­ბა და­ვით ნარ­მა­ნი­ას მთა­ვა­რი კონ­კუ­რენ­ტი

"მე­რი კი არა, კლა­რა ვარ" ანუ ვა­შა­ძი­დან "იგუ­ლა­ვამ­დე" - ვინ იქ­ნე­ბა და­ვით ნარ­მა­ნი­ას მთა­ვა­რი კონ­კუ­რენ­ტი

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვ­ლის წინ თბი­ლი­სის მე­რის პოს­ტ­ზე ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რი­სა და რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მი­ნის­ტ­რის, და­ვით ნარ­მა­ნი­ას კან­დი­და­ტუ­რა და­ა­სა­ხე­ლა. თბი­ლი­სის მე­რის პოს­ტ­ზე ნარ­მა­ნი­ას მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ე­ბის მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტი მი­სი არათ­ბი­ლი­სე­ლო­ბაა, არ­ც­თუ შო­რე­ულ მო­მა­ვალ­ში ვნა­ხავთ, ეს არა­სე­რი­ო­ზუ­ლი არ­გუ­მენ­ტი თბი­ლი­სე­ლე­ბის არ­ჩე­ვან­ზე იმოქ­მე­დებს თუ არა. ამ­ჯე­რად კი გა­დავ­წყ­ვი­ტეთ თვა­ლი გა­და­ვავ­ლოთ ჩვენს უახ­ლ­ეს ის­ტო­რი­ას და გა­ვიხ­სე­ნოთ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წლებ­ში დე­და­ქა­ლაქს თავ­კა­ცობ­დ­ნენ.

1991 წელს, ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დ­გე­ნის შემ­დეგ, თბი­ლი­სის მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა მოკ­ლე ხნით თა­მაზ ვა­შა­ძემ და­ი­კა­ვა. სა­მო­ქა­ლა­ქო ომის შემ­დეგ, 1992 წელს მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა ოთარ ლი­თა­ნიშ­ვილ­მა, ქა­ლა­ქის კო­ლო­რიტ­მა. მე­რად მუ­შა­ო­ბი­სას მის­თ­ვის ერთ მო­ქა­ლა­ქეს და­უ­რე­კავს და უკითხავს: - მე­რი ხარ­თო? - ბა­ტონ ოთარს უპა­სუ­ხია: - არა, გე­ნაც­ვა­ლე, მე­რი კი არა, კლა­რა ვა­რო! 1993 წელს ის ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე კო­ტე გა­ბაშ­ვილ­მა შეც­ვა­ლა. 1993 წელ­ს­ვე თბი­ლი­სის მე­რად ნი­კო ლე­კიშ­ვი­ლი და­ნიშ­ნეს. მი­სი მე­რო­ბი­სას თბი­ლის­ში მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო ანეკ­დო­ტი, უფ­რო სწო­რად, ანეკ­დო­ტად ქცე­უ­ლი ნამ­დ­ვი­ლი ამ­ბა­ვი: თბი­ლი­სის მერ­მა ნი­კო ლე­კიშ­ვილ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბა­ში ერთ-ერთ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს და­უ­რე­კა - მე­რი ვარ, მე­რი - ლე­კიშ­ვი­ლიო! ამ უკა­ნას­კ­ნელ­მა კი თა­ნა­შემ­წეს გან­ც­ვიფ­რე­ბით ჰკითხა, "კა­ცო, ლე­კიშ­ვილს მე­რი ჰქვიაო?" ნი­კო ლე­კიშ­ვილს პუ­რის რი­გე­ბი­სა და ცენ­ტ­რა­ლურ პროს­პექ­ტებ­ზე დან­თე­ბუ­ლი კო­ცო­ნე­ბის პრობ­ლე­მა ჰქონ­და გა­და­საწყ­ვე­ტი. ის არ იყო პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ფი­გუ­რა, ისე­ვე რო­გორც მი­სი მომ­დევ­ნო მე­რი ბად­რი შო­ში­ტა­იშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა 1995 - 1998 წლებ­ში ეკა­ვა. 1998 წელს ქა­ლა­ქის თავ­კა­ცო­ბა ვა­ნო ზო­დე­ლა­ვას ჩა­ა­ბა­რეს. ის იყო პირ­ვე­ლი მე­რი, რომ­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო ამ­ბი­ცი­ებ­ზეც ბევრს ლა­პა­რა­კობ­დ­ნენ. ჩვე­ნი უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის პო­ლიტ­მარ­გა­ლი­ტებ­ში კი მო­ი­ძებ­ნე­ბა ერ­თი ფრა­ზა, რო­მე­ლიც ვა­ნო ზო­დე­ლა­ვას ეკუთ­ვ­ნის: "ი­ლია და აკა­კი ცოცხ­ლე­ბი რომ იყონ, საფ­ლავ­ში გა­დატ­რი­ალ­დე­ბოდ­ნენ". "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ი­სა" და გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­დეგ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ვა­ნო ზო­დე­ლა­ვა თბი­ლი­სის მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ა­ყე­ნა და მის ნაც­ვ­ლად ცეს­კოს ყო­ფი­ლი თავ­მ­ჯ­დო­მა­რე ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი და­ნიშ­ნა. პრო­ფე­სი­ით ფი­ლო­სო­ფო­სი ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მი­დან მო­ვი­და, თბი­ლი­სე­ლებს კი თა­ვი ყვე­ლა­ზე მე­ტად ცნო­ბი­ლი "სამ­კუთხე­დით" და­ა­მახ­სოვ­რა. ასე­ვე მის მე­რო­ბას უკავ­შირ­დე­ბა ე.წ. სა­ა­თე­ბის სკან­და­ლი. ისა­ნი-სამ­გო­რის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბელ­მა ზუ­რაბ ადა­მი­ამ ქა­ლა­ქის მერს "ო­მე­გას" ფირ­მის 1500-დო­ლა­რი­ა­ნი სა­ა­თი მი­უ­ტა­ნა სა­ჩუქ­რად. ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­მა კი მე­ო­რე დი­ლით სა­გან­გე­ბოდ შეკ­რი­ბა დე­და­ქა­ლა­ქის ყვე­ლა რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბე­ლი და ზუ­რაბ ადა­მია მის­თ­ვის ქრთა­მის მი­ცე­მის მცდე­ლო­ბა­ში კა­მე­რე­ბის წინ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. მერ­მა ადა­მი­ას გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბის სას­წ­რა­ფოდ და­წე­რა მოს­თხო­ვა და სა­ა­თი სა­ჯა­როდ და­უბ­რუ­ნა უკან. სულ მა­ლე ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ურ სამ­სა­ხურ­ში გა­ამ­წე­სეს, მი­სი ად­გი­ლი კი გი­გი უგუ­ლა­ვამ და­ი­კა­ვა. უგუ­ლა­ვას მუდ­მი­ვად ადა­ნა­შა­უ­ლებ­დ­ნენ სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის არა­მიზ­ნობ­რივ ხარ­ჯ­ვა­ში (­მას მო­სახ­ლე­ო­ბამ "იგუ­ლა­ვაც" კი შე­არ­ქ­ვა"). ამ­გ­ვა­რი ბრალ­დე­ბით მის წი­ნა­აღ­მ­დეგ დღე­საც მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სი. უგუ­ლა­ვა იყო პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ­თა ელი­ტას მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბო­და. მას ხში­რად ასა­ხე­ლებ­დ­ნენ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კის მა­კონ­ტ­რო­ლებ­ლად, ასე­ვე სა­ა­კაშ­ვი­ლის მემ­კ­ვიდ­რედ, თუმ­ცა რო­გორც ზო­დე­ლა­ვას შემ­თხ­ვე­ვა­ში, ამ­ჯე­რა­დაც ვა­რა­უ­დე­ბი არ გა­მარ­თ­ლ­და. თუმ­ცა რო­გორც ჩანს, ის მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­შიც აპი­რებს კენ­ჭის­ყ­რას. თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით შე­საძ­ლოა თვით ექ­ს­პ­რე­ზი­დენ­ტ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა იყა­როს თბი­ლი­სის მე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე კენ­ჭი.

ნა­თია დო­ლი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა