მსოფლიო
სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მინარეთის აღდგენა - ხმაურიანი რელიგიური დავის დასასრული (?)
მინარეთის აღდგენა - ხმაურიანი რელიგიური დავის დასასრული (?)

დღეს დი­ლი­დან, ადი­გე­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭე­ლა­ში მი­ნა­რე­თის აღ­დგე­ნას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. სო­ფელ ჭე­ლის მე­ჩეთ­თან, სა­დაც მი­ნა­რე­თი გუ­შინ, გვი­ან ღა­მით და­აბ­რუ­ნეს, ქრის­ტი­ან­მა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა სა­ვედ­რე­ბე­ლი პა­რაკ­ლი­სი გა­და­ი­ხა­დეს. ად­გილ­ზე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან ერ­თად, ად­გი­ლობ­რი­ვი ქრის­ტი­ა­ნე­ბი და ადი­გე­ნის არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი დარ­ბა­ზის" წევ­რე­ბიც მი­ვიდ­ნენ. დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, შეკ­რე­ბი­ლე­ბის ნა­წილ­მა ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვა.

ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში სო­ფე­ლი ჭელა, თავ­და­პირ­ვე­ლად, ზა­ფხულ­ში მო­ექ­ცა და იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი პე­რი­ო­დუ­ლად მწვავ­დე­ბო­და ვი­თა­რე­ბა.

ჭე­ლა­ში, სა­დაც აჭა­რი­დან გად­მო­სახ­ლე­ბუ­ლი მუს­ლი­მე­ბი და რა­ჭი­დან ჩა­მო­სახ­ლე­ბუ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი წლე­ბია უკონ­ფლიქ­ტოდ ცხოვ­რო­ბენ, სო­ფელ­ში არ­სე­ბულ მე­ჩეთს 24 მეტ­რი­ა­ნი მი­ნა­რე­თი ივ­ლის­ში მი­უ­შე­ნეს. ამ ფაქ­ტმა, მა­შინ­ვე გა­მო­იწ­ვია ად­გი­ლობ­რი­ვი ქრის­ტი­ა­ნე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვი მუს­ლი­მე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ მი­ნა­რე­თის მოშ­ლის მო­თხოვ­ნით მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი ხელ­მო­წე­რებს აგ­რო­ვე­ბენ და თუ ქრის­ტი­ა­ნე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ, კომფლიქ­ტის­თვის თა­ვის არი­დე­ბის მიზ­ნით, მი­ნა­რეთს ისევ აი­ღებ­დნენ. ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბას მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი უარ­ყოფ­დნენ. მოკ­ლედ, სო­ფელ­ში რე­ლი­გი­ურ ნი­ა­დაგ­ზე კონ­ფლიქტს ორი­ვე მხა­რე უარ­ყოფ­და.

მი­ნა­რე­თის აშე­ნე­ბი­დან ერთ თვე­ში, 26 აგ­ვის­ტოს მისი დე­მონ­ტა­ჟი გან­ხორ­ცი­ელ­და. ადი­გე­ნის საკ­რე­ბუ­ლომ დე­მონ­ტა­ჟის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ნა­რე­თის აშე­ნე­ბის ნე­ბარ­თვის არ­ქო­ნით ახ­სნა და ად­გი­ლობ­რი­ვი მუს­ლი­მე­ბი 200 ლა­რი­თაც და­ა­ჯა­რი­მა. ამის შემ­დეგ, მუს­ლიმ­თა აქ­ცი­ე­ბი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და­ი­წყო. ისი­ნი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­საც კი შეხ­ვდნენ და დახ­მა­რე­ბის და­პი­რე­ბა მი­ი­ღეს. ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მუს­ლი­მებ­მა მი­ნა­რე­თის დაბ­რუ­ნე­ბის­თვის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბა და­ი­წყეს. ისი­ნი და­კუ­მენ­ტა­ცი­ის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად რიგ პრო­ცე­დუ­რებს იუს­ტი­ცი­ის სახ­ლსა და სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში თით­ქმის ყო­ველ დღე გა­დი­ოდ­ნენ. მი­უ­ხე­და­ვად წარ­სად­გე­ნი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ვრცე­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­სა, მუს­ლი­მე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ, რომ მთავ­რო­ბა მი­ნა­რე­თის დაბ­რუ­ნე­ბა­ში ხელს აუ­ცი­ლებ­ლად შე­უ­წყობ­და, რად­გან მათ ამის შე­სა­ხებ და­პი­რე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რი­სას მი­ი­ღეს.

სა­ბო­ლო­ოდ, მუს­ლიმ­თა მო­ლო­დი­ნი გა­მარ­თლდა და ჭე­ლა­ში მი­ნა­რე­თი გუ­შინ გვი­ან ღა­მით, რამ­დე­ნი­მე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის პრო­ტეს­ტის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც აღად­გი­ნეს. ამის­თვის, ქარ­თველ მუს­ლიმ­თა კავ­შირ­მა ივა­ნიშ­ვილს მად­ლო­ბაც გა­და­უ­ხა­და. ახ­ლაც, რო­გორც მი­ნა­რე­თის პირ­ვე­ლად გა­მო­ჩე­ნი­სას, მისი სა­წი­ნა­არმ­დე­გო აქ­ცი­ე­ბი და­ი­წყო. ამი­ტომ, რო­გორ დას­რულ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი, მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

მინარეთის აღდგენა - ხმაურიანი რელიგიური დავის დასასრული (?)

მინარეთის აღდგენა - ხმაურიანი რელიგიური დავის დასასრული (?)

დღეს დილიდან, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის აღდგენას აპროტესტებენ. სოფელ ჭელის მეჩეთთან, სადაც მინარეთი გუშინ, გვიან ღამით დააბრუნეს, ქრისტიანმა სასულიერო პირებმა სავედრებელი პარაკლისი გადაიხადეს. ადგილზე სასულიერო პირებთან ერთად, ადგილობრივი ქრისტიანები და ადიგენის არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი დარბაზის" წევრებიც მივიდნენ. დღის მეორე ნახევარში, შეკრებილების ნაწილმა ტერიტორია დატოვა.

ყურადღების ცენტრში სოფელი ჭელა, თავდაპირველად, ზაფხულში მოექცა და იქიდან მოყოლებული პერიოდულად მწვავდებოდა ვითარება.

ჭელაში, სადაც აჭარიდან გადმოსახლებული მუსლიმები და რაჭიდან ჩამოსახლებული მართლმადიდებლები წლებია უკონფლიქტოდ ცხოვრობენ, სოფელში არსებულ მეჩეთს 24 მეტრიანი მინარეთი ივლისში მიუშენეს. ამ ფაქტმა, მაშინვე გამოიწვია ადგილობრივი ქრისტიანების უკმაყოფილება. ადგილობრივი მუსლიმები ამბობდნენ, რომ მინარეთის მოშლის მოთხოვნით მართლმადიდებელი თანასოფლელები ხელმოწერებს აგროვებენ და თუ ქრისტიანები წინააღმდეგები იქნებოდნენ, კომფლიქტისთვის თავის არიდების მიზნით, მინარეთს ისევ აიღებდნენ. ხელმოწერების შეგროვებას მართლმადიდებლები უარყოფდნენ. მოკლედ, სოფელში რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტს ორივე მხარე უარყოფდა.

მინარეთის აშენებიდან ერთ თვეში, 26 აგვისტოს მისი დემონტაჟი განხორციელდა. ადიგენის საკრებულომ დემონტაჟის გადაწყვეტილება მინარეთის აშენების ნებართვის არქონით ახსნა და ადგილობრივი მუსლიმები 200 ლარითაც დააჯარიმა. ამის შემდეგ, მუსლიმთა აქციები და ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონსულტაციები დაიწყო. ისინი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსაც კი შეხვდნენ და დახმარების დაპირება მიიღეს. ხოლო მოგვიანებით, მუსლიმებმა მინარეთის დაბრუნებისთვის დოკუმენტაციის შეგროვება დაიწყეს. ისინი დაკუმენტაციის მოსაწესრიგებლად რიგ პროცედურებს იუსტიციის სახლსა და სხვა დაწესებულებებში თითქმის ყოველ დღე გადიოდნენ. მიუხედავად წარსადგენი დოკუმენტაციის ვრცელი ჩამონათვალისა, მუსლიმები დარწმუნებული იყვნენ, რომ მთავრობა მინარეთის დაბრუნებაში ხელს აუცილებლად შეუწყობდა, რადგან მათ ამის შესახებ დაპირება ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას მიიღეს.

საბოლოოდ, მუსლიმთა მოლოდინი გამართლდა და ჭელაში მინარეთი გუშინ გვიან ღამით, რამდენიმე სასულიერო პირის პროტესტის მიუხედავად, მაინც აღადგინეს. ამისთვის, ქართველ მუსლიმთა კავშირმა ივანიშვილს მადლობაც გადაუხადა. ახლაც, როგორც მინარეთის პირველად გამოჩენისას, მისი საწინაარმდეგო აქციები დაიწყო. ამიტომ, როგორ დასრულდება მოვლენები, მომავალი გვიჩვენებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია